/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ინფექციური

სტრეპტოკოკები და სტრეპტოფაგი

სტრეპტოკოკები და სტრეპტოფაგი
თქვენს ჟურნალში მკითხველის თხოვნით დაბეჭდილი იყო ინფორმაცია სტაფილოკოკის შესახებ. ძალიან გთხოვთ, მოგვითხროთ სტრეპტოკოკისა და სტრეპტოფაგების შესახებაც.

ცოტა რამ სტრეპტოკოკის შესახებ - სტრეპტოკოკი სფერული ან ოვალური ფორმის ბაქტერიაა, რომელიც გვხვდება ნიადაგში, მცენარეებზე, ცხოველებისა და ადამიანის კანზე. მისი ყოველი სახეობა არ იწვევს დაავადებას - სტრეპტოკოკული ინფექციის გამოწვევა მხოლოდ ბაქტერიის პათოგენურ სახეობებს შეუძლია.

გავრცელებულია სტრეპტოკოკული მატარებლობაც - ინფექციის მატარებელი თავად არ ავადდება, მაგრამ შეუძლია, სხვები დააავადოს. არსებობს სტრეპტოკოკული ინფექციის სხვადასხვა ფორმა. თავად სტრეპტოკოკებიც რამდენიმე ჯგუფად იყოფა. მაგალითად, უკანასკნელ ხანს მკვლევართა განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს B ჯგუფის სტრეპტოკოკი (streptococcus agalactiae), რომელიც ხშირად იწვევს ადამიანის შარდსასქესო სისტემის ინფექციას, გამოიყოფა მამაკაცების ურეთრიდან (შარდის გამომტანი მილიდან) და ქალების სამშობიარო გზებიდან.

დადგენილია, რომ სტრეპტოკოკები ორად გაყოფის გზით მრავლდებიან, ამასთანავე, შვილეული უჯრედები ერთმანეთთან კავშირს ინარჩუნებენ და წარმოქმნიან ჯაჭვებს, რომლებიც რამდენიმე ასეულ მიკროორგანიზმს შეიცავს. სტრეპტოკოკები კარგად იზრდებიან ხელოვნურ ნიადაგზე, რის გამოც ლაბორატორიულ პირობებში მათი გამოყოფა და გამოკვლევა არცთუ ისე ძნელია.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სხვადასხვა სახეობის სტრეპტოკოკების კლასიფიკაციისთვის მიღებულია უპირატესად ორგვარი მიდგომა, რომელთაგან ერთი ბრაუნის მიერ არის მოწოდებული, მეორე კი რებეკ ლანსფილდმა შემოიღო.

ბრაუნის კლასიფიკაციით, სტრეპტოკოკის ზოგიერთი სახეობა გამოიმუშავებს ჰემოლიზინს - ნივთიერებას, რომელიც იწვევს ჰემოლიზს ანუ ერითროციტების გარსის რღვევასა და დაშლას. სტრეპტოკოკების კლასიფიკაცია მათ მიერ გამოწვეული ჰემოლიზის დონის მიხედვით მოხერხებული აღმოჩნდა. ხელოვნურ საკვებ ნიადაგზე ცხოველთა სისხლის დამატებით ბაქტერიათა გამოზრდამ შესაძლებელი გახადა სტრეპტოკოკების სამ - ალფა, ბეტა და გამა - ჯგუფად დიფერენცირება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.დღეს ჩამოვედით სოფელში. ჩემი ბებოს ძაღლი მგელს ან ტურას დაუგლეჯია ორი თვის წინ. დიდი ჭრილობა ქონია კისერთან ,მაგრამ მოურჩენიათ და ახლა კარგადაა ძაღლი. ჩვეულებრივადაა. მყავს ბავშვები ახლა რა მაინტერესებს ჩვენ ძაღლს უტარდება აცრები ყოველ წელს ,როგორც ბებომ მითხრა. ცოფიან მგელს ან ტურას რომ დაეგლიჯა ორი თვის წინ ამდენი ხანი ხომ გამოუვლინდებოდა ჩემს ძაღლს ცოფის სიმპტომები? ვნერვიულობ ბავშვებს ეზოშო ყოველ წამს გიჟივით ვერ გავაკონტროლებ თან უყვართ და თამაში უნდათ</p>

ალფა და გამა სტრეპტოკოკები მრავლად არიან ჯანმრთელი ადამიანებისა და ცხოველების პირის ღრუში, ნაწლავებში, თუმცა იშვიათად ამჟღავნებენ პათოგენურ (ანუ დაავადების გამომწვევ) თვისებებს, მაშინ როცა ჰემოლიზური (ბეტა) სტრეპტოკოკები ხშირად გვევლინებიან ადამიანებისა და ძუძუმწოვრების ინფექციურ დაავადებათა გამომწვევებად.

არსებობს ლანსფილდის კლასიფიკაციაც, რომელიც შედარებით რთულ მიდგომას - ბაქტერიათა თითოეული სახეობისადმი ცხოველთა სპეციფიკური ანტისხეულების (იმუნური შრატების) გამოყენებას - ეფუძნება. ამ პრინციპით ანუ მიკროორგანიზმთა ანტიგენური მახასიათებლების მიხედვით სტრეპტოკოკების 12 ძირითად ჯგუფს გამოყოფენ.

ადამიანის სტრეპტოკოკული დაავადების ყველაზე გავრცელებული გამომწვევი A ჯგუფის წარმომადგენელია. ის პიოგენური ანუ ჩირქმბადი ბაქტერიაა. ამრიგად, სტრეპტოკოკული ინფექციები ის დაავადებებია, რომლებსაც სტრეპტოკოკი, უმთავრესად კი ჰემოლიზური სტრეპტოკოკი იწვევს. ზომიერი კლიმატის ქვეყნებში სტრეპტოკოკული ინფექციები დაავადებათა ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ ჯგუფს წარმოადგენს.

1874 წლიდან, მას შემდეგ, რაც სტრეპტოკოკები ინფიცირებული ჭრილობებიდან გამოყოფილ ჩირქში აღმოაჩინეს, ინტენსიურად დაიწყო მათი შესწავლა სხვადასხვა დაავადების გამოწვევის კუთხით.

1906 წელს ფრანგმა, გერმანელმა და რუსმა მკვლევარებმა დაამტკიცეს, რომ ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ქუნთრუშას გამომწვევია. მოგვიანებით ამ ბაქტერიის როლი მრავალი სხვა დაავადების ეტიოლოგიაშიც დადასტურდა. ამჟამად მიჩნეულია, რომ სტრეპტოკოკი განაპირობებს რევმატიზმის განვითარებასაც, თუმცა ბოლოდროინდელი გამოკვლევების შედეგად ხსენებული დაავადების განვითარებაში ზოგიერთ ვირუსსაც ანიჭებენ განსაზღვრულ მნიშვნელობას.

დღეს ეჭვი აღარავის ეპარება, რომ ყელის დაავადებათა უდიდესი ნაწილი სტრეპტოკოკული ინფექციის წილად მოდის. ბავშვებში ფართოდ გავრცელებული მწვავე ტონზილიტი, სტრეპტოკოკული ანგინა, სწორედ ამ ბაქტერიის პათოგენურობის შედეგია. დაავადება შესაძლოა მიმდინარეობდეს როგორც ძალიან მძიმე ფორმით, მაღალი ცხელებით, ასევე მსუბუქად, პრაქტიკულად უსიმპტომოდ.

სტრეპტოკოკული ინფექციის შედეგი შეიძლება იყოს ისეთი დაავადებებიც, როგორიც არის პიელონეფრიტი (თირკმლის პარენქიმისა და მენჯის ანთება), ენტერიტი (წვრილი ნაწლავების ლორწოვანი გარსის ანთება), ვაგინიტი (საშოს ლორწოვანი გარსის ანთება).

რას წარმოადგენს სტრეპტოფაგი

სტრეპტოფაგი ანუ სტრეპტოკოკული ბაქტერიოფაგი არის იმუნობიოლოგიური პრეპარატი, რომელსაც ჩირქოვანი ინფექციის დროს გამოყოფილი სტრეპტოკოკების ლიზირების (დაშლის) უნარი შესწევს. მას იყენებენ კანის, ლორწოვანი გარსების, ვისცერული (შინაგანი ორგანოების) სტრეპტოკოკული ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

საზოგადოდ, ეფექტური ფაგოთერაპიის მთავარი პირობა გამომწვევის ფაგომგრძნობელობის განსაზღვრა ანუ სტრეპტოკოკების ავადმყოფი შტამებისგან სტრეპტოკოკული ბაქტერიოფაგისადმი მგრძნობიარე შტამების გამოყოფაა. გარდა ამისა, აუცილებელია მკურნალობის დროულად დაწყება და, რაც მთავარია, პრეპარატის უშუალოდ ინფექციის კერაში შეყვანა. მკურნალობის კურსი, ჩვეულებრივ, 5-15-დღიანია. რეციდივის ანუ დაავადების განმეორების შემთხვევაში შესაძლოა კურსი გაიმეორონ.

ინფექციის კერის მდებარეობის კვალობაზე, სტრეპტოფაგი გამოიყენება როგორც საფენების, სავლების სახით, ასევე ტამპონირებისთვის, ჩასაწვეთებლად, შეიყვანება პლევრის ღრუში, სასახსრე ნაპრალში და სხვა, გამოიყენება როგორც პერ ოს (დალევით), ისე პერ რექტუმ (სწორი ნაწლავიდან შეყვანით).

კომენტარები (1)
მარი მარი
მეგობარი უვლის ბებიას, რომელსაც აქვს სტრეფტოკოკი მთელ ორგანიზმში.გთხოვთ გვირჩიოთ არის თუ არა გადამდები და როგორ გაფრთხილდეს.თუ საშიშია მაგ შემთხვევაში დატოვებს სამსახურს.დიდი მადლობა
თარიღი : 08-06-2016
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სტრეპტოკოკები და სტრეპტოფაგი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები