/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰეპატოლოგია

C ჰეპატიტი და მისი მკურნალობა

C ჰეპატიტი და მისი მკურნალობა
ჩემს 13 წლის შვილს აღმოაჩნდაC ჰეპატიტი, რომელიც მწვავდება. ექიმმა მითხრა, რომ 18 წლამდე მკურნალობა არ შეიძლება.

როგორ მოვიქცეთ? თუ შეიძლება მცენარეული საშუალებებით ამ დაავადების მკურნალობა? როგორ წარიმართება ბავშვის ჯანმრთელობა მომავალში?

C ჰეპატიტი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სამედიცინო-სოციალური პრობლემაა. ინფიცირებულთა რიცხვი 150-200 მილიონს აღწევს. მსოფლიოში ყოველწლიურად დაახლოებით 1-3 მილიონი ადამიანი ინფიცირდება. ქრონიკულიC ჰეპატიტი ინფიცირებულთა 75-85%-ს უვითარდება.

ამასთანავე, მოზრდილებს შორის ასიდან 8-24 შემთხვევაში საქმე ციროზამდე მიდის, ხოლო 0,7-1,3 შემთხვევაში - ჰეპატოცელულარულ კარცინომამდე. ბავშვებში ციროზის განვითარების ალბათობა ქრონიკულიC ჰეპატიტის დროს, სხვადასხვა მონაცემებით, 1-დან 8%-მდე მერყეობს.C ვირუსი დედისგან ნაყოფს ასიდან 1-6 შემთხვევაში გადაედება. ინფიცირება შეიძლება მოხდეს როგორც ბუნებრივი მშობიარობის, ასევე საკეისრო კვეთის დროსაც. ინფიცირებული ახალშობილი უმეტესად ვირუსის ქრონიკული მატარებელი ხდება, რასაც ასაკთან ერთად ჯანმრთელობის პრობლემების მთელი წყება მოჰყვება.

მოზრდილებშიC ჰეპატიტით დასნებოვნების აუცილებელი პირობაა ვირუსით დაბინძურებული სისხლის კონტაქტი მეორე ადამიანის სისხლთან. ამ თვალსაზრისით საშიშად მიიჩნევენ შეუმოწმებელი ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმას, თუმცა ინფიცირების მიზეზად შეიძლება იქცეს დაავადებული და ჯანმრთელი პირის კონტაქტი. ასეთი რამ ხდება:

  • არასათანადოდ გასტერილებული, არაერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას;
  • ნარკომანების მიერ საზიარო ნემსის გამოყენებისას;
  • ტატუირებისას;
  • აკუპუნქტურისას;
  • მანიკიურისა და კოსმეტიკური მანიპულაციებისას;
  • სტომატოლოგიური მანიპულაციებისას;
  • დაბინძურებული ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტისას;
  • საერთო სამართებლის, კბილის ჯაგრისის, სისხლით დაბინძურებული ბამბის გამოყენებისას;
  • პირსინგის დროს;
  • დაავადებულის პირის ღრუსთან შეხებისას (კოცნისას), ადამიანის მიერ ადამიანის კბენისას;
  • სისხლმდენი ღრძილების მქონე ადამიანის კბილის ჯაგრისის გამოყენებისას;
  • დაბინძურებული სააბაზანო აქსესუარების გამოყენებისას;
  • სქესობრივი კონტაქტისას, რომელსაც თან სდევს სისხლდენა.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ორგანიზმშიC ჰეპატიტის ვირუსის შეჭრიდან დაახლოებით 6-8 კვირის, ხშირად უფრო მეტი ხნის შემდეგაც ვითარდება მწვავეC ჰეპატიტი, რომელიც ასიდან დაახლოებით 75 შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. 25%-ში ვითარდება სიყვითლით მიმდინარე ფორმა. მას, გარდა სიყვითლისა, თან სდევს ჰეპატიტის სხვა ნიშნებიც. ამ შემთხვევაში დაავადების სიმპტომურ ფორმაზე საუბრობენ. მწვავე სტადიის შემდეგ ასიდან 70-85 შემთხვევაში დაავადება ქრონიკულ ფორმაში გადადის.

ქრონიკულიC ჰეპატიტი განსაზღვრულ საფეხურამდე პრაქტიკულად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, დიაგნოზი მხოლოდ ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგად ისმება: ორგანიზმშიC ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულებისა და თვით ვირუსის გენეტიკური მასალის აღმოჩენა ქრონიკულ C ჰეპატიტზე მიანიშნებს. ერთგვარ დამხმარე ინფორმაციას გვაწვდის ბიოქიმიური და ექოსკოპიური გამოკვლევების მონაცემებიც.

თუ მკურნალობა არ ჩატარდა

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობა, მუცლის ექოსკოპიამ (კუჭის პრობლემები მაქვს წლებია, პერიოდულად მიმწვავდება და ვმუკრნალობ, ღვიძლზე პრობლემა არასდროს მქონია), ღვიძლზე აჩვენა გაცხიმოვნების ნიშნები და ორი ცალი ჯირკვალი 0.7 სმ, სხვა ორგანოები, ნაღველი პანკრეასი, ელენთა და სხვები წესრიგშია, სითხე მუცლის ღრუში არ არის, ღვიძლის ზომა გადიდებული არაა ამის შემდეგ გავიკეთე ღვიძლის ფუნქციური სინჯები alt 17.5 - n 10-40. alp 58 n &lt;129. ast 16,8 n15 - 40. Ggt - 34 2-30. ბილირუბინი - 0.916 n&lt;1.2 სისხლის საერთო ანალიზშიც ყველაფერი წესრიგშია. მხოლოდ ერითროციტებია ოდნავ დაბალი 4.48 n4.5-5.9 მარჯვენა ფერდქვეშა არეში, ხანდახან თითქოს უსიამოვნო შეგრძნებასავით მაქვს... რომელიც მენჯისკენ გადაეცამა თითქოს. რამდენად საყურადღებოა აღნიშნული (კუჭზე მკურნალობა დავასრულე კურსი, მქონდა გასტრიტი, და წყლულები).</p>

ცნობილია, რომ მკურნალობის გარეშე ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულთა საშუალოდ 30%-ს ვირუსით ინფიცირებიდან 20-30 წლის შემდეგ შესაძლოა განუვითარდეს ღვიძლის ციროზი, რომელიც ისეთ გართულებებს იწვევს, როგორიცაა ჰეპატოცელულარული კარცინომა (ღვიძლის კიბო) ან ღვიძლის უკმარისობა. ქრონიკული ფორმა თავისთავად არ იკურნება.

შესაძლებელია თუ არა,C ჰეპატიტის პროგრესირება თავიდან ავიცილოთ?

ამჟამად C ჰეპატიტის სამკურნალოდ გამოიყენება კომბინირებული ანტივირუსული თერაპია ინტერფერონითა და რიბავირინით. ბავშვებისთვის 3 წლიდან ნებადართულია ინტერფერონ ალფა 2ბ+რიბავირინი, 18 წლიდან კი უკვე გამოიყენება პეგილირებული ინტერფერონები, რომელთა ეფექტურობა ჩვეულებრივი ინტერფერონებისას აღემატება.

2008 წელს ამერიკის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ და წამლის ევროპულმა სააგენტომ გასცეს მარკეტინგული ნებართვა პეგინტერფერონ ალფა 2ბ-სა და რიბავირინის კომბინირებული თერაპიის გამოყენების შესახებ მანამდე არანამკურნალებ 3 წლისა და უფროსი ასაკის ქრონიკული C ჰეპატიტით დაავადებულ ბავშვებში, რაც ჯერ პრეპარატის ანოტაციაში არ არის შეტანილი. მკურნალობის ასეთი კომბინირებული მეთოდი დაავადების პროგრესირებას აფერხებს და ორგანიზმიდან ვირუსის ელიმინაციას (ალაგებას) უზრუნველყოფს.

ამდენად, მკურნალობა აუცილებელია, ოღონდ ის, რასაკვირველია, გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს.

სამწუხაროდ,C ჰეპატიტის თანამედროვე მკურნალობა ერთობ ძვირად ღირებულია. ანტივირუსულ თერაპიას სახელმწიფო პროგრამები არ აფინანსებს, პაციენტები მას საკუთარი ხარჯით იტარებენ, ეს კი C ჰეპატიტით დაავადებულთა მხოლოდ მცირე ნაწილისთვის არის ხელმისაწვდომი.

არსებობს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც აფინანსებს დაავადების მწვავე სტადიის მკურნალობას, რაც ითვალისწინებს დეზინტოქსიკაციურ თერაპიას, ფინანსდება ასევე ციროზისა და ღვიძლის უკმარისობის მკურნალობა სტაციონარში.

2006 წლიდან ძალაში შევიდაC ჰეპატიტით დაავადებულთა მხარდაჭერის პროგრამა "ანტიჰეპატიტი". მისი მიზანია:

  • მოსახლეობის განათლება C ჰეპატიტის მკურნალობისა და პროფილაქტიკის საკითხებში;
  • ინფიცირებულთათვის სრულაფასოვანი მკურნალობის ჩატარების ხელმისაწვდომობისა და მისი წარმატებით ჩატარების უზრუნველყოფა.

პროგრამა გულისხმობს ორი პრეპარატიდან ერთის (რიბავირინის) უსასყიდლოდ გადაცემას. პაციენტს გადაეცემა ასევე პეგილირებული ინტერფერონების რამდენიმე ფლაკონი და უფინანსდება ლაბორატორიული გამოკვლევები მთელი მკურნალობის მანძილზე.

მკურნალობა წარმატებულად მიიჩნევა, თუ მისი დამთავრების შემდეგ სისხლში აღარ განისაზღვრება C ჰეპატიტის ვირუსის რნმ ანუ თვისობრივი პოლიმერიზაციის ჯაჭვური რეაქციის შედეგი უარყოფითია.

სამწუხაროდ, ყველა პაციენტის მკურნალობა თანაბრად შედეგიანი როდია. ის მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული C ჰეპატიტის ვირუსის გენოტიპზე - თუ ავადმყოფი ინფიცირებულია I გენოტიპის ვირუსით, მკურნალობა დაახლოებით 50%-ით შედეგიანია, ხოლო სხვა გენოტიპის შემთხვევაში - 80%-ით.

მოსახლეობაში პოპულარული ნაღველმდენი, ჰეპატოპროტექტორული, ანტიოქსიდანტური პრეპარატები და მცენარეული ნაყენები რეკომენდებული არ არის. მათ C ჰეპატიტის ვირუსის საწინააღმდეგო მოქმედება არ ახასიათებთ. გირჩევთ, თუ ასეთი მკურნალობა გაქვთ გადაწყვეტილი, აუცილებლად ჩააყენოთ საქმის კურსში მკურნალი ექიმი, ვინაიდან მსგავსი "პრეპარატები" შესაძლოა ღვიძლისთვის საზიანოც კი აღმოჩნდეს.

რაც შეეხება კვებას, საგანგებო დიეტა აუცილებელი არ არის, პირიქით, საჭიროა სრულფასოვანი კვება. კატეგორიულად იკრძალება ალკოჰოლი. ავადმყოფი უნდა ერიდოს ცხიმიან საკვებს (ღორისა და ცხვრის ხორცს). არ არის რეკომენდებული დიდი ოდენობით კოფეინიანი სასმლის (ყავის, მაგარი ჩაის, კოლას) მიღება. გამოცდილი სპეციალისტის ზედამხედველობით მკურნალობა წარმატებით წარიმართება.

კომენტარები (10)
თათა
ეს ყველაფერი მის ბრალია რომ საქართველოში სალინებში არ უკეთდება სტერილიზირება ხელსაწყოებს მანდ ავიკიდე ბ და ც
თარიღი : 15-04-2024
მადონა
რომელ სპეციალისტს უნდა მივმართო ც ჰეპატიტის შემთხვევაში? არის კი განკურნებადი?
თარიღი : 26-01-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

C ჰეპატიტი და მისი მკურნალობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები