H1N1 - პანდემია 2009 - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

H1N1 - პანდემია 2009

H1N1 - პანდემია 2009

გვესაუბრება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმი ინფექციონისტი, მედიცინის დოქტორი თეა კაკაბაძე.

- გრიპი იმ დაავადებათაგანია, რომლებსაც ადამიანები კარგა ხანია იცნობენ, თუმცა ბოლო ხანს გაჩნდა ამ ძველი დაავადების ახალი სახელები. ჩვენს მკითხველებს კარგად ახსოვთ ფრინველის გრიპთან დაკავშირებული შიში. ახლა კი ღორის გრიპი გავრცელდა... რატომ აქვს ამ დაავადებებს ასეთი უცნაური სახელები და რით განსხვავდება ღორის გრიპი აქამდე გავრცელებული გრიპებისგან?

  
- ჩვენთვის კარგად ცნობილი გრიპი გრიპის A, B და C ვირუსებით გამოწვეული მწვავე ინფექციური დაავადებაა. ის შესაძლოა იყოს როგორც სეზონური, ასევე

პანდემიური გავრცელებისა. სეზონური გრიპის შემთხვევები ზომიერი კლიმატის რეგიონებში (მაგალითად, აშშ-ში, კანადაში, რუსეთში, ჩინეთში, იაპონიაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, არგენტინაში) სეზონურად, წლის განსაზღვრულ პერიოდში ხშირდება. სეზონური აფეთქებები 5-6 კვირა გრძელდება და მოსახლეობის 5-15%-ს მოიცავს. ამჟამად სეზონურ გრიპს იწვევს A(H3N2), A(H1N1) ქვეტიპისა და B ტიპის ვირუსები. საქართველოში სეზონური გრიპის
პერიოდია დრო გვიანი შემოდგომიდან ადრე გაზაფხულამდე. სეზონურ გრიპს ახასიათებს შემცივნება, ტემპერატურის უეცარი მატება, თავისა და კუნთების ტკივილი, საერთო სისუსტე, ხველა, ყელის ტკივილი და სხვა რესპირაციული (სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული) სიმპტომები. დაავადება 3-5 დღე გრძელდება და ხშირად თვითგანკურნებით მთავრდება, თუმცა არც გართულებების განვითარებაა გამორიცხული, უპირატესად - ბრონქიტისა, ფილტვების ანთებისა, შუა ყურის, სინუსების ანთებისა. სეზონური გრიპისაგან განსხვავებით, პანდემიური გრიპი საუკუნეში 3-4-ჯერ იფეთქებს. ის აბსოლუტურად ახალი, უცხო გრიპის ვირუსია, რომელიც ადამიანისგან ადამიანს იოლად გადაედება. მსოფლიოს მოსახლეობას მის მიმართ იმუნიტეტი არ გააჩნია, ამიტომ ავადდება მისი უდიდესი ნაწილი. პანდემიური გრიპი დიდ პრობლემას უქმნის ქვეყნების საზოგადოებრივ ჯანდაცვას, ეკონომიკას და სოციალურ ყოფას. ღორის გრიპი ანუ პანდემიური (H1N1) 2009 გრიპი,  როგორც მას სამედიცინო ლიტერატურაში უწოდებენ,  წარმოადგენს ვირუსულ ინფექციას, რომლის აფეთქება დაიწყო მექსიკაში 2009 წლის აპრილის ბოლოს. დაავადების გამომწვევია A გრიპის ვირუსი, რომელიც გენეტიკურად ახლოს დგას ღორის გრიპის ვირუსთან. მიუხედავად ამისა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ეს შტამი ადრე ღორებისგან არასოდეს ყოფილა გამოყოფილი. ლაბორატორიულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის შემადგენლობაში შედის: ჩრდილოამერიკული ღორის, აზია-ევროპის ღორების, ადამიანისა და ფრინველის გრიპის ვირუსების გენეტიკური მასალა. ამიტომაა, რომ მეცნიერები ამ ვირუსს ,,ოთხმაგი რეასორტაციის" ვირუსს უწოდებენ. პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის სინონიმებს წარმოადგენს 2009 წლის პანდემიური გრიპი,  მექსიკური გრიპი A(H1N1),  კალიფორნიული გრიპი A(H1N1), ადამიანის ღორის გრიპი და ასე შემდეგ.


- როგორია ღორის გრიპის სიმპტომები? განსხვავდება თუ არა ისინი სეზონური გრიპისათვის დამახასიათებელი გამოვლინებებისგან?
- ღორის გრიპის ვირუსის სიმპტომები მსგავსია ჩვეულებრივი სეზონური გრიპის სიმპტომებისა. პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის ინკუბაციური (ინფიცირებიდან დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე) პერიოდი საშუალოდ 3-4 დღეს შეადგენს. ინკუბაციური პერიოდის მაქსიმალურ ვადად უნდა ჩაითვალოს 7 დღე. პაციენტთა უმრავლესობას დაავადება ეწყება მაღალი ცხელებით (ჩვეულებრივ 380ჩ-ზე მეტი) და რესპირაციული სიმპტომებით – ყელის ტკივილით, ხველითა და თავის ტკივილით. ხშირია ცხვირიდან გამონადენის არსებობა, ცხვირის გაჭედვა. გარდა ამისა, აღინიშნება გულისრევა, ღებინება, დიარეა ანუ ფაღარათი, კუნთების ტკივილი, სახსრების ტკივილი, ადვილად დაღლა. დაავადების მძიმე მიმდინარეობისას ვლინდება სუნთქვის უკმარისობა და დეჰიდრატაცია (გამოშრობა), ნევროლოგიური მოშლილობები და სხვა.


- შესაძლოა თუ არა, ღორის გრიპი ტემპერატურის გარეშე მიმდინარეობდეს? რა განასხვავებს კლინიკური გამოვლინების მხრივ გრიპსა და ჩვეულებრივ გაციებას? უკავშირდება თუ არა გაციება ვირუსებით ინფიცირებას?
- პანდემიური (H1N1) 2009 გრიპი შესაძლოა მსუბუქად წარიმართოს, ზოგჯერ ცხელების გარეშეც კი, მაგრამ, როგორც აღვნიშნეთ, ტიპურ შემთხვევებში მას ახასიათებს უეცარი დასაწყისი შემცივნებით, კუნთებისა და სახსრების ტკივილით, მაღალი ცხელებით. გამოვლინების ამ თავისებურებით ის განსხვავდება სხვა რესპირაციული დაავადებებისგან, რომელთაც პაციენტები ჩვეულებრივ გაციებას ეძახიან. ეს უკანასკნელი თანდათანობით იწყება, ტემპერატურის ნაკლები მატება ახასიათებს, თავისა და კუნთების ტკივილიც ნაკლებად არის გამოხატული. ეგრეთ წოდებული გაციება წარმოადგენს სხვადასხვა ვირუსით (პარაგრიპის ვირუსით, რესპირატორულ-სინციტიური ვირუსით, რინოვირუსით, ადენოვირუსით და სხვა) გამოწვეულ ინფექციებს.


- რა გართულებებია მოსალოდნელი ღორის გრიპის ანუ პანდემიური (H1N1) 2009 გრიპის დროს? რამდენად მაღალია სიკვდილიანობა?
- პანდემიურ (H1N1) 2009 გრიპს იგივე გართულებები ახასიათებს, რაც სეზონურს. კერძოდ:
. ზემო სასუნთქი გზების დაავადებები (სინუსიტი ანუ ცხვირის ღრუს დანამატი წიაღების ანთება, ოტიტი ანუ ყურის ანთება, კრუპი);
. ქვემო სასუნთქი გზების დაავადებები (ფილტვების ანთება - პნევმონია, ბრონქიოლიტი, ასთმის შეტევა);
. გულის ანთებითი დაავადებები (მიოკარდიტი, პერიკარდიტი);
. ნევროლოგიური დარღვევები (მწვავე ინფექციის შემდგომი ენცეფალოპათია, ენცეფალიტი, ფებრილური კრუნჩხვა, ეპილეფსიური სტატუსი);
. დეჰიდრატაცია ან შოკის სინდრომი;
. თანმხლები ქრონიკული დაავადებების გამწვავება.




გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
კატეგორიის სხვა სტატიები
1. Covid-19 და SARS-CoV-2 - არ არის ერთი და იგივე. Covid-19 - ახალი კორონავირუსით
უკვე მესამე დღეა, იტალიასა და ესპანეთში, ევროპის ამ ორ ქვეყანაში, რომლებიც ყველაზე მეტად დაზარალდნენ Covid-19-ის პანდემიის შედეგად, გარდაცვლილთა
თურქი მედიკოსები უკვე საუბრობენ კორონაფობიაზე - ინფიცირების მწვავე შიშზე.
ვირუსი აღმოჩენილი იქნა უჰანის ტერიტორიაზე, სადაც მეცნიერებმა შეკრიბეს 100 მაწანწალა
სამხრეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის მეცნიერების ჯგუფმა დაიწყო დრონის შემუშავება,
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად