/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

რატომ ერღვევათ ასაკოვნებს საჭმლის მონელება

დაბერებისდაკვალად საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება. ამ ინვოლუციური ცვლილებების შედეგად

ხანდაზმულებსა და მოხუცებულებში თავს იჩენს მალდიგესტიის სიმპტომები (დიგესტია საჭმლის მონელებას ნიშნავს, მალდიგესტია კი მის დაქვეითებას).

ინვოლუციური მალდიგესტია წარმოადგენს ნაწლავური მონელების დაქვეითებას საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა და ნაღვლის ასაკოვანი რედუქციის (შემცირების) გამო. ინვოლუციური მალდიგესტიის მიზეზია საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ასაკობრივი ფიზიოლოგიური ცვლილებები და არა რომელიმე დაავადება. ხანდაზმულ (61-75 წლის), მოხუცებულ (76-90 წლის) და დღეგრძელ (91 წელს გადაცილებულ) ადამიანებს დაავადებათა არარსებობის შემთხვევაშიც კი აწუხებთ მეტეორიზმი, დისკომფორტი მუცლის არეში, შეკრულობა და სხვა. ეს სიმპტომები საჭმლის მონელებისა და მოტორიკის დარღვევის მანიშნებელია.

ხანდაზმული ადამიანის ორგანიზმი ძნელად იტანს რძეს, ცხიმს, ხორცსა და თევზს. ეს იმის დამადასტურებელია, რომ ნორმალური ასიმილაციისგან გადახრა დამახასიათებელია არა მხოლოდ ავადმყოფი, არამედ სავსებით ჯანმრთელი ასაკოვანი ადამიანებისთვისაც. ასიმილაცია არის გარემოდან მიღებული მარტივი ელემენტებისგან ორგანიზმის შემადგენელი რთული ნივთიერებების შექმნა. ინვოლუციური მალდიგესტიის სიმპტომებია:

  • მუცლის შებერვა;
  • აირთა გაძლიერებული წარმოქმნა;
  • საკვების აუტანლობა;
  • ფეკალური მასების მოცულობის მომატება;
  • სტეატორეა (განავალში ცხიმის არსებობა);
  • ამილორეა (განავალში მოუნელებელი სახამებლის მარცვლების არსებობა);
  • კრეატორეა (განავალში კუნთოვანი და შემაერთებელქსოვილოვანი ბოჭკოების არსებობა);
  • დიარეა (ფაღარათი);
  • წონის კლება.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ნაწლავური მონელების დარღვევა ხელსაყრელ გარემოს ქმნის მიკრობული ფლორის გასამრავლებლად. ფერმენტული უკმარისობა და დისბაქტერიოზი იწვევს მეტეორიზმს (მუცლის შებერვას აირთა დაგროვების გამო), სწრაფად გაძღომის შეგრძნებას, დისკომფორტს. ასაკოვან ადამიანებს ხშირად ერთდროულად რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვთ, მათ შორის - გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები (საჭმლის მონელების ესა თუ ის დარღვევა, რომელიც შეკრულობითა და დისპეფსიური მოვლენებით ვლინდება).

არცთუ იშვიათია სისხლში შაქრის დონის მერყეობა. ეს უკანასკნელი გამოწვეულია პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) სეკრეტორული (გამომყოფი) ფუნქციის შესუსტებით, რასაც, თავის მხრივ, ჯირკვალში მიმდინარე სკლეროზული ცვლილებები განაპირობებს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.უკვე 1 წელია საჭმლის მონელების პრობლემა მაქვს.ანუ განავალს მოყვება გადაუმუშავებელი საკვები და ეს ფერმენტების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს?კონკრეტულად რომელი ფერმენტის ნაკლებობა იწვევს და თუ შეიძლება ანალიზის გარეშე დროებით ფერმენტების შემცველი მედიკამენტების მიღება?გმადლობთ.</p>

მოხუცებულებს ხშირად აქვთ გენერალიზებული ათეროსკლეროზი, მიკროცირკულაციური დარღვევები, რაც, თავის მხრივ, ყველა ორგანოს ქრონიკულ იშემიას განაპირობებს, ხოლო თვით იშემია - სისხლნაკლებობა არტერიული სისხლის მიწოდების შემცირების გამო - შეუქცევად ცვლილებებს და ორგანოთა ძირითადი ფუნქციების დაქვეითება-დაკარგვას იწვევს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონე 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

პანკრეასი ერთ-ერთი პირველი ორგანოა, რომელიც ხანგრძლივ იშემიას ფუნქციური აქტივობის დაქვეითებით პასუხობს. ამასთანავე, ამ დროს კუჭუკანა ჯირკვალში შესაძლოა თავი იჩინოს როგორც უმნიშვნელო სტრუქტურულმა ცვლილებებმა, ასევე შორს წასულმა დარღვევებმა, რომლებიც პანკრეასის უკმარისობას განაპირობებს. აღნიშნულ მდგომარეობათა პათოგენეზში შესაძლოა დიდი როლი შეასრულოს ჯორჯლის არტერიებში მიმდინარე ათეროსკლეროზულმა ცვლილებებმა, რომლებიც, თავის მხრივ, ჯირკვლის სისხლნაკლებობას, ჰიპოქსიას და მისი ფუნქციის დათრგუნვას იწვევს. ხსენებული პროცესების დროს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელებაში მონაწილე ფერმენტების გამოყოფა მცირდება, რის გამოც ირღვევა შესაბამის ნივთიერებათა მონელება.

ზოგჯერ ფერმენტთა უკმარისობა განპირობებულია წვრილ ნაწლავში მათი აქტივაციის დარღვევით. ცნობილია, რომ პანკრეასს დიდი კომპენსატორული შესაძლებლობა აქვს და სეკრეციული დარღვევები მხოლოდ ჯირკვლის მძიმე დაზიანების შემთხვევაში ყალიბდება. ასე, მაგალითად: სტეატორეა და კრეატორეა მანამდე არ ვლინდება, ვიდრე პანკრეასული ლიპაზის (ცხიმების მონელებაში მონაწილე ფერმენტის) და ტრიფსინის (ცილების დაშლაში მონაწილე ფერმენტის) გამოყოფა 90%-ით არ შემცირდება.

ასაკოვნები ახალგაზრდებზე გაცილებით ხშირად ზღუდავენ რაციონს, ნაკლებად მიირთმევენ ხორცს, ცხიმიან საკვებს, ამჯობინებენ ხილსა და ბოსტნეულს. ამ უკანასკნელს ხანგრძლივი კულინარიული დამუშავების შემდეგ მიირთმევენ, ვინაიდან მონელების პროცესი რამდენადმე შენელებული და ნაკლებაქტიური აქვთ. ყოველივე ეს მისასალმებელია ქოლესტერინის მიღების შემცირების, ათეროსკლეროზულ პროცესთა განვითარებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკის თვალსაზრისით, მაგრამ საყურადღებოა, რომ ხორცისა და რძის პროდუქტების, აგრეთვე ცხიმიანი საკვების მნიშვნელოვანი შეზღუდვის შედეგად მცირდება ორგანიზმში ვიტამინების შეღწევა, ვიტამინები კი ნივთიერებათა ცვლის რეგულატორები (ფერმენტთა მნიშვნელოვანი კომპონენტები) გახლავთ. აქედან გამომდინარე, მათი ნაკლებობის პირობებში ყველა ეს პროცესი ირღვევა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მონელების მკვეთრად გამოხატული დარღვევისას ასაკოვან ადამიანებში რეკომენდებულია პერიოდულად ფერმენტული პრეპარატების (მეზიმ ფორტე, ფესტალი, პანკრეატინი), აგრეთვე ბიოპრეპარატების (ლინექსი, ბაქტისუბტილი, ულტრაბიოტიკი და სხვა), მოხუცებულთათვის განკუთვნილი ვიტამინების დანიშვნა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ ერღვევათ ასაკოვნებს საჭმლის მონელება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები