საჭმლის მომნელებელი სისტემის გამომყოფი ფუნქცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საჭმლის მომნელებელი სისტემის გამომყოფი ფუნქცია

მათ გადამუშავებას, სისხლში შეწოვასა და მოუნელებელი ნარჩენების გამოყოფას. საჭმლის მომნელებელ ტრაქტში ამ ფუნქციათა განსახორციელებლად სხვადასხვა სითხე გამოიყოფა.

გთავაზობთ ამ მნიშვნელოვანი სითხეების მოკლე დახასიათებას.

ნერწყვი

სანერწყვე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი სითხე შეიცავს მარილებს, ცილებსა და ფერმენტებს. ნერწყვი აქტიურად მონაწილეობს საჭმლის მონელების პროცესში, იცავს პირის ღრუს და კბილებს ყველა სახის დაზიანებისაგან, აძლიერებს პროდუქტების გემოს და ხელს უწყობს არტიკულაციას (სამეტყველო აპარატის ფუნქციობას). ნერწყვის გამოყოფის გარეშე ადამიანის ორგანიზმის ცხოველმყოფელობა შეუძლებელი იქნებოდა. ნერწყვის გამოყოფა დაკავშირებულია მონელების პროცესთან და დამოკიდებულია საკვების ფიზიკურ და ქიმიურ თავისებურებებზე. ის ინტენსიურად წარმოიქმნება მაშინ, როდესაც ადამიანი ღეჭავს საკვებს. ნერვული დაბოლოებები, რომლებიც პირის ღრუში არსებობს, ინფორმაციას აწვდის თავის ტვინის შესაბამის განყოფილებებს იმის შესახებ, თუ რა სახისა და თვისებებისაა მიღებული საკვები. ამის საპასუხოდ შესაბამისი ბრძანება გადაეცემა სანერწყვე ჯირკვლებს, რომლებიც გამოყოფენ იმ რაოდენობისა და ხარისხის ნერწყვს, რომელიც ესაჭიროება ორგანიზმს კონკრეტული საკვების მოსანელებლად.

ნერწყვი მხოლოდ პირის ღრუში საკვების მოხვედრის შემთხვევაში კი არ გამოიყოფა, არამედ მხედველობისა და ყნოსვის შედეგად აღქმული ინფორმაციის საპასუხოდაც, ანუ როდესაც ვხედავთ საკვებს ან მის სუნს შევიგრძნობთ. მაგალითად, ლიმონის დანახვაც კი საკმარისია დიდი რაოდენობით ნერწყვის გამოსაყოფად. ნერწყვის გამოყოფა ვეგეტატიური ნერვული სისტემის მიერ კონტროლდება. გამოყოფილი ნერწყვის რაოდენობა პირდაპირ უკავშირდება იმ პროცესებს, რომლებიც თავის ტვინის ქერქში მიმდინარეობს. მაგალითად, თუ თქვენ ნერვულ დაძაბულობას განიცდით, დიდი რაოდენობით ნერწყვი გამოგეყოფათ, ხოლო სტრესულ სიტუაციაში, შიშის, აგრეთვე ძლიერი ტკივილისა და გონებრივი დაძაბულობის დროს გრძნობთ, როგორ გიშრებათ პირი. ნერწყვი დიდი რაოდენობით გამოეყოფა იმ ადამიანებს, რომლებსაც ვეგეტატიური ცენტრების ორგანული დაზიანება აღენიშნებათ, მაგალითად, პარკინსონის დაავადების დროს, გარკვეული სახის დამბლის და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლისას. იგივე მდგომარეობა ვითარდება სამწვერა ნერვის დაზიანების შემთხვევაში.

ნერწყვს დამცველობითი ფუნქციაც აქვს. ის დიდი რაოდენობით გამოიყოფა ორსულობის საწყის პერიოდში. სავარაუდოა, რომ ორგანიზმი ასე რეაგირებს ტოქსიკოზზე. პირის ღრუ ადამიანს ნერწყვით ევსება იმ შემთხვევაშიც, თუ უხარისხო პროდუქტი მიიღო ან პირის ღრუს ლორწოვანი გარსი მკვეთრად გაუღიზიანდა. ყველასათვის ნაცნობია სიტუაცია, როდესაც კბილის მკურნალობისას პირი ნერწყვით ევსება. იგივე რეფლექსი ძლიერდება სტომატიტის დროს, პარაზიტებით საჭმლის მომნელებელი სისტემის დასნებოვნებისას.

როდესაც ამა თუ იმ მიზეზით ნერწყვის ფიზიოლოგიური გამოყოფა ირღვევა, პირის ღრუს ლორწოვანი გარსი ტრავმირებასა და ანთებას განიცდის საკვების მიღებისას. ვითარდება ეროზიები, წყლულები, კბილები სწრაფად ზიანდება.

კუჭის წვენი

კუჭის წვენი უფერო, გამჭვირვალე, მომჟავო გემოს მქონე სითხეა. ის საჭმლის მომნელებელი წვენია, რომელსაც კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლები გამოყოფს. ეს ჯირკვლები სხვადასხვა სახის უჯრედებს შეიცავს, რომლებიც წვენის შემადგენელ სხვადასხვა კომპონენტს გამოიმუშავებს. მთავარი უჯრედები გამოყოფენ ფერმენტებს, რომელთა დახმარებითაც იშლება საკვები ნივთიერებები: პეპსინი შლის ცილებს, ლიპაზა – ცხიმებს და ა. შ. ჯირკვლების სხვა უჯრედების მიერ ხდება მარილმჟავას სეკრეცია (გამოყოფა). სწორედ ეს მჟავა ქმნის კუჭში მჟავე გარემოს. მარილმჟავა, გარდა იმისა, რომ არბილებს კუჭში მოხვედრილ საკვებ გუნდას, ააქტივებს კუჭის წვენში შემავალ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, კლავს მიკროორგანიზმებს, აძლიერებს პანკრეასის (კუჭუკანა ჯირკვლის) ფერმენტების გამოყოფასა და მოქმედებას, ხელს უწყობს საჭმლის მომნელებელი ჰორმონების წარმოქმნას. კუჭის წვენის მჟავიანობა ყოველთვის ერთგვარი არ არის. ის დამოკიდებულია კუჭის წვენის გამოყოფის სიჩქარეზე და კუჭის ლორწოს გამანეიტრალებელ მოქმედებაზე. კუჭის წვენის მჟავიანობა იცვლება აგრეთვე საჭმლის მომნელებელი სისტემის ორგანოთა დაავადებების დროს. კუჭის ლორწოვანი გარსის ჯირკვლების დამატებითი უჯრედები გამოყოფს ლორწოს, რომელიც კუჭის წვენს წებოვნებას ანიჭებს. ლორწოს ტუტე რეაქცია აქვს. ის ანეიტრალებს მარილმჟავას, რითაც ამცირებს კუჭის წვენის მჟავიანობას, იცავს ლორწოვან გარსს გაღიზიანებისაგან და მონაწილეობს კუჭში მოხვედრილი საკვების მონელებაში. ფერმენტების, ლორწოსა და მარილმჟავას გარდა, კუჭის წვენი შეიცავს სხვადასხვა ორგანულ და არაორგანულ ნივთიერებას, ასევე განსაკუთრებულ ნივთიერებას, კასლის ფაქტორს, რომელიც უზრუნველყოფს B12 ვიტამინის შეწოვას წვრილ ნაწლავში.

კუჭის წვენი გამოიყოფა არა მხოლოდ კუჭში საკვების მოხვედრისას, არამედ მისი დანახვისა და სურნელის შეგრძნებისას. საკვების უსიამოვნო სუნი და შესახედაობა განაპირობებს როგორც კუჭის წვენის გამოყოფის შემცირებას, ასევე მის სრულ შეწყვეტას. კუჭის, ღვიძლის, ნაღვლის ბუშტის, ნაწლავების, სისხლისა და სხვა დაავადებათა დროს, აგრეთვე ნერვული სტრესების გავლენით კუჭის წვენის რაოდენობა და შემადგენლობა იცვლება.

ნაღველი

ნაღველს ღვიძლის უჯრედები – ჰეპატოციტები – გამოიმუშავებს. ნაღვლის გამომტანი გზებით ის საბოლოოდ თორმეტგოჯა ნაწლავში ხვდება. ნაწლავის აღნიშნულ ნაწილში მიმდინარეობს საკვების მონელება, ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების დაშლა. ცხიმების მონელება-შეთვისების პროცესთა მთავარი ხელმძღვანელი და კოორდინატორი სწორედ ნაღველია. უფრო კონკრეტულად, ნაღველი არ შეიცავს არანაირ ფერმენტს, შესაბამისად, უშუალოდ არ მონაწილეობს ცხიმების დაშლაში, მხოლოდ ხელმძღვანელობს ამ ურთულს პროცესს, კოორდინირებას უწევს მკაცრად და ეტაპობრივად.

ადამიანს დღე-ღამის განმავლობაში 0,5-1,5 ლიტრი ნაღველი გმოეყოფა. მის ძირითად კომპონენტებს შეადგენს ნაღვლის მჟავები, პიგმენტები და ქოლესტერინი. გარდა ამისა, ნაღველი შეიცავს ცხიმოვან მჟავებს, მუცინს, იონებს (Na+ , K+, Ca2+, CI-, NCO-3) და სხვა.

როგორც კი საკვები პირის ღრუში მოხვდება, ნაღველი თორმეტგოჯა ნაწლავისკენ მიიჩქარის. აქედან ის ნიშანს აძლევს პანკრეასს (კუჭუკანა ჯირკვალს) და ნაწლავთა ჯირკვლებს, რომლებიც საკვების დაშლა-მონელებისათვის საჭმლის მომნელებელი ფერმენტების სწრაფად გამომუშავებასა და გამოყოფას იწყებენ. საკუთრივ ნაღველი ამ დროს ცხიმებს ანაწევრებს, რათა მათი მონელება და შემდგომ შეწოვა გაადვილდეს. როგორც კი ნაწლავში ხვდება საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, ნაღველი მათ ააქტივებს, ანუ არააქტიური ფორმიდან აქტიურ ფორმაში გადაჰყავს ისინი. გააქტიურებული ფერმენტები კი მათზე დაკისრებული ფუნქციის შესრულებას იწყებენ.

ამის გარდა, ნაღველი სხვა პროცესზეც ზრუნავს. საკვების მონელების შემდეგ მისი დარჩენილი ნაწილის გადაადგილება ნაწლავებში ასევე ნაღვლის საზრუნავია. სწორედ ნაღვლის წყალობით ძლიერდება ნაწლავის პერისტალტიკა (შეკუმშვითი მოძრაობა საკვების გადაადგილებისათვის). ნაღველს სხვაგვარად თორმეტგოჯა ნაწლავის პატარა და მეტად მარდ დიასახლისს უწოდებენ, რომელიც ცხიმების შეთვისებასთან დაკავშირებულ საკითხებს უნიკალურად აგვარებს. სწორედ მისი წყალობით ხდება ცხიმების მონელების ურთულესი პროცესის სწორად და მკაცრად განსაზღვრული თანმიმდევრობით წარმართვა.

