/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

როგორ და რით ვუმკურნალოთ ინფექციებს

როგორ და რით ვუმკურნალოთ ინფექციებს
როგორც ჩანს, ანტიბიოტიკების ერა დასასრულს უახლოვდება. წარმოიქმნა ყველაზე ძლიერი პრეპარატებისადმი მდგრადი ბაქტერიების შტამები.

ზოგიერთმა მათგანმა ანტიბიოტიკი შეიძლება არსებობის გარემოდაც კი გამოიყენოს. ამავდროულად, ანტიბიოტიკების ბაზარი სულ უფრო მზარდია და გაყიდვაც იზრდება მოთხოვნის გამო. ეს უკანასკნელი კი დიდწილად განპირობებულია იმით, რომ მიკროორგანიზმები სწრაფად იძენენ რეზისტენტობას ახალი პრეპარატების მიმართ, ამიტომ მუდმივად არსებობს ასორტიმენტის გაფართოების მოთხოვნილება. ამას გარდა, ანტიბიოტიკების უკონტროლო მიღება იწვევს რთულ და ხანგრძლივ უსიამოვნო შედეგებს. მდგრადი დაავადებების მკურნალობასთან დაკავშირებით მსოფლიოში ანტიბიოტიკებისადმი ურთულესი სიტუაცია შეიქმნა. ანტიბიოტიკებთან დაკავშირებულ სიატუაციაზე და მკურნალობის ალტერნატიული საშუალების – ბაქტერიოფაგების – შესახებ გვესაუბრება ელიავას ფაგოთერაპიის ცენტრის ექიმი-თერაპევტი, ლია ნადარეიშვილი:

– ქალბატონო ლია, რომელია ანტიბაქტერიული საშუალებები?

– ძირითადი ანტიბაქტერიული აგენტები, რომლებიც ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებების საწინააღმდეგოდ გამოიყენება, არის ანტიბიოტიკები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

– ანტიბიოტიკები უკვე მიიჩნევა მომავლის საშიშროებად. სადამდე შეიძლება მივიდეს რეზისტენტული ბაქტერიების განვითარების შედეგად კაცობრიობა?

– სამწუხაროდ, ბაქტერიებით გამოწვეული დაავადებები სულ უფრო და უფრო საშიში ხდება, რადგან ბაქტერიებმა ისწავლეს ეფექტური ბრძოლა ანტიბიოტიკების მიმართ. ჩნდება და ვრცელდება ისეთი პათოგენური ბაქტერიები, რომლებმაც რეზისტენტობის ახალი მექანიზმები შეიძინეს და ეს პოლირეზისტენტული და პანრეზისტენტული ბაქტერიები, ე.წ. სუპერბაქტერიები (შუპერბუგს), სწრაფად და გლობალურად ვრცელდება. ამიტომ ანტიბიოტიკების მიმართ რეზისტენტობა მსოფლიო პრობლემაა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

ეს პრობლემა ერთნაირად ეხება როგორც განვითარებად, ისე განვითარებულ ქვეყნებს. ჯანმოს ევროპის რეგიონის წევრი 29 ქვეყნიდან, სავარაუდოდ, 25000 ადამიანი ყოველწლიურად ანტიბიოტიკორეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექციებით იღუპება. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი სამკურნალო დაწესებულებებში ინფიცირდება. რეზისტენტული შტამებით გამოწვეული ინფექციები გახანგრძლივებულ და უფრო ძვირად ღირებულ მკურნალობას საჭიროებს, ზრდის საავადმყოფოში დაყოვნების, სამედიცინო ხარჯებისა და ლეტალობის რისკს.

– როგორ შეიძლება ამისგან თავდაცვა და რა არის გამოსავალი?

– ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ამჟამად მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს ანტიბაქტერიული თერაპიის ალტერნატიული მიდგომების მოძიება. ბაქტერიული და განსაკუთრებით – რეზისტენტული ინფექციების წინააღმდეგ ერთ-ერთი პერსპექტიული სფეროა ბაქტერიოფაგებისა და მათი კომპონენტების გამოყენება – ფაგოთერაპია.

– რა არის ბაქტერიოფაგები?

– ბაქტერიოფაგი არის ბაქტერიული ვირუსი, რომელიც აინფიცირებს ბაქტერიულ უჯრედებს და იწვევს მათ დაშლას. ის არ მოქმედებს ადამიანის, ცხოველისა და მცენარის უჯრედებზე და სრულიად უვნებელია მათთვის.

– რა განსხვავებაა ბაქტერიოფაგებსა და ანტიბიოტიკებს შორის?

– ფაგების გამოყენება სამკურნალო ანტიმიკრობული პრეპარატების სახით ერთ-ერთი პერსპექტიული თანამედროვე სამედიცინო მიმართულებაა, რადგან ფაგები იწვევენ ბაქტერიების ანტიბიოტიკორეზისტენტული ფორმების ლიზისს.

ანტიბიოტიკებისაგან განსხვავებით, ფაგები არ თრგუნავენ ნორმალურ ფლორას და მათი მიღება არ იწვევს გვერდით მოვლენებს.

– შესაძლებელია ერთდროულად ბაქტერიოფაგებისა და ანტიბიოტიკების გამოყენება?

– ფაგები შეთავსებადია სხვა პრეპარატებთან, მათ შორის – ანტიბიოტიკებთან.

– რამდენად ეფექტურია ბაქტერიოფაგები ანტიბიოტიკებთან შედარებით ინფექციების სამკურნალოდ და მკურნალობის შედეგის თვალსაზრისით აქვს თუ არა მნიშვნელობა ინფექციის პროცესის ლოკალიზაციას?

– ფაგებს ახასიათებს მაღალი ბიოშეღწევადობა ორგანიზმის სხვადასხვა ქსოვილში და როგორც თანამედროვე ექსპერიმენტული კვლევებით დგინდება, ანტიბიოტიკებისაგან განსხვავებით, ფაგებს შეუძლია ქრონიკული ინფექციების დროს ბაქტერიების მიერ ჩამოყალიბებულ ე.წ. „ბიოფილმებში“ შეღწევა. ფაგების კონცენტრაცია ინფექციის კერაში იზრდება თვითრეპლიცირების (თვითგამრავლების) ხარჯზე და სწრაფად ქვეითდება ინფექციის ლიკვიდაციის შემდეგ.

ფაგი უარყოფითად არ მოქმედებს მაკროორგანიზმის ფერმენტულ სისტემებზე და მათი გამოყენება შესაძლებელია ბაქტერიული ინფექციების პროფილაქტიკისთვის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ და რით ვუმკურნალოთ ინფექციებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები