რა საშიში დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ნიღბებმა და ხელთათმანებმა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა საშიში დაავადებები შეიძლება გამოიწვიოს ნიღბებმა და ხელთათმანებმა

არამედ მისი ცხოველმოქმედების კვალია. გენომი, თავად ვირუსი ამ დროს სიცოცხლის უნარს მოკლებულია. მარტივი მოწყობის ვირუსებს, როგორიცაა პოლიომიელიტი, გარემოში ძალიან დიდხანს შეიძლება იმყოფებოდეს, ხოლო რთული მოწყობის ვირუსები, გარემოში დიდ ხანს ვერ ძლებენ. ამიტომ ხელთათმანების ტარება არა თუ უსაფრთხო, მავნებელიცაა. აღნიშნული პრაქტიკა სოკოვანი ინფექციის განვითარების საშიშროებას ქმნის. მათზე ჩვენ ვაგროვებთ სოკოებს, ბაქტერიებს, ალერგენებს და ყველაფერი ეს მოგვაქვს სახისკენ. ამასთან ნებისმიერი ხელთათმანი აფუჭებს კანს. კანი ჩვენი დამცველობითი ბარიერია, თანდაყოლილი იმუნური პასუხის ნაწილი. კანი ხელთათმანზე უკეთ გვიცავს. ხელთათმანების ტარება, განსაკუთრებით სიცხეში იქნება ძალიან ძნელი. რაც შეეხება ანტისეპტიკებს, ისინი ასევე აზიანებენ კანს და ანადგურებენ სასარგებლო მიკროფლორას.

აქვე წაიკითხეთ:

როგორ შევინარჩუნოთ ხელის კანის სიჯანსაღე ანტისეპტიკების რეგულარული გამოყენებისას

პირბადე ქუჩაში ზედმეტია, თუ იქნება დაცული სოციალური დისტანცია. სამედიცინო ნიღაბი უნდა გვეკეთოს ხალხის შეკრების ადგილებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მაღაზიებში. ნიღაბი 2 საათის შემდეგ დაცვის საშულებიდან ინფექციის გამავრცელებლად იქცევა.

ჰაერში, გარდა კორონავირუსისა, უამრავი სხვა ინფექცია ტრიალებს - ბაქტერიები, სოკოები - რომლებიც ნიღაბზე შეიძლება დაილექოს. ბევრი არც ცვლის ნიღაბს და ყოველთვის ერთი და იგივე პირბადით სარგებლობს. შესაძლებელია ნიღბის მუდმივი ტარებით გაიზარდოს ისეთი დაავადებების რიცხვი, როგორიცაა: ფილტვების ემფიზემა, ბრონქული ასთმა, სოკოვანი, ალერგიული, ბაქტერიული დაავადებები.

როგორც ექსპერტები აცხადებენ, ქალაქის ქუჩების სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავებისას, ვზრდით მათ მიმართ მდგრად ბაქტერიებს. ბაქტერიები მდგრადობას იმუშავებენ ანტიბიოტიკებისადმი, ისინი ზუსტად ასევე გამოიმუშავებენ მდგრადობას დეზინფექტანტების მიმართაც.