სიყვარული არ ცნობს საზღვრებს - დანია-გერმანიის საზღვარზე სენსაციად ქცეული ხანდაზმული წყვილის სიყვარულის ისტორია პანდემიის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სიყვარული არ ცნობს საზღვრებს - დანია-გერმანიის საზღვარზე სენსაციად ქცეული ხანდაზმული წყვილის სიყვარულის ისტორია პანდემიის დროს

დანიელი ინგა რასმუსენი (85 წლის) და გერმანელი კარსტენ ტიუხსენ ჰანსენი (89 წლის) ერთმანეთს ქალაქ ავენტროფთან ხვდებიან, თუმცა რეკომენდებულ დისტანციას იცავენ.

კორონავირუსის აფეთქების გამო, ორი კვირის წინ დაკეტეს დანია-გერმანიის საზღვარი. ამჟამად გერმანიაში 65 ათასზე მეტი დადასტურებული ინფიცირებულია, დანიაში 2,5 ათასზე ცოტა მეტი.

მიუხედავად იმისა, რომ ორივე ქვეყანა ევროკავშირის წევრია და შენგენის ზონაში შედის, სასაზღვრო კონტროლი ამ ზონის შიგნითაც დროებით აღადგინეს. თუმცა პანდემია ხანდაზმული წყვილისთვის დაბრკოლებას არ წარმოადგენს.

რასმუსენი და ჰანსენი ადგილობრივებისთვის ცნობილები გახდნენ მას შემდეგ, რაც დანიის სასაზღვრო ქალაქის ტიონერის მერმა, ველოსიპედით მათ სიახლოვეს ჩაიარა. წყვილმა ერთმანეთი ორი წლის წინ გაიცნო და უკვე ერთი წელია რაც ერთმანეთს ყოველდღე ხვდებიან.

რასმუსენი შეხვედრის ადგილამდე მანქანით მიემგზავრება, ხოლო ჰანსენი ველოსიპედით.

ჰანსენი შეხვედრისას შნაპსს მიირთმევს, ხოლო რასმუსენი ყავას ანიჭებს უპირატესობას, რადგანაც მანქანით უნდა დაბრუნდეს უკან.

წყვილი ვირუსის აფეთქებამდე ერთად მოგზაურობდა და ერთობლივ ტურნეებს პანდემიის დასრულების შემდეგაც გეგმავს.

როგორც რასმუსენი გერმანიის საზოგადოებრივი მაუწყებლის Deutsche Welle-თან ინტერვიუში აცხადებს: "დასანანია, მაგრამ ვერაფერს შევცვლით".

mkurnali.ge

წაიკითხეთ:

ყველაზე ხშირად დასმული შეკითხვების COVID-19-ის - კორონავირუსული ინფექციის შესახებ

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან