/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ არ ვიცი სწორად ავარᲩიე Თუ არა და რამდენად მიეკუᲗვნება ეს Თემა ფიზიკურ განვიᲗარებას ბავᲨვის.მაქვს ასეᲗი ᲨეკიᲗხვა, მყავს ბიᲭუნა ამ წლის 22 აგვისტოს ხდება 20 Თვის, მოკლწდ გაიარა ფეხზე ყველაფერი კარგადაა Თუმცა ამ ბოლო დროს ᲨევამᲩნიე კუდუსუნის Ძვალი ტაკოსᲗან მომრგვალებული აქვს და ᲗიᲗქოს დიდი ანუ რომ ვადებ ხელს Ძვალი ბურᲗივიᲗ მხვდება, Ძვლის დაბოლოება კუდუსუნის, Ძალიან ვნერვიულობ ასე უნდა იყოს Თუ რამწს დაარტყა და Შეუსივდა? ნუ ერᲗი Თვე იქნება ასე აქვს.ბავᲨვი გამხდარია 11 კილო არის, იქნებ Ძვალუა გამოკვეᲗილი რადგან გამხდარია არ ვიცი..სანამ ექიმᲗან მივარ Თქვენ გწერᲗ..ვარᲗ უცხიეᲗᲨი.რანდევუ ავიᲦეᲗ და 1 ᲗვეᲨი მოგვცეს მე კი Ძალიან მეᲩქარება რადგან ვნერვიულობ.. ბავᲨვი ჯდება დადის Ჩვეულებრივ .მაᲓლობა წინასწარ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

რას იწვევს პარვოვირუსი

რას იწვევს პარვოვირუსი
ბოლო დროს გახშირდა პარვოვირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევები. რა დაავადებაა ეს და

რა საფრთხეს უქადის ბავშვის ორგანიზმს? ამის თაობაზე ინფექციონისტი რუსუდან ჭელიძე გვესაუბრება.

- რა დაავადებას იწვევს პარვოვირუსი?

- პარვოვირუს ბ19-ით გამოწვეული დაავადება ცნობილია როგორც ინფექციური ერითემა ან მეხუთე დაავადება. უპირატესად ემართებათ 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებს. მიმდინარეობს ინტოქსიკაციის გარეშე, დამახასიათებელი გამონაყარით, რომელიც ბადეს წააგავს. გადაედება ჰაერწვეთოვანი გზით.

- როგორ ვლინდება დაავადება?

- დაავადება იწყება ნორმალური ან სუბფებრილური ტემპერატურის ფონზე. დამახასიათებელი გამონაყარი სამ ეტაპად ჩნდება. თავდაპირველად თავს იჩენს ლოყების მკვეთრი სიწითლე - ალიყურის სინდრომი. ამის შემდეგ ტანსა და კიდურებზე ჩნდება წითელი, ლაქოვანი გამონაყარი. მცირე ზომის ელემენტები დიდდება და ერთმანეთს უერთდება. არის შემთხვევები, როცა ტანზე გამონაყარი ასწრებს სახეზე გამონაყარს. ცხვირისა და ტუჩების ირგვლივ კანი ფერმკრთალი რჩება. ცხვირის ზურგისა და ლოყების სიწითლე ქმნის პეპლის ფრთების სურათს. ასეთი სურათი წითელი მგლურას ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიშანია. ზოგჯერ - პირველსავე დღეს, ზოგჯერ - მეორე დღეს გამონაყარი მთელ ტანსა და კიდურებს მოედება.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გამონაყარი გაფერმკრთალებას ცენტრიდან იწყებს, რაც ქმნის ერითემისთვის დამახასიათებელ სურათს. თან სდევს ზომიერი ქავილი. გამონაყარი გასტანს 2-დან 34 დღემდე. აქერცვლა (როგორც ქუნთრუშას) არ ახასიათებს. პერიოდულად შესაძლოა თავი იჩინოს გამონაყარის რეციდივმა, რომლის პროვოცირებას ახდენს გადაღლა, სტრესი, ცხელი აბაზანა და სხვა.

მოზრდილები უჩივიან საერთო მდგომარეობის გაუარესებას, თავის ტკივილს, რინიტს (სურდოს), ფარინგიტს (ყელის ტკივილს, სიწითლეს), კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციის მოშლას.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

პარვოვირუსით გამოწვეული დაავადება უმეტესად თავისთავად იკურნება და არც ნარჩენ მოვლენებს ტოვებს, იშვიათად კი რამდენიმე თვე გრძელდება. ამ დროს რევმატოიდული ფაქტორიც (სპეციფიკური ცილაა) დადებითია.

ერითემის მიმდინარეობა შესაძლოა დაამძიმოს სხვა, თანაარსებულმა დაავადებამ. მაგალითად, ქრონიკული ჰემოლიზური პრობლემების (სისხლის სისტემის დაავადებების) მქონე ავადმყოფებში პარვოვირუსი ბ19 იწვევს ერითროციტების ტრანზიტულ აპლაზიურ კრიზს, რაც ჰემოგლობინის დონის მკვეთრი დაცემით ვლინდება. ამ დროს შეინიშნება ცხელება, ძილად მივარდნა, ციანოზი, სიფითრე, გულისცემისა და სუნთქვის გახშირება. გამონაყარი იშვიათია. შესაძლოა განვითარდეს ტკივილით მიმდინარე ვაზოკონსტრიქციული კრიზი (სისხლძარღვების შევიწროება). ასეთივე მოვლენები გვხვდება ჰემოლიზით (წითელი სისხლის დაშლით) მიმდინარე დაავადებების - ნამგლისებრუჯრედოვანი ანემიის, თალასემიის, მემკვიდრეობითი სფეროციტოზისა და სხვათა - დროს. კიდევ ერთი გართულებაა ართროპათია. უმეტესად დიდი სახსრები ზიანდება, თუმცა არც ყველა სახსრის ჩართვაა გამორიცხული. იმუნიტეტდაქვეითებულ ავადმყოფებში დაავადებამ შესაძლოა ქრონიკული სახე მიიღოს.

- არსებობს თუ არა დაავადების თანდაყოლილი ფორმა?

- თუ დედას ორსულობის დროს, განსაკუთრებით - მის პირველ ნახევარში, შეხვდა ეს ინფექცია, ასიდან 5 შემთხვევაში ნაყოფს წყალმანკი ემუქრება. მისი დაღუპვაც კია მოსალოდნელი. თანდაყოლილი მანკები აღწერილი არ არის.

- ლაბორატორიული კვლევის რომელ მეთოდებს იყენებენ დიაგნოზის დასაზუსტებლად?

- იმისთვის, რომ ინფექციური ერითემა სხვა დაავადებაში არ აგვერიოს, საჭიროა მისი დიფერენცირება ისეთი დაავადებებისგან, როგორებიც არის წითურა, ენტეროვირუსული ეგზანთემა, წითელას ატიპური, მსუბუქი ფორმა, წითელი მგლურა და მედიკამენტური ალერგია. ყველა შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ ინფექციური ერითემისთვის დამახასიათებელი გამონაყარი. გარეგნული ნიშნების შეფასების შემდეგ დიაგნოზის დასადასტურებლად ინიშნება სისხლის იმუნოლოგიური გამოკვლევა სისხლში ანტი-ბ19 IgM ანტივირუსების არსებობის დასადგენად, ასევე - პოლიმერაზულ-ჯაჭვური რეაქცია (პჯრ) ვირუსის დნმ-ს გამოსავლენად.

- როგორ მკურნალობენ ავადმყოფ ბავშვს?

- დაავადება სპეციალურ თერაპიას არ მოითხოვს. მკურნალობა უმთავრესად სიმპტომურია ანუ მიმართულია დაავადების ცალკეულ გამოვლინებათა - ქავილის, თავის ტკივილის, სურდოს, ყელის ტკივილის - წინააღმდეგ.

- საშიშია თუ არა ავადმყოფი სხვა ბავშვებისთვის?

- ავადმყოფი ბავშვი გადამდებია მხოლოდ გამონაყარის წინა პერიოდში და მაშინაც - სუსტად. ასე რომ, თუ ბავშვი თავს კარგად გრძნობს და მისი საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, გამონაყარის გაჩენის შემდეგ ბაღში, სკოლაში მისი წაყვანა შეიძლება. პარვოვირუსით დაავადებული ბავშვი იმდენად სხვას არ უქმნის საფრთხეს, რამდენადაც თვითონ იგი უნდა დავიცვათ სხვა ვირუსებისგან. დასუსტებული ორგანიზმი ადვილად ინფიცირდება სხვა ინფექციით, რის შედეგადაც დაავადება ხანგრძლივდება და მძიმდება. ნებისმიერ შემთხვევაში, დაავადებულ ბავშვს სჭირდება: სწორად ორგანიზებული დღის რეჟიმი; სრულფასოვანი კვება; სიმშვიდე და ჯანსაღი გარემო.

კომენტარები (1)
შორენა
ჩემი შვილი 4წ9თვისაა გამონაყარით სიმპტომებით დაგვიდგინეს ინფექციური ერითემა,ბაღში ერთდროულად სამ ბავშვს დაეწყო,ჯერ საკვების ალერგია გვეგონა მერე გაირკვა სხვა ბაღებშიც იყო და ყველა ერთნაირი სიმპტომებით.მაშინვე სუპრასტინით დავიწყეთ,სითხეები. სულ არ ლაგდება უკვე მესამე დღეა.სხვა ყველანაირად კარგად გრძნობს თავს არ აქავებს.მყავს კიდე 6წლის და მეც ორსულად ვარ 25 კვირის გადამდებია და რა შეიძლევა რომ გავაკეთოთ და არ შეგვხვდეს?
თარიღი : 16-05-2015
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რას იწვევს პარვოვირუსი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები