კიდევ ერთხელ ბოტულიზმზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კიდევ ერთხელ ბოტულიზმზე

 მხედველობის დარღვევას მოსდევს ყლაპვისა და მეტყველების მოშლა: ავადმყოფი ლუკმას ვერ ყლაპავს, უჭირს ენის მოძრაობა, ლაპარაკი, გაურკვევლად ლუღლუღებს. თანდათან ამ ნიშნებს ერთვის თავბრუ-ხვევა, კუნთების სისუსტე, მუცლის შებერილობა, პირის სიმშრალე. დროული და სათანადო მკურნა-ლობის გარეშე მდგომარეობა სწრაფად მძიმდება და ავადმყოფი სასუნთქი სისტემისა და გულის გაჩერე-ბით იღუპება.

როგორ ხვდება საკვებში ბოტულოტოქსინი

ბოტულიზმის გამომწვევი ბინადრობს მსხვილი რქოსანი საქონლის, ღორის, ცხვრის, თევზის, ფრინველის ნაწლავებში, გამოიყოფა განავალთან ერთად და ხვდება ნიადაგში, სადაც გარდაიქმნება გარემოსადმი მეტად გამძლე ფორმად - სპორად. დაბინძურებული ნიადაგით ინფიცირდება საკვები - ხილი, ბოსტნეული, სოკო, მარცვლეული, წყალი... საკვებში გამომწვევი მრავლდება და გამოიმუშავებს ეგზოტოქსინს, მაგრამ მხოლოდ უჟანგბადო პირობებში. ამიტომაც არის, რომ ბოტულოტოქსინი, წესისამებრ, შინაურ კონსერვებსა და შებოლილ თუ დამარილებულ  პროდუქტში (ძეხვში, თევზში) გროვდება. ის წარმოიქმნება, როდესაც ცხოველთა ნაწლავების შიგთავსით ან გამომწვევის შემცველი ნიადაგით დაბინძურებულ პროდუქტს მომზადებამდე (დაკონსერვებამდე, დაშაშხვამდე) სათანადოდ არ ამუშავებენ.

 ინფიცირებული პროდუქტი იცვლის ფერს, იძენს თავისებურ სუნს, კონსერვი აირების დაგროვების შედეგად ამოიბურცება (ამას ბომბაჟს უწოდებენ). ამობურცული კონსერვის, სუნ და ფერშეცვლილი პროდუქტის საკვებად გამოყენება არ შეიძლება. გახსოვდეთ: ბოტულოტოქსინის სულ მცირე ულუფაც კი სახიფათოა.

როგორ ავიცილოთ თავიდან ბოტულიზმი

საიმედო მეთოდად ითვლება სათანადო სტერილიზაცია მაღალი წნევისა და ტემპერატურის (120 0ჩ) პირობებში, რომელიც მხოლოდ ქარხნული წესით დაკონსერვებისას მიიღწევა. შინაურ პირობებში ჩატარებული სტერილიზაციით გამომწვევის გამძლე ფორმების (სპორების) მოსპობა თითქმის შეუძლებელია, ამიტომ პროდუქტი მომზადებამდე ზედმიწევნით კარგად უნდა გაირეცხოს. დაკონსერვებულმა პროდუქტმა მოხმარებამდე 20-30 წუთის განმავლობაში უნდა იდუღოს.

როგორ მოვიქცეთ, როცა ბოტულიზმს ვეჭვობთ

ყველა საეჭვო პირი დაუყოვნებლივ უნდა მოთავსდეს ინფექციურ საავადმყოფოში და ჩაუტარდეს სათანადო მკურნალობა, ხოლო მათ, ვინც ავადმყოფთან ერთად მიირთვა ინფიცირებული პროდუქტი, ბოტულიზმის საწინააღმდეგო შრატი გაუკეთდეთ.

დიასახლისის ექვსი შეცდომა

საკვების მომზადებისას დაშვებული შეცდომები არა მხოლოდ ბოტულიზმის, არამედ სხვა ინფექციური დაავადებების მიზეზადაც შეიძლება იქცეს. აი ის ექვსი მთავარი შეცდომა, რომლებიც ჩვენვე გვაზარალებს:

1. ნახევრად უმი ხორცი

ხორცი პათოგენური ბაქტერიებისთვის ნამდვილი სამოთხეა. მათი უვნებელყოფა მხოლოდ მომზადების წესების მკაცრი დაცვით შეიძლება.


კერძი უვნებელი რომ იყოს, მისი მომზადებისას ტემპერატურამ განსაზღვრულ დონეს უნდა მიაღწიოს: ღორის ხორცის შეწვისას - 70 გრადუსს, ხბოსა და ბატკნის ხორცის შეწვისას - 75-ს, ფრინველის შეწვისას - 80-ს. ხორცი შემწვარია, როცა ჩანგლით ჩაჩხვლეტისას ოქროსფერი წვენი გამოიყოფა. სისხლნარევი წვენი იმაზე მიუთითებს, რომ ხორცს თერმული დამუშავება აკლია. თევზი არ უნდა ეკრობოდეს ჩანგალს, კიბორჩხალები უნდა ვხარშოთ, ვიდრე კარგად არ გაწითლდება და გამაგრდება.

2. თოხლო კვერცხი

ქათმისა და სხვა ფრინველების კვერცხი სალმონელებისთვის იდეალური ნიადაგია, ასე რომ, თუ თოხლო კვერცხი გიყვართ, გიჯობთ, გემოვნება შეიცვალოთ და კვერცხი მაგრად მოხარშოთ. ამისთვის დაახლოებით ხუთწუთიანი დუღილია საჭირო. ერბოკვერცხი მაშინ არის მზად, როცა საბოლოოდ გაქრება ცილის გამჭვირვალე ჩანართები, ომლეტის მომზადებას კი 7-8 წუთი სჭირდება.

3. ოთახის ტემპერატურაზე შენახული საკვები

ვგულისხმობთ მზა კერძს, რომლის მაცივარში შედგმაც დაგავიწყდათ. თუ უმი ბოსტნეული: კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ბურღულეული - დიდხანს ინახება სიცივის გარეშე, მათგან მომზადებული კერძის გაზქურაზე დატოვებას არ გირჩევთ. შეინახეთ მხოლოდ მაცივარში, თანაც თავდახურული ჭურჭლით.

4. ცუდად გარეცხილი ხილ-ბოსტნეული

ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით მდიდარი ბუნების ნობათი პათოგენური მიკრობებისგან რომ გავწმინდოთ, მოხარშვამდე ან სუფრასთან უმად მიტანამდე კარგად უნდა გავრეცხოთ გამდინარე ცივი წყლით, განსაკუთრებით - ძირხვენები: კარტოფილი, სტაფილო, ჭარხალი, ბოლოკი და ა.შ.

 5. კონსერვები

ერთი შეხედვით, კონსერვი სწორედ იმისთვის მზადდება, რომ დიდხანს შევინახოთ, მაგრამ მხოლოდ განსაკუთრებული წესების დაცვით: ცივ, ბნელ და მშრალ ადგილას. ქილა გადასაგდებია, თუ:

  • ზამთარში აივანზე ინახებოდა და მისი შიგთავსი გაიყინა;
  • თავსახური ჟანგიანი, დეფორმირებული ან ამობურცულია;
  • შიგ ჰაერის ბუშტუკები შეამჩნიეთ;
  • შიგთავსი შემღვრეულია.

6. უსაფრთხოა თუ არა ვაკუუმური შეფუთვა?

ვაკუუმურად შეფუთული სოსისი, ძეხვი, ხორცისა და თევზის ნაჭრები მაცივარში მაქსიმუმ ერთ კვირას შეიძლება შევინახოთ, გახსნილი პაკეტის შენახვა კი მხოლოდ 3-4 დღეა დასაშვები.

დიასახლისებო, დაიმახსოვრეთ ეს მარტივი წესები, რათა დაიცვათ საკუთარი, ოჯახის წევრებისა და ახლობლების ჯანმრთელობა.