ფეკალური მასა და მისი გამოყოფა

ადამიანის ორგანიზმის ცალკეულ ორგანოებსა და ქსოვილებში მიმდინარე ნივთიერებათა ცვლის პროცესების (მეტაბოლიზმის) შედეგად სხვადასხვა ნარჩენი ნივთიერება წარმოიქმნება. ცვლის ამ საბოლოო პროდუქტებისაგან გათავისუფლება ადამიანის ორგანიზმის ცხოველმყოფელობის ბუნებრივი პროცესია. მეტაბოლიზმის ნარჩენ პროდუქტებს შორის ერთ-ერთია ფეკალური მასა (იგივე ექსკრემენტი, განავალი). ის წარმოადგენს მსხვილი ნაწლავის შიგთავსს, რომელიც დეფეკაციის შედეგად გამოიდევნება ორგანიზმიდან. საკვები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში მეტად გრძელ და რთულ გზას გადის. ამ გზის ბოლო განყოფილებაში – მსხვილ ნაწლავში, სადაც მილიონობით ბაქტერია ბინადრობს, საბოლოოდ საკვების მოუნელებელი ნაწილები ხვდება. მსხვილი ნაწლავის კედლები ამ ნარჩენებისგანაც მაქსიმალურად შეიწოვს სასარგებლო ნივთიერებებს, რომლებიც ჯერ კიდევ დარჩა. კონკრეტულად შეიწოვება წყალი, მინერალური ნივთიერებები და K ვიტამინი, რომელსაც ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები წარმოქმნიან. საბოლოოდ, დარჩენილ მასას მსხვილი ნაწლავის კედლები სწორი ნაწლავისაკენ გადადევნის. დეფეკაცია ანუ ფეკალური მასების გამოდევნა სწორი ნაწლავის კედლების შეკუმშვით ხდება ანალური სფინქტერის მოდუნების პირობებში.

ადამიანის ორგანიზმი თვითმარეგულირებელი უნიკალური სისტემაა. ნორმის დროს მას სასიცოცხლო მნიშვნელობის ვერცერთი ნივთიერება ვერ დატოვებს. სწორედ ამის წყალობით ფეკალური მასით ყოველდღიურად ორგანიზმიდან გამოიყოფა 100 მლ წყალი და არაორგანული იონების უმნიშვნელო რაოდენობა.

ფეკალური მასის სამი მეოთხედი ნაწილი წყალია, ერთი მეოთხედი კი – მკვრივი მასა. მკვრივი მასის ქიმიურ შედგენილობას რაც შეეხება:

  • ნაწლავებში მობინადრე ბაქტერიები შეადგენს – 30%-ს;
  • არაორგანული ნივთიერებები – 15%-ს;
  • ცილები – 3%-ს;
  • ცხიმები – 20%-ს;
  • საკვების სხვადასხვა მოუნელებელი კომპონენტი – 30%-ს.

ნორმალური ექსკრემენტი ამორფული წვრილმარცვლოვანი მასაა, რომელიც საკვების ნარჩენების წვრილი ნაწილაკებისაგან შედგება. ფეკალური მასის მოცულობა სხვადასხვა შეიძლება იყოს. საკვებ რაციონში მცენარეული საკვების სიჭარბის დროს მისი მოცულობა გაცილებით მეტია, ვიდრე ხორცის პროდუქტების ინტენსიურად გამოყენებისას. შიმშილობისას ფეკალური მასის მოცულობა მნიშვნელოვნად მცირდება. განავლის ფორმა და კონსისტენცია დამოკიდებულია საკვების ხასიათზე. ის შესაძლოა ორგანიზმში არსებულ სხვადასხვა დარღვევაზე მიანიშნებდეს. განავლის ფერს ძირითადად მასში არსებული პიგმენტი, სტერკობილინი, განაპირობებს. ის რამდენადმე ვარირებს ჯანმრთელ ადამიანებთან – ღია ყავისფრიდან მუქ ყავისფრამდე. ფეკალური მასის ფერი იცვლება მიღებულ საკვებსა და მედიკამენტებზე დამოკიდებულებით. მაგალითად, რკინა განავალს მომწვანო-მოშავო ფერს ანიჭებს, ჭარხალი – წითელს. განავლის ფერისა და შემადგენლობის ცვლილება აღინიშნება სხვადასხვა დაავადების დროსაც. შესაბამისად, ორგანიზმიდან გამოდევნილი ფეკალური მასა უბრალო ბალასტი კი არ არის, არამედ დიდი სადიაგნოსტიკო მნიშვნელობის გამო ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის ინდიკატორი.