/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

გულის ფრიალის ენდოკრინოლოგიური მიზეზები

გულის ფრიალის ენდოკრინოლოგიური მიზეზები
„გულის ფრიალი“ ხალხში გავრცელებული გამოთქმაა, რომელიც გულის არეში უსიამოვნო შეგრძნებებს გამოხატავს. ამ შეგრძნებებს სხვადასხვა მიზეზი აქვს, რომლებიც კვალიფიციური სამედიცინო კვლევით უნდა დადგინდეს. როდის და რატომ იქცევა ჰორმონები გულის ფრიალის მიზეზად, ამის შესახებ “ამტელ ჰოსპიტალი პირველი კლინიკურის“ ექიმი ენდოკრინოლოგი ლია გოგუა გვესაუბრება.

- ქალბატონო ლია, თქვენი, ექიმი ენდოკრინოლოგის, პრაქტიკაში როდის უჩივიან პაციენტები გახშირებულ გულისცემას ან გულის ფრიალს?

- გულის ფრიალი სუბიექტური სიმპტომია, რომელსაც შესაძლოა უჩიოდეს როგორც სავსებით ჯანმრთელი ადამიანი, ისე ავადმყოფიც. იმ დაავადებათა სია, რომლებსაც გულის ფრიალი ახლავს თან, საკმაოდ ვრცელია.

ენდოკრინოლოგიური კუთხით, ეს სიმპტომი შესაძლოა შეინიშნებოდეს ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიის დროს, კლიმაქტერიულ და მენსტრუაციამდელ პერიოდში, მოზარდ ასაკში, შაქრიანი დიაბეტის დროს და სხვა.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

გულისცემის გახშირებას და გულის ფრიალს თითქმის ყოველთვის ახლავს თან სხვა არასასიამოვნო სიმპტომებიც: თავბრუხვევა, ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, გულის რევა, ღებინება, გულის წასვლა.

- ბრძანეთ, რომ გულის ფრიალი მოზარდ ასაკშიც შინიშნება. რისი ბრალია ეს?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

- მოზარდ ასაკში ეს ფუნქციური მდგომარეობა ვლინდება ზრდის ტემპის, სხეულისა და გულ-სისხლძარღვათა სისტემის განვითარებას შორის კოორდინაციის დარღვევისას, ასევე - ნერვული და ჰორმონული რეგულაციის ცვლილებისას. ასეთი პაციენტების კლინიკური და ინსტრუმენტული გამოკვლევისას პათოლოგიის გამოვლენა ხშირად ვერ ხერხდება.

- ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის რომელი პათოლოგიების დროს შეინიშნება გულის ფრიალი?

- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებიდან გულისცემის გაძლიერება თან ახლავს თირეოტოქსიკოზს.

მსუბუქი თირეოტოქსიკოზის დროს გულისცემის სიხშირე წუთში 100-ს შეადგენს, ხოლო საშუალო სიმძიმის ფორმების დროს - დაახლოებით 120-ს. უკანასკნელ შემთხვევაში აღინიშნება რეგულარული ტაქიკარდია.

თირეოტოქსიკოზის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ჭარბად ხვდება სისხლში და ძლიერდება მათი ნორმალური ეფექტი - რამდენიმეჯერ იმატებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა.

თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებიდან გულისცემის გახშირება ახასიათებს ფეოქრომოციტომას. მას თან ახლავს ორთოსტატიკური ტაქიკარდია: გულისცემის სიხშირე წუთში 20 დარტყმით და მეტით იმატებს სხეულის ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას.

- შაქრიანი დიაბეტის დროს რა იწვევს გულის ფრიალს?

- გულის ფრიალი და, საზოგადოდ, გულის რიტმის დარღვევა შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც თავად დიაბეტით, ისე მისი თანმხლები დაავადებებითაც. ამ დარღვევების ხასიათიც სხვადასხვაა.

ახალგაზრდებთან შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი მიმდინარეობისას გულის ფრიალი ხშირად დიაბეტური ავტონომიური ნეიროპათიითაა განპირობებული. ეს არის დიაბეტის გართულება, რომლის დროსაც სისხლში შაქრის ხანგრძლივი მომატების შედეგად ზიანდება გულის სისხლძარღვები და ნერვები. სწორედ ამ ნერვების დაზიანებას უკავშირდება გულის რიტმის დარღვევა, რომელიც სინუსური ტაქიკარდიით მჟღავნდება. მოსვენების დროსაც კი გულისცემის სიხშირე წუთში 90-100-ს, ზოგჯერ 130-საც კი აღწევს.

ეს მდგომარეობა მოითხოვს სპეციალურ კვლევას ფუნქციური სინჯებით გულის ნერვული რეგულაციის შესაფასებლად.

შაქრიანი დიაბეტის დროს გულის ფრიალის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს დიაბეტური მიოკარდიოდისტროფია. ის განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, რომელსაც, თავის მხრივ, ინსულინის დეფიციტი და უჯრედის მემბრანიდან გულის კუნთის უჯრედებში გლუკოზის მიწოდების მოშლა განაპირობებს.

კომენტარები (3)
jazi
საერთოდ ვერაფერი ვერ გავიგე ახალი.უბრალოდ გაქეზებენ,რომ მიხვიდე და ფულები ჭრაააახ დ ჭრუუუუხ.
თარიღი : 14-08-2018
გელა
რა გავიგეთ ახალი? რამე რომ გაწუხებს სპეციალისტს უნდა მიმართო. სტატიების კითხვით მორჩენილი არავინ მინახავს.
თარიღი : 14-08-2018
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

პროლაქტინი: მნიშვნელოვანი ჰორმონი ქალისა და მამაკაცის ორგანიზმში
პროლაქტინი: მნიშვნელოვანი ჰორმონი ქალისა და მამაკაცის ორგანიზმში
პროლაქტინი არის ჰორმონი, რომელსაც გამოიმუშავებს ჰიპოფიზის ჯირკვლის წინა წილი, რომელიც თავის ტვინის ქვედა ნაწილში მდებარეობს.
სრულად
რატომ იმატებენ ქალები წონაში 40 წლის ასაკში?
რატომ იმატებენ ქალები წონაში 40 წლის ასაკში?
ბევრი ქალი უჩივის წონის მატებას, განსაკუთრებით წელის არეში, როდესაც ისინი 40 წელს მიაღწევენ.
სრულად
სიმსუქნე ზრდის 16 დაავადების განვითარების რისკს
სიმსუქნე ზრდის 16 დაავადების განვითარების რისკს
NEJM Evidence: სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის 16 სხვადასხვა სახის პრობლემა.
სრულად
ზრდის თუ არა ყავა სისხლში შაქარს დიაბეტის მქონე პირებში?
ზრდის თუ არა ყავა სისხლში შაქარს დიაბეტის მქონე პირებში?
ფინჯანი ყავა ბევრისთვის დღის აუცილებლობაა, მაგრამ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს შეიძლება აინტერესებდეთ რა გავლენა აქვს ამ სასმელს მათ სისხლში შაქარზე.
სრულად
კვებითი ჩვევები, რომლებიც ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს
კვებითი ჩვევები, რომლებიც ამცირებს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემებს
ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები, განსაკუთრებით ჰიპოთირეოზი, გავრცელებული პრობლემაა.
სრულად
თუ ფარისებრ ჯირკვალში კვანძები აღმოჩნდა - რა გავაკეთოთ?
თუ ფარისებრ ჯირკვალში კვანძები აღმოჩნდა - რა გავაკეთოთ?
როგორ გავარკვიოთ, არის თუ არა კვანძი კეთილთვისებიანი?
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

გულის ფრიალის ენდოკრინოლოგიური მიზეზები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გულის ფრიალის ენდოკრინოლოგიური მიზეზები

- ქალბატონო ლია, თქვენი, ექიმი ენდოკრინოლოგის, პრაქტიკაში როდის უჩივიან პაციენტები გახშირებულ გულისცემას ან გულის ფრიალს?

- გულის ფრიალი სუბიექტური სიმპტომია, რომელსაც შესაძლოა უჩიოდეს როგორც სავსებით ჯანმრთელი ადამიანი, ისე ავადმყოფიც. იმ დაავადებათა სია, რომლებსაც გულის ფრიალი ახლავს თან, საკმაოდ ვრცელია.

ენდოკრინოლოგიური კუთხით, ეს სიმპტომი შესაძლოა შეინიშნებოდეს ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლების პათოლოგიის დროს, კლიმაქტერიულ და მენსტრუაციამდელ პერიოდში, მოზარდ ასაკში, შაქრიანი დიაბეტის დროს და სხვა.

გულისცემის გახშირებას და გულის ფრიალს თითქმის ყოველთვის ახლავს თან სხვა არასასიამოვნო სიმპტომებიც: თავბრუხვევა, ქოშინი, სუნთქვის უკმარისობა, გულის რევა, ღებინება, გულის წასვლა.

- ბრძანეთ, რომ გულის ფრიალი მოზარდ ასაკშიც შინიშნება. რისი ბრალია ეს?

- მოზარდ ასაკში ეს ფუნქციური მდგომარეობა ვლინდება ზრდის ტემპის, სხეულისა და გულ-სისხლძარღვათა სისტემის განვითარებას შორის კოორდინაციის დარღვევისას, ასევე - ნერვული და ჰორმონული რეგულაციის ცვლილებისას. ასეთი პაციენტების კლინიკური და ინსტრუმენტული გამოკვლევისას პათოლოგიის გამოვლენა ხშირად ვერ ხერხდება.

- ფარისებრი და თირკმელზედა ჯირკვლის რომელი პათოლოგიების დროს შეინიშნება გულის ფრიალი?

- ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიებიდან გულისცემის გაძლიერება თან ახლავს თირეოტოქსიკოზს.

მსუბუქი თირეოტოქსიკოზის დროს გულისცემის სიხშირე წუთში 100-ს შეადგენს, ხოლო საშუალო სიმძიმის ფორმების დროს - დაახლოებით 120-ს. უკანასკნელ შემთხვევაში აღინიშნება რეგულარული ტაქიკარდია.

თირეოტოქსიკოზის დროს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ჭარბად ხვდება სისხლში და ძლიერდება მათი ნორმალური ეფექტი - რამდენიმეჯერ იმატებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის ინტენსივობა.

თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიებიდან გულისცემის გახშირება ახასიათებს ფეოქრომოციტომას. მას თან ახლავს ორთოსტატიკური ტაქიკარდია: გულისცემის სიხშირე წუთში 20 დარტყმით და მეტით იმატებს სხეულის ჰორიზონტალურიდან ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას.

- შაქრიანი დიაბეტის დროს რა იწვევს გულის ფრიალს?

- გულის ფრიალი და, საზოგადოდ, გულის რიტმის დარღვევა შაქრიანი დიაბეტის დროს შესაძლოა გამოწვეული იყოს როგორც თავად დიაბეტით, ისე მისი თანმხლები დაავადებებითაც. ამ დარღვევების ხასიათიც სხვადასხვაა.

ახალგაზრდებთან შაქრიანი დიაბეტის ხანგრძლივი მიმდინარეობისას გულის ფრიალი ხშირად დიაბეტური ავტონომიური ნეიროპათიითაა განპირობებული. ეს არის დიაბეტის გართულება, რომლის დროსაც სისხლში შაქრის ხანგრძლივი მომატების შედეგად ზიანდება გულის სისხლძარღვები და ნერვები. სწორედ ამ ნერვების დაზიანებას უკავშირდება გულის რიტმის დარღვევა, რომელიც სინუსური ტაქიკარდიით მჟღავნდება. მოსვენების დროსაც კი გულისცემის სიხშირე წუთში 90-100-ს, ზოგჯერ 130-საც კი აღწევს.

ეს მდგომარეობა მოითხოვს სპეციალურ კვლევას ფუნქციური სინჯებით გულის ნერვული რეგულაციის შესაფასებლად.

შაქრიანი დიაბეტის დროს გულის ფრიალის მიზეზი ასევე შეიძლება იყოს დიაბეტური მიოკარდიოდისტროფია. ის განპირობებულია ნივთიერებათა ცვლის დარღვევით, რომელსაც, თავის მხრივ, ინსულინის დეფიციტი და უჯრედის მემბრანიდან გულის კუნთის უჯრედებში გლუკოზის მიწოდების მოშლა განაპირობებს.


მიოკარდიოდისტროფია შესაძლოა იქცეს რიტმის კეროვანი დაზიანების (ექსტრასისტოლიის, პარასისტოლიის), გამტარობის დარღვევის, მოციმციმე არითმიის და სხვათა მიზეზად. ამ შემთხვევაში მკურნალობის შესაბამისი ტაქტიკა უნდა შეირჩეს.

- გულის ფრიალს ხშირად უჩივიან სხვადასხვა ასაკის ქალები...

- ქალებს გულის ფრიალი აწუხებთ კრიტიკული დღეების წინა პერიოდში და კლიმაქსის დროს.

გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის ცვლილებები, სპონტანური ტაქიკარდია, გულის ფრიალი, გულმკერდის არეში, ზოგჯერ - უშუალოდ გულის მიდამოში სიმძიმის შეგრძნება, არტერიული წნევის დაქვეითება ვეგეტატიური ნერვული სისტემის ჰორმონული სტიმულაციის შედეგია.

მენოპაუზა ქალის სიცოცხლის ბუნებრივი ეტაპია, როდესაც მენსტრუალური ფუნქცია სრულდება. ეს ეტაპი გენეტიკურადაა დაპროგრამებული, თუმცა მისი დაწყების დრო და ხანგრძლივობა მრავალი ფაქტორით განისაზღვრება. მენოპაუზა გამოწვეულია საკვერცხეების აქტივობის დაქვეითებით. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ესაა სიცოცხლის რეპროდუქციულიდან არარეპროდუქციულ ფაზაში გადასვლა, რის შემდეგაც ბავშვის ბუნებრივად ჩასახვა და გაჩენა შეუძლებელია.

მენოპაუზა არ არის პათოლოგია, მაგრამ მისი ზოგი სიმპტომი ძლიერ დისკომფორტს იწვევს. მენოპაუზის დროს ჰორმონული ფონის ცლილების საკვანძო მომენტია საკვერცხეების ჰორმონული ფუნქციის მოშლა, ამიტომ ჰორმონული ფონის ადეკვატური კორექცია ერთგვარად არეგულირებს მდგომარეობას, ასუსტებს მენოპაუზის სიმპტომებს და თავიდან გვაცილებს გართულებებს.

კრიტიკული დღეების წინ გულის ფრიალს პერიოდულად პრაქტიკულად ყველა ქალი უჩივის. ზოგჯერ ეს შრომის უნარის დაქვეითებასაც კი იწვევს. ამის მიზეზი შესაძლოა ჰორმონული ფაქტორი ან ფსიქოემოციური დარღვევა იყოს.

სადღეისოდ დამტკიცებულია, რომ მენსტრუაციამდელი სინდრომი დაკავშირებულია ჰორმონულ დარღვევებთან, რომელთა გამოხატულება სტრესულ სიტუაციებში მძაფრდება. მენსტრუაციის წინ იცვლება ქალის ჰორმონების დონე, რაც გულის მუშაობასაც ცვლის.

მენსტრუაციამდელი სინდრომი ყველაზე ხშირია 25-დან 30 წლამდე, ყველა ქალს თავისებურად აქვს გამოხატული და სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით ძლიერდება.

- როგორ მკურნალობენ ამ მდგომარეობას?

- მენსტრუაციამდელი სინდრომის სამკურნალოდ იყენებენ დიეტას, ფიზიკურ ვარჯიშს, ფიტოთერაპიას, ანტიდეპრესანტებს და ჰორმონულ პრეპარატებს.

- როგორ ხდება გულის ფრიალის გამომწვევი დაავადებების დიაგნოსტიკა?

- დიაგნოზის დასასმელად საჭიროა გამოკვლევების მთელი წყება. უპირველესად, უნდა ჩატარდეს ეკგ, აუცილებლობის შემთხვევაში - ლაბორატორიული კვლევები და ჰოლტერის ეკგ-მონიტორირება. აუცილებელია კარდიოლოგის, ენდოკრინოლოგის, გინეკოლოგის, ფსიქოთერაპევტისა და სხვა სპეციალისტების კონსულტაცია.

- როგორ იმართება ეს მდგომარეობა?

- გულის ფრიალისა და გულისცემის გაძლიერების მკურნალობა იმ ფაქტორებზეა დამოკიდებული, რომლებმაც ამგვარი მდგომარეობა გამოიწვია.

გულის ფრიალის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთი მათგანია მედიკამენტური თერაპია, რომელიც ამ მდგომარეობის გამომწვევი მიზეზის მიხედვით ირჩევა. მეორეა მცენარეული საშუალებებით მკურნალობა. ეს მეთოდი შეიძლება გამოვიყენოთ მაშინ, როდესაც გულის ფრიალი გამოწვეულია სტრესით, უძილობით ან ნერვული გადაძაბვით. ამ დროს კარგია კატაბალახას, კვლიავის, შავბალახას ან ფენხელის თესლის ნაყენი.

გულის ფრიალისთვის თავის დაღწევის საუკეთესო გზა კი სტრესისთვის თავის არიდება და ცხოვრების ჯანსაღი წესია.