/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

რა უნდა ვიცოდეთ ტეტანუსის შესახებ

რა უნდა ვიცოდეთ ტეტანუსის შესახებ
ტეტანუსი მწვავე ინფექციური დაავადებაა, რომელსაც ტეტანუსის ჩხირი იწვევს. ტეტანუსის ჩხირი კი ორგანიზმში ხვდება კანის დაზიანებული საფარიდან, განსაკუთრებით თუ ტრავმა მიღებულია დაბინძურებული საგნით

.

  • რითია საშიში ტეტანუსი

გაშეშების გამომწვევი ჩხირები გამოყოფენ იდენტურ ტოქსინებს (შხამებს) -ტეტანოსპაზმინსა და ტეტანოჰემოლიზინს, რომლებიც ეგზოტოქსინების რიგს ეკუთვნის. ბოტულინის ტოქსინის შემდეგ იგი ყველაზე ძლიერ შხამად ითვლება. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტები ეგზოტოქსინს ვერ შლის, მაგრამ მას ვერც ნაწლავების ლორწოვანი გარსი შეიწოვს. ამის გამო ტოქსინის პირში მოხვედრა საშიში არ არის. ტეტანუსის ჩხირი ბალახის მჭამელი ცხოველების ნაწლავთა მუდმივი ბინადარია. გარემოში ის ფეკალური მასების მეშვეობით მოითესება და მზის სხივების ზემოქმედებით მალევე კარგავს ძალას. ადამიანის ორგანიზმში ის დაზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან იჭრება.

ტეტანუსი მთელ მსოფლიოშია გავრცელებული, მაგრამ უფრო მეტად გვხვდება ცხელ ქვეყნებში, სადაც ინფიცირება წლის ნებისმიერ პერიოდშია შესაძლებელი. სუბტროპიკულ და ზომიერი კლიმატის ქვეყნებში (საქართველოში) დაავადება უპირატესად მაისიდან ოქტომბრამდე ხშირდება. შემთხვევათა ნახევარზე მეტი ბავშვებში ქვედა კიდურების ტრავმით არის გამოწვეული (ფეხშიშველა სიარულისას ფეხის გაკაწვრა, ჭრილობის მიწით დაბინძურება და ა.შ.). ამავე მიზეზით დაავადება უპირატესად (80-86%) სოფლის მოსახლეობაში გვხვდება.

  • ნიშნები

დაავადება თითქმის ყოველთვის მწვავედ იწყება. ზოგჯერ სხვა ნიშნებს წინ უძღვის უმადობა, მოუსვენრობა, უსიამოვნო წვის შეგრძნება ჭრილობის არეში და მჩხვლეტი ტკივილი, რომელიც ვრცელდება ნერვული ღეროს გასწვრივ. დაავადებისთვის დამახასიათებელია:

  1. საღეჭი კუნთების დაჭიმულობა (ტრიზმი) -ავადმყოფს კრიჭა შეკრული აქვს, პირის გაღება შპატელითაც ვერ ხერხდება;
  2. კისრის კუნთების დაჭიმულობა (რიგიდულობა);
  3. ყლაპვის გაძნელება (დისფაგია) საყლაპავის კუნთების სპაზმის შედეგად.
  4. თვითნებური მიმიკა -ერთდროული ღიმილ-ტირილი (ტანჯული ღიმილი, სარდონიკული ღიმილი). ამ დროს შუბლი დანაოჭებულია, პირის ნაპრალი -გაჭიმული, ტუჩის კუთხეები - დაწეული.

ამ სიმპტომების შერწყმა მხოლოდ ტეტანუსს ახასიათებს. მათ კისრის კუნთების მტკივნეული რიგიდულობა მოსდევს, ხოლო შემდეგ ზურგის სწორი კუნთებიც იჭიმება და მაგრდება.

კუნთების დაჭიმულობა დაღმავალი თანმიმდევრობით ვრცელდება:

  1. კისერი;
  2. ზურგი;
  3. ქვედა კიდურები.
შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

სპაზმს არ განიცდის მხოლოდ მტევნისა და ტერფის კუნთები. ავადმყოფი რკალისებურად იხრება (ოპისტოონუსი), საწოლს მხოლოდ კეფითა და ქუსლებით ეყრდნობა. თავდაპირველად კუნთების სპაზმი რამდენიმე წამს გრძელდება და მოდუნებით იცვლება, მერე და მერე კი უფრო ინტენსიური, ძლიერი, ხანგრძლივი და დამღლელი ხდება. ავადმყოფი გონებას ბოლომდე არ კარგავს, განიცდის ძლიერ ტკივილსა და შიშს.

შინაგანი ორგანოების ფუნქციები ირღვევა და მათ სრულ ან ნაწილობრივ აღდგენას რამდენიმე კვირა ან თვე სჭირდება. გამოხატული კლინიკური სურათი 2-4 კვირას გასტანს, მაგრამ სახსრების კონტრაქტურა და ნერვების დამბლა ზოგჯერ გამოჯანმრთელების შემდეგაც კარგა ხანს ნარჩუნდება.

ასევე დაგაინტერესებთ
ფრთხილად - ტეტანუსი!
კიბოს უჯრედებს ტეტანუსის გამომწვევებით გაანადგურებენ

დაავადება მძიმეა. სიკვდილიანობა, განსაკუთრებით -ახალშობილებში, 60%-ს აღწევს. ტეტანუსის ათიდან 8 შემთხვევა სწორედ ახალშობილებზე მოდის. ეს გახლავთ ე.წ. ჭიპისმიერი გაშეშება, რომელიც განპირობებულია დედების ჰიგიენის დაბალი დონით, მშობიარობისას ჰიგიენური პირობების დარღვევით (ასეა განვითარებად ქვეყნებში, სადაც ქალები მშობიარობენ არა სტაციონარულ პირობებში, არამედ სახლში, ბოსელში, მინდორში) და ა.შ.

  • მკურნალობა

ტეტანუსს გაშეშების საწინააღმდეგო იმუნოგლობულინით მკურნალობენ. მისი უქონლობისას ვენაში შეჰყავთ ჩვეულებრივი იმუნოგლობულინი, რომელიც გაშეშების ტოქსინის საწინააღმდეგო ანტისხეულებს შეიცავს. დასალევად ან ინტრავენურად ინიშნება მეტრონიდაზოლი, რომელიც ტეტანუსის შემთხვევაში არჩევით პრეპარატად ითვლება. ალტერნატიულ საშუალებას წარმოადგენს პენიცილინი (შეჰყავთ კუნთში). ყველა ჭრილობა უნდა დამუშავდეს და გაიხსნას. ავადმყოფი აუცილებლად სარეანიმაციო განყოფილებაში უნდა მოთავსდეს.

  • როგორ დავიცვათ თავი

აქტიური იმუნიზაციის მიზნით 2 თვიდან ყველა ბავშვს უტარდება ვაქცინაცია გაშეშების საწინააღმდეგო ანატოქსინით (AKDშ -ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის კომბინირებული ვაქცინა). იმუნიტეტი 10 წლის განმავლობაში ნარჩუნდება.

კომენტარები (2)
ტეტანუსი
თუ შეიძლება 31 წლის ასაკში, ტეტანუსის ვაქცინის გაკეთება, ისე რომ არანაირი გაკაწრული და გაჭრილი არ იყოს? სრულიად ჯამთელმა რომ გაიკეთოს ტეტანუსის აცრა თუ შეიძლება და არის თუ არა ეს სასურველი?
თარიღი : 29-09-2015
mariam tchelidze
რამდენად საჭიროა ტეტანუსის ვაქცინის გაკეთება, როდესაც ზღვის დონიდან 2186 მეტრზე, მთიულეთში, კატამ ჩამომისვა კლანჭი და არ დაუზიანებია კანი (სისხლი არ წამომსვლია)? რამდენადაც ვიცი, ჰავას აქვს მნიშვნელობა ტეტანუსის ჩხირების არსებობისთვის.
თარიღი : 27-09-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა უნდა ვიცოდეთ ტეტანუსის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები