რომელი ქვეყნები ამსუბუქებენ კარანტინს - ჩინეთის შემდეგ კიდევ 5 ქვეყანა ხსნის შეზღუდვებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი ქვეყნები ამსუბუქებენ კარანტინს - ჩინეთის შემდეგ კიდევ 5 ქვეყანა ხსნის შეზღუდვებს

ქალაქის ხელმძღვანელობის მაგალითის გაზიარებას გეგმავს ზოგიერთი ქვეყანაც: დღეს ნაწილობრივ მოიხსნა შეზღუდვები ჩეხეთში, იგივეს ელოდებიან ავსტრიის, ნორვეგიის, დანიისა და ინდოეთის მაცხოვრებლები.

ჩინეთი

უჰანი 23 იანვარს ჩაიკეტა. 19 მარტს, ქალაქში პირველად არ გამოვლენილა კორონავირუსით დასნებოვნების შემთხვევა. მარტის ბოლოს ხელისუფლებამ კარანტინის შეზღუდვების ნაწილი მოხსნა: გაიხსნა მაღაზიები და საწარმოების ნაწილი, მუშაობა დაიწყო საზოგადოებრივმა ტრანსპორტმა და ოთხშაბათს 8 აპრილს ქალაქმა გახსნა საზღვრებიც. უჰანში, კორონავირუსის სამშობლოში, კარანტინი შესაძლებელია უკვე წარსულს ჩაბარდეს.

ჯერჯერობით ქალაქში ყველა შეზღუდვა არ მოხსნილა- მასობრივი ღონისძიებები ისევ აკრძალულია, სკოლები და უმაღლესი სასწავლებლებიც არ მუშაობს.

ოთხშაბათს განახლდა საავტომობილო, სარკინიგზო და ავია მიმოსვლა.

უჰანის საზღვრების გახსნა, მსოფლიოში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის დასრულების პირველი შემთხვევაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ვირუსზე საბოლოო გამარჯვება მოპოვებულია და კარანტინი ისევ არ იქნება შემოღებული.

ხელსუფლება ყურადღებით აკვირდება დაავადების ახალ შემთხვევებზე მონაცემებს. უკანასკნელი სამი კვირის განმავლობაში უჰანში მხოლოდ სამი ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა. ჩინეთის სხვა რეგიონებში სიტუაცია ჯერჯერობით ისევ საყურადღებოა.

ჩეხეთი

მკაცრი საკარანტინე ზომების შერბილებას გეგმავს დღეს ჩეხეთი. მთავრობამ საგანგებო ვითარება ჯერ კიდევ 16 მარტს 30 აპრილამდე გამოაცხადა. ბოლო დროს, ქვეყანაში კორონავირუსით დასნებოვნების ახალი შემთხევების რაოდენობა შემცირდა. სამშაბათს მხოლოდ 16 შემთხვევა დაფიქსირდა. ამიტომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა, რომ ქვეყანა უკვე მზადაა თანდათანობით დაუბრუნდეს ნორმალურ ცხოვრებას.

ქვეყანაში თავიდანვე დაკეტეს არასასურსათო მაღაზიები და დაწესებულებები. ქვეყნის მაცხოვრებლებს მხოლოდ აფთიაქში და სამედიცინო დაწესებულებში, ბანკებში და საფოსტო განყოფილებებსა და საკვები პროდუქტების შესაძენად ეძლეოდათ გარეთ გამოსვლის ნება.

9 აპრილიდან ქვეყანაში მოიხსნა მთელი რიგი შეზღუდვებისა. ჩეხეთის მაცხოვრებლებს ახლა შეუძლიათ ქუჩაში მარტო ვარჯიში, ისევ გაიხსნა სამეურნეო მაღაზიები. ამავდროულად ჩეხეთის ხელისუფლება ამკაცრებს მაღაზიებში მუშაობის წესებს: ისინი ვალდებულები არიან მომხმარებლები მოამარაგონ ერთჯერადი ხელთათმანებით, დადგან შესასვლელში სადეზინფექციო საშუალებები, ხოლო თავად მომხმარებლებმა უნდა დაიცვან 2 მეტრიანი დისტანცია.

ავსტრია

მომდევნო კვირიდან კარანტინის პირობების შესამსუბუქებლად ავსტრიაც ემზადება. 14 აპრილიდან იგეგმება მცირე ზომის მაღაზიების (40 მ2-მდე ფართობის) მუშაობის განახლება, 1 მაისისთვის დაგეგმილია ყველა სხვა მაღაზიების, სავაჭრო ცენტრებისა და საპარიკმახეროების გახსნა. მაისის შუაში შეიძლება განახლდეს სასტუმროებისა და რესტორნების მუშაობაც. ივნისის ბოლოსთვის, კი აკრძალვა მოიხსნება მასობრივი ღონისძიებების ჩატარებაზე.

დანია

დანიაში პირველი შერბილება 15 აპრილიდან იგეგმება. ჯერჯერობით ეს შეეხება საბავშვო ბაღებისა და სკოლების მუშაობის განახლებას, რათა მომსახურე მშობლებს დაეხმარონ.

ყველა სხვა აკრძალვა, მათ შორის ერთ ადგილზე 15 ადამიანზე მეტის შეკრების აკრძალვა მაისის შუამდე ძალაში დარჩება.

ნორვეგია

ნორვეგიაში შეზღუდვები 13 აპრილამდეა დაწესებული, მაგრამ სავარაუდოდ ის გაგრძელდება. ხელისუფლება კარანტინის თანდათანობით შერბილებაზე საუბრობს მხოლოდ აპრილის ბოლოსათვის. 20 აპრილიდან შესაძლებელია ისევ გაიხსნას საბავშვო ბაღები და დაწყებითი კლასებისთვის სკოლები.

ინდოეთი

შეზღუდვების მოხსნას გეგმავს ინდოეთის ხელისუფლებაც, სადაც ტოტალური კარანტინი შემოიღეს 25 მარტს 14 აპრილამდე. მოსახლეობას მხოლოდ პროდუქტების შესაძენად და უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში დართეს გარეთ გასვლის ნება. დამრღვევებს აჯარიმებენ ან აპატიმრებენ.

25 მარტს ინდოეთში დაიკეტა ყველაფერი: ქარხნები, არასასურსათო მაღაზიები, ბაზრები, საგანმანათლებლო დაწესებულები, აღარ მუშაობდა საზოგადოებრივი ტრანსპორტი. ამასთან კარანტინის შემოღება გამოცხადდა მისი დაწყებიდან რამოდენიმე საათით ადრე. შედეგად ათასობით მოქალაქეს სახლში დასაბრუნებლად მოუწია ასობით კილომეტრის ფეხით გავლა.

ტურისტები და თავად ინდოელები სოციალურ ქსელში აქვეყნებდნენ ვიდეოებს, თუ როგორ სცემდნენ პოლიციელები ქუჩაში ხალხს კარანტინის წესების დარღვევის გამო.

ასევე წაიკითხეთ:

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