ნეირო- და ვირუსული ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნეირო- და ვირუსული ინფექციები

სხვადასხვა სახეობის ვირუსი იწვევს. უმეტესად - ჰერპესი, ჰეპატიტის ვირუსი, კორონავირუსი, რინოვირუსი, ადენოვირუსი, გრიპის ვირუსი. ამგვარ დაავადებებს შორის განსაკუთრებული ადგილი უკავია რესპირატორულ ვირუსულ ინფექციებს, რომლებიც გამოირჩევა მასობრივი ინფიცირებით და ეპიდემიოლოგიური ზრდით.

ყველა ვირუსულ ინფექციას თან ახლავს იმუნიტეტის დაქვეითება და ერთვის პათოგენური ბაქტერიული ფლორა.

ვირუსული ინფექციებით დასნებოვნების გზები

ვირუსული ინფექციების დიდი ნაწილი გადაეცემა ჰაერწვეთოვანი, ალიმენტური ან კონტაქტური გზით. გამომწვევი, წესისამებრ, ხვდება უჯრედში, იწყებს გამრავლებას და ანადგურებს მასპინძელ უჯრედს, მერე კი მკვდარი უჯრედიდან გამოდის და ლიმფის ან სისხლის მეშვეობით მთელ ორგანიზმს ედება.

ვირუსი უშუალოდ სისხლშიც შეიძლება მოხვდეს, მაგალითად, დაბინძურებული სამედიცინო ინსტრუმენტებით მანიპულაციის ან ინფიცირებული დონორის სისხლისა თუ მისი კომპონენტების გადასხმის დროს.

რესპირატორული ვირუსული ინფექციები ყველაზე ხშირად ვითარდება ავადმყოფის ჯანმრთელ ადამიანთან კონტაქტისას, მისი პირადი საგნების გამოყენებისას, ხელის ჩამორთმევისას, ხველისას, ცემინებისას.

დასნებოვნების რისკი იზრდება, როდესაც მიმღებ ორგანიზმს არ შესწევს ინფექციასთან ბრძოლის უნარი. ამ შემთხვევაში იმუნური პასუხის უკმარისობაზე საუბრობენ.

იმუნური სისტემის სისუსტეს იწვევს:

  • ზოგიერთი მემკვიდრეობითი დავაადება;
  • შხამებსა და ქიმიკატებთან მუშაობა;
  • მცირე ფიზიკური აქტივობა;
  • ქრონიკული სტრესი;
  • გადაცივება;
  • სუფთა ჰაერის უკმარისობა;
  • მავნე ჩვევები;
  • არასწორი კვება;
  • არასახარბიელო ეკოლოგიური გარემო.

როგორ იცავს ვირუსებისგან თავს ადამიანის ორგანიზმი

საშუალოსტატისტიკური ჯანმრთელი მამაკაცის ორგანიზმს აქვს მძლავრი ანტივირუსული დაცვის მექანიზმი. მისი მთავარი ელემენტია ინტერფერონი - ცილოვანი ნაერთი. პირველი ის რეაგირებს ორგანიზმში ვირუსის შეჭრაზე, ამაგრებს უჯრედის მემბრანას და ბლოკავს ვირუსების გამრავლებას. შედეგად უჯრედები შეუღწევადი ხდება ვირუსებისთვის. მაგრამ ბუნებრივი დაცვა ყოველთვის არ არის საკმარისი ვირუსული თავდასხმის მოსაგერიებლად.

ინტერფერონის გამომუშავება განსაკუთრებით ხშირად აქვთ დარღვეული მოავადე და მხცოვან ადამიანებს, ორსულებს, მცირეწლოვან ბავშვებს, რომელთა ორგანიზმი ამა თუ იმ მიზეზით დასუსტებულია, ამიტომ ისინი ყველაზე ადვილად ავადდებიან ვირუსული ინფექციებით. გარდა ამისა, ეს დაავადებები მათთან ხანგრძლივად და მძიმედ მიმდინარეობს.

ვირუსული დაავადებების დროული თერაპია აჩქარებს გამოჯანმრთელებას და ხელს უშლის რეციდივის განვითარებას.

ვირუსული დაავადებების პროფილაქტიკა

შემუშავებულია ზოგიერთი ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა. ისინი ეფექტურად იცავენ ვირუსული დაავადებებისგან, გრიპის, ჰეპატიტისა და სხვათა ჩათვლით.

ვაქცინაციის გარეშე ადამიანი ვირუსებისგან ნაკლებადაა დაცული.