როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ დავიცვათ ბავშვები კორონავირუსისგან, რა უნდა იცოდნენ მშობლემბა - პედიატრის რჩევები

დანიფიცირებისგან. არსებულ სიტუაციაში ყველაზე მეტი ყურადღება მშობლებს შვილებზე გვაქვს გადატანილი. ჩვენი კითხვებით ცნობილ პედიატრს ბესო ზენაიშვილს მივმართეთ.

- ჯერ ზოგადად კორონავირუსზე გვესაუბრეთ.

- ახალი კორანავირუსი არის კორონავირუსის ახალი შტამი. იგი მიეკუთვნება ნიდოვირუსების ოჯახს.რნმ შემცველი ვირუსია. სახელი კორონავირუსი ამ ვირუსს დაერქვა ზედაპირზე გვირვინისმაგვარი წანაზარდების გამო. ვირუსი აინფიცირებს როგორც ადამიანებს ისე ცხოველებს და იწვევს სასუნთქი სისტემის დააავადებებს.ახალი კორონავირუსით გამოწვეული ავადობა პირველად გამოვლინდა ჩინეთში ქალაქ უხანში და მას ოფიციალურად ეწოდა "კორონავირუსით დაავადება 2019" ანუ ვირუსი COVID-19. ახალი ვირუსია და ის უკავშირდება ვირუსების იმავე ჯგუფს, რომელსაც განეკუთვნება "მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომი" (SARS) და გაციების ზოგიერთი ფორმა. კორონავირუსის ინკუბაციური პერიოდი მერყეობს 2-14 დღე, ვირუსი ვრცელდება დაინფიცირებული ადამიანის რესპირაციულ წვეთებთან (რომელიც წარმოიქმნება ხველის ან დაცემინების დროს) უშუალო კონტაქტის გზით და ვირუსით დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხებით. ვირუსი COVID-19 ზედაპირზე რამდენიმე საათს ძლებს, მაგრამ კვდება მარტივი დეზინფიცირებისას.

- თავდაპირველად ითქვა, რომ კორონავირუსული ინფექიით ბავშვები არ ავადდეობდნენ, შემდეგში გამოიკვეთა რომ ავადდებიან. თუნდაც საქართველოს მაგალითი რომ ავიღოთ 4 შემთხვევა სწორედ ბავშვს დაუფიქსურდა. როგორ მიმდინაროებს ბავშვებში ეს ინფექცია და როგორია სტატისტიკა ბავშვებში ამ ვირუსის გამოვლენისა?

- საბედნიეროდ, ახალი კორონავირუსული დაავადება ანუ COVID-19 იშვიათად გხვდება ბავშვთა ასაკში, თუმცა მთელს მსოფლიოში ერთეული შემთხვევებია დაფიქსირებული, მათ შორის საქართველოში 4 შემთხვევა,რომელიც ძირითადად მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს ან ასიმპტომურად. ძნელი სათქმელია თუ რატომ ხდება ასე ამის შესახემ მედიცინაში მტკიცებულებები არასაკმარისია. არსებობს თეორიული ვარაუდი, რომ იმუნიზირებულ ბავშვებში კერძოდ წითელა-წითურას ანტისხეულები იწვევს ჯვარედინ დამცველობით იმუნიტეტს.

- როგორია ამ დაავადების სიმძიმე ბავშვებში, რა სიმპტომებით იჩენს თავს? განსაკუთღებული ყურადღება რას უნდა მივაქციოთ მშობლებმა?

- ეს ახალი ვირუსია და ჯერჯერობით არ გვაქვს საკმარისი ცოდნა, თუ როგორ მოქმედებს ის ბავშვებზე ან ორსულებზე. ვიცით, რომ ვირუსით შეიძლება დაინფიცირდეს ნებისმიერი ასაკის ადამიანი, მაგრამ, ჯერჯერობით, COVID-19 ვირუსით ბავშვების დაავადების შემთხვევების რაოდენობა შედარებით დაბალია.

COVID-19 ბავშვთა ასაკში მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.თუმცა მათ შეიძლება შეასრულონ მნიშვნელოვანი როლი ინფექციის გავრცელებაში. სიმპტომებს შორის შეიძლება იყოს ტემპერატურის მატება, ხველა, სუნთქვის პრობლემები, უფრო მძიმე შემთხვევაში ინფექციამ შეიძლება გამოიწვიოს ატიპური პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, მძიმე მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი.

- როგორ მოვაძლიეროთ მათი იმუნური სისტემა?

- იმუნური სისტემის, ასე ვთქვათ, გამაძლიერებელი მედიკამენტოზური საშუალებები მედიცინაში არ არსებობს. ძირითადად იმუნური სისტემის ასამაღლებლად რეკომენდირებულია სწორი ბალანსირებული, ადექვატური კვება, სუფთა ჰაერი, ფიზიკური აქტივობა, ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების წესი და მშვიდი რეგულარული ძილის ბიოლოგიური რითმი.

- აქვს თუ არა მნიშვნელობა რას ვჭამთ, რისი მიღებაა ბავშვებისთვის პრვენციისთვის რეკომენდირებული?

- ზოგადად კვებას დიდი მნიშვნელობა ააქვს ბავშთა ასაკში. კვება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებაზე.ადრეულ ასაკში არარაციონალური კვება იწვევს ისეთ დარღვევებს, რომლებიც აისახება ადამიანის ჯანმრთელობაზე,არა მხოლოდ ბავშვობის,არამედ მოზარდობისა და მოზრდილობის პერიოდშიც,კერძოდ ფერხდება ზრდის პროცესი, გონებრივი, ინტელექტუალური და მოტორული განვითარება. იზრდება მოზრდილობის ასაკში ქრონიკული დაავადებების განვითარების ალბათობა.სწორი ბალანსირებული, რაციონალური კვება, ასაკის შესაბამისი საკვები ინგრედიენტების გამოყენება ბავშვის ჯანმრთელობის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საფუძველს წარმოადგენს.

- როგორ ავირიდოთ ინფირიცრების რისკი?

უნდა გავითვალისწინოთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მოწოდებული რეკომენდაციები:

• ჰიგიენური ნორმების დაცვა ხელების ხშირი რეგულარული დაბანა გამდინარე წყლით და საპნით ან ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება,

• ინფიცირებულთან კონტაქტისგან თავის შეკავება,

• საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილისგან თავის შეკავება,

• თავიაარიდეთისეთდახურულსივრცეებს,

• თვალ-ყური ადევნეთ თქვენს შვილებს, არ ჩაიდონ პირში დაბინძურებული ნივთები და რეგულარულად წმინდეთ მათი სათამაშოები.

• საცხოვრებელი ოთახის განიავება და სველი წესით დამუშავება ყოველდღიურად

• დახველებისანდაცემინებისასდაიფარეთპირისღრუმოხრილიმკლავითანერთჯერადიცხვირსახოცით. გამოყენებისთანავეგადააგდეთესცხვირსახოცი.

• ერიდეთახლოკონტაქტსნებისმიერპირთან, ვისაცაღენიშნებაგაციებისანგრიპისმსგავსისიმპტომები.

• ქუჩაში ცხოველებთან ან/და ფერმერებთან დაუცველი კონტაქტისგან თავის არიდება

• დროულადმიმართეთექიმს, თუთქვენანთქვენსშვილსაქვსმომატებულიტემპერატურა, ხველაანსუნთქვისგაძნელება.

- შეიძლება თუ არა, კორონავირუსი ორსულისგან ნაყოფს გადაეცეს?

- ამ ეტაპზე არ არის საკმარისი მტკიცებულება იმის დასადგენად, გადაეცემა თუ არა ეს ვირუსი დედიდან ბავშვს მუცლად ყოფნის პერიოდში, ან რა პოტენციური გავლენა შეიძლება იქონიოს მან ნაყოფზე. ამჯერად მიმდინარეობს კვლევები ამ მიმართულებით. ორსულებმა უნდა განაგრძონ შესაბამისი პროცედურების დაცვა და გამოიჩინონ სიფრთხილე, რომ თავი აარიდონ ვირუსთან შეხებას და დაუყოვნებლივ მიმართონ სამედიცინო პირს იმ შემთხვევაში, თუ გამოუვლინდებათ რამე სიმპტომები, როგორიცაა ტემპერატურის მომატება, ხველა ან სუნთქვის გაძნელება.

- უსაფრთხოა თუ არა, კორონავირუსით დაინფიცირებულმა დედამ ძუძუთი კვებოს ჩვილი?

- ბავშვისთვის ძუძუთი კვების სარგებლიანობისა და სხვა რესპირატორული დაავადებების დედის რძით გადაცემის უმნიშვნელო როლის გათვალისწინებით დედას შეუძლია, განაგრძოს ბავშის ძუძუთი კვება უსაფრთხოების ყველა საჭირო ნორმის დაცვით.

იმ დედებმა, ვისაც აქვთ სიმპტომები, მაგრამ საკმაოდ კარგად გრძნობენ თავს, რომ განაგრძონ ძუძუთი კვება, საჭიროა, ბავშვთან სიახლოვის დროს (მათ შორის, ძუძუთი კვების დროსაც) ატარონ სამედიცინო პირბადე, ბავშვთან კონტაქტამდე და კონტაქტის შემდეგ (ძუძუთი კვების ჩათვლით) დაიბანონ ხელები და გაწმინდონ დაბინძურებული ზედაპირები / ჩაატარონ მათი დეზინფექცია.

- რა მითითებებს მისცემთ მშობლებს?

უნდა გავითვალისწინოთ ყველა ის რეკომენდაცია, რაც მოგვაწოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აუცილებელია

• ჰიგიენური ნორმების დაცვა ხელების ხშირი რეგულარული დაბანა გამდინარე წყლით და საპნით ან ალკოჰოლის შემცველი სადეზინფექციო ხსნარების გამოყენება,

• ინფიცირებულთან კონტაქტისგან თავის შეკავება,

• საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილისგან თავის შეკავება,

• საცხოვრებელი ოთახის განიავება და სველი წესით დამუშავება ყოველდღიურად

• ბალანსირებული კვება,

• თერმულად სწორად დამუშავებული საკვების გამოყენება

• თავი აარიდეთ მალფუჭებადი პროდუქტების გამოყენებას

• ბავშვის სათამაშოების რეგულალური გაწმენდა

• სუფთა ჰაერზე გასეირნება სარეკრიაციო ზონებში 30 წუთის განმავლობაში (დილით, შუადღეს და საღამოს).

ეკა სალაღაია

ასევე წაიკითხეთ:

რა მოხდა იტალიაში - რატომ არის სიკვდილიანობის ასეთი მაღალი მაჩვენებელი?


კორონავირუსის მკურნალობის საკითხებზე - რა გამოცდილება დაუგროვდათ მედიკოსებს, რომელ პრეპარატებს უწევენ რეკომენდაციას?


უნდა ველოდოთ თუ არა კორონავირუსის აქტივობის დაცემას დათბობის შემდეგ - რა დაადგინეს მეცნიერებმა? 13 მარტის განცხადება


მსოფლიო იმას იმკის, რაც დათესა - ცნობილი ქართველი მეცნიერი კორონავირუსის პანდემიის მიზეზებზე საუბრობს

კორონავირუსული ინფექციის სიმპტომები

არის თუ არა მომაკვდინებელი კორონავირუსი?


როგორ დავიცვა თავი კორონავირუსისგან


ხელის ანტისეპტიკიკური ხსნარის დასამზადებელი რეცეპტი - ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაცია


რამდენი ხანი სჭირდება კორონავირუსით დაავადებულის გამოჯანმრთელებას?