/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

რატომ შეიძლება დაირღვეს ხანდაზმულებში საჭმლის მონელება

რატომ შეიძლება დაირღვეს ხანდაზმულებში საჭმლის მონელება
დაბერებასთან ერთად საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.

ამ ცვლილებების შედეგად ხანდაზმულებსა და მოხუცებულებში თავს იჩენს მალდიგესტიის სიმპტომები (საჭმლის მონელების დაქვეითება).

ინვოლუციური მალდიგესტია წარმოადგენს ნაწლავური მონელების დაქვეითებას საჭმლის მომნელებელი ფერმენტებისა და ნაღვლის ასაკოვანი შემცირების გამო. ინვოლუციური მალდიგესტიის მიზეზია საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ასაკობრივი ფიზიოლოგიური ცვლილებები. ხანდაზმულ ადამიანებს დაავადებათა არარსებობის შემთხვევაშიც კი აწუხებთ მეტეორიზმი, დისკომფორტი მუცლის არეში, შეკრულობა და სხვა. ეს სიმპტომები საჭმლის მონელებისა და მოტორიკის დარღვევის მანიშნებელია.

ხანდაზმული ადამიანის ორგანიზმი ძნელად იტანს რძეს, ცხიმს, ხორცსა და თევზს.

ინვოლუციური მალდიგესტიის სიმპტომებია:

  • მუცლის შებერვა;
  • საკვების აუტანლობა;
  • დიარეა (ფაღარათი);
  • წონის კლება

ფერმენტული უკმარისობა და დისბაქტერიოზი იწვევს მეტეორიზმს.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.უკვე 1 წელია საჭმლის მონელების პრობლემა მაქვს.ანუ განავალს მოყვება გადაუმუშავებელი საკვები და ეს ფერმენტების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს?კონკრეტულად რომელი ფერმენტის ნაკლებობა იწვევს და თუ შეიძლება ანალიზის გარეშე დროებით ფერმენტების შემცველი მედიკამენტების მიღება?გმადლობთ.</p>

ასაკოვან ადამიანებს ხშირად ერთდროულად რამდენიმე ქრონიკული დაავადება აქვთ, მათ შორის - გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული პრობლემები. მოხუცებულებს ხშირად აქვთ გენერალიზებული ათეროსკლეროზი, მიკროცირკულაციური დარღვევები, რაც, თავის მხრივ, ორგანოების ქრონიკულ იშემიას განაპირობებს, ხოლო იშემია - სისხლნაკლებობა არტერიული სისხლის მიწოდების შემცირების გამო - შეუქცევად ცვლილებებს და ორგანოთა ძირითადი ფუნქციების დაქვეითებას იწვევს.

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს საჭმლის მომნელებელ ორგანოთა ცვლილებები გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონე 60 წელს გადაცილებულ ადამიანებში.

პანკრეასი ერთ-ერთი ორგანოა, რომლის აქტივობაც ფუნქციაც ხანგრძლივი იშემიის შედეგად მცირდება. ამ დროს კუჭუკანა ჯირკვალში შესაძლოა თავი იჩინოს დარღვევებმა, რომლებიც პანკრეასის უკმარისობას განაპირობებს. აღნიშნულ მდგომარეობათა წარმოქმნაში შესაძლოა დიდი როლი შეასრულოს ჯორჯლის არტერიებში მიმდინარე ათეროსკლეროზულმა ცვლილებებმა, რომლებიც, თავის მხრივ, ჯირკვლის სისხლნაკლებობას, ჰიპოქსიას და მისი ფუნქციის დათრგუნვას იწვევს. ამ პროცესების დროს ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მონელებაში მონაწილე ფერმენტების გამოყოფა მცირდება, რის გამოც ირღვევა შესაბამის ნივთიერებათა მონელება. ზოგჯერ ფერმენტთა უკმარისობა განპირობებულია წვრილ ნაწლავში მათი აქტივაციის დარღვევით.

ასაკოვნები ახალგაზრდებზე გაცილებით ხშირად ზღუდავენ რაციონს, ნაკლებად მიირთმევენ ხორცს, ცხიმიან საკვებს, ამჯობინებენ ხილსა და ბოსტნეულს. ეს დადებითად აისახება ქოლესტერინის შემცირებაზე, ათეროსკლეროზულ პროცესთა განვითარებისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა პროფილაქტიკის თვალსაზრისით, მაგრამ საყურადღებოა, რომ ხორცისა და რძის პროდუქტების, აგრეთვე ცხიმიანი საკვების მნიშვნელოვანი შეზღუდვის შედეგად მცირდება ორგანიზმში ვიტამინების შეღწევა, ვიტამინები კი ნივთიერებათა ცვლის რეგულირებას უწყობენ ხელს. აქედან გამომდინარე, მათი ნაკლებობის პირობებში ყველა ეს პროცესი ირღვევა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რატომ შეიძლება დაირღვეს ხანდაზმულებში საჭმლის მონელება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები