/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კარდიოლოგია

სპორტსმენის გული

სპორტსმენის გული
სპორტსმენთა უეცარი სიკვდილი მედიცინის ერთ-ერთი უდიდესი პრობლემაა. დადგენილია, რომ

სპორტსმენებს შორის უეცარი სიკვდილის შემთხვევათა 75-80% კარდიული მიზეზებით არის გამოწვეული. ექიმებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ სპორტსმენების გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა განსხვავდება იმ ადამიანებისგან, ვინც სპორტს არ მისდევს. მის თავისებურებებზე კარდიოლოგი ზეინაბ ჭუმბურიძე გვესაუბრება.

- სპორტსმენის გულის საკითხი დღეს ძალზე აქტუალურია. მედიცინაში სპეციალური განხრაც კი შეიქმნა, რომელსაც სპორტული კარდიოლოგია ჰქვია. ის იმ სპორტსმენების გულ-სისხლძარღვთა სისტემას შეისწავლის, რომლებიც დიდი დატვირთვით ვარჯიშობენ. ეს საჭიროა, რათა სწორად შემუშავდეს მათი ვარჯიშისა და დასვენების რეჟიმი. ნორმასა და პათოლოგიას შორის საზღვრის გავლება ხშირად ჭირს. სპორტულ გულსა და კარდიულ პათოლოგიებს შორის საზღვრის გავლებას თანამედროვე სპორტულ მედიცინაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რათა ერთი მხრივ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი უეცარი სიკვდილის რისკი, ხოლო მეორე მხრივ თავიდან ავიცილოთ ჰიპერდიაგნოსტიკის გამო სპორტსმენთა აქტიური სპორტული ცხოვრებისგან ჩამოშორება.

გამოთქმა "სპორტსმენის გული" პირველად 1899 წელს გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა ჰენშენმა. ის გულისხმობდა სპორტსმენის გულის გადიდებას და ამ მდგომარეობას პათოლოგიად განიხილავდა. ტერმინი დღესაც გამოიყენება, ოღონდ უფრო ფართო მნიშვნელობით.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ლანგის განმარტებით, "სპორტული გული" ორგვარად შეიძლება გავიგოთ: 1. გული, რომელსაც რეგულარული ვარჯიშის პირობებში შესწევს უნარი დააკმაყოფილოს ორგანიზმის მოთხოვნა ხანგრძლივი და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს და

2. გადაჭარბებული დატვირთვის შედეგად პათოლოგიურად შეცვლილი გული.

შეკითხვა ექიმს
<p>-სწორ განყოფილებაში ვკითხულობ თუ არა არ ვიცი მაგრამ ხომ ვერ მეტყვით როცა ვწვები ზურგზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში თავბრუს ხვევის შეგრძნება მაქვს, და შეგრძნება მაქ თითქოს თვალებში წნევა მიწევს .თავს ქვეშ ბალიში რო დავიდო ან თავი წამოვწიო მაშინ მივლის ეს ეფექტი. ხო ვერ მეტყვით ეს რისი.ბრალი უნდა იყოს??</p>

დღეს სადავოდ აღარ მიიჩნევა, რომ პროფესიული სპორტული დატვირთვა ჯანმრთელობისთვის ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო არ არის. არასახარბიელო ცვლილებებს განიცდის გულ-სისხლძარღვთა სისტემაც. ეს ცვლილებები დამოკიდებულია დატვირთვის ტიპსა და ინტენსივობაზე, ასევე - ვარჯიშის რეგულარულობაზე.

ნებისმიერი სახის ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება შეასრულოს გამაჯანსაღებელი როლი, როდესაც დატვირთვა სწორად არის დოზირებული და ადამიანის შესაძლებლობებს შეესაბამება. ასეთი დატვირთვა აკაჟებს ორგანიზმს, ზრდის გარეგანი ფაქტორების უარყოფითი გავლენისადმი წინააღმდეგობის უნარს, სიცოცხლის ხანგრძლივობას. როგორც არასაკმარისი, ასევე ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით - ეს უკანასკნელი, ვნებს ორგანიზმს და შესაძლოა, ამა თუ იმ დაავადების მიზეზად იქცეს, რომელთაგან ზოგიერთი სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კია. ამ მოსაზრებით სპორტული მედიცინის ამერიკული კოლეჯი გვირჩევს, გასაკაჟებლად და გასაჯანსაღებლად გამიზნული დატვირთვა არ აღემატებოდეს ასაკობრივად დასაშვები მაქსიმალური დატვირთვის 40%-ს.

რეგულარული ვარჯიშის ფონზე გულში ცვლილებები თანდათანობით ვითარდება. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, მისი ფუნქციური შესაძლებლობების ადაპტაცია დატვირთვის მიმართ. როდესაც დატვირთვა რეგულარული არ არის, ადაპტაცია არ ხდება. სწორედ ასეთი ვარჯიში ვნებს ჯანმრთელობას. მსოფლიო სპორტის ისტორიაში დაფიქსირებულია პროფესიონალ სპორტსმენთა უეცარი სიკვდილის შემთხვევები სრული ჯანმრთელობის ფონზე. თანამედროვე სპორტულმა მედიცინამ დაადასტურა, რომ ამ შემთხვევებს სწორედ ინტენსიურმა ფიზიკურმა ვარჯიშმა შეუწყო ხელი. თანამედროვე მონაცემებით, 35 წლამდე ასაკის სპორტსმენთა უეცარი კარდიული სიკვდილის მიზეზებს შორის დომინირებს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (ჰკმ), კორონარული არტერიების ანომალიები და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის სხვადასხვა ფორმა.

ამერიკის გულის ასოციაციის უკანასკნელი მონაცემებით, ახალგაზრდა სპორტსმენებში უეცარი კარდიული სიკვდილის შემთხვევათა 36% ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით არის განპირობებული, ხოლო 10%-ში აღინიშნება მხოლოდ მარცხენა პარკუჭის მასის მომატება, კარდიომიოპათიის ნიშნების გარეშე.

სპორტსმენის გულის მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული სპორტული დატვირთვის ხასიათზე. სხვადასხვა სახის ფიზიკური დატვირთვა კუნთებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ამიტომ არის, რომ ადვილად ვარჩევთ ერთმანეთისგან ბოდიბილდერს, აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატს და ველოსიპედისტს.

ფიზიოლოგაში გამოყოფენ კუნთთა შეკუმშვის ორ ტიპს - სტატიკურსა და დინამიკურს. დატვირთვის ასეთი გაყოფა პრინციპულია, რადგან სპორტის ამა თუ იმ სახეობაში რეგულარული ვარჯიში ანუ უპირატესად დინამიკური ან უპირატესად სტატიკური დატვირთვა განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ამაზეა დამოკიდებული პროგნოზიც. თუმცა დატვირთვის ორ ტიპად დაყოფა მაინც პირობითია, რადგან სპორტის ყოველი სახეობა ორივეს კომბინაციაა, ამიტომ ლიტერატურაში ხშირად შეხვდებით ასეთ ფრაზას: ძირითადად დინამიკური ან ძირითადად სტატიკური ტიპის ვარჯიში.

დინამიკური დატვირთვა ხელს უწყობს გამძლეობის განვითარებას, ხოლო სტატიკური - ძალისას. სტატიკურ დატვირთვას თან სდევს კუნთების ტონუსის (დაჭიმულობის) ცვლილება მათი სიგრძის ცვლილების გარეშე (მაგალითად, სიმძიმის აწევა ერთ მდგომარეობაში, კიდურების მოხრა-გაშლა). ითვლება, რომ ძალოსნური ვარჯიში (ორთაბრძოლა, სიმძიმეების აწევა) უპირატესად სტატიკური დატვირთვაა, ხოლო მძლეოსნობა - სირბილი, სიარული, ხტომა - დინამიკური.

დინამიკური ვარჯიშის დროს დომინირებს დატვირთვა სისხლის გაზრდილი მოცულობით, ხოლო სტატიკური ვარჯიშის დროს - მომატებული არტერიული წნევით გამოწვეული დატვირთვა. აღმოჩნდა, რომ იმ სპორტსმენებში, რომლებიც უპირატესად სტატიკური ვარჯიშით არიან დაკავებული, გულის რიტმის ცვალებადობა უფრო იშვიათია. თუ გახანგრძლივებული ვარჯიშის დროს რიტმის დარღვევა განვითარდა, ეს პათოლოგიურ მდგომარეობად განიხილება და სპორტსმენს სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. გარდა ამისა, სტატიკური დატვირთვისას შეინიშნება არტერიული წნევის მატების ტენდენცია. დარტყმითი მოცულობა ამ სპორტსმენებს არანავარჯიშევ ადამიანებთან შედარებით არ ეზრდებათ. ულტრაბგერითი გამოკვლევისას გულის გარეგანი ზომები შესამჩნევად არ არის შეცვლილი ან ვითარდება მიოკარდიუმის ჰიპერტროფია გულის ღრუების გადიდების გარეშე. ეს გულის ღრუების შიგნით არსებული წნევისა და კედლების ტონუსის მატებით არის განპირობებული.

სტატიკური დატვირთვისას გულის ღრუების გაგანიერება პათოლოგიური მოვლენაა, რომელიც მიოკარდიუმის გადაძაბვაზე მიუთითებს. ასეთ დროს რეკომენდებულია ვარჯიშის შეწყვეტა და სამედიცინო გამოკვლევა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სპორტსმენის გული - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სპორტსმენის გული

სპორტსმენებს შორის უეცარი სიკვდილის შემთხვევათა 75-80% კარდიული მიზეზებით არის გამოწვეული. ექიმებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ სპორტსმენების გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობა განსხვავდება იმ ადამიანებისგან, ვინც სპორტს არ მისდევს. მის თავისებურებებზე კარდიოლოგი ზეინაბ ჭუმბურიძე გვესაუბრება.

- სპორტსმენის გულის საკითხი დღეს ძალზე აქტუალურია. მედიცინაში სპეციალური განხრაც კი შეიქმნა, რომელსაც სპორტული კარდიოლოგია ჰქვია. ის იმ სპორტსმენების გულ-სისხლძარღვთა სისტემას შეისწავლის, რომლებიც დიდი დატვირთვით ვარჯიშობენ. ეს საჭიროა, რათა სწორად შემუშავდეს მათი ვარჯიშისა და დასვენების რეჟიმი. ნორმასა და პათოლოგიას შორის საზღვრის გავლება ხშირად ჭირს. სპორტულ გულსა და კარდიულ პათოლოგიებს შორის საზღვრის გავლებას თანამედროვე სპორტულ მედიცინაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, რათა ერთი მხრივ მინიმუმამდე იქნეს დაყვანილი უეცარი სიკვდილის რისკი, ხოლო მეორე მხრივ თავიდან ავიცილოთ ჰიპერდიაგნოსტიკის გამო სპორტსმენთა აქტიური სპორტული ცხოვრებისგან ჩამოშორება.

გამოთქმა "სპორტსმენის გული" პირველად 1899 წელს გამოიყენა გერმანელმა მეცნიერმა ჰენშენმა. ის გულისხმობდა სპორტსმენის გულის გადიდებას და ამ მდგომარეობას პათოლოგიად განიხილავდა. ტერმინი დღესაც გამოიყენება, ოღონდ უფრო ფართო მნიშვნელობით.

ლანგის განმარტებით, "სპორტული გული" ორგვარად შეიძლება გავიგოთ: 1. გული, რომელსაც რეგულარული ვარჯიშის პირობებში შესწევს უნარი დააკმაყოფილოს ორგანიზმის მოთხოვნა ხანგრძლივი და ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის დროს და

2. გადაჭარბებული დატვირთვის შედეგად პათოლოგიურად შეცვლილი გული.

დღეს სადავოდ აღარ მიიჩნევა, რომ პროფესიული სპორტული დატვირთვა ჯანმრთელობისთვის ერთმნიშვნელოვნად სასარგებლო არ არის. არასახარბიელო ცვლილებებს განიცდის გულ-სისხლძარღვთა სისტემაც. ეს ცვლილებები დამოკიდებულია დატვირთვის ტიპსა და ინტენსივობაზე, ასევე - ვარჯიშის რეგულარულობაზე.

ნებისმიერი სახის ფიზიკურმა აქტივობამ შეიძლება შეასრულოს გამაჯანსაღებელი როლი, როდესაც დატვირთვა სწორად არის დოზირებული და ადამიანის შესაძლებლობებს შეესაბამება. ასეთი დატვირთვა აკაჟებს ორგანიზმს, ზრდის გარეგანი ფაქტორების უარყოფითი გავლენისადმი წინააღმდეგობის უნარს, სიცოცხლის ხანგრძლივობას. როგორც არასაკმარისი, ასევე ჭარბი ფიზიკური დატვირთვა, განსაკუთრებით - ეს უკანასკნელი, ვნებს ორგანიზმს და შესაძლოა, ამა თუ იმ დაავადების მიზეზად იქცეს, რომელთაგან ზოგიერთი სიცოცხლესთან შეუთავსებელიც კია. ამ მოსაზრებით სპორტული მედიცინის ამერიკული კოლეჯი გვირჩევს, გასაკაჟებლად და გასაჯანსაღებლად გამიზნული დატვირთვა არ აღემატებოდეს ასაკობრივად დასაშვები მაქსიმალური დატვირთვის 40%-ს.

რეგულარული ვარჯიშის ფონზე გულში ცვლილებები თანდათანობით ვითარდება. მხოლოდ ამ შემთხვევაშია შესაძლებელია გულ-სისხლძარღვთა სისტემის, მისი ფუნქციური შესაძლებლობების ადაპტაცია დატვირთვის მიმართ. როდესაც დატვირთვა რეგულარული არ არის, ადაპტაცია არ ხდება. სწორედ ასეთი ვარჯიში ვნებს ჯანმრთელობას. მსოფლიო სპორტის ისტორიაში დაფიქსირებულია პროფესიონალ სპორტსმენთა უეცარი სიკვდილის შემთხვევები სრული ჯანმრთელობის ფონზე. თანამედროვე სპორტულმა მედიცინამ დაადასტურა, რომ ამ შემთხვევებს სწორედ ინტენსიურმა ფიზიკურმა ვარჯიშმა შეუწყო ხელი. თანამედროვე მონაცემებით, 35 წლამდე ასაკის სპორტსმენთა უეცარი კარდიული სიკვდილის მიზეზებს შორის დომინირებს ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია (ჰკმ), კორონარული არტერიების ანომალიები და მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიის სხვადასხვა ფორმა.

ამერიკის გულის ასოციაციის უკანასკნელი მონაცემებით, ახალგაზრდა სპორტსმენებში უეცარი კარდიული სიკვდილის შემთხვევათა 36% ჰიპერტროფიული კარდიომიოპათიით არის განპირობებული, ხოლო 10%-ში აღინიშნება მხოლოდ მარცხენა პარკუჭის მასის მომატება, კარდიომიოპათიის ნიშნების გარეშე.

სპორტსმენის გულის მდგომარეობა ბევრად არის დამოკიდებული სპორტული დატვირთვის ხასიათზე. სხვადასხვა სახის ფიზიკური დატვირთვა კუნთებზე სხვადასხვაგვარად მოქმედებს. ამიტომ არის, რომ ადვილად ვარჩევთ ერთმანეთისგან ბოდიბილდერს, აღმოსავლური ორთაბრძოლების ოსტატს და ველოსიპედისტს.

ფიზიოლოგაში გამოყოფენ კუნთთა შეკუმშვის ორ ტიპს - სტატიკურსა და დინამიკურს. დატვირთვის ასეთი გაყოფა პრინციპულია, რადგან სპორტის ამა თუ იმ სახეობაში რეგულარული ვარჯიში ანუ უპირატესად დინამიკური ან უპირატესად სტატიკური დატვირთვა განსხვავებულ ზემოქმედებას ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე. ამაზეა დამოკიდებული პროგნოზიც. თუმცა დატვირთვის ორ ტიპად დაყოფა მაინც პირობითია, რადგან სპორტის ყოველი სახეობა ორივეს კომბინაციაა, ამიტომ ლიტერატურაში ხშირად შეხვდებით ასეთ ფრაზას: ძირითადად დინამიკური ან ძირითადად სტატიკური ტიპის ვარჯიში.

დინამიკური დატვირთვა ხელს უწყობს გამძლეობის განვითარებას, ხოლო სტატიკური - ძალისას. სტატიკურ დატვირთვას თან სდევს კუნთების ტონუსის (დაჭიმულობის) ცვლილება მათი სიგრძის ცვლილების გარეშე (მაგალითად, სიმძიმის აწევა ერთ მდგომარეობაში, კიდურების მოხრა-გაშლა). ითვლება, რომ ძალოსნური ვარჯიში (ორთაბრძოლა, სიმძიმეების აწევა) უპირატესად სტატიკური დატვირთვაა, ხოლო მძლეოსნობა - სირბილი, სიარული, ხტომა - დინამიკური.

დინამიკური ვარჯიშის დროს დომინირებს დატვირთვა სისხლის გაზრდილი მოცულობით, ხოლო სტატიკური ვარჯიშის დროს - მომატებული არტერიული წნევით გამოწვეული დატვირთვა. აღმოჩნდა, რომ იმ სპორტსმენებში, რომლებიც უპირატესად სტატიკური ვარჯიშით არიან დაკავებული, გულის რიტმის ცვალებადობა უფრო იშვიათია. თუ გახანგრძლივებული ვარჯიშის დროს რიტმის დარღვევა განვითარდა, ეს პათოლოგიურ მდგომარეობად განიხილება და სპორტსმენს სამედიცინო გამოკვლევა უტარდება. გარდა ამისა, სტატიკური დატვირთვისას შეინიშნება არტერიული წნევის მატების ტენდენცია. დარტყმითი მოცულობა ამ სპორტსმენებს არანავარჯიშევ ადამიანებთან შედარებით არ ეზრდებათ. ულტრაბგერითი გამოკვლევისას გულის გარეგანი ზომები შესამჩნევად არ არის შეცვლილი ან ვითარდება მიოკარდიუმის ჰიპერტროფია გულის ღრუების გადიდების გარეშე. ეს გულის ღრუების შიგნით არსებული წნევისა და კედლების ტონუსის მატებით არის განპირობებული.

სტატიკური დატვირთვისას გულის ღრუების გაგანიერება პათოლოგიური მოვლენაა, რომელიც მიოკარდიუმის გადაძაბვაზე მიუთითებს. ასეთ დროს რეკომენდებულია ვარჯიშის შეწყვეტა და სამედიცინო გამოკვლევა.


გულის კუნთის ჰიპერტროფია

სპორტსმენებში გულის კედლების გასქელება და ამავე დროს გულის კამერების გაგანიერება დიდი ხნის წინ აღწერეს. ლანგი მიუთითებდა, რომ ნორმაში სპორტსმენებს უმნიშვნელოდ აქვთ გასქელებული გულის კედლები და გაგანიერებული - ღრუები. გულის ზომების მკვეთრი გადიდება დინამიკური დატვირთვისას პათოლოგიაა და საგრძნობლად ზრდის უეცარი სიკვდილის რისკს. ამავე დროს მრავალი მკვლევარი აღწერს სპორტსმენებში მოსვენებისას გულის სისტოლური მოცულობის შემცირებას. ჯანმრთელ სპორტსმენებში ეს მოვლენა შეიძლება განვიხილოთ როგორც დატვირთვის რეჟიმთან შეგუება - მოსვენებისას გული დამზოგველ რეჟიმში მუშაობს, ფიზიკური დატვირთვისას კი მისი მუშაობის რეჟიმი იცვლება: მკვეთრად იმატებს გულის სისტოლური მოცულობა, შეკუმშვების სიხშირე, ფართოვდება ჩონჩხის კუნთების სისხლძარღვები, რის შედეგადაც იმატებს გულის წუთმოცულობა (ეს მაჩვენებელი აისახება ორგანოების სისხლმომარაგებაზე დატვირთვის პირობებში).

არანავარჯიშევ ჯანმრთელ ადამიანებში დატვირთვის პირველ საფეხურზე იმატებს სისტოლური მოცულობაც და გულის შეკუმშვის სიხშირეც. შემდეგ წუთმოცულობის ზრდა ხდება გულის შეკუმშვათა რიცხვის მატების ხარჯზე, რაც მოგვიანებით, დატვირთვის ზრდის პირობებში, წყდება. მათგან განსხვავებით, ნავარჯიშევ სპორტსმენებს დატვირთვის მატებისას წუთმოცულობაც ეზრდებათ და არც გულის ღრუების ავსება უმცირდებათ (შეკუმშვათა გახშირებისას გულის საკნები ავსებას ვერ ასწრებს). მაქსიმალური დატვირთვისას მათი გულის წუთმოცულობა 5-7-ჯერ იმატებს (შედარებისთვის: არანავარჯიშევი პირებისა - მხოლოდ 3-4 ჯერ).

მზარდი დატვირთვის პირობებში სისტოლური მოცულობის დაქვეითება მაღალკვალიფიციურ სპორტსმენებში პათოლოგიაა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ სპორტსმენთა გული, არანავარჯიშევი ადამიანების გულისგან განსხვავებით, მიდრეკილია გაწელვისკენ, რაც მას საშუალებას აძლევს, შეკუმშვათა სიხშირის მატებისას მთლიანად მოდუნდეს. ეს სპორტსმენებში უჯრედული კალციუმის ტუმბოს გაცილებით სრულყოფილ მექანიზმზე მიუთითებს.

