/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-მოგესალმებიᲗ მყავს ბიᲭი ამა წლის აგცისტოᲨი გახდა 20 Თვის, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, ამ ბოლო სამი Თვის განმავლობაᲨი უკვე რამოდენიმეჯერ ჰქონდა ბაქტერია ყელის, ტესტი გავუკეᲗეᲗ და ყელᲨი ბაქტერია ჰქონდა , ნუ საზᲦვარგარეᲗ ვცხოვრობᲗ და სახელს ვერ გადავᲗარგმნი, მოკლედ ეხლაც აქვს ყელის ინფექცია, მყავდა ექიმᲒან ყელი წიᲗელი აქვსო, გლანდები Შესიებულუ, ბავᲨვს ცივს არც ვაᲭმევ არც ვასნევ, ასევე ბაᲦᲨიც გაფრᲗხილებულდბი არიან და საიდან ემარᲗება ვერ გავიგე Თან 3 ან 4 სᲦე სუცხე აქვს ჯერ 37 იწყდბა მერე 38 და მერე 39 ადის, 39 რომ გქონდა სანტელი გავუკეᲗეᲗ უკანა ნაწილᲨი, ექიმმა როგორც გვიᲗხრა, გუᲨინ ვიყავიᲗ პედიატრᲗან ანტიბიოტიკი დაგვინიᲨნა ერᲗი კვირა კლამოქსი, დაიწყო სმა მაგფამ სიცხე ისევ აქვს 37.7 , რა მოვიმოქმედო რომ ბავᲨვს დაუწიოს სიცხემ? ამ ასაკᲨი Ძმრიანი ნასკები ᲨეიᲫლება? სულ წამლებს ვაᲫლსვᲗ და არ მინდა გაიᲭყიპოს, რა მოვიმოქმედო რომ ავარიდო ამ ბაქტერიას

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

საჭმლის მონელება და საკვების ათვისება

საჭმლის მონელება და საკვების ათვისება
საჭმლის მონელება საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც 50 საათზე მეტხანს გრძელდება.

მიღებულმა ლუკმამ საკმაოდ გრძელი გზა უნდა გაიაროს, დაახლოებით 9 მეტრი, რათა ორგანიზმი ენერგიითა და ყველა საჭირო, აუცილებელი და სასარგებლო ნივთიერებით მოამარაგოს. აი, ამ გზაზე კი ყველაფერი შეიძლება მოხდეს... საკვები იშლება, ხარისხდება და გადამუშავდება. მოდი, გავეცნოთ როგორ არის მოწყობილი საჭმლის მომნელებელი სისტემა და რა ემართება საკვებს საჭმლის მონელების სხვადასხვა ეტაპზე.

- მართალია, რომ საჭმლის მონელება პირის ღრუშივე იწყება?

- დიახ! საკმარისია საკვების პირველივე ლუკმა პირში მოხვდეს, რომ იქვე განლაგებული სანერწყვე ჯირკვლები იწყებენ ნერწყვის აქტიურ გამოყოფას, რომელიც საკვებ გუნდას ასველებს, აჯირჯვებს, ერთგვაროვან რბილ მასად აქცევს, გარდა ამისა, სანერწყვე ჯირკვლები შეიცავენ საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს, რომლებიც საკვებ ნივთიერებებს მარტივ ნაწილებად შლიან, პირის ღრუში ეს ცხიმებსა და ნახშირწყლებს ემართებათ.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზოგჯერ ნერწყვი მანამდე გამოიყოფა, ვიდრე ადამიანი საკვებს მიიღებს, საქმე იმ ნერვულ დაბოლოებებს ეხება, რომლებიც ცენტრალურ ნერვულ სისტემას საჭმლის მომნელებელთან აკავშირებენ. მაგალითად, როდესაც ადამიანი ხედავს მადის აღმძვრელ სადილს ან შეიგრძნობს მის გემრიელ არომატს, მისი ტვინი სანერწყვე ჯირკვლებს უგზავნის სიგნალს: მოემზადონ საკვების მისაღებად.

სანერწყვე ჯირკვლების გარდა, პირის ღრუში საჭმლის მონელებაში აქტიურად მონაწილეობენ კბილები, რომლებიც აქუცმაცებენ საკვებს და ენა, რომელიც, ერთი მხრივ, გუნდის წარმოქმნაში მონაწილეობს, მეორე მხრივ, მის ზედაპირზე არსებული გემოვნების რეცეპტორებით ადამიანი შეიგრძნობს საკვების გემოს, კონსისტენციას და ტემპერატურას.

შეკითხვა ექიმს
<p>გამარჯობათ ვარ 25 წლის ბიჭი და გუშინ გავიკეთე სისხლის ანალიზი ჩემი გადაწყვეტილებით იმიტომ რომ მქონდა კუჭის შეკრულობა საშინელი ეხლა იმდენად აგარ რაც გასტრიტოლის წვეთების კეტილეპტის და მეზინფორტეს დალევა დავიწყე. მქონდა ასევე საშინელი ტკივილი მუცლის ზედა მარცხენა მხარეს ნეკნებ ქვეშ საშინელი ტკივილი. ეხლა იმდენად აღარ. ანრა არის მუცლის მაგნაწილშიდა როგორცვე ცოტა რაგაცას შევჭამ თითქოს და ტონა ჭამაო. რაც შეეეხებააა ჩემსს სისხლის ანალიზსსსს ერითროციტები მააქვსს მომატებული შედეგი 6.19 და ნორმა 5.9 წერია .ასევე ჰემოგლობინი 17.8 წერია შედეგიდა ნორმა 17.5 ..ასევე მაქ ეოზინოფილის პროცენტი 0.5 და ნორმაა 1-5 წერია და გვერძე წერია რომდაბალი მაჩვენებელია და და თვითონ ეოზინოფილი და არა ეოზინოფილის პროცენტი (ორიწერია ) ეგ მააქვს 0.03 და ნორმა 0.044 -0.5 წერიაა დააა ძან ავნერვიიულდი რატომ მაქვს ეს ეოზინოფილი დაბალიდა რისი მანიშნებელია? ან ერითროციტების და ჰემოგლობინის მატება რიიისი ნიშანიააა (ძალიან გთხოვთ მიპასუხეთ ).</p>

დაქუცმაცებული, დანაწევრებული და დარბილებული საკვები უკვე მზადაა გადასაყლაპად. ეს უკვე ენისა და ხორხსარქველის საქმეა. ენა საკვების გუნდას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მომდევნო განყოფილებაში აგზავნის, ხორხსარქველი კი კეტავს ხორხს, რათა ლუკმა სასუნთქ გზებში არ მოხვდეს.

- შემდეგ?

- შემდეგ საკვები გუნდა ხვდება საყლაპავში, მილში, რომელიც პირის ღრუს კუჭთან აკავშირებს. საყლაპავის კედლის კუნთები იკუშებიან და ტალღისმიერი მოძრაობით გუნდას კუჭისკენ გადააადგილებენ. ამგვარ მოძრაობას პერისტალტიკა ჰქვია, რომელიც დამახასიათებელია არა მხოლოდ საყლაპავის, არამედ კუჭისა და ნაწლავებისთვისაც.

ნორმალური მონელებისას ადამიანი ამგვარ ტალღისმიერ მოძრაობებს ვერ გრძნობს, რამდენადაც ჩვენი საჭმლის მომნელებელი ტრაქტი ავტომატურად მუშაობს.

საყლაპავის ქვედა ნაწილში მოხვედრისას მისი მომჭერი კუნთოვანი რგოლი – სფინქტერი – დუნდება, საყლაპავის სანათური იხსნება და საკვები კუჭში გადადის.

- რა ხდება კუჭში?

- აქ საკვები კუჭის კუნთოვანი შრის აქტიური და ძლიერი შეკუმშვების შედეგად კიდევ უფრო მეტად ქუცმაცდება და კუჭის წვენს ერევა, რომლის შემადგენლობაშიც შედის მარილმჟავა, წყალი და ისეთი მნიშვნელოვანი ფერმენტი, როგორიცაა პეფსინი, სწორედ იგია პასუხისმგებელი ცილების დაშლასა და მონელებაზე.

კუჭის კედლები დაფარულია საიმედო დამცავი ლორწოვანი შრით, რომელიც მას დაზიანებისგან იცავს. კუჭში მიმდინარე მანიპულაციების შედეგად ყალიბდება ნაწილობრივ მონელებული საკვები – ქიმუსი, რომელიც უფრო თხიერია, ვიდრე მყარი კონსისტენციის.

საჭმლის მომნელებელი წვენით კარგად გაჟღენთილი ქიმუსი კუჭის შეკუმშვების შედეგად გადის კიდევ ერთ მომჭერ რგოლს – პილორულ სფინქტერს, რის შემდგომაც გუნდა ხვდება წვრილ ნაწლავებში, კერძოდ კი, მის დასაწყის სტრუქტურაში – თორმეტგოჯა ნაწლავში.

ამის შემდგომ მოქმედებაზე საჭმლის მომნელებელი წვენები გადადიან, რომლებსაც კუჭქვეშა ჯირკვალი (პანკრეასი), ღვიძლი და ნაღვლის ბუშტი გამოიმუშავებს.

თორმეტგოჯა ნაწლავი გამოყოფს დიდი რაოდენობით ლორწოს, რათა დაიცვას თავისი კედლები მარილმჟავას შემცველი ქიმუსისგან.

- რა ფუნქციები აკისრიათ კუჭქვეშა ჯირკვალს, ღვიძლსა და ნაღვლის ბუშტს?

- პანკრეასი გამოიმუშავებს ჰორმონებს, მათ შორის – ინსულინს, ასევე ამილაზას, ლიპაზასა და პროტეაზებს – ცხიმების, ცილებისა და ნახშირწყლების დამშლელ ფერმენტებს.

ღვიძლი ასინთეზებს ნაღველს, რომელიც ცხიმოვანი მჟავების შეწოვას განაპირობებს. ნაღვლის სადინარებით ნაღველი ღვიძლიდან გადადის ნაღვლის ბუშტში და იქ რეზერვუარდება ან თორმეტგოჯა ნაწლავში, სადაც ის გამოიყენება. თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ღვიძლის, როგორც ორგანიზმის ყველაზე დიდი ბიოქიმიური ლაბორატორიის, ერთადერთი ფუნქცია არ არის.

მის ლაბორატორიებში საკმაოდ მნიშვნელოვანი ქიმიური გარდაქმნები მიმდინარეობს, რომელთა დახმარებითაც ჩვენი ორგა„ნიზმი სრულფასოვნად ფუნქციონირებს.

ის გარდაქმნის ამინომჟავებს, ასინთეზებს სხვადასხვა ტიპის ცხიმს, მარაგივით ინახავს ნახშირწყლებს გლიკოგენის სახით და იმარაგებს ვიტამინებს.

გარდა ამისა, ღვიძლი ანეიტრალებს საშიშ და მავნე ნივთიერებებს, გამოდევნის მათ ორგანიზმიდან.

- სად შეიწოვება ინტენსიურად საკვები ნივთიერებები?

- სად და წვრილ ნაწლავებში. ნაწლავის კედელში არსებული მილიონობით უწვრილესი ხაოსა და ხვრელის საშუალებით საკვები ნივთიერებები ხვდებიან სისხლში, ცხიმში ხსნადი ნივთიერებები ჯერ ლიმფაში გადადიან და შემდეგ სისხლის კალაპოტში.

სისხლს წვრილი ნაწლავებიდან გადააქვს მარტივი შაქრები, ამინომჟავები, გლიცერინი, ზოგიერთი ვიტამინი და მარილი ღვიძლში, რომელიც ინახავს, ამუშავებს და როცა ამის საჭიროება გახდება, გამოაქვს იქ, სადაც საჭიროა.

იქვე, წვრილ ნაწლავში, მიმდინარეობს წყლის ძირითადი შეწოვაც: ის, რაც რჩება საკვებიდან აუთვისებელი, გადადის ნაწლავის სხვა განყოფილებებში და წყლის, ელექტროლიტებისა და სხვადასხვა აუთვისებელი ელემენტის ნარევია, მაგალითად, მცენარეული ბოჭკოებისა. აი, ეს ყველაფერი კი შემდეგ მსხვილ ნაწლავში ევაკუირდება.

- ეს ბოლო ეტაპია?

- დიახ! მსხვილი ნაწლავის ბაქტერიები ბოლომდე ინელებენ დარჩენილ საკვებ ნივთიერებებს და ასევე ასინთეზებენ K ვიტამინს. აქვე შეიწოვება ნარჩენი წყალი და ყალიბდება განავლოვანი მასები, რომლებიც გადაადგილებიან ნაწლავის ბოლო განყოფილებაში – სწორ ნაწლავში. ნაწლავური შეკუმშვებით ის დეფეკაციის შედეგად იცლება და განავლოვანი მასები ორგანიზმიდან იდევნება.

საჭმლის მონელების ენერგეტიკა

საკვების მონელება საკმაოდ დიდი რაოდენობით ენერგიას მოითხოვს. ორგანიზმი ნახშირწლებიდან და ცილებიდან მიღებული კალორიიდან საერთო რაოდენობის 10%-ს ხარჯავს იმისათვის, რომ საკვებმა უპრობლემოდ გადალახოს ეს გრძელი გზა და სასარგებლო ნივთიერებები, რომლებსაც ის შეიცავს, ორგანიზმმა შეითვისოს.

ზოგჯერ საჭმლის მომნელებელ სისტემაში ერთიანი მონელების პროცესი ირევა, ადამიანი უჩივის მუცლის ტკივილს, მუცლის შებერვას, სპაზმებს ნაწლავის მტკივნეული შეკუმშვების გამო, დეფეკაციის პროცესი არარეგულარული ხდება. ამასთან, მუცელში ჩნდება ხმაური, ყურყური, მეტეორიზმი, ფაღარათი ან შეკრულობა.

სპეციალისტებს სწორედ ამგვარი ჩივილებით აკითხავენ პაციენტები და ხშირად მათ ეუბნებიან, რომ ეს კუჭ-ნაწლავში მიმდინარე დისპეფსიური მოვლენების შედეგია, რაც უპირატესად საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობას ან არასწორ კვებას უკავშირდება.

თუმცა არსებობს მთელი რიგი პათოლოგიები, რომლებიც ამგვარი პროცედურის პროვოცირებას ახდენენ:

  • დისბაქტერიოზი;
  • დივერტიკულოზი;
  • ენზიმოპათია;
  • ენტერიტი;
  • კოლიტი;
  • ნაწლავში სიმსივნური ქსოვილები;
  • გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის დაავადებები;
  • მეტაბოლიზმის პათოლოგიები.

ნაწლავური დისპეფსია შესაძლოა მიგვითითებდეს მასში ინფექციური კერის არსებობაზე, მაგალითად: დიზენტერიის, ქოლერის, ნაწლავის ტუბერკულოზის, სალმონელოზის დროს.

გამოიყოფა 2 ტიპის დისპეფსიური მოშლილობანი – ფუნქციური და ორგანული.

პირველ შემთხვევაში ვლინდება ორგანოს ფუნქციური მოქმედების მოშლა, ანუ ფუნქციურია დაზიანება, მეორე შემთხვევაში კი, ყოველივე საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ნაწილის ორგანულ დაზიანებას უკავშირდება. ამ უკანასკნელის არსებობისას სიმპტომატიკა მეტად გამოხატულია და დისკოსმფორტი გაცილებით მეტხანს გრძელდება.

- გამომწვევი მიზეზები?

- საჭმლის მომნელებელი პროცესის მოშლის კონკრეტული მიზეზის მიხედვით არსებობს დისპეფსიური მოვლენების რამდენიმე ფორმა:

  • მარტივი, მას მეორენაირად ალიმენტურსაც უწოდებენ. პირდაპირ იწვევს არასწორი კვება.

იმის მიხედვით, თუ რომელი ტიპის საკვები იწვევს, განირჩევა მარტივი დისპეფსიის რამდენიმე ქვეტიპი: ცხიმოვანი (საპნისმიერი), დუღილისა და ლპობის ფორმები.

  • ლპობითი ფორმა ვითარდება მაშინ, თუ საკვებში ცილოვანი პროუქტები ჭარბობს ან გამოიყენეს ძველი ხორცი.
  • დუღილის ფორმა ნახშირწყლების (პურის, კომბოსტოს, პარკოსნების, შაქრის) დიდი რაოდენობით გამოყენებას და დუღილის გამომწვევი სასმელების (გაზიანი სასმელები, ლუდი და ბურახი) მიღებას უკავშირდება.
  • ცხიმოვანი დისპეფსია ვითარდება ცხიმოვანი საკვების ჭარბად გამოყენებისას, ეს განსაკუთრებით ღორისა და ცხვრის ხორცს ეხება.

საჭმლის მომნელებელი ფერმენტების უკმარისობით გამოწვეული დისპეფსია

  • გასტროგენული – კუჭის ფერმენტების უკმარისობა;
  • პანკრეატოგენული – კუჭქვეშა ჯირკვლის ფერმენტების დეფიციტი;
  • ენტეროგენული – ნაწლავური წვენის უკმარისობით გამოწვეული;
  • ჰეპატოგენური – ღვიძლის მიერ ნაღვლის შემცირებული გამოყოფის შედეგი;
  • მალაბსორბციული – ნაწლავში შეწოვის პრობლემებით პროვოცირებული, რის შედეგადაც საკვები კომპონენტები ნაწლავიდან სისხლში ვერ აღწევენ;
  • ინფექციური – როდესაც სხვადასხვა ინფექციის გამო ნაწლავში საკვების მონელების პროცესი ირღვევა;
  • ინტოქსიკაციური – რომელიც გამოწვეულია სხვადასხვა დაავადების მიერ პროვოცირებული ინტოქსიკაციით, მათ შორის – გრიპი, ქრონიკული პათოლოგიების გამწვავება, სხვადასხვა ტიპის შხამების მიღება.

რისკფაქტორებია:

  • ძლიერი და ხშირი სტრესი;
  • ემოციური გადაძაბვა, ამ შემთხვევაში პათოლოგიას ნევროზული გენეზი აქვს;
  • ზოგიერთი მედიკამენტის უკონტროლო გამოყენება, მათ შორის – ანტიბიოტიკების, ჰორმონული ან სიმსივნეების საწინააღმდეგო პრეპარატების;
  • არასწორი კვება; ყველაზე ხშირად ეს ეხება დიდი რაოდენობის საკვების მიღებას;
  • ინტოქსიკაცია – ამ შემთხვევაში მოიაზრება როგორც ვირუსული, ისე ბაქტერიული წარმომავლობა, ასევე საყოფაცხოვრებო ინტოქსიკაციები;
  • კუჭის წვენში მარილმჟავას მომატებული კონცენტრაცია;
  • კუჭ-ნაწლავის მოტორიკასთან დაკავშირებული პრობლემები.

მეტეორიზმი

მედიცინაში ამ კოსმოსური ტერმინით ნაწლავებში აირების გაძლიერებულ დაგროვებას აღნიშნავენ. ჯანმრთელ ადამიანს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში დაახლოებით 200-500 მლ აირი უგროვდება, რომელთა შემადგენლობაშიც შედის წყალბადი, მეთანი, აზოტი, გოგირდი და ნახშირორჟანგის ნარევები.

მუცლის შებერვა ხშირი და უსიამოვნო სიმპტომია, რომელიც ადამიანს ზოგჯერ იმაზე დიდ ტანჯვას აყენებს, ვიდრე მუცლის ტკივილი. ის სუბიექტური შეგრძნებაა, რომელსაც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში აირების ჭარბი დაგროვება იწვევს.

მუცლის შებერვის მიზეზებია

აეროფაგია

ნორმის დროს საკვებისა და სასმლის მიღებისას ადამიანის კუჭში მცირე ოდენობის ჰაერი ხვდება, თუმცა ზოგჯერ მისი რაოდენობა იზრდება, როდესაც ადამიანი საკვებს სწრაფად ღეჭავს, ჭამის დროს საუბრობს, თამბაქოს ეწევა, გაზიანი სასმელების მიღებისას, საწრუპით სითხის დალევისას, საღეჭი რეზინის ხშირი გამოყენებისას, ცუდად მორგებული კბილის მოსახსნელი პროთეზის დროს, ზოგიერთი ფსიქიკური მდგომარეობებისას, განგაშის, ისტერიული ფსიქოზების დროს...

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფერმენტები

ფერმენტების უკმარისობისას საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ქვედა სეგმენტში დიდი რაოდენობის მოუნელებელი მასა ხვდება, იქ აქტიურდება ლპობისა და დუღილის პროცესები, რომელთაც თან სდევს აირების გაძლიერებული წარმოქმნა, მუცლის შებერვა, მუცლის ყურყური, ნახშირორჟანგისა და მეთანის გაძლიერებული გამოყოფა. ყველაზე ხშირად ეს მცენარეული საკვების, რძის, რძის ნაწარმისა და შავი პურის მიღების შედეგია.

დისპეფსია

ლპობით პროცესებს ყოველთვის თან სდევს ნაწლავებში აირების ჭარბი წარმოქმნა ცილოვანი საკვების გაძლიერებული მიღების შემდგომ, რაც უკავშირდება მათ გაძლიერებულ ფერმენტულ მონელებას. მეტეორიზმი ამ დროს ნაკლებ გამოხატულია, მაგრამ გარემოში გამოყოფილ აირებს გაცილებით უსიამოვნო სუნი აქვს მათში გოგირწყალბადისა და ნიშადურის შემცველობის გამო.

ნახშირორჟანგის წარმოქმნაში მნიშვნელობა აქვს კუჭის წვენში მარილმჟავას რაოდენობას და კუჭქვეშა ჯირკვლის სეკრეტის აქტიურობას.

საკვები კომპონენტების შეწოვის დარღვევა

მუცლის შებერვა დამახასიათებელია ისეთი დაავადებებისთვისაც, რომელთა დროსაც ირღვევა საკვები კომპონენტების ნორმალური შეწოვა წვრილ და მსხვილ ნაწლავში, გლუტენისა და ლაქტოზის აუტანლობისას, პრობლემური პროდუქტების მიღებისას, რომელთაც გაძლიერებული აირების წარმოქმნა ახასიათებს.

კოსმოსური აირები

ადამიანის კუჭ-ნაწლავში არსებული აირების 75% ნაწლავური აირებია. ისინი წარმოიქმნებიან ნაწლავის მიკროფლორის ბაქტერიების ფერმენტული მოქმედებით, რომელთაც ისინი საჭმლის მონელების პროცესში წარმოქმნიან. წვრილ ნაწლავებში აირების წვრილი ბუშტუკები საკვებს ერევა. ამ აირების 20% ბაქტერიული წარმოშობისაა.

მსხვილ ნაწლავში არსებული აირების 100% კი ბაქტერიული წარმოშობისაა, შიგთავსის საკმაოდ მაღალი სიმკვრივის გამო ნაწლავში ირღვევა აირების სისხლში გადასვლის პროცესი და ისინი ნაწლავებში გროვდებიან.

ჯანმრთელი ადამიანი დღე-ღამეში გამოყოფს 0,5 ან 1,5 ლ-მდე აირებს. მსხვილი ნაწლავის ბაქტერიების ძირითადი საკვებია გადამუშავებული უჯრედისი: ცელულოზა, ჰემიცელულოზა, პექტინები, საკვები ბოჭკოები.

ნორმალურ პირობებში დიდი რაოდენობით აირებს შთანთქავენ ე. წ. აერობი ბაქტერიები, რომლებიც ასევე მსხვილ ნაწლავებში ბინადრობენ. იმ შემთხვევაში, როდესაც აირების წარმომქნელ და მშთანთქავ ბაქტერიათა შორის ბალანსი აირების წარმომქმნელთა სასარგებლოდ ირღვევა, იწყება მეტეორიზმი.

აირები, რომელთაც მიკროფლორა წარმოქმნის, მონაწილეობენ ნაწლავის მუშაობის რეგულაციაში, მაგალითად, მეთანი ხელს უწყობს პერისტალტიკის შემცირებას და იწვევს ყაბზობას, ნახშიროჟანგი კი არეგულირებს მსხვილი ნაწლავის პერისტალტიკას და ააქტიურებს მას.

ეპიზოდური მუცლის შებერვა თითქმის ყველა ადამიანს გამოუცდია, რაც, უპირატესად, კვების თავისებურებებსა და პრობლემური პროდუქტების მიღებას უკავშირდება.

ნაწლავის მიკრობულ შემადგენლობას და მის პერისტალტიკას განსაზღვრავს მიღებული პოლისაქარიდების რაოდენობა.

ნაწლავური ფლორის მდგომარეობისა და მეტეორიზმის კლინიკური გამოვლინების მიხედვით განირჩევა: დუღილის, ლპობითი და შერეული ხასიათის აირების წარმოქმნა ნაწლავებში.

ყველაფერი ეს იწვევს ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და მნიშვნელოვნად აქვეითებს ადამიანის ცხოვრების ხარისხს, რის გამოც კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული ნებისმიერი პრობლემა დროულ რეაგირებასა და სათანადო მკურნალობას საჭიროებს.

კომენტარები (2)
თეიმურაზ შაროვი
ძალიან გასაგებ ენაზეა ახსნილი,&#128077;
თარიღი : 16-03-2025
ნაირა ხალაძე
საუკეთესოთაა ახსნი
თარიღი : 06-11-2024
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

საჭმლის მონელება და საკვების ათვისება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები