ნიუ-იორკის ზოოპარკში კორონავირუსით ვეფხვი დაავადდა
ნიუ-იორკის, ბრონქსის ოლქში მდებარე ზოოპარკის ბინადარი, მალაიზიური ძუ ვეფხვი სახელად, ნადია, სავარაუდოდ ზოოპარკის თანამშრომლისგან, კორონავირუსით დაავადდა.
ა.შ.შ-ში ეს ცხოველებს შორის კორონავირუსით დასნებოვნების პირველი შემთხვევაა. თავად ზოოპარკის თანამშრომელს დაავადების სიმპტომები არ აღენიშნებოდა. როგორც იტყობინებიან, ოთხი წლის ვეფხვის ტესტი კორონავირუსზე იყო დადებითი. ტესტირება მას შემდეგ ჩატარდა, რაც ვეფხვს გამოუვლინდა დაავადების ერთერთი ძირითადი სიმპტომი- მშრალი ხველა.
ზოოპარკის ადმინისტრაციის განცხადებით, ვეფხვს, მის დას, ორ ამურის ვეფხვს და სამ აფრიკულ ლომს დაეწყო მშრალი ხველა. ზოოპარკის თანამშრომლები მათ გამოჯანმრთელებას ელოდებიან.
ამასთან დაავადებული ვეფხვის გვერდით მცხოვრებ ერთერთ ამურის ვეფხვს და სხვა ცხოველებს, სიმპტომები არ გამოვლენიათ.
დღეისათვის ზოოპარკის თანამშრომლებმა, შემდგომი დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად, შესაბამისი პროფილაქტიკური ღონისძიებები გაატარეს კატისებრთა ოჯახის წარმომადგენელთა მომვლელი მთელი პერსონალისათვის.
ასევე წაიკითხეთ: