/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

ბოტულიზმის შესახებ

ბოტულიზმის შესახებ
ყოველ წელს ვაკეთებ კონსერვებს, რადგან ზამთრობით თავი ძირითადად ამით გაგვაქვს. არადა ტელევიზორში ხშირად აცხადებენ ბოტულიზმის შესახებ.

ეგებ აგვიხსნათ, რა დაავადებაა ეს და საიდან ხვდება ჩვენს საკვებში, როგორ უნდა შევინახოთ პროდუქტი, რომ ბოტულიზმს გადავურჩეთ.

ბოტულიზმი იშვიათი, მაგრამ ძალზე მძიმე დაავადებაა. მისთვის დამახასიათებელია დამბლის განვითარება. დაავადებას იწვევს ბაქტერია clostridium botulinum-ის მიერ გამომუშავებული ტოქსინი. განასხვავებენ სამი სახის ბოტულიზმს.

  • საკვებისმიერი ბოტულიზმი გამოწვეულია ბოტულიზმის ტოქსინის შემცველი პროდუქტების მიღებით.
  • ჭრილობის ბოტულიზმს იწვევს clostridium botulinum-ის მიერ გამომუშავებული ტოქსინის ჭრილობაში მოხვედრა.
  • ბოტულიზმით ახალშობილის დაავადება შესაძლოა გამოიწვიოს საკვებთან ერთად თვით ბაქტერიის (და არა ტოქსინის) ნაწლავებში მოხვედრამ და იქ ტოქსინის გამომუშავებამ.

დაავადების სამივე ვარიანტი შესაძლოა ფატალური შედეგით დასრულდეს, ამიტომ ყოველი მათგანი გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

რა იწვევს ბოტულიზმს

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ბოტულიზმის გამომწვევია ბაქტერია, რომელიც, ჩვეულებრივ, ნიადაგში ბინადრობს. ეს ორგანიზმი იზრდება და მრავლდება ჟანგბადის დაბალი კონცენტრაციის შემცველ გარემოში (ანაერობულ პირობებში). მისთვის არახელსაყრელ პირობებში ბოტულიზმის გამომწვევი გარდაიქმნება სპორად, რომელიც ძალზე გამძლეა და ასეთ მდგომარეობას ინარჩუნებს, ვიდრე განვითარებისთვის სასურველ - ანაერობულ პირობებში არ მოხვდება. ასეთ პირობებში სპორა იბრუნებს თავის პირვანდელ სახეს და იწყებს ტოქსინის გამომუშავებას.

არსებობს ბოტულიზმის შვიდი ანტიგენური ტიპი: ა, ბ, ც, დ, ე, ფ, გ, - რომელთაგან ადამიანს მხოლოდ ოთხი - ა, ბ, ე, ფ ტიპები აავადებს.

როგორ ვლინდება

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

ბოტულიზმის კლასიკური სიმპტომებია:

  • მხედველობის გაორება და დაბინდვა;
  • ქუთუთოების დაწევა;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • გაურკვეველი მეტყველება (ბგერების ყლაპვა);
  • პირის სიმშრალე;
  • კუნთების სისუსტე.

ჩვილ ბავშვებს ეუფლებათ უჩვეულო ძილიანობა, აწუხებთ უმადობა, ყაბზობა, სუსტად ტირიან, დაქვეითებული აქვთ კუნთების ტონუსი. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ბაქტერიული ტოქსინით გამოწვეულ კუნთების დამბლაზე მიუთითებს. დროული მკურნალობის გარეშე ვითარდება კიდურების, სხეულისა და სასუნთქი სისტემის კუნთების დამბლა.

საინკუბაციო პერიოდი

საკვებისმიერი ბოტულიზმის პირველი სიმპტომები გამოვლინდება დაბინძურებული საკვების მიღებიდან 18-36 საათის შემდეგ, იშვიათად - უფრო ადრე, 6 საათში, ან უფრო გვიან, 10 დღის შემდეგაც კი.

დიაგნოსტიკა

ექიმმა შეიძლება ბოტულიზმის არსებობა სიმპტომებისა და ეპიდემიოლოგიური ანამნეზის მიხედვითაც ივარაუდოს, მაგრამ ეს საკმარისი არ არის - მსგავსი სიმპტომები აქვს ისეთ დაავადებებს, როგორიც არის გიიენ-ბარეს სინდრომი, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, მიასთენია და სხვა. დიაგნოზის დადასტურების ძირითადი გზაა ბოტულიზმის ტოქსინის ან თვით ბაქტერიის აღმოჩენა ავადმყოფის განავალში, სისხლში ან მიღებული საკვების ნიმუშში. ბოტულიზმზე მეტყველებს აგრეთვე დაავადების ერთდროულად რამდენიმე შემთხვევა, დაკავშირებული ერთი და იმავე საკვების მიღებასთან.

რით მკურნალობენ

დაავადების შორს წასული ფორმები, - მაგალითად, ისეთები, როგორიც არის სასუნთქი კუნთების დამბლა, - მოითხოვს რეანიმაციულ ჩარევას - ავადმყოფის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჩართვას (შესაძლოა, რამდენიმე კვირითაც) და სათანადო მოვლას. რამდენიმე ხნის შემდეგ იწყება გაუმჯობესება.

ადრეულ სტადიაში დიაგნოსტირებისას სამკურნალოდ გამოიყენება ანტიტოქსინური შრატი, რომელიც ბლოკავს სისხლში მოცირკულირე ტოქსინს. ეს პაციენტს შემდგომი გაუარესებისაგან იცავს, თუმცა საბოლოო გამოჯანმრთელებას მაინც რამდენიმე კვირა სჭირდება. კარგია ჯერ კიდევ კუჭის ამორეცხვა ღებინებით ან ნაწლავების გასუფთავება ოყნით.

გართულებები

ბოტულიზმმა შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი, რისი უშუალო მიზეზიც სასუნთქი სისტემის კუნთების დამბლა და სუთქვის უკმარისობაა. ბოტულიზმისაგან განკურნებული პაციენტი შესაძლოა რამდენიმე წლის განმავლობაში უჩიოდეს ჰაერის უკმარისობას, დაღლილობას... სრული გამოჯანმრთელებისთვის შესაძლოა ხანგრძლივი მკურნალობა დასჭირდეს.

ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები

აუცილებელია ბოტულიზმზე საეჭვო ყველა ავადმყოფის სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობის დაუყოვნებლივ, დიაგნოზის დადასტურებამდე დაწყება პოლივალენტური შრატით. ყველას, ვინც საეჭვო პროდუქტი მიიღო, უნდა დაუწესდეს სამედიცინო მეთვალყურეობა 10-12 დღის განმავლობაში. საეჭვო პროდუქტები უნდა განადგურდეს.

როგორ ავიცილოთ თავიდან ბოტულიზმი

საკვებისმიერ ბოტულიზმს უმეტესად შინ მომზადებული კონსერვები იწვევს: მწვანე ლობიო, ბადრიჯანი, შებოლილი ხორცი... უფრო იშვიათია, თუმცა მაინც გვხვდება ზეთში დაკონსერვებული ნივრით, წიწაკითა და პომიდვრით მოწამვლაც. ბოლო დროს საქართველოში რამდენჯერმე აღირიცხა შინ მომზადებული კომპოტით მოწამვლის შემთხვევებიც. თუ კონსერვებს შინ ამზადებთ, საკვების დაბინძურების ალბათობის შესამცირებლად მკაცრად უნდა დაიცვათ ჰიგიენის წესები.

ბოტულიზმის ტოქსინი მაღალ ტემპერატურაზე იშლება, ასე რომ, შინაური კონსერვი მირთმევამდე 15-20 წუთი ადუღეთ - ამით თქვენს უსაფრთხოებას უზრუნველყოფთ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
კატეგორია : ინფექციური

-მივიღე კითხვაზე პასუხი ამაზე >>>>გამარჯობათ ჭიპში მაქვს სისველე კანზე სიწითლე და ყვითლად წყალბადის ზეჟანგი ჩავისხი ცოტა წამები დაველოდე დაფრთხილად ბამბით მოვიწმინდე.. და მერე ყურის ჩხირები როა მაგით ციტა დავასველე.ბეტადინი და ის წავისვი და სწორად ვაკეთებ ?\ ესე მითხრეს ესე გააკეთეო.. ამავდროულადმაქვს მუცლის შებერილობა და აქამდეც მიჭირდა კუჭში გასვლა ნორმალურად და ეხლა საერთოდ ბუყბუყი გააქ რომ ვიცი რომ მინდება ვჯდებიდა გრძნობა ქრება და რატომ ვყვები რამე კავშირში არის ამასთან? (ჭიპთან) ( და რატომ ხდება ასე რისი ბრალი შეიძლება იყოს რა არის ამის გამომწვევი მიზეზები

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ბოტულიზმის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები