ღვიძლისთვის აუცილებელი ვიტამინები
გარდა ამისა, ღვიძლი ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს და უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებას სხვა ორგანოებისთვის. ღვილძი ასრულებს დაახლოებით 500 ფუნქციას. მნიშვნელოვანი ფუნქციები:
მიღებული საკვების, ალკოჰოლის, მედიკამენტების გაფილტვრა და დამუშავება, საკვები ნივთიერებების შენახვა ან სისხლში მათი გაგზავნა და ტოქსიკური ნივთიერებების მოშორება.
ენერგიის რეგულირება სისხლში შაქრის შემცირებით და მისი გლიკოგენის სახით შენახვით, შემდეგ გლიკოგენის გლუკოზად გარდაქმნით. როდესაც სისხლში შაქრის დონე იკლებს, ღვიძლი გამოყოფს შენახულ გლუკოზას სისხლში, რათა გამოიყენონ უჯრედებმა.
ცხიმების დაშლა, ქოლესტერინის გამომუშავება, ჭარბი ცილებისა და ნახშირწყლების გარდაქმნა, აგრეთვე მათი შემდგომი გამოყენებისთვის შენახვა და ნაღვლის გამომუშავება, რომელიც ხელს უწყობს ცხიმოვანი საკვების მონელებას და ცხიმში ხსნადი ვიტამინების (A, D, E, K) შეწოვას.
ღვიძი ინახავს ვიტამინებსა და მინერალებს მათი ნაკლებობის თავიდან ასაცილებლად. ხელს უწყობს პლაზმის ცილების გამოთავისუფლებას, როგორიცაა ალბუმინი და შედედების ფაქტორები, რომლებიც აუცილებელია სისხლის შედედებისთვის.
გამომდინარე იქიდან, რომ ღვიძლის დაზიანებამ და დაავადებამ შეიძლება მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს საერთო ჯანმრთელობაზე, ღვიძლის კარგ ფორმაში შენარჩუნება აუცილებელია.
ვიტამინები ღვიძლის ჯანმრთელობისთვის:
ვიტამინების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მრავალი პრობლემა, ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დაბალანსებული კვება ღვიძლის ფუნქციების გასაუმჯობესებლად.
დარწმუნდით, რომ იღებთ საკმარის ვიტამინებს, რათა დაეხმაროთ ღვიძლს სწორად ფუნქციონირებაში. თუ თქვენი კვება არ არის საკმარისი, შეგიძლიათ იფიქროთ დანამატების მიღებაზე.
A ვიტამინი და რკინა - A ვიტამინის დეფიციტმა შეიძლება შეამციროს რკინის დონე, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ანემია, ხოლო რკინის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს A ვიტამინის დონის დაქვეითება ღვიძლში. რკინადეფიციტური ანემიის მკურნალობა უმჯობესია A ვიტამინით რკინასთან ერთად.
მიუხედავად იმისა, რომ ვიტამინი A არის ერთ-ერთი საუკეთესო ვიტამინი ღვიძლის აღდგენისთვის, დიდი დოზები შეიძლება საზიანო იყოს ღვიძლისთვის. რკინამ შეიძლება ხელი შეუწყოს ღვიძლში ნაწიბუროვანი ქსოვილის წარმოქმნას. ღვიძლის ქრონიკული დაავადების, განსაკუთრებით ციროზის, მქონე პირები უნდა მოერიდონ რკინით გამდიდრებულ მულტივიტამინებს (გამონაკლისია ანემია).
D ვიტამინი - D ვიტამინი ითვლება ერთ-ერთ აუცილებელ ვიტამინად ღვიძლის ჯანმრთელობისთვის. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ციროზის მქონე პირებში D ვიტამინის მძიმე უკმარისობა აღმოჩნდა.
E ვიტამინი - არაალკოჰოლური სტეატოჰეპატიტისა და ღვიძის არაალკოჰოლური ცხიმოვანი დაავადების მქონე ადამიანებს სისხლში E ვიტამინის დაბალი რაოდენობა აღმოაჩნდათ. როდესაც ორგანიზმში არ არის საკმარისი ანტიოქსიდანტები სხვა მოლეკულების გასანეიტრალებლად, რომელთაც თავისუფალი რადიკალები ეწოდებათ, ვითარდება ოქსიდაციური სტრესი, რაც იწვევს ორგანიზმში მავნე დისბალანსს. ამით ზიანდება უჯრედები. ძლიერი ანტიოქსიდანტი, E ვიტამინი ხელს უწყობს ანტიოქსიდანტებისა და თავისუფალი რადიკალების ბალანსს. გარდა ამისა, ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ პირებში, რომლებიც ღებულობდნენ E ვიტამინს ღვიძლის გაცხიმოვნებისას 96 კვირის განმავლობაში, ანთება და ცხიმის შემცველობა ღვიძლში შემცირდა, ისევე როგორც ღვიძლის უჯრედების დეგენერაციის პროცესი. E ვიტამინი უზრუნველყოფს უამრავ სარგებელს ღვიძლის ფუნქციების დარღვევის მქონე ადამიანებისთვის, მაგრამ მისი ჭარბი რაოდენობა შეიძლება საშიში იყოს. დიდი რაონებით E ვიტამინმა (1200 საერთაშორისო ერთეულზე მეტი) შეიძლება გაათხელოს სისხლი და გამოიწვიოს სისხლდენა.
B12 ვიტამინი - მერილენდის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მიხედვით, B12 ვიტამინი არის ერთადერთი B-კომპლექსი და წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც ინახება ღვიძლში წლების განმავლობაში. თავის მხრივ, წყალში ხსნადი ვიტამინები იშვიათად ინახება, ამიტომ, მათი მიღება რეგულარულად უნდა მოხდეს, რათა შენარჩუნდეს საკმარისი დონე ჯანმრთელობისთვის.
C ვიტამინი - C ვიტამინი არის ანტიოქსიდანტი, რომელიც ხელს უწყობს თავისუფალი რადიკალების განეიტრალებას. C ვიტამინი ასევე ხელს უშლის ღვიძლში ცხიმის დაგროვებას და, შესაბამისად, ღვიძლის ცხიმოვანი დაავადების პრევენციას უწყობს ხელს.