თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100-ს არ ასცდება, ხოლო საერთო ჯამში 1000-ს არ გადააჭარბებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

თენგიზ ცერცვაძე: საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 100-ს არ ასცდება, ხოლო საერთო ჯამში 1000-ს არ გადააჭარბებს

დღიური მაჩვენებელი 100-ს არ ასცდება, ხოლო საერთო ჯამში 1000-ს არ გადააჭარბებს.

მისივე თქმით, პიკი დადგება ორი, სამი კვირის შემდეგ. ამდენივე ხანს შენარჩუნდება და თვე-ნახევარში ეპიდემია წავა ქვემოთ.

"იმ ქვეყნებში, სადაც შიდა გავრცელება დაიწყო, ეპიდემიის ძალიან სწრაფი ზრდა მოჰყვა – ასეულები, ათასეულები, ათეულ ათასეულები…

ჩვენთან, მარნეულის შემდეგ, რაც შიდა გადაცემა დაიწყო (ანუ, როდესაც ავადმყოფი ვერ ასახელებს კონტაქტს), გავიდა 10-12 დღე მაინც. მატება ფიქსირდება, მაგრამ არც ერთ დღეს არ ყოფილა 20 შემთხვევაზე მეტი.

ეს შიდა გადაცემის სტადიისთვის საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.

ამ სიტუაციას ბოლომდე ვერ შევინარჩუნებთ. დღეს თუ ორი ათეული ფიქსირდება, შეიძლება გვყავდეს, ორი, სამი ან ოთხი ათეული, მაგრამ, ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში დღეში 100-ზე მეტი შემთხვევა არ იქნება. ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით. ამას ინფექციის გავრცელების დინამიკა აჩვენებს.

მარნეულიდან და ბოლნისიდან სულ 2-3 ათეული შემთხვევა წამოვიყვანეთ. ვერ მოასწრო გავრცელება, იგივე მოხდა სამეგრელოში, იგივე სხვაგან. შიდა გავრცელების ლოკალიზება ხდება მანამ, სანამ მართლაც შიდა გავრცელებას მოასწრებს.

ჩემი პროგნოზით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს ათასს ან ცუდ შემთხვევაში იქნება 1000-სა და 2000-ს შორის.

პიკი იქნება 2-3 კვირის შემდეგ. ეს არ ეფუძნება მტკიცებულებებს და ჩემი ვარაუდია, მაგრამ ეყრდნობა ჩემს გამოცდილებას. ეს პიკი არ იქნება აფეთქება. ეს იქნება მდორე პიკი. პიკი შენარჩუნდება კიდევ ორი-სამი კვირის განმავლობაში და დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ ეპიდემია წავა ქვემოთ. ასე რომ, ვვარაუდობ, საქართველო ამ უმძიმესი გამოწვევიდან გამოვა მინიმალური დანაკარგით და მერე უნდა გავაგრძელოთ ურთიერთსოლიდარობით ცხოვრება", – ამბობს თენგიზ ცერცვაძე.

ასევე წაიკითხეთ:

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?