COVID-19-ის ყველა პოტენციური წამალი, რომლებზეც მეცნიერები საუბრობენ - რა ვიცით მათზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

COVID-19-ის ყველა პოტენციური წამალი, რომლებზეც მეცნიერები საუბრობენ - რა ვიცით მათზე

ხოლო დასნებოვნებულთა რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ვაქცინა, რომელიც კორონავირუსისაგან დაგვიცავდა, ჯერჯერობით არ არის, არ არსებობს ასევე დაავადების საწინააღმდეგო სპეციფიკური მოქმედების წამალი. მთელი მსოფლიოს კლინიკებში ექიმები ნიშნავენ სიმპტომურ მკურნალობას და ასევე იყენებენ სხვა დაავადებების სამკურნალო რიგ პრეპარატებს.

შიდსის სამკურნალო პრეპარატი

ლოპინავირისა და რიტონავირის (ორივე მათგანი შედის შიდსით დაავადებული პაციენტების სამკურნალო პრეპარატში კომერციული დასახელებით "კალეტრა") კომბინაციის გამოყენება ერთერთი პირველი კონკრეტული რეკომენდაცია იყო COVID-19-ით დაავადებული პაციენტების თერაპიის ოფიციალურ დოკუმენტებში. ამ წამლებს უკვე იყენებდნენ ატიპური პნევმონიის (SARS) ეპიდემიისას 2002 წელს და ახლო აღმოსავლური რესპირატორული სინდრომის (MERS) ეპიდემიისას 2014 წელს. არსებობს მონაცემები, რომ მაშინ ამ პრეპარატების ინტერფერონთან ერთად გამოყენებისას, უმჯობესდებოდა პაციენტების მდგომარეობა, მსუბუქდებოდა დაავადების მიმდინარეობა და ქვეითდებოდა სიკვდილიანობის დონე.

მეცნიერებმა, რომელთაც შეისწავლეს ახალი ვირუსი აჩვენეს, რომ შAღშ-ჩოV-2 თავისი სტრუქტურით მსგავსია კორონავირუსთან. რის შედეგადაც მათ ივარაუდეს, რომ COVID-19-ის შემთხვევაში კომბინაცია ლოპინავირი+რიტონავირი ეფექტური აღმოჩნდებოდა. ამ სქემის ეფექტურობაზე მეტყველებს ჩინელი მეცნიერების მიერ იანვარში გამოქვეყნებული დაკვირვებები. თუმცა მოგვიანებით, მონაცემების საფუძველზე ეს მოსაზრება თითქოს უარყვეს.

ებოლას ცხელების სამკურნალო პრეპარატი, რომელსაც კვლევა არ გაუვლია

კომპანია Gილეად შციენცეს-ის მიერ შექმნილი რემდეზივირი არაეფექტური აღმოჩნდა ებოლას ცხელების სამკურნალოდ. ახალი პრეპარატი შევიდა კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციურ სამკურნალო საშუალებების ნუსხაში.

ა.შ.შ-ში უკვე დაუშვეს დაავადების მძიმე ფორმით (ხშირად უკურნებელი) დაავადებული პაციენტების სამკრუნალოდ წამლის გამოყენების ნებართვა. სხვა ქვეყნებში მისი მიღება ნებადართულია COVID-19-ის პაციენტებში არც თუ ისე მძიმე ფორმით მომდინარეობისას.

ცნობილია ერთი შემთხვევა, როდესაც პრეპარატი გაუკეთდა ჩOVID-19-ით მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტს, რომლის გადარჩენის იმედიც აღარ იყო. თუმცა რემდეზივირის მიღების შემდეგ მდგომარეობა გაუმჯობესდა. ჯერჯერობით წამლის შეყვანასა და გამოჯანრმთელებას შორის კავშირი დამტკიცებული არ არის.

ბევრი დიდ იმედებს ამყარებს რემდეზივირზე, ხოლო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალური დირექტორის თანაშემწე, ეპიდემიოლოგი ბრიუს ეილვარი მას ერთადერთ პრეპარატად განიხილავს, რომელმაც შესაძლებელია ნამდვილად იმუშაოს.

მალარიისა და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პეპარატი

მალარიის, წითელი მგლურას და რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო პრეპარატები ქლოროქინი და ჰიდროქსიქლოროქინი შესაძლებელია ასევე ეფექტური აღმოჩნდეს COVID-19-ის თერაპიაში. ამ საშუალებებს მიიღებენ პაციენტები ჩინეთში, საფრანგეთში, სამხრეთ კორეასა და ა.შ.შ-ში. COVID-19-ის დროს მათი ეფექტურობის დამადასტურებელი მონაცემები არასაკმარისია. ამავდროულად ექიმების ერთი ჯგუფი პრეპარატის მიღებას უკავშირებს კორონავირუსული ინფექციის მქონე პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებას. არიან ისეთებიც, ვინც ამ პრეპარატების უპირატესობას ვერ ხედავენ.

კორონავირუსული ინფექციის პროფილაქტიკისა და მკურნალობისათვის აღნიშნული პრეპარატების კლინიკური კვლევა საწყის სტადიებშია. აღსანიშნავია, რომ ამ წამლების მიღება ჩვენების გარეშე დაუშვებელია, ხოლო ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებისათვის მათი სიფრთხილით დანიშვნაა საჭირო.

ზემოთ ჩამოთვლილი პრეპარატები ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მიჩნეულია შედარებით პერსპექტიულად. ყველა მათგანის ტესტირება მოხდება შოლიდარიტყ პროგრამის ფარგლებში, რომელიც აერთიანებს, ჩOVID-19-ის სამკურნალო საშუალებების კლინიკური კვლევის შესახებ ინფორმაციას.

გრიპის საწინააღმდეგო იაპონური პრეპარტი

იაპონური ფარმაცევტული კომპანია Fujifilm Toyama Chemical მიერ შემუშავებული გრიპის სამკურნალო პრეპარატი ფავიპრავირი, თრგუნავს ორგანიზმში ვირუსის რეპლიკაციისა და გავრცელების პროცესს.

ჩინეთში უკვე დაიწყეს ფავიპრავირის გამოცდა კორონავირუსული ინფექციის მსუბუქ და ზომიერად მძიმედ მიმდინარე პაციენტებზე. ფინალური შედეგები ჯერ არ არის გამოქვეყნებული, თუმცა ავტორები აღნიშნავენ, რომ პრეპარატი ამცირებს დაავადების ხანგრძლივობას და აუმჯობესებს ფილტვების მდგომარეობას. დაავადების მძიმე მიმდინარეობისას, წამლის მიღების ეფექტი პრაქტიკულად შეუმჩნეველი იყო.

იმუნოსუპრესანტები

SARS-CoV-2-ით დასნებოვნებული პაციენტებისათვის სერიოზულ საშიშროებას წარმოადგენს არა იმდენად თავად ვირუსი, რამდენადაც ციტოკინური შტორმი (ჰიპერციტოკინემია). ასე უწოდებენ პროცესს, რომლის დროსაც იმუნური სისტემის უჯრედები იწყებენ დიდი რაოდენობით ციტოკინების გამოყოფას, რის შედეგადაც ზიანდება არა მარტო ანთების კერაში არსებული ქსოვილები, არამედ ჯანმრთელი ქსოვილებიც და მთლიანად ორგანიზმი. ციტოკინური შტორმის დროს ლეტალური გამოსავალის რისკი ძალიან მაღალია.

COVID-19-ის პაციენტებში ციტოკინური შტორმის საწინააღმდეგოდ, ექიმები იყენებენ ტოცილიზუმაბას- რევმატოიდული ართრიტისა და იუვენილური ართრიტის სამკურნალო პრეპარატს.

ცნობილია, რომ ფარმაცევტული კომპანია ღოცჰე კლინიკურ კვლევებს შეუდგა, რომლის დროსაც შეამოწმებენ ახდენს თუ არა აღნიშნული პრეპარატი COVID-19-ის ფონზე განვითარებული პნევმონიის მქონე პაციენტების მდგომარეობის გაუმჯობესებას.

ტუბერკულოზის საწინააღმდეგო ვაქცინა

მარტი ბოლოს გამოქვეყნდა ერთბაშად ოთხი კლინიკური კვლევის შესახებ ინფორმაცია, რომელიც ეხებოდა კარგად ნაცნობ ბცჟ ვაქცინას. აღნიშნული ვაქცინა იცავს ტუბერკულოზის ზოგიერთი ფორმისაგან და COVID-19 საგან. კვლევის მიმდინარეობისას, რომელიც ჩატარდება ავსტრალიაში, ნიდერლანდებში, საბერძნეთსა და გერმანიაში შეეცდებიან გაარკვიონ ამცირებს თუ არა ბცჟ ვაქცინაცია ახალი კორონავირუსით დასნებოვნების რისკს.

მოსაზრება, რომ ცოცხალი Mყცობაცტერიუმ ბოვის შემცველი ვაქცინას შეუძლია SARS-CoV-2-ით დასნებოვნების თავიდან აცილება მას შემდეგ გახდა პოპულარული, რაც ქსელში გამოჩნდა სამეცნიერო ნაშრომის პრეპრინტი. კვლევის ავტორები აღნიშნავენ, რომ COVID-19-ით ავადობის დონე გაცილებით დაბალია იმ ქვეყნებში, სადაც ბცჟ ვაქცინაცია სავლდებულო იყო. ხოლო იქ სადაც არ კეთდებოდა აღნიშნული აცრა (იტალია, ესპანეთი) დაავადებულთა რიცხვი ძალიან მაღალია. თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთში, სადაც ბცჟ ვაქცინაცია ტარდებოდა, კორონავირუსით დასნებოვნებულთა რიცხვმა 80 ათასს გადააჭარბა.

ნებისმიერ შემთხვევაში, ბცჟ ვაქცინაციასა და კორნოვარისული ინფექციის რისკის შემცირებას შორის კავშირის დადგენისთვის დროა საჭირო. ჯერჯერობით ეს მხოლოდ სტატისტიკურ მონაცემებზე დაფუძნებული ჰიპოთეზაა.

ასევე წაიკითხეთ:

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ


კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება