ღვიძლი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო – რა უნდა იცოდეთ ამ ორგანოს შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღვიძლი - სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანო – რა უნდა იცოდეთ ამ ორგანოს შესახებ

იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ფუნქციებს ასრულებს და ორგანიზმისთვის ერთგვარი ფილტრია.

ღვიძლი ადამიანის სხეულში 500-ზე მეტ ფიზიოლოგიურ პროცესში მონაწილეობს და უამრავ სასიცოცხლო ფუნქციასთანაა დაკავშირებული – ორგანიზმის დეტოქსიკაცია, მეტაბოლური პროცესები, ცილების, ფერმენტების, ვიტამინების წარმოქმნა.

ღვიძლის ძირითადი ფუნქციებია:

  • საჭმლის მონელების ხელშეწყობა – ღვიძლი წარმოქმნის ნაღველს, ტუტე სითხეს, შეიცავს ქოლესტერინს, ნაღვლის მჟავებს და ხელს უწყობს ცხიმის დაშლას;
  • ორგანიზმის ენერგიით მომარაგება;
  • საკვები ნივთიერებების შენახვა/დაგროვება და საჭიროების შემთხვევაში გამოყენება;
  • ორგანიზმში მოხვედრილი ტოქსინების, მედიკამენტების თუ ალკოჰოლის გამოყოფა;
  • იმუნიტეტის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო ცილებისა და ვიტამინების სინთეზი;
  • სისხლის წითელი უჯრედების დაშლა და ჰორმონების გამომუშავება

ღვიძლის ქრონიკული დაავადებების დროს ადამიანთა უმრავლესობას მხოლოდ ყრუ ტკივილი აღენიშნება, ამიტომ ხშირად პრობლემის აღმოჩენა დროულად ვერ ხერხდება. ერთადერთი პრევენციული ღონისძიება რეგულარული ლაბორატორიული კვლევების ჩატარებაა.

რამ შეიძლება გამოიწვიოს ღვიძლის დაავადებები?

ღვიძლის დაავადებები ძირითადად დაკავშირებულია ზედმეტი ალკოჰოლის მიღებასთან, ცხოვრების არაჯანსაღ წესთან, ვირუსულ ინფექციასთან, რომელიც შესაძლოა ინფიცირებულთან კონტაქტითაც გავრცელდეს.

სხვა ფაქტორებს მიეკუთვნება:

  • ღვიძლის დაავადებებია ვირუსული ჰეპატიტები – A,B,C, D, E, ასევე სხვა ინფექციური დაავადებები; ღვიძლის გაცხიმოვნება და ანთებითი პროცესი; ავტოიმუნური ჰეპატიტი;
  • ღვიძლის ქოლესტაზური დაავადებები;
  • ტოქსინები;
  • გენეტიკური დარღვევები;
  • მედიკამენტები (ანტიბიოტიკები, სტატინები, მეტოტრექსატი და სხვა).

ციროზი

ღვიძლს დაზიანებული უჯრედების ადვილად აღდგენა შეუძლია, თუმცა, როდესაც დამაზიანებელი ფაქტორები (მაგალითად ალკოჰოლი ან ქრონიკული ინფექციები) ხანგრძლივია, მას ამ ფუნქციის შესრულება უჭირს და ვითარდება ციროზი.

ციროზი არის მდგომარეობა, როდესაც ღვიძლის ჯანსაღი ქსოვილი ზიანდება, კვდებიან ღვიძლის უჯრედები და მათ ნაწიბუროვანი ქსოვილი ანაცვლებს. ციროზი ქრონიკული, პროგრესირებადი დაავადებას, რომელიც ღვიძლს ამცირებს და ამკვრივებს, რაც მეტაბოლიზმს უშლის ხელს. შედეგად ვითარდება ვენაში მაღალი არტერიული წნევა (პორტალური ჰიპერტენზია). ღვიძლი ყვითელი ფერის ხდება დაავადების ბოლო სტადიაში, როდესაც თავის ფუნქციას ვეღარ ასრულებს.

გართულებებია:

  • სისხლდენა საყლაპავის ვარიკოზული ვენებიდან.
  • ღვიძლის უკმარისობა – კომა.
  • ღვიძლის კიბო.
  • ასციტი.

ციროზის რამდენიმე ფორმა და სტადია არსებობს, დაავადების გამოვლინებაც მათზეა დამოკიდებული, ასევე იმაზე თუ რამდენად აქტიურად იჩენს თავს ის პათოლოგიური ნიშნები, რომლებიც ღვიძლის უჯრედის დაზიანებაზე მიუთითებს.

ასეთი ნიშნებია:

  • ჰორმონალური დარღვევები;
  • სისხლდენა საყლაპავიდან, კუჭიდან;
  • ტუჩების სიწითლე;
  • კანის ზედაპირზე გამოსახული სისხლძარღვების ქსელი. (თუმცა, მათი არსებობა ციროზის უტყუარი ნიშანი არ არის)
  • ხელისგულზე გამოსახული მუქი წითელი ლაქები;
  • კანზე მოყვითალო-მოყავისფრო წარმონაქმნები

ციროზის დიაგნოზის დასმის შემდეგ პაციენტს დაბალანსებულ დიეტას უნიშნავენ, ასევე შესაბამის პრეპარატებს. იკრძალება ალკოჰოლი.

სწორი მკურნალობის შემთხვევაში, მდგომარეობა საგრძნობლად უმჯობესდება და სიცოცხლის გახანგრძლივებაცაა შესაძლებელი.

ეს დაავადება საკმაოდ ნელა პროგრესირებს, ამიტომ მისი დროული აღმოჩენის შემთხვევაში მკურნალობა ეფექტურია. ციროზის მკურნალობის რადიკალური გზა ქირურგიული ჩარევა და ღვიძლის გადანერგვაა.

B ჰეპატიტი

B ჰეპატიტი HBV ვირუსით გამოწვეული ღვიძლის ინფექციაა. HBV არის ძალიან გადამდები დაავადება. მისი გავრცელება დაინფიცირებულის სისხლით ხდება. კოცნა, ცემინება, ხველება თუ ძუძუთი კვება ვირუსის გავრცელებას არ იწვევს.

C ჰეპატიტი

C ჰეპატიტი ინფექციაა, რომელსაც HCV ვირუსი იწვევს. ვითარდება ღვიძლის ანთებას და ინფექცია. ყველაზე ხშირად, ეს ვირუსიდაინფიცირებულ სისხლთან კონტაქტით ვრცელდება.

ღვიძლის გადიდება

ღვიძლის დაავადებებიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფორმა ორგანოს გადიდებაა. ამის მიზეზი შესაძლოა გახდეს – გულის უკმარისობის დროს ღვიძლში სისხლის შედედება, ღვიძლში ფიბროზული უბნების გაჩენა, ღვიძლის ზომაში მატება შეიძლება გამოიწვიოს ანთებითმა პროცესმაც, გაცხიმოვნებამ, ტოქსიკურმა დაზიანებამ. ხშირად გადიდებული ღვიძლი ხელითაც ისინჯება, თუმცა საჭიროა დამატებით ლაბორატორიული კვლევების ჩატარება.

ღვიძლის გაცხიმოვნება

როდესაც ღვიძლში ქოლესტერინისა და ტრიგლიცერიდების დიდი რაოდენობა გროვდება, გაცხიმოვნება იწყება. ამ მდგომარეობას ძირითადად ალკოჰოლი იწვევს. არსებობს არაალკოჰოლური ცხიმოვანი ღვიძლის დაავადებაც, რომელიც შესაძლოა ფიბროზის მიზეზი გახდეს. იმ ადამიანებს, ვისაც ზედმეტი წონა და მასთან დაკავშირებული დაავადებები აწუხებთ – ღვიძლის გაცხიმოვნების უფრო მაღალი რისკის ქვეშ არიან. ნიშნები შესაძლოა იყოს: თავის ტკივილი, ადვილად დაღლა, გულისრევის შეგრძნება, ყაბზობა და დიარეაღვიძლის გაცხიმოვნება ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხდება, თუმცა 45 წლიდან სიხშირე იმატებს. თავის მხრივ, ღვიძლის გაცხიმოვნება შესაძლოა ციროზის, ღვიძლის უკმარისობის მიზეზი გახდეს.

ღვიძლის უკმარისობა

ღვიძლის ქრონიკული უკმარისობას სულ სამი სტადია აქვს.

  • საწყისი;
  • დეკომპენსირებული;
  • ღვიძლის კომა

ღვიძლის ქრონიკულ უკმარისობას იწვევს:

  • ციროზი;
  • მწვავე ჰეპატიტი;
  • ჰეპატოზი;
  • ტრავმები

რა უნდა გავაკეთოთ ღვიძლის დაავადებების თავიდან ასაცილებლად:

ღვიძლი გარემო ფაქტორებმა შეიძლება სერიოზულად დააზიანოს, ამიტომ, მისი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების ჩატარება.

ფიზიკური აქტივობა;

სწორი კვება (ვიტამინებით მდიდარი რაციონი) - ღვიძლის ცხიმოვანი დაავადება არაჯანსაღ საკვებთანაა დაკავშირებული. სასურველია მიირთვათ მეტი ხილი და ბოსტნეული, პარკოსნები, მარცვლეული. სასარგებლოა ყავაც, რადგან კოფეინი ღვიძლზე დადებით გავლენას ახდენს.

ალკოჰოლის შეზღუდვა - ღვიძლის პათოლოგიების უმრავლესობა ალკოჰოლის გადაჭარბებულ მოხმარებას უკავშირდება. ალკოჰოლი იწვევს ღვიძლის ანთებას და შეშუპებას. ასევე ციროზს. მიღებული ალკოჰოლის უმეტეს ნაწილს (90%-ს) ღვიძლი ამუშავებს, რაც უფრო მაღალია სისხლში ალკოჰოლის შემცველობა, მის გადამუშავებასაც მეტი დრო სჭირდება. როდესაც ორგანიზმში ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობა ხვდება, ღვიძლს უჭირს მისი სრულად გადამუშავება და ნაწილი სისხლში გადადის. შედეგად წარმოიქმნება ალკოჰოლური ინტოქსიკაცია, რასაც ღვიძლის უჯრედების განადგურება მოჰყვება.ალკოჰოლის მიზანშეწონილი რაოდენობა დაახლოებით 150 მლ-ია, თუმცა, ეს იმ შემთხვევაში თუ ადამიანს ღვიძლის ქრონიკული დაავადებები არ აწუხებს. დაავადების არსებობის შემთხვევაში, უმჯობესია ალკოჰოლის რაციონიდან ამოღება.

პირადი ჰიგიენის დაცვა - ვინაიდან, ჰეპატიტი გადამდები ინფექციაა, პირადი ჰიგიენის დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია. უმჯობესია ოჯახში ყველამ საკუთარი ნივტები იქონიოს(მაკრატელი, სავარცხელი, საპარსი და სხვა)

რეგულარული შემოწმება - რადგან დაზიანების დროულად აღმოჩენის შემთხვევაში ღვიძლის ფუნქციების აღდგენა უფრო მარტივია.

საყურადღებო სიმპტომებია ქავილი, დაღლილობა(როდესაც დიდი ხნის განმავლობაში გრძელდება, შესაძლოა ღვიძლის პრობლემაზე მიუთითებდეს), ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში (თავად ღვიძლი ტკივილს არ იწვევს, თუმცა, შეიძლება სხვა ორგანოებზე გადაცემული ტკივილით გამოიხატებოდეს).