/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

ფსიქიკა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები

ფსიქიკა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები
"ყველაფერი ნერვების ბრალია", - ხშირად გაგვიგონია ეს ფრაზა, რომელსაც მართლაც ძნელია არ დავეთანხმოთ. კარგა ხანია, რაც

სტრესი და ნერვიულობა საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებათა ერთ-ერთ უმთავრეს მიზეზად მიიჩნევა. მართლაც დიდია თუ არა მათი როლი დაავადებების აღმოცენებაში? რატომ არის, რომ პაციენტი რაღაცას უჩივის, მაგრამ ექიმი ჩივილების მიზეზს ვერ პოულობს? ჩვენს ამ და სხვა შეკითხვებს "ავერსის კლინიკის" გასტროენტეროლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თენგიზ თელია უპასუხებს.

- როგორია, თანამედროვე შეხედულების თანახმად, სტრესის როლი კუჭის წყლულის აღმოცენებაში, წყლულოვანი დაავადების სიმპტომების გამწვავებაში, მისი ისეთი გართულებების ჩამოყალიბებაში, როგორებიც არის სისხლდენა ან პერფორაცია?

- თანამედროვე სამედიცინო ლიტერატურაში მართლაც შეხვდებით გამოთქმებს "სტრესული წყლული", "სტრესთან დაკავშირებული ლორწოვანის დაზიანება", მაგრამ ისინი გულისხმობს არა ფსიქოემოციურ, არამედ მძიმე დაავადებებთან დაკავშირებულ სტრესს. კუჭის სტრესული დაზიანების მიზეზად შესაძლოა იქცეს ადამიანის ორგანიზმისთვის საშიში ისეთი მდგომარეობები, როგორებიც არის შოკი, სეფსისი, მასიური დამწვრობა, მძიმე ტრავმა, მაგალითად, თავისა. მსგავს შემთხვევებში შესაძლოა განვითარდეს კუჭის ლორწოვანის მწვავე ეროზიული დაზიანება, დაწყლულება და სისხლდენა.

რაც შეეხება ფსიქოლოგიურ სტრესს, დღევანდელ მედიცინას არ გააჩნია საკმარისი მტკიცებულება ფსიქოლოგიურ სტრესსა და პეპტიკური წყლულების ჩამოყალიბებას შორის არსებულ მიზეზშედეგობრივ კავშირზე. მართალია, გაიგონებთ მოსაზრებას, რომ ფსიქოლოგიური სტრესი განაპირობებს პეპტიკურ წყლულს (წყლულოვან დაავადებას, როგორც რუსულენოვან ლიტერატურაში იხსენიება), ამ მიმართულებით ტარდება სამეცნიერო გამოკვლევები, მაგრამ მათი მონაცემები ურთიერთსაწინააღმდეგოა და სტრესის უშუალო როლი სარწმუნოდ დადასტურებული არ არის.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

მოგეხსენებათ, საყოველთაოდ ცნობილია, რომ პეპტიკური წყლული (წყლულოვანი დაავადება) უმეტესად ხასიათის განსაზღვრული წყობის, განსაზღვრული პიროვნული თვისებების მქონე, უფრო ნევროზულ ადამიანებს აქვთ, მაგრამ აშკარაა, რომ ასეთი თვისებების მქონე პირთა შორის ხშირია არაწყლულოვანი დისპეფსია და კუჭის სხვა ორგანული თუ ფუნქციური დაავადებებიც. ზემოთქმულიდან გამომდინარე, ფსიქოლოგიური სტრესის კონტექსტში არც პეპტიკური წყლულების გამწვავებასა და გართულებაზე შეიძლება საუბარი.

- დადგენილია თუ არა კავშირი სტრესს, ნერვიულობასა და ნაღვლის ბუშტის ისეთ პათოლოგიებს შორის, როგორებიც არის სანაღვლე გზების დისკინეზია და ნაღველკენჭოვანი დაავადება? შესაძლოა თუ არა, ღვიძლის კოლიკა სტრესით იყოს პროვოცირებული?

- ფსიქოლოგიური სტრესი როგორც სარწმუნო ეტიოლოგიური ფაქტორი არც ნაღველკენჭოვანი დაავადების პათოგენეზში ფიგურირებს. რაც შეეხება ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფუნქციურ დაავადებებს, ანუ იმ პათოლოგიებს, რომელთა დროსაც პაციენტს აქვს ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების დაავადებებისთვის დამახასიათებელი ჩივილები, მაგრამ გამოკვლევა დაავადების ხილულ ორგანულ ნიშნებს არ ავლენს, ასეთ პათოლოგიებში ენტერალური (ნაწლავის) ნერვული სისტემის დისფუნქციას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

- ტრადიციულად, მიაჩნდათ, რომ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებებს თან სდევს მელანქოლია და დეპრესია. მაგალითებად მოჰყავდათ გასტრიტი დაქვეითებული სეკრეტორული ფუნქციით, ნაღვლის ბუშტის დაავადებები. კვლავ პოპულარულია თუ არა ეს მოსაზრება?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.უკვე 1 წელია საჭმლის მონელების პრობლემა მაქვს.ანუ განავალს მოყვება გადაუმუშავებელი საკვები და ეს ფერმენტების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს?კონკრეტულად რომელი ფერმენტის ნაკლებობა იწვევს და თუ შეიძლება ანალიზის გარეშე დროებით ფერმენტების შემცველი მედიკამენტების მიღება?გმადლობთ.</p>

- ალბათ მკითხველთათვის ახალი არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ყველა ამოუცნობ პათოლოგიას, რომელიც ადამიანს დისკომფორტს ჰგვრის, თან ახლავს მელანქოლია და დეპრესია. თუმცა ერთმნიშვნელოვნად იმის თქმა, რომ გასტროენტეროლოგიური პრობლემები დეპრესიასა და მელანქოლიას იწვევს, ძალზე ხმამაღალი განაცხადი იქნებოდა. უპრიანია ვიფიქროთ, რომ საქმე პირიქით არის - მელანქოლიურ და დეპრესიულ პირებს უფრო ემუქრებათ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციური პრობლემები.

-საუბრისას უკვე რამდენჯერმე ვახსენეთ საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დაავადებები. რა არის ეს, როგორ ვლინდება, რას შეიძლება უჩიოდეს პაციენტი?

- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დაავადება არის მდგომარეობა, როცა პაციენტს აქვს ჩივილები საჭმლის მომნელებელი სისტემის ამა თუ იმ ორგანოს მხრივ, მაგრამ ენდოსკოპიური, რენტგენოლოგიური თუ სხვა რეკომენდებული გამოკვლევები ნორმიდან გადახრას არ ავლენს. მიუხედავად სტრუქტურული ცვლილებების არარსებობისა, ფუნქციური ხასიათის ჩივილებმა გასტროინტესტინური (ანუ კუჭ-ნაწლავის) ტრაქტის ყველა ორგანოს მხრივ შეიძლება იჩინოს თავი.

განასხვავებენ საყლაპავის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, ნაწლავების ფუნქციურ დაავადებებს, აბდომინური (მუცლის) ტკივილის სინდრომს, ნაღვლის ბუშტისა და ოდის სფინქტერის ფუნქციურ დაავადებებს, ანორექტალურ დაავადებებს.

ფუნქციური დაავადებების სიმპტომატიკა განსხვავებულია. ის დაავადების სახეზეა დამოკიდებული. მაგალითად, საყლაპავის ფუნქციური დაავადებები შესაძლოა გამოვლინდეს ყელში ბურთის გაჩრის შეგრძნებით, საყლაპავის საპროექციო არის ტკივილით, გულძმარვით, ყლაპვის გაძნელებით ანუ დისფაგიით.

საჭმლის მომნელებელი სისტემის ზემო ნაწილის ფუნქციური დაავადებებიდან აღსანიშნავია ფუნქციური დისპეფსია - ტკივილი ან დისკომფორტი მუცლის ზედა ნაწილში, ბოყინი, ფუნქციური ღებინება.

საჭმლის მომნელებელი სისტემის ქვედა ნაწილის ფუნქციური პათოლოგიებია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, რომელსაც ახასიათებს მუცელში დისკომფორტის შეგრძნება, ნაწლავების მოქმედების თანმხლები ტკივილი, ყაბზობა (შეკრულობა) ან დიარეა (ფაღარათი), ფუნქციური მეტეორიზმი, ფუნქციური ყაბზობა და ფაღარათი.

ცალკე განიხილება ფუნქციური მუცლის ტკივილი - გახანგრძლივებული ან ხშირად განმეორებადი მუცლის ტკივილი, რომელიც ნაწლავების მოქმედებასთან არ არის დაკავშირებული.

ნაღვლის ბუშტისა და სანაღვლე გზების ფუნქციური დაავადებებია ნაღვლის ბუშტის დისფუნქცია, რომელსაც ახასიათებს მძიმე, მდგრადი ტკივილის ეპიზოდები და ოდის სფინქტერის დისფუნქცია. ეს უკანასკნელი ვლინდება ძლიერი მდგრადი ტკივილით სტრუქტურულ ცვლილებათა გარეშე.

- რით ხსნის თანამედროვე მედიცინა მდგომარეობას, როდესაც პაციენტს აქვს საჭმლის მომნელებელი სისტემის ამა თუ იმ დაავადების სიმპტომები, მაგრამ კვლევა ცვლილებებს არ ავლენს?

- სადღეისოდ ამ მოვლენას ერთმნიშვნელოვნად ვერ ხსნიან. სწორედ ამიტომ არსებობს გასტროინტესტინურ დაავადებათა ზემოთ განხილული ჩამონათვალი, რომელიც აერთიანებს დაავადებებს გასტროენტეროლოგიური სიმპტომატიკით და ორგანული დაზიანების გარეშე.

- რა გვაძლევს საფუძველს, გადაჭრით ვთქვათ, რომ პაციენტის ჩივილები სწორედ საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციურ დაავადებებთან არის დაკავშირებული და არა რაიმე სხვა დაავადებასთან?

- სამწუხაროდ, საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციურ დაავადებებს არ ახასიათებს სპეციფიკური სიმპტომები. ეს იმას ნიშნავს, რომ ზემოთ აღწერილმა სიმპტომატიკამ შესაძლოა თავი იჩინოს არა მარტო ფუნქციური დაავადებების დროს, არამედ სხვადასხვა ორგანული პათოლოგიის შემთხვევაშიც. მაგალითად, ტკივილი მუცლის ზედა ნაწილში აღინიშნება არა მარტო ფუნქციური პათოლოგიის, არამედ წყლულოვანი დაავადების, კუჭის სიმსივნის, ქრონიკული პანკრეატიტის დროსაც.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისთვის დამახასიათებელი ნიშნები თავს იჩენს ნაწლავის სიმსივნის, ნაწლავის ანთებითი დაავადებების შემთხვევაშიც. სწორედ ამიტომ ტარდება სრულყოფილი გამოკვლევა, რათა ორგანული პათოლოგიის არსებობა გამოირიცხოს. გამოკვლევა განსაკუთრებით გულდასმით უნდა ჩატარდეს იმ შემთხვევაში, როცა ზემოთ აღწერილ სიმპტომებს თან ერთვის ნიშნები, რომელთაც საგანგაშო სიმპტომებს უწოდებენ. ასეთი საგანგაშო ნიშნებია:

  • ცხელება, წონის კლება, ღებინება სისხლიანი მინარევით, კუპრისმაგვარი განავალი ანუ მელენა, რაც კუჭ-ნაწლავიდან სისხლდენის ნიშანია, ანემია, სისხლში ლეიკოციტების ან ედს-ის მატება.

ამ სიმპტომთაგან ნებისმიერის არსებობა ამცირებს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დაავადებების ალბათობას და დღის წესრიგში აყენებს მძიმე ორგანული დაავადების გამორიცხვის აუცილებლობას.

ზოგადად დიაგნოსტიკისთვის არსებობს მეთოდური რეკომენდაციებისა თუ ალგორითმების მთელი წყება, რომელთაც გასტროენტეროლოგი იყენებს პაციენტის გამოკვლევისას. შესაბამისად, სწორედ სპეციალისტს შეუძლია დაადგინოს ჩივილების რეალური მიზეზი და იყოს პასუხისმგებელი ყველა სამედიცინო გადაწყვეტილებაზე.

- როგორია საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დაავადებების მკურნალობის ტაქტიკა, რას ურჩევდით თავად, როგორც სპეციალისტი, პაციენტს, რომელსაც საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციური დაავადების დიაგნოზი დაუსვეს?

- საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ფუნქციური დაავადებების მკურნალობა რთული და კომპლექსური პროცესია, მეტადრე, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ პაციენტს შესაძლოა ჰქონდეს ერთი და იმავე ორგანოს როგორც ფუნქციური, ასევე ორგანული დაავადება. ამ შემთხვევაში მკურნალობა და მართვა გაცილებით უფრო კომპლექსური ხდება. ბუნებრივია, მკურნალობის კონკრეტული მეთოდებისა და პრეპარატების განხილვას არ შევუდგებით, ეს ყოველი პაციენტის პირადი ექიმის პრეროგატივაა, მაგრამ მკითხველს შეიძლება ვურჩიოთ, მიმართოს კვალიფიციურ გასტროენტეროლოგს, მიანდოს მას თავისი პრობლემები, ითანამშრომლოს ექიმთან და მასთან ერთად მართოს საკუთარი პათოლოგია. ასეთი მიდგომით ჩვენ ერთად დავამარცხებთ დაავადებას.

კომენტარები (1)
ბაჩო
გამარჯობათ გავიკეთე კველაპრის ანალიზი და გავიკეთე უკტრასაუნტი ორივე მხარეს საერტოდ კველაპრის ანალიზი მოკლედ რომ ვტკვატ და მაინც ვგრძნობ ყრუ ტკივილს მუცლის მარცხენა მხარეს გთხოვტ მომცეტ რჩევა მადლობა
თარიღი : 15-07-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

-გამარჯობა.ვარ 44 წლის მამაკაცი.დაახლოებით ერთი წლის წინ მარჯვენა ფერდის მხარეს დამეწყო ძლიერი ტკივილი.წონაში ძალიან ვიყავი მომატებული.ამის გამო ,,ავერსი,,ს კლინიკაში მივედი გასინჯვაზე ექოსკოპიაზე და სერიოზული დარღვევა არ აღმომაჩნდა.[მხოლოდ ღვიძლის გადიდება].შემდეგ მივედი თერაპევტთან.თერაპევტმა დამინიშნა 3 თვიანი მკურნალობა და დიეტაც გამომიწერა.მე 3 თვიანი მკურნალობა ბოლომდე შევასრულე და თან 15 კილოგრამიც დავიკლე წონაში.ტკივილი შემიმცირდა მაგრამ ბოლომდე არ გაქრა.ხანდახან ისევ ძლიერად მაწუხებს ტკივილი.თუ შეიძლება მირჩიოთ როგორ დავადგინო ტკივილის მიზეზი?რომელი აპარატით ჩავიტარო გამოკვლევა?დიდი მადლობა წინასწარ.

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ფსიქიკა და კუჭ-ნაწლავის დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები