ისე დავამარცხე ეს ვირუსი, რომ C და D ვიტამინების გარდა, სხვა არაფერი მიმიღია - რას ამბობს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ისე დავამარცხე ეს ვირუსი, რომ C და D ვიტამინების გარდა, სხვა არაფერი მიმიღია - რას ამბობს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი

უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, მან შემთხვევით გაიკეთა Covid-19-ზე ტესტი და აღმოჩნდა, რომ დაინფიცირებული იყო.

დღეს ამერიკის ერთ-ერთი ლაბორატორიიდან მიღებული პასუხით ორგანიზმში ვირუსი აღარ არის, განმეორებით ტესტზე პასუხი უარყოფითია. "პრაიმტაიმთან" ნინო ქავთარაძემ განაცხადა, რომ ძალიან გახარებულია ტესტის პასუხით. მანვე აღნიშნა, რომ სამეცნიერო კვლევების მიხედვით, მოსახლეობის 25 პროცენტი ისე ინფიცირდება და ამარცხებს ვირუსს, რომ ვერც იგებენ - ფაქტობრივად უსიმპტომოდ მიმდინარეობს ვირუსული ინფექცია.

"მე ძალიან მსუბუქი ფორმებით მქონდა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომატიკა – დაღლილობა, უენერგიობა, კიდურებში სისუსტის შეგრძნება და თავის ტკივილი. მხოლოდ ეს ჩივილები მქონდა.

მართალი გითხრათ, ორი დღის წინ, ვიგრძენი კიდეც, რომ ჩემს ორგანიზმში არსებული ვირუსი აღარ იყო. ისევ ენერგიული გავხდი და რომ გავიღვიძე სამყარო ძველებურად მეჩვენა, აღარც სისუსტეს ვგრძნობდი. დღეს კი, ლაბორატორიამ Covid-19-ზე ჩემი ტესტის პასუხი უარყოფითად შეაფასა, რაც იმას ნიშნავს, რომ აღარ მაქვს ვირუსი და უკვე გამოვჯანმრთელდი.

მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ Covid-19 არც განაჩენია და არც მომაკვდინებელი დაავადება, რომელსაც საზოგადოების ნაწილი ასე აღიქვამს. ესაა ვირუსული დაავადება და დამოკიდებულია იმუნურ სისტემაზე.

საერთაშორისო გაიდლაინები გვატყობინებენ, რომ ორგანიზმის მოსაძლიერებლად C და D ვიტამინები უნდა მივიღოთ, ასევე დაემატა ცინკიც (თუთია). მნიშვნელოვანი ისაა, რომ თვითნებურად არ უნდა დალიოს არავინ, ექიმმა საჭირო დოზა უნდა დანიშნოს ინდივიდუალურად.

ისე დავამარცხე ეს ვირუსი, რომ C და D ვიტამინების გარდა, სხვა არაფერი მიმიღია" – ამბობს ნინო ქავთარაძე.

ასევე წაიკითხეთ:

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?


რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?