სისხლის ბიოქიმიური ანალიზები - რა უნდა ვიცოდეთ
რომელიც ადამიანის ორგანიზმის შინაგანი ორგანოებისა და
სისტემების ფუნქციურ სტატუსზე გვაძლევს ინფორმაციას. სისხლის საერთო ანალიზთან ერთად, სისხლის აღნიშნული კვლევა ტარდება ნებისმიერი სომატური დაავადების დიაგნოსტიკის პირველ სტადიებზე, ასევე საიმედო მაჩვენებელია გართულებების პროფილაქტიკის თვალსაზრისით.
სისხლის ბიოქიმიური ანალიზი დროულად გვატყობინებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიების, თირკმლისა და ღვიძლის პრობლემების, ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის შეფერხებების და ონკოლოგიური პროცესების დასაწყისსაც კი.
რა არის სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩატარების ჩვენება?
* ნებისმიერი ლოკალიზაციის გაურკვეველი ეტიოლოგიის ტკივილი - თავის, ზურგის, სახსრების, კუნთების და შინაგანი ორგანოების მიდამოში;
* საკვების მონელების დარღვევები - გულისრევა, ღებინება, მუცლის არეში სიმძიმე, შებერილობა, მეტეორიზმი, დიარეა, ყაბზობა, გულძმარვა, ბოყინი, მარჯვენა და მარცხენა ფერდქვეშა არეში უსიამოვნო შეგრძნება;
* გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები - ჰიპერტრონია ან ჰიპოტონია, გულმკერდის არეში ტკივილი, გულისცემის გახშირება ან შენელება, სისუსტე, ოფლიანობა;
* სუნთქვის დარღვევები - შეუპოვარი ხველა, ქოშინი, ბრონქოსპაზმი;
* თირკმელებთან დაკავშირებული პრობლემები - შარდის ფერისა და სუნის ცვლილება, მისი შეკავება, ან, პირიქით, გახშირებული შარდვა, შარდვის დროს ტკივილი და წვა;
* ნერვული სისტემის პრობლემები - უძილობა, ქრონიკული დაღლილობა, განწყობის ხშირი ცვლილება, დეპრესია, თავბრუსხვევა, გულისწასვლა, კიდურების ტრემორი;
* რეპროდუქციული სფეროს პრობლემები ქალებსა და მამაკაცებში - სექსუალური დისფუნქცია, სქესობრივი ლტოლვის დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ანთებითი ან ონკოლოგიური დაავადებების ნიშნები, უშვილობა;
* ენდოკრინული დარღვევები - სიცივისა და სიცხის მუდმივი შეგრძნება, წყურვილის ან შიმშილის შეგრძნება, წონის მკვეთრი დაკლება ან მომატება, ძილიანობა, კანის სიმშრალე, კანკალი, შიშის შეგრძნება;
* იმუნიტეტის სისუსტე, ხშირი და ხანგრძლივი ინფექციები;
* სხეულზე ხილული სიმსივნეების არსებობა - კანის საფარველის პათოლოგიური ცვლილებები.
სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს აუცილებლად იტარებენ მომავალი დედები: პირველ და ბოლო ტრიმესტრებში.
სისხლის ბიოქიმიურ ანალიზს უტარებენ ახალშობილსაც ზოგიერთი თანდაყოლილი პათოლოგიის, მაგალითად: ფენილკეტონურიის ან მუკოვისციდოზის, გამოსარიცხად. უფრო მოზრდილი ასაკის ბავსვებისათვის სისხლის ბიოქიმიური ანალიზი ნაჩვენებია ჯანმრთელობის პრობლემების, ფიზიკური ან გონებრივი განვითარების ჩამორჩენის შემთხვევაში.
როგორ უნდა მოვემზადოთ სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ჩასატარებლად?
ანალიზისთვის სისხლს იღებენ იდაყვის ვენიდან. სტანდარტული ანალიზისთვის საკმარისია 5 მლ სისხლი. ანალიზის შედეგებზე ძალიან ბევრი ფაქტორი ახდენს გავლენას, ამიტომ მნიშვნელოვანია შესაბამისი მომზადება.
* ანალიზამდე ორი დღით ადრე გამორიცხეთ რაციონიდან ცხიმიანი, ტკბილი, ცხარე, მარილიანი, მჟავე, შებოლილი პროდუქტი და ალკოჰოლი.
* ანალიზამდე ერთი დღით ადრე მოერიდეთ მატონიზირებელ სასმელებს: მაგარ ჩაის, ყავას.
* მოერიდეთ ორგანიზმისთვის სტრესულ პროცედურასა და ღონისძიებას - აბანოს, საუნას, კონტრასტულ შხაპს, სპორტულ შეჯიბრებას, მძიმე ფიზიკურ დატვირთვას.
* ბოლო კვება ანალიზის აღებამდე 10 საათით ადრე უნდა მოხდეს. შესაძლებელია წყლის დალევა.
ცილები (პროტეინები)
ცილა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ორგანიზმის ცხოველმყოფელობაში: ის საჭიროა ახალი უჯრედების შექმნისთვის, ჰუმორული იმუნიტეტის ფორმირებისთვის, ქსოვილებში სხვადასხვა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირებისთვის.
ადამიანის პროტეინების ქიმიური შემადგენლობა წარმოდგენილია ათეული ამინომჟავათი, არაორგანული ნივთიერებებით, ვიტამინებით, ნახშირწყლებისა და ცხიმების ნაწილაკებით.
ზოგადად, პლაზმა შეიცავს ასეულ ცილას, შენაერთს, რომელთა დანიშნულება და ფუნქცია ფართოდ ვარირებს. სისხლის ბიოლოგიური ანალიზის ფარგლებში სწავლობენ დაახლოებით ათეულ პროტეინს.
სისხლის ცილები იყოფა სამ ძირითად ფრაქციად:
* ალბუმინები;
* გლობულინები (α1, α2, β, γ);
* ფიბრინოგენი.
რადგანაც პროტეინები ძირითადად სინთეზირდება ღვიძლში, ნორმული მაჩვენებლებიდან გადახრა, სავარაუდოდ, მეტყველებს ამ ორგანოს არასასურველ მდგომარეობაზე.
სისხლის ბიოქიმიური ანალიზი - ცილოვანი ფრაქციები:
* საერთო ცილა;
* ალბუმინი;
* გლობულინები;
* ფიბრინოგენი;
* მიოგლობინი;
* ტრანსფერინი;
* ფერიტინი.
საერთო ცილა TP
ნორმა:
ქალები და მამაკაცები - 65-85გ/ლ
ბავშვები - 60-80გ/ლ
სისხლში საერთო ცილის დონე შეიძლება მრავალი ფაქტორის გავლენით შეიცვალოს: რაციონის თავისებურებით, საჭმლის მომნელებელი, გამომყოფი და ენდოკრინული სისტემის ფუნქციონირების დარღვევის გამო, ასევე ადამიანის ფიზიკური აქტივობით.
სისხლში საერთო ცილის მომატების მიზეზები:
* აბსოლუტური ჰიპერპროტეინემია ნიშნავს, რომ სისხლში ცილების დონე ძალიან მაღალია. ამგვარი მდგომარეობა იშვიათია და შეიძლება მეტყველებდეს მთელ რიგ სერიოზულ დაავადებებზე: მიელომა, ჰოჯკინის ლიმფომა, ვალდენსტრემის დაავადება, ქრონიკული პოლიართრიტი, სარკოიდოზი, ღვიძლის ციროზი, პარაპროტეინემიური ჰემობლასტოზი;
* შედარებითი ჰიპერპროტეინემია აღინიშნება: დამწვრობითი დაავადების, ნაწლავური გაუვალობის, ხანგრძლივი დიარეის, ღებინების, პერიტონიტის, ჰიპერჰიდროზის ან პიელონეფრიტის ფონზე განვითარებული ორგანიზმის გაუწყლოებისას.
სისხლში საერთო ცილის დაქვეითების მიზეზები:
აბსოლუტური ჰიპოპროტეინემია ანუ სისხლის ცილოვანი ფრაქციების დეფიციტი ადეკვატური წყლოვანი ბალანსისას აღინიშნება დიეტის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, ჰეპატიტის, ღვიძლის ციროზის, ვილსონის დაავადების, სწრაფად მზარდი ავთვისებიანი სიმსივნეების, დიდი ზომის დამწვრობის ან სისხლის დანაკარგისას. ფარისებრი ჯირკვლის ჰიპერფუნქციის, ხანგრძლივი ცხელების, შაქრიანი დიაბეტის, ნეფროზული სინდრომის, გლომერულონეფრიტის, ასციტის, პლევრიტის, ასევე კორტიკოსტეროიდული ჰორმონების მიღების და მძიმე ფიზიკური დატვირთვის დროს შედარებითი ჰიპოპროტეინემია აიხსნება სისხლის მიმოქცევაში წყლის შემცველობის გაზრდით. ეს ხდება ანურიის, შეშუპების, ინტრავენური გადასხმის, ანტიდიურეზული ჰორმონის ვაზოპრესინის ჰიპერპროდუქციისას.
ალბუმინი ALB
ნორმა:
ქალები და მამაკაცები - 33-55გ/ლ
ბავშვები - 32-*6გ/ლ
ალბუმინი სისხლის პლაზმის ცილების ძირითადი ცილაა. ეს პროტეინი უზრუნველყოფს მოცირკულირე სისხლის მოცულობის მუდმივობას, არეგულირებს ონკოზურ წნევას, გადააქვს ნახშირწყლები და ჰორმონები, იკავშირებს ორგანიზმისთვის პოტენციურად საშიშ ნივთიერებებს, მაგალითად, ბილირუბინს.
სისხლში ალბუმინის მომატების მიზეზები:
* ორგანიზმის გაუწყლოება;
* დონორის ცილის გადასხმა.
სისხლში ალბუმინის დაქვეითების მიზეზები:
* შიმშილი;
* საჭმლის მომნელებელი სისტემის პათოლოგიები, რომლებიც საკვებიდან ცილის ნორმალური ათვისებას უშლის ხელს, მათ შორის ავთვისებიანი სიმსივნეები;
* რევმატიზმი;
* ვასკულიტი;
* მწვავე და ქრონიკული ბაქტერიული ინფექციები;
* პარაზიტული ინვაზიები;
* გულის შეგუბებითი უკმარისობა;
* ღვიძლის ციროზი;
* დიდი ზომის დამწვრობა, მასიური სისხლის დანაკარგი;
* წყლულოვანი კოლიტი;
* პერიტონიტი;
* ნაწლავის შემოგრეხა;
* მწვავე და ქრონიკული გლომერულონეფრიტი;
* ნეფროზული სინდრომი.
გლობულინები
ნორმა:
ალფა-1: ქალები და მამაკაცები - 1,*-3,0 გ/ლ
ბავშვები - 1,2-5,3 გ/ლ
ალფა-2: ქალები და მამაკაცები - 5,6-9,1 გ/ლ, ბავშვები - 6,8-10,5 გ/ლ.
ბეტა: ქალები და მამაკაცები - 5,*-9,1გ/ლ, ბავშვები - *,5-9,0გ/ლ.
გამა: ქალები და მამაკაცები - 8,1-17,0გ.ლ; ბავშვები - 3,5-1*,3 გ/ლ.
გლობულინები იყოფა ოთხ ფრაქციად: ალფა-1, ალფა-2, ბეტა და გამა.
ალფა გლობულინები პროდუცირდება ღვიძლის უჯრედებით და მიეკუთვნება ე.წ. „მწვავეფაზიან ცილებს“. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი შემცველობა სისხლში მკვეთრად იმატებს ანთებითი პროცესების, ალერგიული რეაქციების, ქსოვილების ტრავმული დაზიანების, ემოციური სტრესის დროს.
ალფა გლობულინები სისხლში მომატებულია:
* ორგანიზმში ინფექციური დაზიანების დროს (პნევმონია, ტუბერკულოზი, პოლიართრიტი, სეფსისი);
* ტრავმები, დამწვრობა, ქირურგიული ჩარევა;
* რევმატული ცხელება;
* ავთვისებიანი სიმსივნე;
* ნეფროზული სინდრომი;
* ქსოვილების მწვავე ნეკროზი, განგრენა;
* ანდროგენური ჰორმონების მიღება.
ალფა გლობულინები სისხლში დაქვეითებულია:
* ცილების საერთო დეფიციტის გამო შიმშილის ან გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვის დროს;
* სუნთქვის უკმარისობისას;
* სისხლძარღვშიდა ჰემოლიზის დროს.
ბეტა გლობულინები
ცილების ამ ფრაქციას გადააქვს რკინა, მონაწილეობს ქოლესტერინის ცვლაში და იმუნური პასუხის რეაქციებში. ნორმიდან გადახრა შეიძლება მიუთითებდეს ანემიაზე, ათეროსკლეროზის განვითარების მომატებულ რისკზე, ღვიძლის დაზიანებაზე ან ონკოლოგიურ პროცესზე.
სისხლში ბეტა გლობულინების მომატების მიზეზები:
* ავთვისებიანი სიმსივნე და სისხლის დაავადებები;
* ინფექციური ჰეპატიტი;
* ტუბერკულოზი;
* მექანიკური სიყვითლე;
* რკინადეფიციტური ანემია;
* კორტიკოსტეროიდების მიღება;
* ორსულობა.
ბეტა გლობულინები სისხლში დაქვეითებულია:
* მწვავე და ქრონიკული ინფექციები;
* შიმშილი;
* მძიმე ფიზიკური დატვირთვა;
* კუჭ-ნაწლავის დაავადებები.
გამა გლობულინები
ცილების ეს ფრაქცია წარმოადგენს თანდაყოლილ და შეძენილ იმუნოგლობულინებს - ანტისხეულებს, რომლებიც უზრუნველყოფს ადამიანის მყარ ჰუმორულ იმუნიტეტს. ამიტომ მათი სისხლში ნახტომისებური ცვლილება პირდაპირ მიუთითებს ჯანმრთელობისთვის შექმნილ გარე საშიშროებაზე. გამა გლობულინების კონცენტრაციის მუდმივად მომატება თან ახლავს ანთებით, დეგენერაციულ-დისტროფიულ და აუტოიმუნურ პროცესებს.
სისხლში გამა გლობულინების მომატების მიზეზები:
* შინაგანი ორგანოების ინფექციური დაზიანება (ჰეპატიტი, ცისტიტი, ბრონქიტი, გასტრიტი);
* ღვიძლის ციროზი;
* ნაღველ-კენჭოვანი დაავადება, სანაღვლე გზების დახშობა და ობტურაციული სიყვითლე;
* პარაზიტული ინვაზია;
* ფილტვის ტუბერკულოზი და სარკოიდოზი;
* აუტოიმუნური დაავადებები (სისტემური წითელი მგლურა, გაფანტული სკლეროზი);
* ბრონქული ასთმა;
* შიდსი.
სისხლში გამა გლობულინების დაქვეითების მიზეზები:
* სხივური დაავადება;
* ციტოსტატიკებით ან გლუკოკორტიკოსტეროიდებით ხანგრძლივი თერაპია;
* ელენთის ამოკვეთა;
* ლიმფური სისტემის ავთვისებიანი დაზიანება;
* ნეფროზული სინდრომი;
* გამოფიტვა;
* პლაზმოფერეზის შემდგომი პერიოდი;
* ორსულობა (ზოგჯერ);
* შიდსის ტერმინალური სტადია.
ფიბრინოგენი
ნორმა: ქალები და მამაკაცები - 2,0-*,0გ/ლ
ბავშვები - 1,2-3,8 გ/ლ
ფიბრინოგენი ცილაა, რომელიც სისხლის შედედების ფაქტორს წარმოადგენს და განსაზღვრავს მის სიბლანტეს.
ამას გარდა, ის ჭრილობების შეხორცების პროცესში სამშენებლო მასალაცაა. ფიბრინოგენი მიეკუთვნება ასევე მწვავეფაზიან ცილებს. შესაბამისად, მისი დონის მომატება აღნიშნავს ანთებითი პროცესის დასაწყისს. რადგანაც მისი ძირითადი როლი კოაგულაციური ჰემოსტაზის უზრუნველყოფაა, მისი სიჭარბე საშიშია, რადგანაც სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნის რისკს ზრდის.
სისხლში ფიბრინოგენის მომატების მიზეზები:
* ფილტვების ანთებითი დაავადებები;
* თირკმელების პათოლოგია;
* ღვიძლის დაავადებები;
* საჭმლის მომნელებელი ტრაქტის დაავადებები;
* რევმატოიდული ართრიტი;
* ავთვისებიანი სიმსივნე;
* სხივური დაავადება;
* ორალური კონტრაცეპტივები;
* ორსულობა;
* ათეროსკლეროზი და შაქრიანი დიაბეტი.
ფიბრინოგენის დაქვეითების მიზეზები:
* ახალშობილობა;
* ორსულების გესტოზები, საკეისრო კვეთა;
* მასიური სისხლდანაკარგი;
* თირკმლის უკმარისობა;
* დისემინირებული სისხლძარღვშიდა შედედების დარღვევის სინდრომი;
* ანტიბიოტიკების, ციტოსტატიკების, ანაბოლიკების, ბარბიტურატების, თევზის ქონის ხანგრძლივი მიღება;
* ჰემობლასტოზები;
* მენინგიტი;
* წინამდებარე ჯირკვლის სიმსივნე;
* ავთვისებიანი სიმსივნის მეტასტაზები ძვლის ტვინში;
* С და В12 ვიტამინების დეფიციტი.
მიოგლობინი
ნორმა: ქალები -12-76 მკგ/ლ
მამაკაცები - 19-92 მკგ/ლ
ბავშვები - 10-68მკგ/ლ
მიოგლობინს ხშირად უწოდებენ „კუნთების ჰემოგლობინს“.
მიოგლობინი კუნთებში უზრუნველყოფს ქსოვილოვან სუნთქვას. მიოციტების ან კარდიომიოციტების დაზიანებისას სისხლის მიმოქცევაში დიდი რაოდენობით მიოგლობინი გამოისროლება. აქედან გამომდინარე, ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიოკარდიუმის ინფარქტის დიაგნოსტიკაში.
სისხლში მიოგლობინის მომატების მიზეზები:
* კუნთებში ნებისმიერი ანთებითი პროცესი;
* მიოკარდიუმის ინფარქტი;
* ურემიული სინდრომი;
* მწვავე თირკმლისმიერი უკმარისობა;
* დამწვრობა, ტრავმები, ოპერაციისშემდგომი პერიოდი.
სისხლში მიოგლობინის დაქვეითების მიზეზები:
* პოლიმიოზიტი;
* რევმატოიდული ართრიტი;
* მიასთენია.
ტრანსფერინი
ნორმა: ქალები - 1,85-*,05გ/ლ
მამაკაცები - 2,0-3,8 გ/ლ
ბავშვები - 2,0-*,0გ/ლ
ტრანსფერინი ანუ სედეროფილინი ცილაა, რომლის ძირითადი ამოცანაც ორგანიზმში რკინის ტრანსპორტირებაა. ტრანსფერინს ღვიძლი და თავის ტვინი გამოიმუშავებს. ტრანსფერინი მიეკუთვნება ბეტა გლობულინების ფრაქციას და მონაწილეობს თანდაყოლილი ჰუმორული იმუნიტეტის შენარჩუნებაში.
სისხლში ტრანსფერინების მომატების მიზეზებია:
* ორსულობა;
* მასიური სისხლდენა;
* რკინადეფიციტური ანემია;
* ესტროგენების შემცველი ორალური კონტრაცეპტივების მიღება.
ტრანსფერინების დონის დაქვეითების მიზეზებია:
* ავთვისებიანი წარმონაქმნები;
* ნებისმიერი ქრონიკული ანთებითი პროცესი;
* ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
* ნეფროზული სინდრომი;
* ქიმიური და თერმული დამწვრობები;
* ჰიპერქრომული ანემია;
* თალასემია;
* ჰემოქრომატოზი;
* მრავლობითი მიელომა;
* ანდროგენებისა და კორტიკოსტეროიდების მიღება;
* დონორის სისხლის მასიური გადასხმა.
ფერიტინი
ნორმა: ქალები - 22-180მკგ/ლ
მამაკაცები - 30-310მკგ/ლ
ბავშვები - 7-1*0მკგ/ლ
ფერიტინი ცილაა, რომლის სახითაც ადამიანის ორგანიზმი რკინით მარაგდება. ეს პროტეინი პრაქტიკულად ყველა ქსოვილსა და ორგანოშია, მაგრამ განსაკუთრებით ბევრია ღვიძლში, საჭმლის მომნელებენ ტრაქტსა და მონოციტებში.
ქალებში ნორმაში პლაზმაში ფერიტინის კონცენტრაცია უფრო დაბალია, რადგანაც ქალებში უფრო მცირეა ერითროციტებისა და ჰემოგლობინის რაოდენობაც. ორსულობის პერიოდში ორგანიზმში ფერიტინის დონე კიდევ უფრო კლებულობს, რადგანაც რკინის მარაგის ნაწილი ნაყოფის საჭიროებას ხმარდება. მესამე ტრიმესტრში ამ ცილის დონე შეადგენს 10-15 მკგ/ლ-ს, ხოლო ახალშობილებში ფერიტინის მაჩვენებელი 600 მკგ/ლ-მდეცაა.
სისხლში ფერიტინის დონის მომატების მიზეზებია:
* დონორის სისხლის მასიური და მრავალჯერადი გადასხმა;
* რკინის პრეპარატების უკონტროლო მიღება;
* ღვიძლის პათოლოგიები;
* სისხლის დაავადებები;
* ავთვისებიანი სიმსივნეები;
* კოლაგენოზები;
* ნებისმიერი მწვავე ანთებითი პროცესი და ცხელებითი მდგომარეობა;
* დამწვრობა, ტრავმები.
სისხლში ფერიტინის დაქვეითების მიზეზებია:
* რკინის დეფიციტი;
* მალაბსორბციის სინდრომი;
* ნეფროტოქსიკური სინდრომი;
* ორსულობა.
С-რეაქტიული ცილა
ნორმა: ქალები, მამაკაცები და ბავშვები - 5მგ/ლ-მდე.
ეს საკმაოდ ძველი, მაგრამ ინფორმაციული ლაბორატორიული ტესტია, რომლითაც შეიძლება ვიფიქროთ ორგანიზმში მწვავე ანთებითი პროცესის არსებობა.
ამ მწვავეფაზიანი ცილის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 100-ჯერ იზრდება ანთების მანიფესტაციიდან რამდენიმე საათში და ნორმაში ბრუნდება გამოჯანმრთელებიდან ერთ კვირაში.
ჯანმრთელი ადამიანის ორგანიზმში С-რეაქტიული ცილა მინიმალური რაოდენობითაა ან საერთოდ არ არის.
სისხლში С-რეაქტიული ცილის მომატების მიზეზებია:
* მიოკარდიუმის ინფარქტი;
* ბაქტერიული და ვირუსული ინფექციები;
* მწვავე და ქრონიკული ანთებითი პროცესები;
* ტრავმები, დამწვრობა, ოპერაციისშემდგომი პერიოდი;
* სისხლმბადი და ლიმფური სისტემის ონკოლოგიური დაავადებები;
* აუტოიმუნური პათოლოგიები.
ცხიმები (ლიპიდები)
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადების გამომწვევი ერთ-ერთი ფაქტორი ლიპიდური ცვლის დარღვევაა, რომლის გამოც სისხლძარღვების კედლების შიგნითა ზედაპირზე ფორმირდება ქოლესტერინის ფოლაქები. ათეროსკლეროზის, ინფარქტის და ინსულტის განვითარების რისკის შესაფასებლად სისხლის ბიოქიმიური ანალიზის ფარგლებში სრულდება ლიპიდოგრამა, ანუ ადამიანის ლიპიდური პროფილი.
ამ თვალსაზრისით საინტერესოა არა მარტო ქოლესტერინის საერთო დონე, არამედ სისხლის პლაზმაში მისი თითოეული ფრაქციის შემცველობა - მაღალი, დაბალი და ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპტროტეინების. ამას გარდა, უნდა შეფასდეს ტრიგლიცერიდების კონცენტრაციის ხარისხი და გამოითვალოს ათეროგენობის კოეფიციენტი.
საერთო ქოლესტერინი ჩჰოლ:
ნორმა: ქალები - 3,0-6,2 მმოლ/ლ
მამაკაცები - 3,0-6,9მმოლ/ლ
ბავშვები - 2,2-5,2 მმოლ/ლ
ადამიანის ჯანმრთელობისათვის მნიშვნელოვანია, არა მარტო სისხლში ქოლესტერინის ნორმალური დონე, არამედ მის ფრაქციებს შორის სწორი თანაფარდობაც.
სისხლში საერთო ქოლესტერინის დონის მომატების მიზეზები:
* შაქრიანი დიაბეტი;
* სიმსუქნე;
* შეგუბებითი პროცესები ნაღვლის ბუშტში;
* თირკმლის უკმარისობა;
* ზოგიერთი ონკოლოგიური დაავადება;
* ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია;
* გენეტიკური თავისებურებები;
* ალკოჰოლიზმი.
სისხლში საერთო ქოლესტერინის დონის დაქვეითების მიზეზებია:
* ლიპიდებით ღარიბი რაციონი, კვების ნაკლებობა;
* ღვიძლის უკმარისობა;
* ხშირი სტრესი;
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, რომლებიც ცხიმების ათვისებას უშლის ხელს;
* ჰიპერთირეოზი;
* თანდაყოლილი ანომალია.
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები LDL
ნორმა: ქალები - 1,5-*,5მმოლ/ლ
მამაკაცები - 1,6-*,9მმოლ/ლ
ბავშვები - 1,5-3,5მმოლ/ლ
დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები „ცუდ“ ქოლესტერინად მიიჩნევა.
სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის მომატების მიზეზებია:
* არარაციონალური კვება, რაციონში მავნე ცხიმების სიჭარბე;
* ცხოვრების უმოძრაო წესი;
* ენდოკრინული დარღვევები (შაქრიანი დიაბეტი, ჰიპოთირეოზი);
* ჰიპერტონიული დაავადება;
* ქოლელითიაზი;
* თირკმლის უკმარისობა;
* მავნე ჩვევები;
* მემკვიდრული ფაქტორი.
სისხლში დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დაქვეითების მიზეზებია:
* პანკრეატიტი;
* მწევავე ინფექციური დაავადებები;
* თირკმლის უკმარისობა;
* ჰიპერთირეოზი;
* ორსულობა;
* ორგანიზმის თანდაყოლილი თავისებურება.
ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები VLDL:
ნორმა: ქალები - 0,13-0,63მმოლ/ლ
მამაკაცები - 0,15-0,68მმოლ/ლ
ბავშვები - 0,1-0,5მმოლ/ლ
ძალიან დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები ღვიძლის მიერ სინთეზირდება საკვებით მოწოდებული ჭარბი ნახშირწყლებისა და ცხიმებისაგან. დაბალი სიმკვრივის ლიპოპტროტეინები უპირატესად ტრიგლიცერიდებისაგან შედგება, ქოლესტერინი მასში ნაკლებადაა. ამ ლიპოპროტეინების მოლეკულები ყველაზე დიდია ზომით. ამგვარი ლიპოპროტეინების დონე სისხლში მომატებულია შაქრიანი დაიბეტის მძიმე ფორმის, სიმსუქნისა და თირკმლის უკმარისობის დროს.
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები HDL:
ნორმა: ქალებში - 0,8-2,1 მმოლ/ლ
მამაკაცები - 0,7-1,6მმოლ/ლ
ბავშვები - 0,9-1,9 მმოლ/ლ
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს სხვანაირად კარგ ქოლესტერინს უწოდებენ. მასში ბევრი ფოსფოლიპიდია. მათ გააჩნიათ მკვრივი სტრუქტურა.
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების დონის მომატების მიზეზებია:
* სიმსუქნე;
* რაციონში ცხიმიანი თევზის, მცენარეული ცხიმების სიჭარბე;
* ბილიარული ციროზი, ღვიძლის ცხიმოვანი დისტროფია;
* ალკოჰოლიზმი.
მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების სისხლში შემცველობა დაქვეითებულია:
* სასარგებლო ცხიმოვანი მჟავების შემცველი პროდუქტების არასაკმარისი მიღებისას;
* იშვიათი მემკვიდრული პათოლოგიისას - ტანჟერის დაავადებისას, რომლის დროსაც სისხლში მისი შემცველობა ცოტაა, ხოლო ქსოვილებსა და ორგანოებში - ბევრი.
ტრიგლიცერიდები თგ:
ნორმა: ქალები - 0,*0-,20მმოლ/ლ
მამაკაცები - 0,*5-3,70მმოლ/ლ
ბავშვები - 0,3*-1,*8მმოლ/ლ
ტრიგლიცერიდები - ეს მეტაბოლიტებია, რომლებშიც ორგნიზმი გარდაქმნის საკვებით მიღებულ ცხიმებსა და ნახშირწყლებს. სწორედ ტრიგლიცერიდების სახით იგროვებს ორგანიზმი მარაგებს, რათა აუცილებლობის შემთხვევაში დაშალოს ისინი და გამოიყენოს მიღებული ენერგია საჭიროებისამებრ.
ტრიგლიცერიდების მომატების მიზეზებია:
* ცხიმიანი და ნახშირწყლოვანი საკვების სიჭარბე;
* რეგულარული ნაყროვანება;
* სიმსუქნე;
* შაქრიანი დიაბეტი;
* ჰიპერტონია, იშემია, ათეროსკლეროზი;
* ნაღველკენჭოვანი დაავადება, ჰეპატიტი;
* თირკმლის უკმარისობა, ნეფროზული სინდრომი;
* ჰიპერურიკემია, პოდაგრა;
* მიქსედება;
* პანკრეატიტი;
* ალკოჰოლიზმი;
* კორტიკოსტეროიდების, დიურეტიკების, ბეტა-ბლოკატორების ხანგრძლივი მიღება.
ათეროგენობის კოეფიციენტი:
ნორმა: ქალები - 1,7-2,8
მამაკაცები - 2,0-3,0
ბავშვები - 1,5-2,5.
ეს მაჩვენებელი შემაჯამებელი დასკვნის საშუალებას იძლევა, კონკრეტულ პაციენტს რამდენად აქვს ათეროსკლეროზის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის სხვა დაავადების განვითარების რისკი.
ათეროგენობის კოეფიციენტი გამოითვლება შემდეგი ფორმულით: დსლპ+ძდსლპ/მსლპ
მიღებული მნიშვნელობა ბავშვებში არ უნდა აღემატებოდეს 2,5-ს, ახალგაზრდებში - 3-ს, ხოლო ხანდაზმულებში - 3,5-ს. თუ კოეფიციენტი *-ზე მაღალია, საჭიროა რაციონის გადახედვა, ჭარბი წონის დაგდება, ქრონიკული დაავადების მკურნალობა. 5-ზე მაღალი მაჩვენებლისას ადამიანს უკვე შეიძლება ჰქონდეს ათეროსკლეროზი.
გლუკოზა:
ნორმა: ქალები და მამაკაცები - 3,3-5,5 მმოლ/ლ
ბავშვები - 2,5-5,5მმოლ/ლ
ფერმენტები
ამ ჯგუფის ნივთიერებებში კვლევისთვის მნიშვნელოვანია ე.წ. „ღვიძლის სინჯები“ (ალანინამინოტრანსფერაზა და ასპარტატამინოტრანსფერაზა), ასევე ამილაზა, რომელიც კუჭუკანა ჯირკვლის ფუნქციური სტატუსის მახასიათებელია. მაგრამ არსებობს სხვა ფერმენტებიც, რომლთა მიხედვითაც შესაძლებელია შინაგანი ორგანოების, კერძოდ, გულის მდგომარეობის შესახებ მსჯელობა.
ალანინამინოტრანსფერაზა ALT
ნორმა: ქალები - 35 ერთ/ლ-მდე
მამაკაცები - *1 ერთ/ლ-მდე
ბავშვები - 30 ერთ/ლ-მდე.
სისხლში ალანინამინოტრანსფერაზის მომატების მიზეზებია:
* ნებისმიერი ფორმის ჰეპატიტი, ღვიძლის პარენქიმის დაზიანება;
* ინფექციური მონონუკლეოზი;
* ქოლესტაზი;
* ღვიძლის იშემია და ციროზი;
* მიოკარდიუმის გართულებული ინფარქტი;
* ზოგიერთი პრეპარატის მიღება (სალიცილატები, სიმსივნის, დიაბეტის საწინააღმდეგო);
* ორსულობა.
ალანინამინოტრანსფერაზის დონის დაქვეითების მიზეზია:
* ღვიძლის ტრავმული დაზიანება.
ასპარტატამინოტრანსფერაზა AST
ნორმა: ქალები - 37 ერ/ლ-მდე
მამაკაცები - 31ერ/ლ-მდე
ბავშვები - 30 ერთ/ლ-მდე
ამ მაჩვენებელს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მიოკარდიუმის ინფარქტის დროული დაიგნოსტიკისათვის, რადგანაც ასპარტატამინოტრანსფერაზის შემცველობა სისხლში მკვეთრად იმატებს შეტევის დაწყებიდან *-5 საათში და მესამე დღეს აღწევს მაქსიმალურ მნიშვნელს.
ასპარტატამინოტრასფერაზის დონის მომატების მიზეზები:
* მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტი;
* კუნთის ბოჭკოების მემკვიდრული დისტროფია;
* სტენოკარდიის ან ტაქიარითმიის შეტევა;
* გულის უკმარისობა;
* მწვავე რევმოკარდიტი;
* ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია;
* გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდგომი პერიოდი;
* გულის სისხლძარღვების კათეტერიზაცია;
* ინფექციური მონონუკლეოზი;
* ჰეპატიტი, ღვიძლის ციროზი;
* ქოლანგიტი;
* ღვიძლის პარენქიმის ტოქსიკური დაზიანება;
* მწვავე პანკრეატიტი;
* ჰემოლიზური სინდრომი;
* ამებიაზი.
ასპარტატამინოტრანსფერაზის დონის დაქვეითების მიზეზებია:
* ღვიძლის გახეთქვა ან ნეკროზი;
* ვიტამინი B6-ის დეფიციტი.
ალფა-ამილაზა
ნორმა: ქალები, მამაკაცები და ბავშვები - 120 ერთ/ლ-მდე.
სისხლში ალფა-ამილაზას მომატებული დონის მიზეზებია:
* ქრონიკული პანკრეატიტის გამწვავება;
* კუჭუკანა ჯირკვალში პეპტიკური წყლულის პერფორაცია;
* ყბაყურა;
* აპენდიციტი;
* ნაწლავური გაუვალობა;
* პერიტონიტი;
* დიაბეტური აციდოზი;
* თირკმლის უკმარისობა;
* მეთილის სპირტით ან სხვა შხამით მოწამვლა;
* ზოგიერთი პრეპარატის მიღება (შარდმდენები, ანტიბიოტიკები, სინთეზური ჰორმონები, ნარკოტიკული ანალგეტიკები).
სისხლში ალფა-ამილაზას დაქვეითების მიზეზები:
* პანკრეონეკროზი;
* თირეოტოქსიკოზი;
* მიოკარდიუმის ინფარქტი;
* ჰეპატიტი, ღვიძლის ონკოლოგიური დაავადება;
* ორსულთა ტოქსიკოზი (ზოგჯერ).
კრეატინკინაზა
ნორმა: ქალები - 167ერთ/ლ-მდე
მამაკაცები - 195ერთ/ლ-მდე
ბავშვები - 270 ერთ/ლ-მდე.
კრეატინკინაზა, ანუ კრეატინფოსფოკინაზა, ფერმენტია, რომელიც აქტიურად მონაწილეობს ენერგეტიკულ ცვლაში.
კრეატინფოსფოკინაზას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დიაგნოსტიკისათვის - პათოლოგიური პროცესის დაწყებიდან რამდენიმე საათში ამ ფერმენტის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში 10-ჯერ იზრდება, მეორე დღეს კი - 30-ჯერ.
სისხლში კრეატინკინაზას მომატების მიზეზები:
* მიოკარდიუმის ინფარქტი;
* ქალა-ტვინის ტრავმა, თავის ტვინის დაჟეჟილობა ან ინსულტი;
* კუნთოვანი დისტროფია;
* პოლიმიოზიტი;
* ჩონჩხის კუნთების ჰიპერმეტაბოლიზმი;
* კრაშ-სინდრომი (ქსოვილებზე ხანგრძლივი ზეწოლა);
* მწვავე რევმოკარდიტი;
* გულის უკმარისობა;
* ჰიპოქსოა, ჰიპერთერმია, შოკი;
* ჩონჩხის კუნთების სპაზმი;
* რეინოს სინდრომი;
* მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი;
* ეპილეფსია;
* ალკოჰოლით ან შხამებით მოწამვლა;
* ჰიპოთირეოზი;
* ონკოლოგიური დაავადებები;
* სხივური დაავადება;
* ნაწოლები მწოლიარე პაციენტებში;
* ძლიერი ფიზიკური დატვირთვა;
კრეატინკინაზას დაქვეითების მიზეზები:
* ჰიპერთირეოზი;
* კუნთური მასის უკმარისობა;
* ცხოვრების უმოძრაო წესი.
ლაქტატდეჰიდროგენაზა LDH
ნორმა: ქალები - 120-21* ერთ/ლ
მამაკაცები - 135-2*0ერთ/ლ
ბავშვები - 100-290 ერთ/ლ
ლაქტატდეჰიდროგენაზა - უჯრედშიდა გლიკოლიზური ფერმენტია, რომელიც აჩქარებს რძემჟავას გარდაქმნას პირუვატად. ყველაზე მეტ ლაქტატდეჰიდროგენაზას შეიცავს გული, ღვიძლი, თირკმელები და სისხლის წითელი სხეულები.
არსებობს ლაქტატდეჰიდროგენაზას 5 იზოფერმენტი: ლაქტატდეჰიდროგენაზა-1 იზრდება მიოკარდიუმის ინფარქტის დროს. ლაქტატდეჰიდროგენაზა 2, 3 და * აქტიურად იზრდება სისხლის წითელი სხეულების კვდომისას, ხოლო ლაქტატდეჰიდროგენაზა-5 იზრდება ჰეპატიტებისას.
სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას დონე იზრდება:
* ფილტვის ან მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს;
* გულისა და ფილტვის უკმარისობისას;
* პერნიციოზული და ჰემოლიზური ანემიისას;
* ვირუსული ჰეპატიტის დებიუტისას;
* ავთვისებიანი მეტასტაზირებული სიმსივნეებისას;
* სისხლის დაავადებებისას;
* B9 და B12 ვიტამინების დეფიციტისას;
* თრომბოციტების მასიური დაშლისას;
* ჩონჩხის კუნთების ტრავმებისა და დისტროფიული დაზიანებებისას;
* ალკოჰოლური დელირიუმისას;
* ჰიპოთირეოზისას;
* დამწვრობითი დაავადების დროს;
* ეკლამფსიისას.
სისხლში ლაქტატდეჰიდროგენაზას დაქვეითება ხდება:
* მემკვიდრული გენური მუტაციისას;
* პროფესიონალ სპორტსმენებსა და მაღალი ფიზიკური აქტივობის მქონე პირებში გლუკოზის დაშლის დაჩქარებისას.
გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზა GGT
ნორმა: ქალები - 32ერთ/ლ-მდე
მამაკაცები - *9 ერთ/ლ-მდე
ბავშვები - 23 ერთ/ლ
გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზა მემბრანომაკავშირებელი ფერმენტია, რომელიც ახალი ცილოვანი მოლეკულების შენებაში იღებს მონაწილეობას და ორგანიზმში მრავალი ბიოქიმიური რეაქციის მნიშვნელოვანი მონაწილეა. იგი ძირითადად ღვიძლის, თირკმელების, კუჭუკანა ჯირკვლის, ელენთისა და ნაღვლის ბუშტის ქსოვილებშია.
გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას მომატების მიზეზები:
* ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლესტაზი და მექანიკური სიყვითლე;
* ქოლეცისტიტი;
* ვირუსული ჰეპატიტი;
* ღვიძლის კომპენსირებული ციროზი და ცხიმოვანი დისტროფია;
* ღვიძლის პარენქიმის დაზიანება;
* ღვიძლის სიმსივნე;
* ამილოიდოზი;
* გლომერულონეფრიტი;
* მიკოარდიუმის ინფარქტი;
* ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
* ზოგიერთი პრეპარატის მიღება;
გამა-გლუტამილტრანსპეპტიდაზას დაქვეითების მიზეზებია:
* დეკომპენსირებული ციროზი;
* ღვიძლის ნეკროზი.
ლიპაზა
ნორმა: ქალები და მამაკაცები - 190ერთ/ლ-მდე
ბავშვები - 130ერთ/ლ-მდე
ლიპაზა საჭმლის მომნელებელი ფერმენტია, რომელიც საკვებით მიღებულ ცხიმებს შლის.
ლიპაზის დონეზე ყურადღებას ამახვილებენ კუჭუკანა ჯირკვლის დაავადებების დიაგნოსტირებისას, რადგანაც აღნიშნული ფერმენტი სწორედ ამ ორგანოში სინთეზირდება.
სისხლში ლიპაზა მომატებულია:
* მწვავე პანკრეატიტი;
* ქოლეცისტიტი;
* ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლესტაზი;
* კუჭუკანა ჯირკვლის ონკოლოგიური დაავადება;
* შაქრიანი დიაბეტი;
* პოდაგრა;
* სიმსუქნე.
ლიპაზა სისხლში დაქვეითებულია:
* კუჭუკანა ჯირკვლის რეზექციის შემდგომი მდგომარეობა;
* დაუბალანსებელი კვება;
* ორგანიზმის თანდაყოლილი თავისებურება.
ტუტე ფოსფატაზა ALP:
ნორმა: ქალები და მამაკაცები - 20-130ერთ/ლ
ბავშვები - 100-600ერთ/ლ.
ზოგადი ტერმინის ტუტე ფოსფატაზას ქვეშ იგულისხმება 11 იზოფერმენტი. განსაკუთრებულ სადიაგნოსტიკო მნიშვნელობისაა ღვიძლის, ნაღვლის, ნაწლავის, ძვლის და პლაცენტური ტიპის ტუტე ფოსფატაზა. ეს ფერმენტი წამყვან როლს ასრულებს კალციუმ-ფოსფორის ცვლაში.
ბავშვებში ზრდის პიკში ტუტე ფოსფატაზას შემცველობა სისხლის პლაზმაში მნიშვნელოვნად მაღალია მოზრდილებთან შედარებით. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ მათი ჩონჩხი, ორგანოები და ქსოვილები აქტიურად ფორმირდება და ვითარდება. ხანდაზმულ ადამიანებში, განსაკუთრებით ქალებში, ტუტე ფოსფატაზა წარმოადგენს ოსტეოპოროზის რისკის მარკერს. ორსულობის დროს, მშობიარობის მოახლოებასთან ერთად, საერთო ტუტე ფოსფატაზას დონე იზრდება.
სისხლში ტუტე ფოსფატაზას ზრდის მიზეზები:
* ღვიძლის ციროზი, ნეკროზი, პირველადი კიბო ან მეტასტაზები მასში;
* ღვიძლის პარენქიმის დაზიანება;
* ქოლანგიტი, ქოლეცისტიტი, ქოლელითიაზი, და ობტურაციული სიყვითლე;
* თანდაყოლილი ოსტეონეფროპათია;
* დღენაკლულობა;
* რაქიტი;
* ციტომეგალია;
* ოსტეომალაცია;
* ძვლის მოტეხილობის შემდგომი პერიოდი;
* ძვლის ქსოვილის ავთვისებიანი პროცესი;
* პეჯეტის დაავადება;
* ლეიკოზი, ლიმფოგრანულომატოზი;
* ინფექციური მონონუკლეოზი;
* მრავლობითი მიელომა;
* ჰიპერპარათირეოზი, დიფუზური ტოქსიკური ჩიყვი;
* სარკოიდოზი;
* ქალის სასქესო ორგანოების და სარძევე ჯირკვლის ანთებითი და ონკოლოგიური დაავადებები;
* კალციუმისა და ფოსფორის დეფიციტი.
სისხლში ტუტე ფოსფატაზას დაქვეითების მიზეზები:
* ოსტეოპოროზი;
* მიქსედემა;
* ანემიის მძიმე ფორმები;
* ჩ, B6, B9, B12 ვიტამინების, თუთიის, მაგნიუმის დეფიციტი;
* D ვიტამინის სიჭარბე ბიოდანამატების უკონტროლო მიღებისას.
საერთო ბილირუბინი T.BILL
ნორმა: ქალები, მამაკაცები და ბავშვები - 20,5მკმოლ/ლ-მდე.
ბილირუბინი სისხლის წითელი სხეულების და რკინის შემცველი (მაგალითად, მიოგლობინი) სხვა ორგანული ნაერთების ბუნებრივი დაშლის მეტაბოლიტია.
საერთო ბილირუბინის მომატების მიზეზები:
* ერითროციტების მასიური ლიზისი;
* პირველადი ბილიარული ციროზი;
* ნაღველკენჭოვანი დაავადება, ქოლესტაზი, მექანიკური სიყვითლე;
* ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ონკოლოგიური დაავადებები;
* ნებისმიერი ეტიოლოგიის ჰეპატიტი;
* პარაზიტული ინვაზია;
* ბილირუბინის შეკავშირებაზე პასუხისმგებელი ფერმენტების გამომუშავების დარღვევა.
პირდაპირი (შეკავშირებული) ბილირუბინი D.BILL
ნორმა: ქალები, მამაკაცები და ბავშვები - 0,86-5,3მკმოლ/ლ.
პირდაპირი ანუ კონიუგირებული ბილირუბინი ღვიძლში უკვე არსებული პიგმენტია, რომელიც უნდა გამოიყოს ნაწლავის საშუალებით ნაღველთან ერთად. ამ ნივთიერების წილი საერთო ბილირუბინის 30%-ია. შეკავშირებული ფორმა ჯანმრთელობისთვის საშიშროებას არ წარმოადგენს, მაგრამ მისი სიჭარბე ყოველთვის თან ახლავს ორგანიზმში საერთო ბილირუბინის სიჭარბეს, რაც აიხსნება ნაღვლის გადინების დარღვევით განპირობებული ნებისმიერი პათოლოგიური მდგომარეობით.
პირდაპირი ბილირუბინი მომატებულია შემდეგი დაავადებების დროს:
* ნებისმიერი ტიპის ჰეპატიტი;
* ქოლელითიაზი, ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი;
* ობტურაციული სიყვითლე;
* ღვიძლის ციროზი, კიბო;
* ღვიძლის პარენქიმის ტოქსიკური ან პარაზიტული დაზიანება.
არაპირდაპირი ბილირუბინი (თავისუფალი)
ნორმა: ქალები, მამაკაცები და ბავშვები - 1,7-17,0მკმოლ/ლ
არაპირდაპირი, არაკონიუგირებული ბილირუბინი ის პიგმენტია, რომელიც წარმოიქმნება სისხლში ჯერ კიდევ არსებული დაღუპული ერითროციტებიდან. აქედან მან შეიძლება შეაღწიოს ჯანმრთელ უჯრედებში, ამიტომ რაც შეიძლება სწრაფად უნდა შეკავშირდეს ფერმენტების საშუალებით და გაიგზავნოს ღვიძლისკენ. ამ შემთხვევაში შეძლებს ის ნაღველთან ერთად ორგანიზმის დატოვებას. არაპირდაპირი ბილირუბინის წილი საერთო რაოდენობის 70%-ია.
არაპირდაპირი ბილირუბინი სისხლში მომატებულია ქვემოთ ჩამოთვლილი მდგომარეობების დროს:
* სისტემური ინფექციები (მალარია, ტიფი, დიფტერია);
* შხამებით მოწამვლა, გველის და მწერების ნაკბენები;
* ჰემოლიზური ანემია;
* სისხლმბადი და ლიმფური სისტემის ავთვისებიანი პათოლოგიები;
* აუტოიმუნური დაავადებები;
* ჟილბერის, ლუსი-დრისკოლის, კრიგლერ-ნაიარას, მარკაფავი-მიკელეს სინდრომი;
* სანაღვლე გზების დისკინეზია, ქოლესტაზი;
* პარაზიტული ინვაზია;
* ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, პანკრეასის ონკოლოგიური დაავადებები;
* ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღება;
* B12 ვიტამინის დეფიციტი;
* ალკოჰოლიზმი.