სპილენძს კორონავირუსის გავრცელების შეჩერების უნარი აქვს
საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველა სახელური, სუპერმარკეტების ურიკები და სპორტული დარბაზების ტრენაჟორები სპილენძით დაიფაროს. ამ ლითონს გააჩნია გამოხატული გამაუვნებელი მოქმედება. შედარებისთვის: ფოლადზე და პლასტმასზე კორონავირუსი სამ დღეს ცოცხლობს, ხოლო სპილენძზე ოთხ საათში ნადგურდება.
ცნობილია, რომ თუ ინფიცირებული რაიმე საგანს შეეხება, ობიექტი ვირუსის გამავრცლებლად იქცევა. შემდეგი, ვინც შეეხება აღნიშნულ საგანს, და შემდეგ ხელს მოიკიდებს სახეზე, დასნებოვნების რისკის ქვეშაა, რადგანაც ვირუსი ადვილად აღწევს სხეულში თვალების, ცხვირისა და პირის საშუალებით. როდესაც კორონავირუსი სპილენძზე ხვდება, ლითონის იონები უტევენ ვირუსის ლიპიდურ მემბრანას- პათოგენის დამცავ ცხიმოვან გარსს. შემდეგ სპილენძი აღწევს ვირუსში და ანადგურებს მის დნმ-ს.
საავადმყოფოს პალატების ჰაერში, სადაც ინფიცირებულები იყვნენ მოთავსებულები, ნებრასკას უნივერსიტეტის სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, ვირუსული ნაწილაკების მაღალი დონე, რომელიც გარკვეული პერიოდი ნარჩუნდებოდა. უფრო მეტიც, კორონავირუსის კვალი ასევე აღმოჩენილი იქნა პალატებს გარეთ, საავადმყოფოს კორიდორებში.
ასევე დაგაინტერესებთ:
რა საშიში დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ნიღბებმა და ხელთათმანებმა
ჩინელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ კორონავირუსის წარმოშობა უჰანის ბაზარს არ უკავშირდება