/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ჰემატოლოგია

სისხლის გადასხმისა და დონორობის ისტორია

სისხლის გადასხმისა და დონორობის ისტორია
ადამიანები ჯერ კიდევ უძველეს დროში ცდილობდნენ ცხოველთა სისხლით განკურნებას. ცნობილია, რომ ჰიპოკრატე ფსიქიკის დარღვევების მქონე ავადმყოფებს ჯანმრთელი ადამიანების სისხლის დალევას ურჩევდა.

მკურნალობის ანალოგიურ მეთოდზე ინფორმაცია ცელსიუსის ნაშრომებშიც მოიპოვება. თურმე, ეპილეფსიით დაავადებულები და მოხუცებულები მომაკვდავი გლადიატორების სისხლს მიირთმევდნენ. სისხლს გამაახალგაზრდავებელ მოქმედებას მიაწერდნენ. მაგალითად, ცნობილია, რომ რომში ბებერი პაპი ინოკენტი VIII 10 წლის ასაკის სამი ბიჭუნასაგან აღებული სისხლით მკურნალობდა. ისიც ცნობილია, რომ ბავშვების სისხლისაგან დამზადებულმა სასმელმა ვერაფერი უშველა და ის მალევე გარდაიცვალა. სამკურნალო მიზნით ცხოველთა სისხლს ბრძოლების დროსაც მიირთმევდნენ, სწორედ ამიტომაც ეგვიპტელ მეომართა რაზმებს უკან ყოველთვის ცხვრის ფარა მისდევდა ხოლმე. ცხვრის სისხლით ეგვიპტელები დაჭრილებს მკურნალობდნენ. სისხლი სასწაულმოქმედ სითხედ იყო აღიარებული. ძველად მიაჩნდათ, რომ მისი მიღება სიცოცხლის გახანგრძლივებას იწვევს.

1628 წელს ინგლისელმა სწავლულმა, ჰარვეიმ, სისხლის მიმოქცევის კანონი აღმოაჩინა. მან ცოცხალ ორგანიზმში სისხლის მოძრაობის პრინციპი დაადგინა, რითაც ფართო შესაძლებლობანი შეუქმნა სისხლის გადასხმის მეთოდის შემუშავებას. ერთი ძაღლისგან მეორე ძაღლისთვის სისხლის გადასხმის პირველი წარმატებული ექსპერიმენტები 1666 წელს ინგლისელი ანატომის, რ. ლოუერის, მიერ განხორციელდა. 1667 წელს კი ფრანგმა სწავლულმა დ. ბ. დენიმ პირველად განახორციელა სისხლის გადასხმა ცხოველიდან ადამიანზე. მან ცხელებით მომაკვდავ ავადმყოფს ბატკნიდან ერთი ჭიქა სისხლი გადაუსხა. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფი სიკვდილს გადაურჩა და მომჯობინდა, სხვა პაციენტები მაინც არ თანხმდებოდნენ სისხლის გადასხმას. მაშინ სწავლულმა დენიმ განაცხადა, რომ პირი, რომელიც სისხლს გადაისხამდა, დიდ გასამრჯელოს მიიღებდა. პარიზის ღარიბ-ღატაკთა კვარტალიდან ერთ-ერთი გაჭირვებული მუშა უმალვე გამოჩნდა და ცდისათვის თავი წარადგინა. სისხლის გადასხმის შემდეგ რეციპიენტმა (რომელსაც სისხლი გადაუსხეს) თავი კარგად იგრძნო და საკუთარი სისხლი ახლა სხვებს შესთავაზა გადასხმისათვის. ასე იქცა იგი პირველ შეგნებულ დონორად კაცობრიობის ისტორიაში.

დონორი გახლავთ პიროვნება, რომელიც ნებაყოფლობით აძლევს ავადმყოფს საკუთარ სისხლს გადასასხმელად. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ დენის მიერ ჩატარებული ყველა გადასხმა არ იყო წარმატებული. იყო გართულებები, სასიკვდილო შემთხვევები, რის გამოც სისხლის გადასხმა აიკრძალა საფრანგეთში. ამ წარუმატებლობათა მიზეზი, ცხადია, ის გახლდათ, რომ ცხოველთა და ადამიანთა სისხლი შეუთავსებელია. ადამიანის ორგანიზმში ცხოველისგან გადასხმული სისხლი იშლება. თუმცა მომაკვდავი ადამიანისათვის ჯანმრთელი ადამიანისაგან სისხლის გადასხმის აზრი მაინც არ ასვენებდათ ექიმებს. 1832 წელს პეტერბურგელმა მეანმა, გ. ვოლფმა, რუსეთში პირველად გადაუსხა სისხლი ადამიანისგან ადამიანს. რეციპიენტი (რომელსაც სისხლი გადაუსხეს) იყო მშობიარე, რომელმაც დიდი რაოდენობით სისხლი დაკარგა. გადასხმამ წარმატებით ჩაიარა და საბედნიეროდ, ქალი გადარჩა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დონორობის განვითარებას დიდი ისტორია აქვს. აღმავლობის გარდა, მას თან ახლდა ერთგვარი დაცემის პერიოდებიც, როდესაც სისხლის გადასხმის მეთოდი სახელმწიფო დონეზე იყო აკრძალული. ადამიანისათვის ინტრავენურად სისხლის გადასხმა საკმაოდ რთული პროცედურაა. არც არის გასაკვირი, მაშინ ხომ საინიექციო ნემსები და თანამედროვე შპრიცები არ არსებობდა. 1656 წელს ქრისტოფერ რენი საინიექციო ნემსად ფრინველის ნაკრტენს იყენებდა, შპრიცის ნაცვლად კი ცხოველებისა და თევზის ბუშტს. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის გადასხმის პირველ ცდებს კარგი შედეგები ჰქონდა, ამ მეთოდმა ფართო გავრცელება მაინც ვერ პოვა. ჯერ ერთი, სისხლის გადასხმის მეთოდი, ტექნიკური თვალსაზრისით, მეტად რთული ოპერაცია იყო, მეორეც, გადასხმული სისხლი ავადმყოფთა დიდ ნაწილში მძიმე გართულებებს იწვევდა, ზოგიერთი შემთხვევა ლეტალურადაც (სიკვდილით) მთავრდებოდა. იმ პერიოდში ყოველივე ამის მიზეზი, ცხადია, არ ესმოდათ!

დღეს უკვე ყველასთვის კარგად არის გასაგები, რომ გართულებებისა და სიკვდილის მიზეზი მაშინ სისხლის შეუთავსებლობა იყო, რომ ადამიანისათვის არათუ ცხოველისგან, ადამიანისგანაც ყველა შემთხვევაში არ შეიძლება სისხლის გადასხმა. აღნიშნულ მეთოდს თავისი ჩვენება აქვს და რაც მთავარია, ზოგჯერ ადამიანთა სისხლიც შეუთავსებელია. სისხლის გადასხმის მეთოდის სრულყოფისა და საზოგადოდ, დონორობის განვითარებისათვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სისხლის ჯგუფობრიობის აღმოჩენას. ამით ნათელი მოეფინა პოსტტრანსფუზიული გართულებების არსსა და დეტალებს, ამით კი შესაძლებელი გახდა მათი თავიდან აცილება. სისხლის ჯგუფობრიობის გათვალისწინებით, პირველი გადასხმები 1909 წელს ამერიკელი ქირურგის, ჯ. კრაილის მიერ განხორციელდა. მას შემდეგ სისხლის გადასხმის მეთოდი სხვადასხვა კუთხით დაიხვეწა. რაც შეეხება დონორობის ინსტიტუტს, დღეს ის სცდება ვიწრო სამედიცინო პრობლემის ჩარჩოებს, რომელიც გულისხმობს სამკურნალო დაწესებულებათა სისხლით მომარაგებას; დონორობა დღეს სოციალურად აქტუალურ პრობლემად არის ქცეული, რადგან ადამიანთა შორის დამოკიდებულებას ასახავს და აქედან გამომდინარე, მთელი საზოგადოების ინტერესებს ეხება!

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

სისხლის გადასხმისა და დონორობის ისტორია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები