აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი სექტემბერში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აღდგება თუ არა სასწავლო პროცესი სექტემბერში

სექტემბრის შუა რიცხვებში არ დაიწყოს.

როგორც ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, უწყებაში მიიჩნევენ, რომ სასწავლო პროცესმა შეიძლება გადაიწიოს.

"დღევანდელი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, ვთვლით, რომ სასწავლო პროცესი შეიძლება გადაიწიოს, თუმცა, ვემზადებით იმისთვის, რომ როგორც ახლა, ასევე სექტემბერში მოგვიწევს კოვიდთან ერთად თანაცხოვრება. შესაბამისად, ჩვენი შვილებიც უნდა მოვამზადოთ ამ პროცესებისთვის, რათა მათ შეძლონ შეუფერხებლად განაგრძონ სწავლა", - განაცხადა ტიკარაძემ.

რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, მინისტრმა აღნიშნა, რომ განათლების სამინისტროსთან ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და აბიტურიენტებისთვის გამოცდების ჩაბარება უსაფრთხო პროცესი იქნება.

"ინტენსიურად ვმუშაობთ განათლების სამინისტროსთან. ისინი რა თქმა უნდა, ითვალისწინებენ ყველა იმ რეკომენდაციას, რომელსაც გავცემთ და ვთვლით, რომ გამოცდები ჩატარდება სრულიად უსაფრთხოდ ყველა იმ აბიტურიენტისთვის, რომელიც რომელიც წელს აპირებს გამოცდებში მონაწილეობის მიღებას", - განაცხადა ტიკარაძემ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით კი, კორონავირუსის გამო რეგულაციების გამკაცრების საჭიროება ამ ეტაპზე არ არის.

როგორც გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ახლა ჩვენ მივდივართ სლოგანით - "ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად".

"დღევანდელი მონაცემებით, მე არ ვფიქრობ ჩვენ ისეთი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებები დავაწესოთ, როგორიც გვქონდა. ახლა ჩვენ მივდივართ სლოგანით - "ვისწავლოთ თანაცხოვრება კორონავირუსთან ერთად". ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტიპის მატებები შესაძლებელია იყოს. ეს დასაშვებია და ამას თავისუფლად მართავს ჯანდაცვის სისტემა ყოველგვარი ძლიერი შემზღუდავი ღონისძიებების გარეშე", - განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან, გამყრელიძე ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობით, არც არდადეგების გახანგრძლიოვების, ან სასწავლო პროცესის გადადების აუცილებლობაა.

"დღევანდელი მოცემულობით ამის საშიშროება არ არის. სასწავლო პროცესი რომ არ აღდგეს სექტემბერში, ამის აუცილებლობა არ არის", - განაცხადა გამყრელიძემ.