ფრთხილად, ენტეროვირუსული მენინგიტია! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფრთხილად, ენტეროვირუსული მენინგიტია!

ენტეროვირუსული ინფექცია მწვავე ნაწლავური ინფექციაა, რომელსაც ახასიათებს ცხელება და კლინიკური ნიშნების მრავალფეროვნება. ეს მრავალფეროვნება იმითაა გამოწვეული, რომ ნაწლავური ვირუსი სისხლით ვრცელდება მთელ ორგანიზმში და აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას, კუჭ-ნაწლავს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ფილტვებს, ღვიძლს და სხვა ორგანოებს. ბოლო დროს მთელ მსოფლიოში შეინიშნება ენტეროვირუსის გააქტიურების ტენდენცია. მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში აღირიცხა ეპიდემიოლოგიური აფეთქება თუ ავადობის მატება. ენტეროვირუსი, ისევე როგორც გრიპის ვირუსი, ორგანიზმში შეიძლება მოხვდეს საკვების, წყლის მეშვეობით, კონტაქტურ-საყოფაცხოვრებო, ჰაერწვეთოვანი გზით. ინფიცირებისთვის ვირუსით დაბინძურებული ნერწყვის ერთი წვეთიც საკმარისია. ინფექციის წყაროა დაავადებული ადამიანი ან ვირუსმატარებელი. ენტეროვირუსულ ინფექციას საინკუბაციო პერიოდი ხანმოკლე აქვს - 4 დღე, თუმცა არ არის გამორიცხული, 10 დღეც გაგრძელდეს. დასაწყისი ყოველთვის მწვავეა - ტემპერატურა ერთბაშად იწევს 38-39 გრადუსამდე, ამას თან ახლავს შემცივნება, გულისრევა, ღებინება (დღეში 2-3-ჯერ), ნაწლავებში აირთა გაძლიერებული წარმოქმნის გამო მუცელი შებერილია და მტკივნეული, ნაწლავთა მოქმედება გახშირებულია და დღეში 6-8-ს აღწევს თხიერი, წყლისებური მასებით. ენტეროვირუსული ინფექციის დასაწყისში ბევრს უწითლდება სახე და კისერი, ხელისა და ფეხის თითებზე უჩნდება გამონაყარი, რომელიც თავდაპირველად კვანძოვანია, მომდევნო ორი დღის განავლობაში კი 1-3 მმ დიამეტრის, წითელი არშიით გარშემორტყმულ ბუშტუკებად გადაიქცევა. ასეთივე ელემენტები შეინიშნება პირის ღრუს ლორწოვანზე. ჩვილს უჭირს წოვა, წრიალებს, ჭირვეულობს, ტირის. ამ დროს ექიმი ამოწმებს პერიფერიულ ლიმფურ კვანძებს. კისრისა და იღლიის კვანძები გადიდებულია დაავადების პირველივე დღიდან. დიდდება ღვიძლი და ელენთაც. არცთუ იშვიათად გამონაყარი მთელ სხეულს ედება წვრილ წინწკლებად, ლაქებად ან მინიჩანაქცევებად, 1-2 დღე რჩება, მერე კი უკვალოდ ქრება. ბევრს ეს წვრილწინწკლოვანი მინიჩაქცევები აშფოთებს, რადგან ისინი მენინგოკოქცემიასთან ასოცირდება. გახსოვდეთ: ამ უკანასკნელისგან განსხვავებით, ენტეროვირუსული ინფექციის დროს ავადმყოფის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აღსანიშნავია ენტეროვირუსული ინფექციის რამდენიმე ფორმა:

1. ჰერპესული ანგინა (ხახა-სასის ლორწოვანისა და ნუშურების მწვავე ანთება);

2. ეპიდემიური მიალგია (კუნთების ტკივილი);

3. მენინგეალური სინდრომი (გრძელდება 2-3-დან 7-10 დღემდე; თავ-ზურგტვინის სითხეში ვირუსი მე-3 კვირამდე რჩება, ნარჩენი მოვლენებია ასთენია - სისუსტე, მოდუნება - და ჰიპერტენზია - წნევის მატება. ენტეროვირუსული მენინგიტის დროს სხვა ნევროლოგიური სიმპტომებიდან აღსანიშნავია მყესოვანი რეფლექსების გაძლიერება, ნისტაგმი - თვალის კაკლის უნებლიე რიტმული, სინქრონული გვერდითი, ზევით-ქვევითა მიმართულების ან ბრუნვითი ხასიათის მოძრაობები, ტერფების კლონუსი - კუნთების დაჭიმვა);

4. ენტეროვირუსული ინფექციის პარალიზური ფორმები (ამ დროს შეიძლება განვითარდეს ერთი ან რამდენიმე კიდურის დამბლა, რომელსაც შექცევადი ხასიათი აქვს და გამოჯანმრთელების შემდეგ უკვალოდ გაივლის);

5. ენტეროვირუსული ცხელება (ტემპერატურის მატება);

6. ენტეროვირუსული ეგზანთემა (წვრილი ლაქოვანი ან პაპულური გამონაყარი, ზოგჯერ - სისხლჩაქცევის ელემენტებით);

7. ნაწლავური ფორმა (ამ დროს აღინიშნება დიარეა - კუჭის მოქმედება დღეში 5-10-ჯერ, გულისრევა, ღებინება, მეტეორიზმი და ინტოქსიკაციის მოვლენები);

8. რესპირატორული ფორმა (ახასიათებს კატარული მოვლენები, ცხვირის გაჭედვა, მშრალი ხველა, ხახა-სასის შეწითლება);

9. მიოკარდიტი (გულის კუნთის ანთება), ენცეფალომიოკარდიტი (გულის კუნთისა და ტვინის გარსის ანთება), ჰეპატიტი, თირკმელების ანთება, თვალის დაზიანება (უვეიტი) და სხვა, თუმცა ეს ფორმა შედარებით იშვიათია.

ახლა კი უფრო ვრცლად შევჩერდეთ ენტეროვირუსის მენინგეალურ ფორმაზე. ენტეროვირუსული მენინგიტის საინკუბაციო პერიოდი საშუალოდ 1 კვირაა. დაავადება უმეტესად ემართებათ ქალაქში მცხოვრებ 7 წლამდე ასაკის ბავშვებს, რომლებიც სკოლებსა და ბაღებში დადიან. მენინგეალურ სინდრომს კეთილთვისებიანი მიმდინარეობა ახასიათებს, რამდენიმე დღეში ბავშვის მდგომარეობა უმჯობესდება. ლეტალური დასასრული იშვიათია. სეროზულ მენინგიტს ახასიათებს ცხელება, თავის ტკივილი, ფოტოფობია (სინათლის შიში) და მენინგეალური სიმპტომები (კეფის კუნთების რიგიდულობა (დაჭიმულობა), ღებინება, კერნიგის (მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში ფეხის მოხრის შემდეგ ავადმყოფი ვერ ახერხებს მუხლის სახსარში ფეხის ბოლომდე გამართვას) და ბრუძინსკის (ზურგზე მწოლიარე ავადმყოფს თავის პასიური დახრისას რეფლექსურად ეხრება ფეხი მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში) სინდრომები, პატარა ბავშვებს კი აღენიშნებათ ლესაჟის სინდრომი (ხელში აყვანის შემდეგ ბავშვს ფეხები მუხლისა და მენჯ-ბარძაყის სახსრებში მოხრილი რჩება). ენტეროვირუსული მენინგიტის კლინიკური სურათი მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული ბავშვის ასაკზე. 3 თვემდე ასაკის ჩვილებს მაღალი რისკის ჯგუფს მიაკუთვნებენ. ამ ასაკში მენინგიტთან ერთად ვითარდება პოლიორგანული დაზიანება, რომელიც ზემოთ ვახსენეთ. უფრო მოზრდილ ბავშვებთან ენტეროვირუსული მენინგიტი მწვავედ იწყება, ტემპერატურა 38-40 გრადუსამდე იმატებს, ამას თან ახლავს კისრის კუნთების რიგირდულობა (დაჭიმულობა), თავის ტკივილი, სინათლის შიში, ზოგიერთ პაციენტს აღენიშნება ღებინება, უმადობა, დიარეა, გამონაყარი, ხახის ანთება, კუნთების ტკივილი. დაავადება გრძელდება ერთ კვირამდე. ბევრი პაციენტი თავს უკეთ გრძნობს ლუმბალური პუნქციის (თავ-ზურგტვინის სითხის აღების) შემდეგ. დაავადება უმეტესად 7-10 დღეში მთავრდება სრული გამოჯანმრთელებით, ნარჩენი მოვლენების გარეშე, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში დაავადებაგადატანილ ბავშვებს აღენიშნებათ მეტყველების დარღვევა და გონებრივი ჩამორჩენა, მოზრდილებს კი ზოგჯერ დიდხანს გაჰყვებათ თავის ტკივილი. ენტეროვირუსული მენინგიტის მკურნალობისას აუცილებელია წოლითი რეჟიმი. ინიშნება ანთებისა და ღებინების საწინააღმდეგო, დამამშვიდებელი პრეპარატები. აგრეთვე საჭიროა ინტოქსიკაციის მოხსნა. ენტეროვირუსული მენინგიტის პათოგენეზური მკურნალობა გულისხმობს პრედნიზოლონის დანიშვნას 5-7 დღით. დაავადებულთან კონტაქტში მყოფ პირებს უკეთებენ გამა-გლობულინს. თუ დაწესებულებაში აღმოჩნდა დაავადებული, საჭიროა კარანტინი და დაწესებულების დეზინფექცია.