/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

ტუბერკულოზი და მისი გადაცემის გზები

ტუბერკულოზი და მისი გადაცემის გზები
ტუბერკულოზი ინფექციური დაავადებაა, რომელსაც იწვევს ტუბერკულოზის მიკობაქტერიები.

ტუბერკულოზური პროცესი ყველაზე ხშირად ფილტვებში ვითარდება, მიუხედავად ამისა, იგი შეიძლება განვითარდეს ნებისმიერ სხვა ორგანოში, (თავის ტვინის გარსები, ძვლები, სახსრები, თირკმელები), რასაც ფილტვგარეშე ტუბერკულოზი ეწოდება.

ინფექციის ძირითად წყაროს სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზით დაავადებული ადამიანი წარმოადგენს, რომელიც ხველების, ცემინების ან საუბრის დროს ჰაერში გამოყოფს მიკობაქტერიების შემცველ უმცირეს წვეთებს. გადამდებია ტუბერკულოზის ღია ფორმით დაავადებული ადამიანი, რომელიც გამოყოფს მიკობაქტერიებს. სხვა ფორმები არა არის გადამდები.ჯანმრთელი ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს მიკრობებით გაჯერებული ჰაერის ჩასუნთქვის შედეგად.

ტუბერკულოზით დაავადების ალბათობა განსაკუთრებით მაღალია დახურულ და ცუდად განიავებულ გარემოში ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნისას.ტუბერკულოზით დაინფიცირება შეიძლება მოხდეს საკვების გზითაც, მაგალითად ინფექცია ორგანიზმში შეიძლება შეიჭრას ტუბერკულოზური მიკობაქტერიების შემცველი აუდუღარი რძის ან რძის პროდუქტების მიღებისას.

ჭურჭლით ან სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებით (პირსახოცით,თეთრეულით) ტუბერკულოზი არ გადადის.

ტუბერკულოზის განვითარებაში გამოყოფენ 2 სტადიას: ინფიცირებისა და დაავადების.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, მაქვს ძაღლების ფობია,მგონია, რომ ყველას ცოფი აქვს. ვართ ბაკურიანში ,სკვერში ბავშვთან ძალიან ახლოს მოვიდა ძაღლი თამაში უნდოდა ბურთი ქონდა ჩემს შვილს. ბავშვის გამოყვანის დროს ძალიან ახლოს მქონდა ამ ძაღლთან ხელი.შეხება არ მიგრძვნია ,მაგრამ მგონია რომ შემეხო. ხელზე მაქვს დერმატიტი შესაბამისად ზოგან კანი მაქ გადატყავებული და მგონია რომ ამლოკა ამ ძაღლმა ეს დაზიანებული ხელი. არ ვიცი შემეხო თუ არა არ მიგრძვნია მაგ მომენტში. ამის გამო როგორ ავიცრა თუარადა თავსაც ვერ ვერევი</p>

ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერიები ზედა სასუნთქი გზებით ჩასუნთქულ ჰაერის ნაკადთან ერთად აღწევს ფილტვის ალვეოლებს. თუ ორგანიზმის იმუნიტეტი ძლიერია, მაშინ ტუბერკულოზის მიკობაქტერიის წინააღმდეგ ხდება ანტისხეულების გამომუშავება, რომლებიც თრგუნავენ მის გამრავლებას და წარმოიქმნება ტუბერკულოზის პირველადი კერა. აღნიშნული მდგომარეობა შეესაბამება ინფიცირებას და წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც ტუბერკულოზის ჩხირის ორგანიზმში მოხვედრის მიუხედავად ინფიცირებულ ადამიანს არ აღენიშნება დაავადების გამოვლინებები, ნიშნები და არ წარმოადგენს ტუბერკულოზური ინფექციის ჯანმრთელ პირებზე გადაცემის წყაროს.

პროფილაქტიკის საუკეთესო საშუალებაა ვაქცინაციაა.

ტუბერკულოზის ზოგადი სიმპტომებია:

  • ადვილად დაღლა;
  • ღამის ოფლიანობა;
  • სხეულის ტემპერატურის მომატება(განსაკუთრებით დღის მეორე)ნახევარში;
  • მადის დაქვეითება;
  • წონაში კლება

ფილტვის ტუბერკულოზის დროს შეიძლება აღინიშნებოდეს: სისხლიანი ხველა, ნახველთან ერთად, რომელიც ხანგრძლივდება 2 ან მეტი კვირის განმავლობაში, ფილტვებიდან სისხლდენა, ტკივილი ან უსიამოვნო შეგრძნება გულმკერდის არეში, ჰაერის უკმარისობა.

ტუბერკულოზი არ ხასიათდება მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით. ზემოთ ჩამოთვლილი კლინიკური ნიშნები ყოველთვის არ არის გამოწვეული ფილტვების ტუბერკულოზით. იგი შეიძლება შეგვხვდეს სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებების (გრიპი, ფილტვების ანთება, ბრონქიტი) დროსაც. ასეთი პაციენტები, დიაგნოზის დაზუსტების მიზნით, საჭიროებენ გამოკვლევას. ჩვეულებრივ შემთხვევაში, ხველის დროს, კვლევები იწყება თუ პაციენტი ახველებს 4 კვირაზე მეტი(ხოლო იმ არეალში, სადაც ტუბერკულოზი უკვე გავრცელებულია ასეთი კვლევა უტარდება ადამიანს თუ ის 2 კვირაზე მეტხანს ახველებს).

დაავადების შემთხვევაში მკურნალობა ორ ფაზას მოიცავს: ინტენსიურსა და გაგრძელებითს. მკურნალობის ინტენსიური ფაზა მოიცავს დაახლოებით 2-3 თვეს, ხოლო მთლიანი კურსი საშუალოდ 6-9 თვეს. აუცილებელია, რომ პაციენტმა მკურნალობა დანიშნულების შესაბამისად თანმიმდევრულად, უწყვეტად და ზუსტად ჩაიტაროს. დროულად აღმოჩენილი და ადექვატურად ნამკურნალები ტუბერკულოზი, განკურნებადია. როდესაც ხდება ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების არარეგულარული მიღება ან მკურნალობის ვადაზე ადრე შეწყვეტა, შეიძლება განვითარდეს ე.წ. რეზისტენტული ტუბერკულოზი, დაავადების მედიკამენტებისადმი გამძლე ფორმა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ტუბერკულოზი და მისი გადაცემის გზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები