/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

-მოგესალმებიᲗ, ხᲨირად გწერᲗ ხოლმე.მოკლედ მყავს 20 Თვის ბიᲭი, დადის კერᲫო ბაᲦᲨი, დᲦეს გამოვიყვანეᲗ ბაᲦიდან დროებიᲗ რადგან, აქვს კოკსაკის ვირუსი, გუᲨინ დილიᲗ არაფერი ჰქონდა, საᲦამოს უმნიᲨვნელოდ ხოლო დᲦეს უკვე დააყარა, Თუმცა სახე და ზურგი სუფᲗა აქვს, სიცხეც არ აქვს, ᲧელᲨი ზემოᲗ ᲗეᲗრად აქვს ლაქები ერᲗი Თვის წინ ენტერო ვირუსიც გამოსცადა,ხოლო 1 წლის წინ ანუ როცა 6 Თვის იყო როტა ვირუსიც, ვცხოვრობᲗ ანტალიაᲨი, აქ ყველა ავად არის არ ვიცი რატომ,მოკლედ მაინტერესებს ვიყავიᲗ პედიატრᲗან დᲦეს და გვიᲗხრა ᲗავისიᲗ გავაო , ნუᲗუ არ არსებობს რაიმე წამალი? და როდის გავუᲨვა ბაᲦᲨი? დაემარᲗა დᲦეს 12.09.2024. მადლობა Თქვენ

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ანგიოლოგია

ანევრიზმა

ანევრიზმა
ანევრიზმა გულ-სისხლძარღვთა სისტემის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ დაავადებად მიიჩნევა. ის აზიანებს და ცვლის სისხლძარღვის კედლის სტრუქტურას, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი კარგავს ელასტიკურობას და ხელშემწყობი ფაქტორის დართვის შემთხვევაში შესაძლოა გასკდეს კიდეც, რასაც სისხლის მიმოქცევის მოშლა მოჰყვება. ანევრიზმა ნებისმიერ სისხლძარღვში შეიძლება ჩამოყალიბდეს. ადგილმდებარეობისა და ლოკალიზაციის მიხედვით განასხვავებენ მის რამდენიმე კლინიკურ ფორმას. ყველაზე გავრცელებულია აორტის ანევრიზმა. მისი 25% გულმკერდის აორტის ანევრიზმების წილად მოდის, ხოლო 75% - აორტის მუცლის ნაწილის ანევრიზმების წილად. ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით საშიშია მსხვილი სისხლძარღვებისა და აორტის ანევრიზმები. გარდა იმისა, რომ არსებობს ანევრიზმის გახეთქვის საფრთხე, სახიფათოა თავად სისხლძარღვის დეფორმაციაც, რადგან გადიდებული უბანი შესაძლოა მიაწვეს ირგვლივ მდებარე ნერვებს და შესაბამისი უბნების დისფუნქცია გამოიწვიოს.

ვირუსები და ინფექციები

  • უკანასკნელ ხანს წარმოჩნდა ანევრიზმის ჩამოყალიბებაში ვირუსების როლიც. განსაკუთრებით საყურადღებოა სტაფილოკოკური და სტრეპტოკოკური ინფექციები, რომელთა დროსაც სისხლძარღვთა კედელში ანთებითი პროცესი ვითარდება. იგი აზიანებს სისხლძარღვს, აძლიერებს ელასტინის დაშლას და ანევრიზმის წარმოშობას განაპირობებს.
  • მნიშვნელოვანია ქლამიდიური ინფექციის როლიც, რომელიც ასევე იწვევს აორტის კედელში ანთებით პროცესებს.
  • დადასტურებულია ანევრიზმის ჩამოყალიბებაში სიფილისისა და ტუბერკულოზური ინფექციის წვლილიც.

რისკის ფაქტორები

ანევრიზმის ძირითადი რისკფაქტორებია:

  • ასაკი - 50 წელზე მეტი;
  • სქესი - მამრობითი;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • გულის იშემიური დაავადება;
  • სისხლძარღვოვანი აუზების დაზიანება;
  • ფილტვების არასპეციფიკური ქრონიკული დაავადებები;
  • თამბაქოს წევა - პაციენტების თითქმის 100%-ს მწეველობის 25 წელზე ხანგრძლივი სტაჟი აქვს.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფაქტორების პროცენტული განაწილება ასეთია:

  • ანევრიზმით დაავადებულთა 63%-ს აქვს არტერიული ჰიპერტენზია 160-ზე მაღალი მაჩვენებლით;
  • 71%-ს - გულის იშემიური დაავადება;
  • მხოლოდ 25%-ს უდასტურდება გადატანილი მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • 41%-ს ფილტვების არასპეციფიკური დაავადება აწუხებს.

მშრალი რიცხვები

  • ანევრიზმას საკმაოდ დიდი ადგილი უკავია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების სტრუქტურაში. ამ პათოლოგიის მქონეთა 90%-ს სისხლძარღვთა კედლის ამა თუ იმ ხარისხით გამოხატული ათეროსკლეროზული დაზიანება აღენიშნება.
  • მუცლის აორტის ჩამოყალიბებას საკმაოდ ხშირად წინ უძღვის ათეროსკლეროზული ცვლილებები მუცლის აორტის ირგვლივ მდებარე სისხლძარღვებში. წლობით ნებაზე მიშვებული დაავადება პროგრესირებს და საბოლოოდ მუცლის აორტასაც სერიოზულად აზიანებს.
  • 18-22%-ში მუცლის აორტის ანევრიზმის განვითარების მიზეზი აორტის მექანიკური დაზიანებაა ტრავმის, მუცლის ღრუს ინვაზიური ინსტრუმენტული გამოკვლევის, სისხლძარღვთა რეკონსტრუქციული ოპერაციის შედეგად.
  • სტატისტიკის თანახმად, ანევრიზმის გახეთქვა 10 ათასიდან 5-10 ადამიანთან აღირიცხება, უემეტსად - 30-50 წლის მამაკაცებთან.
  • თამბაქოს წევასა და ანევრიზმის გახეთქვას შორის საინტერესო კავშირია. მწეველებთან ეს გართულება 4-ჯერ იშვიათია, ვიდრე არამწეველებთან - თამბაქოს წევისას ჩასუნთქული აირები იწვევს ანტიტრიფსინის ინაქტივაციას. ეს ის ნივთიერებაა, რომელიც აორტის კედელში დეგრადაციული პროცესების დამუხრუჭებას იწვევს.
  • აორტის ანევრიზმის გახეთქვის პოტენციური რისკფაქტორია არტერიული ჰიპერტენზია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დიასტოლური წნევის მაჩვენებელი აღემატება 100-ს,
  • გახეთქვის ათიდან ცხრა შემთხვევა ლეტალური შედეგით მთავრდება. უკანასკნელ ხანს ანევრიზმის გახეთქვის შემთხვევები 7-ჯერ გახშირდა, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რაოდენ მნიშვნელოვანია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
კალანხოე ვარიკოზული ვენების სამკურნალო ეფექტური საშუალებაა
რამდენიმე წელია ვენების ვარიკოზული გაგანიერება მაქვს. ქვედა კიდურებში სიმძიმის შეგრძნება და შესიება მაწუხებს.
სრულად

სამკურნალო წერილები

ყაბზობას ასე ვშველი
ყაბზობას ასე ვშველი
ცხოვრების არასწორი წესით, რომელიც ძირითადად მჯდომარე სამსახურსა და მშრალი კვების ნირს მოიცავს, ისე დავიავადე ნაწლავები, რომ
სრულად

სამკურნალო წერილები

კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭის ტკივილს მრავალძარღვა ამარცხებს
კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაქვეითებული მჟავიანობის, წყლულოვანი დაავადების თანმდევი ტკივილისას გთავაზობთ:
სრულად

რა იწვევს ბოყინს და რომელ დაავადებებზე მიგვანიშნებს ის? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა იწვევს ბოყინს და რომელ დაავადებებზე მიგვანიშნებს ის?

- ბოყინი წარმოადგენს ფიზიოლოგიურ პროცესს - აირების ამოსვლას საჭმლის მომნელებელი ტრაქტიდან, ძირითადად საყლაპავიდან ან კუჭიდან. ხშირად მას თან სდევს დამახასიათებელი ხმა და სუნიც.

საკვებსა და კუჭის წვენთან ერთად კუჭში ყოველთვის არის ჰაერი, რომელიც დაგროვილია კუჭის ყველაზე მაღლა მდებარე ნაწილში. ის შედგება ჩაყლაპული ჰაერისგან, ასევე -

ზოგიერთი საკვების (ლობიოს, კომბოსტოს, მუხუდოს და სხვა) მონელების შედეგად წარმოქმნილი აირებისა და ნახშირორჟანგისგან, რომელიც კუჭში მოხვედრილი ტუტე საკვების ან სითხის (საჭმელი სოდა, მინერალური წყალი) კუჭის წვენთან რეაქციის შედეგად გამოიყოფა.

ეს აირი, ჩვეულებრივ, თანდათანობით, ადამიანისთვის შეუმჩნევლად ამოდის კუჭიდან საყლაპავისა და პირის ღრუს გავლით, მაგრამ თუ აირის წნევამ განსაზღვრულ ზღვარს მიაღწია, საყლაპავსა და კუჭს შორის არსებული მომჭერი კუნთოვანი რგოლი, კარდიული სფინქტერი, იხსნება და აირი ერთბაშად მაღალი წნევით ამოიტყორცნება პირის ღრუში, რასაც თან სდევს დამახასიათებელი ხმიანობა, გამოწვეული საყლაპავის ზედა სფინქტერის ვიბრაციით, ზოგჯერ - დამახასიათებელი სუნიც, რომელიც აირის შემადგენლობაზეა დამოკიდებული. მ

სგავსი მოვლენა ფიზიოლოგიურ ნორმად ითვლება, თუ ადგილი აქვს ერთეულ შემთხვევებს, ისიც - დიდი ოდენობის ან სწრაფად და არასათანადოდ დაღეჭილი საკვების მიღების დროს, მაგრამ თუ ბოყინი რეგულარულია, თავს იჩენს ნებისმიერი საკვების მიღების შემდგომ ან ცარიელ კუჭზე და მუდამ შემაწუხებელი სუნი აქვს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადება უნდა ვივარაუდოთ.

ასევე სერიოზული სიმპტომია ბოყინის დროს საკვების ნარჩენების უკან ამოსვლა. დაავადების კვალობაზე, კუჭის შიგთავსი შესაძლოა იყოს მჟავე, მწარე ან ჰქონდეს ლპობის სუნი.

რომელი დაავადებები იწვევს ბოყინს?

- შემაწუხებელ ბოყინს იწვევს კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა (გასტროეზოფაგური რეფლუქსი), კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება, გასტრიტი, დუოდენიტი, დუოდენოსპაზმი ან დუოდენოსტაზი, კენჭოვანი ან უკენჭო ქოლეცისტიტი, ნეიროვეგეტატიური დისტონია, ენტერიტი, კოლიტი, ქრონიკული და მწვავე პანკრეატიტი.

პათოლოგიური ბოყინი ასევე შესაძლოა გამოიწვიოს საჭმლის მომნელებელი სისტემის რომელიმე უბნის ავთვისებიანმა სიმსივნემ. ბოყინის გამომწვევ დაავადებათაგან კეთილთვისებიან ქირურგიულ პათოლოგიებად ითვლება კარდიოსპაზმი ან საყლაპავის აქალაზია, დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის თიაქარი ან კარდიული სფინქტერის უკმარისობა და კენჭოვანი ქოლეცისტიტი, თუმცა ზოგიერთ სხვა პათოლოგიასაც გართულების შემთხვევაშიც (მაგალითად, სისხლდენა კუჭნაწლავის ტრაქტიდან, კუჭის, თორმეტგოჯას ან ნაწლავის პერფორაცია, დესტრუქციული ქოლეცისტიტი და დესტრუქციული პანკრეატიტი) შესაძლოა დასჭირდეს ქირურგიული ჩარევა და საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს.