/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება

რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება
ყირიმ-კონგოს ცხელება მძიმე ვირუსული ინფექციაა, რომელიც ადამიანებზე ტკიპების ნაკბენით ვრცელდება

; ყირიმ-კონგოს ვირუსი ეპიდაფეთქებებით ხასიათდება. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ტკიპამ ჯერ უნდა უკბინოს დაავადებულ მღრღნელს, რომელიც ინფექციის ძირითადი რეზერვუარია და შემდეგ - ადამიანს. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. სამწუხაროდ, ეს საკმაოდ მძიმე ვირუსული დაავადებაა და მაღალი ლეტალობით ხასიათდება. დაავადებულთა დაახლოებით 40% იღუპება. ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია

• ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების აფეთქებისას ლეტალობის კოეფიციენტი შეადგენს 40%

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

• ვირუსი გადაეცემა ადამიანს შინაური ცხოველიდან ტკიპით. ადამიანიდან ადამიანზე გადაცემა ხდება ინფიცირებული ადამიანის სისხლთან, გამონაყოფებთან, ორგანოებთან მჭიდრო კონტაქტისას.

• რაიმე ეფექტური ვაქცინა ადამიანებისა და ცხოველებისათვის არ არსებობს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელება ადამიანის ვირუსული ენდემურ-კეროვანი დაავადებაა, რომელიც ტკიპების საშუალებით გადაეცემა. დაავადება პირველად აღმოჩნდა 1944 წელს ყირიმში, მოგვიანებით, მსგავსი დაავადება აღირიცხა კონგოში, ნიგერიაში, სენეგალსა და კენიაში.

დაავადების გამომწვევს წარმოადგენს რნმ-შემცველი ვირუსი ნეიროვირუსების რიგიდან. ვირუსის გადამტანი შეიძლება იყოს გარეული და შინაური ცხოველი, მაგალითად მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა. ცხოველის დაინფიცირება ხდება ინფიცირებული ტკიპის ნაკბენით და ვირუსი სისხლში რჩება დასნებოვნებიდან ერთი კვირის განმავლობაში. ტკიპის შემდგომი კბენა უზრუნველყოფს `ტკიპა-ცხოველი-ტკიპა" ციკლის გაგრძელებას. ადამიანზე ყირიმ-კონგოს ვირუსი გადადის ან ტკიპის ნაკბენით ან დაინფიცირებული ცხოველის სისხლითა და ქსოვილებით. დაავადებული ადამიანი შეიძლება იყოს ინფექციის წყარო სხვებისთვის. ინფექციის სეზონურობა მოიცავს მაის-აგვისტოს პერიოდს.

ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწვეს ტკიპის ნაკბენის შედეგად კანიდან, გროვდება რეტიკულოენდოთელარული სისტემის უჯრედებში და ცირკულირებს სისხლში. ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 1-დან 14 დღემდე (უფრო ხშირად 2-7 დღე). დაავადება იწყება მწვავედ, შემცივნებით, სხეულის ტემპერატურის 39-40°С–მდე აწევით.

აღინიშნება მკვეთრად გამოხატული თავის ტკივილი, სისუსტე, ძილიანობა, კუნთების, სახსრების, მუცლის არეში ტკივილი, ზოგჯერ თან ახლავს ღებინება, სახის, კისრის და გულმკერდის ზედა ნაწილის კანის გამოხატული სიწითლე (კაპიუშონის სიმპტომი).

ვირუსი აზიანებს სისხლძარღვების ენდოთელიუმს, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქსა და ჰიპოთალამუსს, რაც იწვევს სისხლის შედედების პროცესის დარღვევას. დაავადების მე-2-მე-6 დღეს ვითარდება ჰემორაგიული სინდრომი - გულმკერდის გვერდით ზედაპირებზე, მხრის სარტყლის მიდამოში, ზედა და ქვედა კიდურებზე ჩნდება უხვი ჰემორაგიული გამონაყარი.

აღინიშნება სისხლჩაქცევები ინექციის ადგილებში, ცხვირიდან, ღრძილებიდან სისხლდენა. შესაძლებელია გონების დაკარგვის ეპიზოდები. კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენა პროგნოზს კიდევ უფრო ამძიმებს.

მაღალი ტემპერატურა ნარჩუნდება საშუალოდ 12 დღის განმავლობაში, გამოჯანმრთელების პროცესი ხანგრძლივია, საერთო სისუსტე და ასთენია შეიძლება შენარჩუნდეს 1-2 თვის განმავლობაში. ლეტალური გამოსავალი შეიძლება დადგეს თანდართული გართულებების - ფილტვების შეშუპების, სეფსისის, თირკმლის მწვავე უკმარისობის, პნევმონიის - შედეგად.

ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების დაიგნოსტირება ხდება სხვადასხვა ლაბორატორიული ტესტით.

მნიშვნელოვანია პროფილაქტიკური ღონისძიებები. იმის გამო, რომ არ არსებობს ვაქცინა, ინფექციის გავრცელების თავიდან აცილების ერთადერთი საშუალება არის ადამიანთა ინფორმირება რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებით.

• დამცავი ტანსაცმლის ტარება (გრძელი შარვლები და გრძელი სახელოები);

• ღია ფერის ტანსაცმლის ტარება, რომელზედაც ადვილად გამოჩნდება ტკიპა;

• ტანსაცმლის და კანის საფარველის რეგულარული დათვალიერება ტკიპის აღმოჩენის მიზნით, მისი არსებობის შემთხვევაში კი უსაფრთხო მეთოდებით მოცილება.

• ტკიპების საწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ცხოველთა სადგომში;

• ცხოველის დაკვლის ან მოვლის დროს ხელთათმანებისა და დამცავი ტანსაცმლის ტარება.

• მოვერიდოთ დაინფიცირებულ ადამიანებთან მჭიდრო კონტაქტს;

• დაინფიცირებული ადამიანის მოვლისას ჩავიცვათ ხელთათმანები და დამცავი ტანსაცმელი.

• რეგულარულად დავიბანოთ ხელები.

ავტორი ლალი ჩხიკვაძე

კომენტარები (5)
.....
transportshi , kabaze shevamchnie,ragac shavi feris ,titqos dzafze chamokidebuli momechvena,momeweba. xeli movkide mosashoreblad ise,rom arc shemixedavs,magram titi gamisera,shemdeg meore xelic wavashvele da dashushxva vigrzeni,gamichirda moshoreba da bolos ,roca movicile,mikbina,vigrdzeni,ragac chamerso. mxolod shemdeg davixede da agmocnda,rom ori e.w.kbili chaursvia. ramodenime dgeshi cxviridan mcire raodenobis sisxldena mqonda erti kviris mandzilze da es yvelaferi sheidzleba am kbenas ukavshirdebodes ?
თარიღი : 19-08-2014
maia
მე ექიმი ვარ და გასაგებია,ხალხისტვის გასაგებ ენაზე წერეთ.ლეტალური-სასიკვდილო,ჰემორაგია-სისხლდენა.
თარიღი : 16-08-2014
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ინფექციური

-მივიღე კითხვაზე პასუხი ამაზე >>>>გამარჯობათ ჭიპში მაქვს სისველე კანზე სიწითლე და ყვითლად წყალბადის ზეჟანგი ჩავისხი ცოტა წამები დაველოდე დაფრთხილად ბამბით მოვიწმინდე.. და მერე ყურის ჩხირები როა მაგით ციტა დავასველე.ბეტადინი და ის წავისვი და სწორად ვაკეთებ ?\ ესე მითხრეს ესე გააკეთეო.. ამავდროულადმაქვს მუცლის შებერილობა და აქამდეც მიჭირდა კუჭში გასვლა ნორმალურად და ეხლა საერთოდ ბუყბუყი გააქ რომ ვიცი რომ მინდება ვჯდებიდა გრძნობა ქრება და რატომ ვყვები რამე კავშირში არის ამასთან? (ჭიპთან) ( და რატომ ხდება ასე რისი ბრალი შეიძლება იყოს რა არის ამის გამომწვევი მიზეზები

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა არის ყირიმ-კონგოს ცხელება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები