/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
Online Mkurnali
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

კატეგორია : ბავშვის კვება

გამარჯობა, 3 წლის ბავშვს ვერაფრით ვერ ჩამოვუყალიბე მაგიდასთან ნორმალურად კვების კულტურა. ყველა უნარი კარგად აქვს განვითარებული, იცის ჩანგლით და კოვზის ჭამა, ყველაფერი ესმის, კარგად ლაპარაკობს. მაგრამ... მთელი დღე შია, მთელი დღე მაცივართან დგას, ოღონდ ვერ გავაგებინე ის, თუ რა უნდა ჭამოს, რომ დანაყრდეს და ყოველ ნახევარ საათში არ მოშივდეს. მთელი დღის განმავლობაში ჭამს ლუკმა-ლუკმა, პურს ნამცეც-ნამცეც, წიწკნის, ანამცეცებს და ა.შ. წესიერად მოკბეჩა და საკვებისთვის მიყოლება ვერ ვასწავლე. უმეტესად არც არაფერს აყოლებს პურს და არც დამანაყრებელ საჭმელს ჭამს, მოშივდება, მივა სალათის ფოთლებს ჭამს, მერე კიდევ მოშივდება, ახლა ბულგარულ წიწაკას ჭამს და ა.შ გაუთავებლად მთელი დღე. მირჩიეთ რამე, ან მითხარით ეს ნორმაა? დატანჯული ვარ უკვე, მის შიმშილზე მეტად უკვე ის მაწუხებს, რომ სამზარეულოდან ვერ გამოვდივარ მთელი დღე.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გასტროენტეროლოგია

პანკრეატიტი

ტკივილი მკერდის ძვლის ქვეშ, უწყვეტი ღებინება - ასეთია მწვავე პანკრეატიტის შეტევა, მაგრამ ხშირად ეს დაავადება ინიღბება: მსუბუქი ტკივილი, გულისრევის მსუბუქი შეგრძნება, შემდეგ კი ყველაფერი გაივლის. სამწუხაროდ, ბევრი ყურადღებას არ აქცევს ამ უსიამოვნო სიმპტომებს, რადგან დაავადების დასაწყისში პროცესი თავისთავად ჩაცხრება ხოლმე, თუმცა მხოლოდ მცირე ხნით. რამდენიმე დღის შემდეგ ტკივილი ისევ იჩენს თავს, ამჯერად - უფრო მწვავე ფორმით... ეს უკვე ქრონიკული პანკრეატიტია.რა ხდება ამ დროსამ უსიამოვნების პირველი სიმპტომი მუცლის ზემო ნაწილში შეტევისმაგვარი ტკივილია, რომელიც ზოგჯერ წელის ან ბეჭის არეში გადაეცემა. საკმარისია სწრაფი ჭამა, მცირეოდენი ალკოჰოლის მიღება, ნერვიულობა, გადაცივება, სიმძიმის აწევა და მაშინვე ჩნდება შემბოჭავი ტკივილი.

 ზოგჯერ მექანიკური სიყვითლეც კი ვითარდება, კანი და თვალის სკლერა ყვითლდება. დროთა განმავლობაში მადა ქვეითდება, აღინიშნება ბოყინი, ჭარბი ნერწყვდენა, გულისრევა, ღებინება (მედიცინის ენაზე ამას კუჭისმიერი დისპეფსია ან მოუნელებლობა ჰქვია). ქრონიკული პანკრეატიტის ხანგრძლივი მიმდინარეობისას თითქმის ყოველთვის ვითარდება დისბაქტერიოზი საერთო სისუსტით, დაღლილობისა და ძილის დარღვევით. განავალი ხდება ცხიმიანი, ფაფისმაგვარი, აქვს მკვეთრად უსიამოვნო სუნი, შეიცავს მოუნელებელი საკვების ნაწილებს.

დიფერენცირება

ქრონიკული პანკრეატიტის სიმპტომები გასტრიტის, ზოგიერთი ფორმის ჰეპატიტის, ციროზის და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს განვითარებულ ჩივილებს წააგავს. სხვადასხვა დაავადების მკურნალობის სქემა, რა თქმა უნდა, განსხვავებულია, ამიტომ ნუ შეეცდებით, თვითონ დაისვათ დიაგნოზი, მაშინვე მიმართეთ ექიმს, რომელიც რეტროგრადულ პანკრეატოქოლანგიოგრაფიას და კუჭუკანა ჯირკვლის ულტრაბგერით გამოკვლევას დაგინიშნავთ. ქრონიკული პანკრეატიტით დაავადებულებმა აუცილებლად უნდა გაიარონ შემოწმება გასტროენტეროლოგთან ან თერაპევტთან და წელიწადში არანაკლებ 2-ჯერ. ამ დროს ხშირად გამოვლინდება ხოლმე სხვა დაავადებაც, ამიტომ მიზანშეწონილია ენდოკრინოლოგთან კონსულტაციაც - კუჭქვეშა ჯირკვალი გამოიმუშავებს ინსულინს და გლუკაგონს, რომელიც სისხლში გლუკოზის ნორმალურ შემცველობას უზრუნველყოფს, ასე რომ, ამ ორგანოს ნორმალური ფუნქციონირების შეფერხება არა მხოლოდ საჭმლის გადამუშავების დარღვევას, არამედ შაქრიან დიაბეტსაც იწვევს.

ექიმთან ვიზიტისას უთუოდ უნდა მიეთითოს ტკივილის კონკრეტული ლოკალიზაცია. თუ ტკივილი მარჯვნივაა - დაზიანებულია კუჭქვეშაA ჯირკვლის თავი, მკერდის ძვლის ქვეშ - მისი სხეული, მარცხენა ნეკნთა რკალის ქვეშ - კუდი, შემომსაზღვრელი ხასიათის ტკივილი კი მთელი ჯირკვლის დაზიანებაზე მიუთითებს. ეს ინფორმაცია აუცილებელია მართებული მკურნალობის შესარჩევად. თუ ყურადღება დროულად მივაქციეთ, ყრუდ მიმდინარე ქრონიკული პანკრეატიტი შინ და, თქვენ წარმოიდგინეთ, უწამლოდაც კი შეიძლება განიკურნოს, მაგრამ თუ დაავადება თვითდინებაზე მივუშვით, შესაძლოა, განვითარდეს პანკრეატოზი, რომელიც ასიდან 80-ზე მეტ შემთხვევაში ავადმყოფის სიკვდილით სრულდება. 

რამ შეიძლება გამოიწვიოს ქრონიკული პანკრეატიტი

  • სპირტიანი სასმელების ჭარბად მოხმარებამ;
  • ნაღვლის ბუშტის და/ან სანაღვლე გზების დაავადებებმა;
  • ინფექციებმა (მათ შორის - B, C  ვირუსულმა ჰეპატიტმა, ეპიდემიურმა პაროტიტმა);
  • ზოგიერთი წამლის - იმუნოდეპრესანტების, ანტიბიოტიკების, სულფანილამიდების, ინდომეტაცინის, ბრუფენის, პარაცეტამოლის, გლუკოკორტიკოსტეროიდული ჰორმონების, ესტროგენების - ხშირმა მიღებამ;
  • თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებმა (დუოდენიტმა), სისხლში ქოლესტერინის მომატებულმა შემცველობამ;
  • გასტროდუოდენიტმა, წყლულმა;
  • ფარისებრახლო ჯირკვლის დაავადებებმა;
  • ათეროსკლეროზმა;
  • შემაერთებელქსოვილოვანმა დაავადებებმა (მაგალითად, თანდაყოლილმა დისპლაზიამ);
  • მემკვიდრეობითმა წინასწარგანწყობამ.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა.უკვე 1 წელია საჭმლის მონელების პრობლემა მაქვს.ანუ განავალს მოყვება გადაუმუშავებელი საკვები და ეს ფერმენტების ნაკლებობის ბრალი შეიძლება იყოს?კონკრეტულად რომელი ფერმენტის ნაკლებობა იწვევს და თუ შეიძლება ანალიზის გარეშე დროებით ფერმენტების შემცველი მედიკამენტების მიღება?გმადლობთ.</p>

ვინ ავადდება

ავადმყოფობენ უმთავრესად ქალები, რაც, ალბათ, იმას უნდა უკავშირდებოდეს, რომ მათ შორის ხშირია ნაღველკენჭოვანი დაავადება და ცხიმოვანი ცვლის დარღვევა, ასევე - მოხუცები, თუმცა ბოლო ხანს დაავადება გაახალგაზრდავდა.

რა შეიძლება და რა - არა

დაავადების ადრეულ სტადიაზე შეიძლება შემოიფარგლოთ მსუბუქი დიეტით, თუმცა მისი დაცვა დიდხანს (ერთი წელი მაინც) მოგიწევთ. არ უნდა ჭამოთ ცხარე, ცხიმიანი, შემწვარი, დაკონსერვებული და მარინადი, შეამციროთ ალკოჰოლის მოხმარება და რეგულარულად სვათ ნებისმიერი საერთო დანიშნულების ანთების საწინააღმდეგო ბალახების ნაკრები (იყიდება აფთიაქში, მიღების სქემა მითითებულია შეფუთვაზე). სამწუხაროდ, ადამიანების უმრავლესობა მხოლოდ მაშინ შეშფოთდება ხოლმე, როდესაც დაზიანება უკვე საკმაოდ ღრმაა და შეტევა (ტკივილი და გულისრევა) კვირაში ერთი-ორჯერ, ზედიზედ ვითარდება. ამ შემთხვევაში მხოლოდ დიეტით ვერაფერს გავხდებით.

ხანდაზმული პანკრეატიტის მკურნალობის სქემა

მკურნალობისას გულმოდგინედ შეასრულეთ ექიმის დანიშნულება და თუ წამალი გაქვთ გამოწერილი, დაიცავით მისი მიღების სქემა. შეტევის შემდეგ პირველი სამი დღის განმავლობაში საჭიროა შიმშილი. ნებადართულია მხოლოდ მინერალური წყალი, ასკილის ნახარში და სუსტი უშაქრო ჩაი. შიმშილობის შემდეგ ერთი კვირის მანძილზე ჭამეთ მხოლოდ მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული საჭმელი (გატარებული ხორცი, ორთქლზე მომზადებული კატლეტი), დაფქული ბურღულის (შვრიის, წიწიბურას) ფაფები, ახალმომზადებული ხაჭო, შემწვარი ვაშლი, ბურღულის სუპი, ორცხობილა. შემდეგ შეგიძლიათ დაამატოთ გამომშრალი ხორბლის პური, უცხიმო ნამცხვარი, ახალი ხაჭო და კეფირი, უცხიმო ყველი. რაციონში თანდათან ჩართეთ ბოსტნეული (კარტოფილი, სტაფილო, ყაბაყი, ჭარხალი, გოგრა), უმჯობესია, გახეხილი. ნაღების კარაქი - არა უმეტეს 30 გრამისა დღეში და მცენარეული ცხიმი - 15 გრამი დღეში. უკეთესი იქნება, თუ ცხიმს უკვე მომზადებულ კერძს დაამატებთ. იკვებეთ დღეში არანაკლებ ხუთჯერ.

მთელი მკურნალობის მანძილზე და შემდეგაც, შეტევიდან ერთი თვის განმავლობაში, მკაცრად აკრძალულია: ნებისმიერი შემწვარი კერძი, სოკოს, თევზისა და ხორცის ნახარში (ბულიონი), ცხიმიანი თევზი და ხორცი (ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის, ორაგული, კობრი), შებოლილი ხორცი, თევზის ხიზილალა, ნებისმიერი სოკო, მარინადი, მარილიანი, შოკოლადი, მაგარი ჩაი და ყავა, უმი, გაუხეხავი ბოსტნეული (თეთრთავა კომბოსტო, მჟაუნა, ისპანახი, სალათა, ბოლოკი, თალგამი, ბარდა, ლობიო) და ხილი (ხურმა, ანანასი, ციტრუსი, შტოში), ალკოჰოლიანი და გაზიანი სასმელები, ჭვავის პური, ერბოზელილი ფქვილოვანი და საკონდიტრო ნაწარმი.

რა შეგიმსუბუქებთ ტკივილს

  • ტკივილისა და გულისრევის მოსახსნელად შეასრულეთ სუნთქვითი ვარჯიში. მუცლით სუნთქვა: დაჯექით იატაკზე გამართული, გადააჯვარედინეთ ფეხები (თავი, კისერი და ზურგი გამართეთ). ამოისუნთქეთ, შესწიეთ მუცელი. ნელა ჩაისუნთქეთ ცხვირით, გამოზნიქეთ მუცელი რაც შეიძლება წინ, გულმკერდი და ხელები უძრავად გეწყოთ. ისევ ამოისუნთქეთ, ღრმად შეზნიქეთ მუცელი. სუნთქვისას ნეკნები და ნეკნთაშორისი კუნთები უძრავი რჩება. ვარჯიში 8-10-ჯერ გაიმეორეთ. კარგია როგორც პროფილაქტიკისთვის, ისე დაავადების გამწვავებისას. ვარჯიშთა კომპლექსი, რომლის შესრულებაც გამოჯანმრთელებაში დაგეხმარებათ:
  • დაწექით მუცელზე. ხელისგულები მკერდის დონეზე დააწყვეთ. დაეყრდენით ხელებს, ასწიეთ სხეულის ზედა ნაწილი, შეზნიქეთ წელი და თავი უკან გადასწიეთ. დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას.
  • დაწექით მუცელზე. ფეხები მუხლებში მოხარეთ, დაიჭირეთ ხელებით და ასწიეთ ზევით ისე, რომ ხელები გაასწოროთ. ზურგი შეზნიქეთ, მუცელი დაჭიმეთ. თავდაპირველად მუხლები დაშორებული იქნება, როცა შეეჩვევით, ვარჯიში მუხლებშეტყუპებულმა შეასრულეთ.
  • დადექით და ფეხები შეატყუპეთ. მარცხენა ფეხი გასწიეთ რაც შეიძლება წინ და მუხლში მოხარეთ. მარჯვენა ფეხი გამართული რჩება. შეტყუპებული ხელისგულები ასწიეთ თავს ზემოთ, გადაიტანეთ თავს უკან, შემდეგ დაუშვით, შეახეთ იატაკს და ტანი მარცხნივ მიატრიალეთ. მოძრაობა გაიმეორეთ საპირისპირო მხარეს. თითოეული ვარჯიში 5-7-ჯერ შეასრულეთ. სასურველი შედეგის მისაღწევად ივარჯიშეთ ყოველდღიურად არანაკლებ ორი კვირის მანძილზე.

    პანკრეატიტის მკურნალობაში ეს ნაყენი დაგეხმარებათ:

  • ერთ სუფრის კოვზ დაფქულ უკვდავას დაასხით ადუღებული წყალი, 30 წუთს ადუღეთ და თან ურიეთ, 2 საათით დააყენეთ, გააცივეთ. დალიეთ 1/2-1/3 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე, თბილი. მკურნალობის ხანგრძლივობა 2 თვეა.

    ღ ერთ სუფრის კოვზ აბზინდას დაასხით ჭიქა წყალი, ადუღეთ 5 წუთს, დააყენეთ 45 წუთს, გააცივეთ. მიიღეთ დღეში 3 სუფრის კოვზი, ჭამამდე 15 წუთით ადრე ორი თვის განმავლობაში.

იშვიათი (თვეში 1-2) გამწვავებისას ფიტონაკრებით მკურნალობა უნდა ჩატარდეს წელიწადში 2-ჯერ, ერთთვიანი კურსებით, ოქტომბერსა და აპრილში. ხშირი შეტევების შემთხვევაში ბალახების მიღება მოგიწევთ წელიწადში მინიმუმ 2-ჯერ ორთვიანი კურსებით, ორკვირიანი შუალედებით.

რბილი წამალი

ციმბირელი მკურნალები პანკრეატიტის დროს ტკივილს შალის მასაჟით ხსნიდნენ - კუჭქვეშა ჯირკვლის მიდამოს კვერნის ან სიასამურის ბეწვს უსვამდნენ. რა თქმა უნდა, ის ყველას არ გექნებათ. მის ნაცვლად თამამად შეგიძლით გამოიყენოთ კურდღლის ან ბოცვრის ნატურალური ბეწვი. საათის ისრის მოძრაობის მიმართულებით, მსუბუქი წრიული მოძრაობით, ბეწვი ისვით მკერდის ძვლის ქვეშ (მზის წნულის მიდამოში). რამდენიმე წუთის შემდეგ შვებას იგრძნობთ. დაბოლოს, ყველა ამ საშუალებასთან ერთად ნუ დაგავიწყდებათ, მიმართოთ სპეციალისტს.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პანკრეატიტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები