/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

ქოლესტაზი - ნაღვლის შეგუბება

ქოლესტაზი - ნაღვლის შეგუბება
ქოლესტაზი - იგივე ნაღვლის შეგუბება არის სინდრომი,

რომლის დროსაც თორმეტგოჯა ნაწლავში ნაღვლის გადასვლა მნიშვნელოვნად შემცირებულია მისი ექსკრეციის, წარმოქმნის ან გამოყოფის დარღვევის გამო.

განასხვავებენ ღვიძლშიდა და ღვიძლგარე ქოლესტაზს, მიმდინარეობის მიხედვით გამოყოფენ მწვავე და ქრონიკულ, სიყვითლით და სიყვითლის გარეშე მიმდინარე ფორმებს.

მორფოლოგები ქოლესტაზს უწოდებენ ჰეპატოციტებში (ღვიძლის უჯრედებში) და კუპერის ჰიპერტროფირებულ (გადიდებულ) უჯრედებში ნაღვლის არსებობას (უჯრედული ბილირუბინოსტაზი), რაც ვლინდება ნაღვლის წვეთების სახით (ღვიძლშიდა ფორმის დროს). ღვიძლგარე ქოლესტაზის შემთხვევაში კი ნაღველი დაგროვილია წილაკთაშუა გაფართოებულ ნაღვლის სადინარებში (ე.წ. დუქტულური ქოლესტაზი), ასევე ღვიძლის პარენქიმაში, სადაც ნაღველს ე.წ. ნაღვლის ტბების სახე აქვს.

რამდენიმე დღის განმავლობაში არსებული ქოლესტაზი პოტენციურად შექცევადი ცვლილებების აღმოცენების პროვოცირებას ახდენს. დაავადება ხასიათდება მთელი რიგი ჰისტოლოგიური ცვლილებებით: ნაღვლის კაპილარების გაფართოებით, ნაღვლის თრომბების განვითარებით, უჯრედთა მემბრანების დაზიანებით, მათი განვლადობის პროვოცირებით.

პათოლოგიური პროცესის პროგრესირებასთან ერთად მჭიდრო კონტაქტების მთლიანობა ირღვევა, ვითარდება ბილირუბინოსტაზი, სკლეროზი და ნაღვლოვანი ინფარქტი. ამასთან ერთად ყალიბდება მიკროაბსცესები, პერიპორტული და მეზენქიმური ანთება. პათოლოგიური პროცესების მიმდინარეობის ფონზე ხშირია შემაერთებელი ქსოვილის რეაქცია, რა შემთხვევაშიც აღმოცენდება შეუქცევადი ხასიათის ცვლილებები. თუ აღნიშნული მდგომარეობა დიდხანს გრძელდება (თვეობით, ზოგჯერ წლობითაც), ვითარდება ფიბროზის ბილიარული ფორმა და შესაბამისად, პირველადი ან მეორეული ბილიარული ციროზი.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ ვარ 25 წლის ბიჭი და გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ჩემი გადაწყვეტილებით იმიტომ რომ მქონდა კუჭის შეკრულობა საშინელი ეხლა იმდენად აგარ რაც გასტრიტოლის წვეთების კეტილეპტის და მეზინფორტეს დალევა დავიწყე. მქონდა ასევე საშინელი ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ნეკნებ ქვეშ საშინელი ტკივილი. ეხლა იმდენად აღარ. ანრა არის მუცლის მაგნაწილშიდა როგორცვე ცოტა რაგაცას შევჭამ თითქოს და ტონა ჭამაო. რაც შეეეხებააა ჩემსს სისხლის ანალიზსსსს ერითროციტები მააქვსს მომატებული შედეგი 6.19 და ნორმა 5.9 წერია .ასევე ჰემოგლობინი 17.8 წერია შედეგიდა ნორმა 17.5 ..ასევე მაქ ეოზინოფილის პროცენტი 0.5 და ნორმაა 1-5 წერია და გვერძე წერია რომდაბალი მაჩვენებელია და და თვითონ ეოზინოფილი და არა ეოზინოფილის პროცენტი (ორიწერია ) ეგ მააქვს 0.03 და ნორმა 0.044 -0.5 წერიაა დააა ძან ავნერვიიულდი რატომ მაქვს ეს ეოზინოფილი დაბალიდა რისი მანიშნებელია? ან ერითროციტების და ჰემოგლობინის მატება რიიისი ნიშანიააა (ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ).</p>

საყურადღებოა, რომ ღვიძლთან დაკავშირებული ნებისმიერი პათოლოგია შესაძლოა ქოლესტაზთან კომპლექსში მიმდინარეობდეს. ზოგ შემთხვევაში ღვიძლის დაზიანების მაპროვოცირებელი მიზეზები ცნობილია (ალკოჰოლი, ვირუსები, მედიკამენტები), ზოგ შემთხვევაში კი - უცნობია (პირველადი ბილიარული ციროზი, პირველადი მასკლეროზებელი ქოლანგიტი).

ნაღვლის შეგუბების დროს ნაღვლის კომპონენტთა ჭარბი კონცენტრაციის გამო ღვიძლისა და ორგანიზმის სხვა ქსოვილებში რთული პათოლოგიური პროცესები აღმოცენდება. ისინი სხვადასხვა ნიშნებით გამოიხატება.

ქოლესტაზის კლინიკური სურათი ეფუძნება სამ ძირითად ფაქტორს:

  • სისხლსა და ქსოვილებში ნაღვლის ჭარბად მოხვედრას;
  • ნაწლავში ნაღვლის მოცულობის შემცირებას ან მის სრულად გაქრობას;
  • ნაღვლის კომპონენტებისა და მისი ტოქსიკური მეტაბოლიტების უშუალო ზემოქმედებას ღვიძლის უჯრედებზე.

სიმპტომებიდან აღსანიშნავია კანის ქავილი და საჭმლის მონელება-შეწოვის დარღვევა.

ქოლესტაზის ქრონიკული ფორმისთვის დამახასიათებელია ძვლების დაზიანება (ღვიძლისმიერი ოსტეოდისტროფია), ქოლესტერინული ჩანართები, კანის პიგმენტაცია მელანინის დაგროვების გამო. ღვიძლი დიდდება, მკვრივდება, თუმცა გლუვი ზედაპირისაა და უმტკივნეულო. პაციენტთა ნაწილს სისუსტე და ადვილად დაღლაც აწუხებს. პორტული ჰიპერტენზიისა და ბილიარული ციროზის არარსებობის შემთხვევაში ელენთის გადიდება (სპლენომეგალია), როგორც პათოლოგიური პროცესის ერთ-ერთი სიმპტომი, იშვიათად ვლინდება.

ხანმოკლე ქოლესტაზი იწვევს K ვიტამინის დეფიციტს ორგანიზმში, დაავადების ხანგრძლივად მიმდინარეობა კი A ვიტამინის დონის დაქვეითებას, გარდა ამისა, აღინიშნება E და D ვიტამინების დეფიციტი. D ვიტამინი კი ერთ-ერთი მთავარი რგოლია ღვიძლისმიერი ოსტეოდისტროფიისა და ოსტეოპოროზის განვითარებაში.

ნაღვლის დეფიციტის გამო ირღვევა საჭმლის მონელება, ასევე ცხიმების აბსორბცია. სტეატორეას თან ახლავს დიარეა (ფაღარათი), რომელიც სითხის დაკარგვას, ელექტროლიტებისა და ცხიმში ხსნადი ვიტამინების დეფიციტს განაპირობებს. ამ მიზეზთა გამო ვითარდება მალაბსორბცია, რომელსაც სხეულის მასის კლება სდევს თან.

ქოლესტაზის (განსაკუთრებით - მისი ქრონიკული ფორმის) ერთ-ერთი მარკერია ქსანთომები - ორგანიზმში ლიპიდური ცვლის დარღვევის შედეგად განვითარებული ყვითელი ფერის ლაქები კანზე. აღნიშული ტიპის ლაქები უპირატესად ლოკალიზებულია თვალის ირგვლივ, მტევნების ნაკეცებში, მკერდის, ზურგის, კისრისა და სარძევე ჯიკვლების ქვედა არეზე. ქოლესტერინის მაჩვენებლის დაქვეითების შედეგად დასახელებული ლაქები შეიძლება გაქრეს.

ქოლესტაზისათვის დამახასიათებელია სპილენძის ცვლის მოშლაც. ამ ელემენტის საერთო მოცულობის 80% ჯანმრთელ პირებთან, ჩვეულებრივ, ნაწლავებში ნაღველთან ერთად გამოიყოფა. ნაღვლის შეგუბების პირობებში სპილენძი მნიშვნელოვანი კონცენტრაციით გროვდება ორგანიზმში.

ნაღვლის სადინარების დახშობას მკურნალობენ ქირურგიული ან ენდოსკოპიური მეთოდებით. ღვიძლშიდა დახშობის სამკურნალო მეთოდის შერჩევა დამოკიდებულია მიზეზზე. თუ სავარაუდო მიზეზი წამლის გამოყენებაა, მისი მიღება უნდა შეწყდეს, თუ მიზეზი მწვავე ჰეპატიტია, ქოლესტაზი და სიყვითლე ქრება, როდესაც პროცესი ჩაცხრება. პაციენტს ურჩევენ, თავი აარიდოს ან შეწყვიტოს იმ ნივთიერებების მიღება, რომლებიც საზიანოა ღვიძლისთვის (მაგალითად, ალკოჰოლი და ზოგიერთი მედიკამენტი).

დასალევი მედიკამენტები გამოიყენება ქავილის სამკურნალოდ. წამალი უკავშირდება ნაღვლის გარკვეულ შემადგენელ ნაწილებს ნაწლავებში და აბრკოლებს მათ უკუშეწოვას, რაც ამცირებს კანის გაღიზიანებას. თუ ღვიძლი მძიმედ არ არის დაზიანებული, K ვიტამინის მიღებამ შეიძლება გააუმჯობესოს სისხლის შედედება. მდგრადი ქოლესტაზის დროს ხშირად ინიშნება კალციუმისა და D ვიტამინის დანამატები, მაგრამ ეს არცთუ მნიშვნელოვნად აბრკოლებს ძვლის ქსოვილის განლევას.

კომენტარები (1)
თამარი
ნაღვლის ოპერაცია გავიკეთე მარა დროდადრო ნაღველი მიდგება კუჭში თუ არ ამოვიღე კუჭი თუ არ გაინთავისუფლე მაღალი წნევები მაქვს საშინელი თავის ტკივილი იქნებ მირჩიოთ რა გადაიტანს ნაღველს
თარიღი : 02-06-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ქოლესტაზი - ნაღვლის შეგუბება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები