/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რჩევები

რატომ არ შეიძლება ალკოჰოლის დალევა სიცივეში?

რატომ არ შეიძლება ალკოჰოლის დალევა სიცივეში?
ჩვეულებრივ, ჩვენი სხეული ინარჩუნებს სხეულის სტაბილურ ტემპერატურას სპეციალური მექანიზმების გამოყენებით,

არეგულირებს სითბოს დაკარგვას და წარმოებას გარემო პირობებიდან გამომდინარე. თუმცა, ეს უნარი შეზღუდულია.

სიცივეში ან წყალში ხანგრძლივი ყოფნისას, როდესაც სხეული ვერ თბობა, სხეულის ტემპერატურა ეცემა 35 გრადუსზე დაბლა და ხდება გადაციება ან ჰიპოთერმია.

ჰიპოთერმიის ხარისხი დამოკიდებულია სიცივისა და სხვა ფაქტორების ზემოქმედების ხანგრძლივობაზე, როგორიცაა: ასაკი, კვება, თანმხლები დაავადებები და ალკოჰოლის მოხმარება.

პირველ ეტაპზე ადამიანს აღენიშნება კანკალი, სისუსტე, გულისცემის, სუნთქვისა და შარდვის გახშირება, მეტყველების არევა და დაბნეულობაც კი. სიცივის ხანგრძლივი ზემოქმედებით სიმპტომები უარესდება.

რა უნდა გააკეთოთ ჰიპოთერმიისა და მოყინვის შემთხვევაში

რაც შეიძლება მალე გადახვიდეთ თბილ ოთახში (იდეალურად 28 გრადუსი), გაიხადოთ სველი ტანსაცმელი, დაიფაროთ თბილი საბანი და დალიოთ თბილი სასმელი. არ შეიძლება ალკოჰოლის მიღება: ის აფართოებს პერიფერიულ სისხლძარღვებს, ანაწილებს სისხლს შინაგანი ორგანოებიდან და არღვევს სიცივის აღქმას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა. ბოლო რამდენიმე თვეა სამსახურში ძალიან ვიღლები, ისე, რომ გონებრივად ვითიშები და თვალები მეხუჭება. სამსახურში კი მიწევს მძიმე ფიზიკური შრომა, თუმცა 2 წლის მანძილზე ასე არასდროს ვყოფილვარ. მაინტერესებს თქვენი რჩევა. ასევე რა ვიტამინები უნდა შევიმოწმო? ასევე ვარ რკინადეფიციტური ანემიისკენ მიდრეკილი და ექიმის დანიშნულებით ვსვამ გალფერს.</p>

ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ალკოჰოლი არღვევს ჰიპოთერმიის კომპენსატორულ მექანიზმებს. ანელებს კუნთების ტრემორის დაწყებას და ამცირებს კუნთების ტრემორის ხანგრძლივობას.

ძლიერმა ჰიპოთერმიამ შეიძლება გამოიწვიოს მოყინვა - სხეულის ნაწილების დაზიანება. ყველაზე ხშირად ეს არის ცხვირი, ყურები, ლოყები, ნიკაპი, თითები და ფეხის თითები.

მოყინვა ვლინდება დაბუჟებით, ჩხვლეტით, ფერის ცვლილებით და კიდურის მოძრაობის შეზღუდვით. მოყინვის ხარისხიდან გამომდინარე ხდება კანის ფერის ცვლილება - სიფერმკრთალე, სიწითლე, სილურჯე და გაშავებაც კი.

მოყინვისას, არ დაიზილოთ კიდური, რათა თავიდან აიცილოთ დაზიანება. გაითბეთ ხელი ან ფეხი თბილი წყლით, საბნით ან სხეულზე სათბურის დადებით და მიმართეთ ექიმს.

დაუყოვნებლივ უნდა მიმართოთ სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ მძიმე ჰიპოთერმიის სიმპტომებს: დაბალი პულსი, არტერიული წნევის დაქვეითება, ცნობიერების დაქვეითება, სუნთქვის პრობლემები.

ჰიპოთერმია განსაკუთრებით საშიშია ხანდაზმული ადამიანებისთვის, მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, ადამიანებისთვის, რომლებიც ცუდად იკვებებიან ან ჭარბად იყენებენ ალკოჰოლს.

როგორ ავიცილოთ თავიდან ჰიპოთერმია:

· ამინდის შესაფერისი სამოსი

· დაბალანსებული კვების რეჟიმი

· მოერიდეთ სიცივის ხანგრძლივ ზემოქმედებას

· არ დალიოთ ალკოჰოლი

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ინფარქტის პირველი და ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოწევაა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინფარქტის პირველი და ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოწევაა

ენერგია, რომელიც გულს დღე-ღამეში შესასრულებელი სამუშაოსთვის სჭირდება, საკმარისია 20 ათასი კგ ტვირთის 1 მეტრზე გადასაადგილებლად. 70 წლის განმავლობაში გული 2,5 მილიარდჯერ იკუმშება, გამოთვლილია, რომ ეს ძალა საკმარისია 10-12-ვაგონიანი მატარებლის იალბუზზე ასატანად. მოსვენებისას გულს დღე-ღამეში სჭირდება 38-40 ლ ჟანგბადი, რომლის მისაღებადაც საკუთარ სისხლის მიმოქცევის სისტემაში, გვირგვინოვან არტერიებში, დაახლოებით 300 ლიტრი სისხლი უნდა გაატაროს.

თუ ამ სისტემაში რაიმე მიზეზით ხანგრძლივად დაირღვა გულისთვის ჟანგბადის მიწოდება, ამ ორგანოს განსაზღვრულ უბნებში უჟანგბადობის გამო გულის უჯრედების - კარდიომიოციტების - კვდომა დაიწყება, რასაც მედიცინაში გულის კუნთის ანუ მიოკარდიუმის ინფარქტი ჰქვია.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების ძირითადი რისკფაქტორებია

  • მაღალი არტერიული წნევა;
  • ასაკი: მამაკაცებისთვის - 40 წლიდან, ქალებისთვის - 50 წლიდან;
  • ფსიქოემოციური დატვირთვა;
  • გულ-სისხლძარღვთა დაავადებები ახლო ნათესავებში;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • გაცხიმოვნება;
  • საერთო ქოლესტერინის მაღალი დონე (5,5მმოლ/ლ-ზე მეტი)თამბაქოს წევა.

ინფარქტის კავშირი სხვა დაავადებებთან

  • არსებობს მიზეზშედეგობრივი კავშირი გულის იშემიურ დაავადებას, შაქრიან დიაბეტსა და ინფარქტს შორის. ინფარქტი საკმაოდ ხშირად სწორედ გულის იშემიური დაავადების ფონზე ვითარდება.
  • შაქრიანი დიაბეტით მოავადეებში საკმაოდ დიდია კორონარული ათეროსკლეროზის განვითარების რისკი, ამ ტიპის პაციენტებში ეს დაავადება გაცილებით ახალგაზრდა ასაკში ვითარდება, ამასთან, საკმაოდ მძიმე ფორმით.

ინფარქტის ძირითადი მიზეზები

თამბაქო - ინფარქტის პირველი და ძირითადი მიზეზი თამბაქოს მოწევაა. წელიწადში საშუალოდ 7300 სიგარეტს ეწევა აქტიური მწეველი. ცნობისთვის, პირველი ინფარქტი მწეველ მამაკაცებს 8 წლით ადრე ემართებათ არამწეველებზე, ხოლო მწეველი ქალები არამწეველებზე 15 წლით ადრე ხდებიან ინფარქტგადატანილები. საქმე ის გახლავთ, რომ თამბაქოში არსებული ნაერთები აზიანებენ ფილტვის ქსოვილს და იწვევენ მათში თრომბების განვითარებას, სწორედ ეს თრომბები ახშობენ გულის გვირგვინოვან არტერიებს და შედეგად მის კვდომას - ინფარქტს იწვევენ.

თამბაქოს კვამლში არსებული ნახშირბადის ოქსიდი აქტიურად უერთდება სისხლში არსებულ ჰემოგლობინს და წარმოქმნის კაროქსიჰემოგლობინს, რომლის სისხლში მაღალი შემცველობაც (3%-დან 5%-მდე) 30-55 წლის მამაკაცებში იშემიური დაავადების განვითარების რისკს 20-ჯერ ზრდის. უკანასკნელ ხანს საკმაოდ შემცირდა ინფარქტის ასაკი, იგი გაცილებით ახალგაზრდა ადამიანებსაც ემტერება. თამბაქო ახალგაზრდა ქალების (36 წლამდე) 75%-ში ინფარქტის მიზეზს წარმოადგენს.