გულის ღრუების გაგანიერება (ტონოგენური დილატაცია)

ამჟამად მიიჩნევა, რომ გულის ღრუების გაგანიერება (ტონოგენური დილატაცია) რეგულარული დინამიკური დატვირთვისას ადაპტაციის ძირითადი მექანიზმია. ასეთ ადამიანებს ჰიპერტროფია მინიმალურად აქვთ გამოხატული ან საერთოდ არ აღენიშნებათ. ვარჯიშის პროცესში მოსამზადებელ პერიოდში გულის მოცულობა შესაძლოა 15-20%-ით გაიზარდოს.

დილატაცია ანუ გაგანიერება მოიცავს როგორც პარკუჭებს, ისე წინაგულებს. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პარკუჭების დილატაციას - იგი უზრუნველყოფს სპორტული გულის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფუნქციურ თავისებურებას - მაღალ წარმადობას. ყველაზე დიდი ზომის გული აქვთ იმ სპორტსმენებს, რომლებიც გამძლეობაზე ვარჯიშობენ: მოთხილამურეებს, ველოსიპედისტებს, საშუალო და გრძელ დისტანციებზე მორბენლებს, ფეხბურთელებს; შედარებით პატარა - იმ სპორტსმენებს, რომელთა ვარჯიშშიც გამძლეობას ისეთი დიდი მნიშვნელობა არ ენიჭება. ასეთია კრივი, სპორტული თამაშები და სხვა.

დაბოლოს, იმ სპორტსმენებს, რომლებიც ივითარებენ ჩქაროსნულ-ძალოვან თვისებებს, გულის მოცულობა არანავარჯიშევ ადამიანებთან შედარებით უმნიშვნელოდ აქვთ მომატებული.

ამრიგად, დილატაცია დამახასიათებელია არა საზოგადოდ სპორტსმენებისთვის, არამედ მხოლოდ მათთვის, რომლებიც გამძლეობის გასაზრდელად ვარჯიშობენ. მართლაც, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მაღალი წარმადობა აუცილებელია სპორტის ისეთ სახეობებში, რომლებიც გამძლეობაზეა დამოკიდებული. 20-30 წლის ჯანმრთელი არანავარჯიშევი მამაკაცების გულის მოცულობა საშუალოდ 760 სმ3-ს შეადგენს, ქალებისა - 580 სმ3-ს.

სპორტული გულის ფიზიოლოგიური დილატაცია განსაზღვრულ ფარგლებშია მოქცეული. გულის გადაჭარბებული (1200 სმ3 მეტი) მოცულობა იმ სპორტსმენებშიც კი, ვინც ვარჯიშობს გამძლეობაზე, შესაძლოა ფიზიოლოგიური დილატაციის პათოლოგიურში გადაზრდის შედეგი იყოს. გულის მნიშვნელოვანი გადიდება (ზოგჯერ - 1700 სმ3-მდე) მიუთითებს გულის კუნთში მიმდინარე პათოლოგიურ პროცესზე, რომელიც შესაძლოა არარაციონალური ვარჯიშის შედეგი იყოს. ვარჯიშის შეწყვეტა და სპორტისთვის თავის დანებება დამატებითი პრობლემაა ჯანმრთელობისთვის. სპორტსმენები, რომლებმაც ვარჯიში შეწყვიტეს, ძალიან სწრაფად კარგავენ წონას, უმცირდებათ ჩონჩხის კუნთების მასა. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ გულში ცვლილებები მუდმივი არ იქნება. იცვლება გულის შემგუებელი ფუნქცია, დროთა განმავლობაში გულის კუნთი კარგავს თავის მაღალფუნქციურ უნარს, ქვეითდება ენერგეტიკული ცვლის აქტივობა. ამ პროცესს ყველა მკვლევარი ერთგვაროვნად არ აფასებს. ზოგიერთ მეცნიერს მიაჩნია, რომ ადამიანებს, რომლებიც ერთბაშად ანებებენ თავს სპორტულ ცხოვრებას, შემდგომ ხშირად აღენიშნებათ სისხლძარღვების ათეროსკლეროზული დაზიანება, ხოლო მათ, ვინც ვარჯიშს ნაკლები ინტენსივობით აგრძელებს, შედარებით მცირე ალბათობა აქვთ, ათეროსკლეროზით გამოწვეული დაავადებები განუვითარდეთ. ამიტომ თუ მისდევთ სპორტს, მით უმეტეს - პროფესიულს, ერთბაშად ნუ შეწყვეტთ ვარჯიშს. ფიზიკური დატვირთვის ინტენსივობა და სიხშირე თანდათანობით უნდა შეამციროთ და გამაჯანსაღებელი ვარჯიშების თქვენთვის შესაფერის რეჟიმზე გადახვიდეთ.