შაქრიანი დიაბეტი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაქრიანი დიაბეტი

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ჰიპოდინამია - ყოველდღიური სტრესისა და დაძაბული რიტმის ფონზე ცივილიზებული ადამიანი სრულიად უმოძრაო გახდა, მის ცხოვრებაში ფიზიკური აქტივობა მინიმუმამდეა დასული. არასწორი კვება და ჰიპოდინამიის კომბინაცია ხელს უწყობს II ტიპის დიაბეტის განვითარებას. აღსანიშნავია გენეტიკური ფაქტორიც - I ტიპის დიაბეტის ათიდან ერთ შემთხვევაში მემკვიდრეობა ამ დაავადებით არის დატვირთული.

ციფრები და ფაქტები

  • შაქრიანი დიაბეტით მთელ მსოფლიოში 246 მილიონი კაცია ავად. 2025 წლისთვის მაჩვენებელი 380 მილიონს მიაღწევს.
  • შაქრიანი დიაბეტით ყოველ წელს 7 მილიონი კაცი ავადდება.
  • ყოველ 10 წამში მსოფლიოში 2 ადამიანი შაქრიანი დიაბეტით ხდება ავად.
  • ყოველ წელს 3,8 მილიონი კაცი იღუპება შაქრიანი დიაბეტის ამა თუ იმ გართულებით, მათ შორის - გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ცხიმოვანი ცვლის მოშლით და არტერიული ჰიპერტონიით.
  • შაქრიანი დიაბეტის გართულებისგან ყოველ 10 წამში ერთი ადამიანი იღუპება.
  • დღეს შაქრიანი დიაბეტი 20-დან 65 წლამდე ასაკის ადამიანებში განვითარებული სიბრმავის წამყვანი მიზეზია.
  • შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთა ნახევარი 40-დან 60 წლამდე ასაკისაა. მათი 70 პროცენტი განვითარებად ქვეყნებში ცხოვრობს.
  • დიაბეტით დაავადებული ადამიანები საშუალოდ 5-10 წლით ნაკლებს ცოცხლობენ, ვიდრე დიაბეტის არმქონენი.
  • სიკვდილიანობის მიზეზთა შორის დიაბეტი მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილს იკავებს.
  • II ტიპის შაქრიანი დიაბეტი, რომელიც უპირატესად ახალგაზრდებს ემუქრება, საგანგაშოდ გახშირდა; მისი გავრცელების ტემპი წელიწადში 3 პროცენტით იმატებს.
  • ყოველწლიურად 14 წლამდე ასაკის 70 ათასი მოზარდი ავადდება შაქრიანი დიაბეტით.
  • საგრძნობლად იზრდება II ტიპის დიაბეტით დაავადებული ბავშვების რიცხვიც, ამასთან, როგორც განვითარებულ, ისე განვითარებად ქვეყნებში.
  • დაავადებულთა ნახევარმა, ზოგიერთ ქვეყანაში კი 80%-მა არც კი იცის, რომ დიაბეტი აქვს.

სხვა ქვეყნები

  • აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში დიაბეტით ზრდასრული მოსახლეობის 12-20 პროცენტია დაავადებული.
  • იმ 10 ქვეყნიდან, სადაც დაავადების გავრცელების მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, 7 განვითარებად ქვეყნებს მიეკუთვნება.
  • ყველაზე მეტი დაავადებული ინდოეთშია - მათი რიცხვი 41 მილიონს აღწევს. ეს ზრდასრული მოსახლეობის 5 პროცენტია.
  • აშშ-ში დაავადებულთა რაოდენობა 19 მილიონს აღწევს.
  • ჩინეთში, სადაც მოსახლეობის 4,4 პროცენტია დაავადებული, 20 წლის შემდგომ ეს მაჩვენებელი 50 მილიონს გადააჭარბებს.
  • იაპონიაში გაორმაგდა მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ მოსწავლეთა რაოდენობა და I ტიპით დაავადებულებისას გადააჭარბა.
  • 5 ქვეყანა, სადაც დიაბეტი ყველაზე მეტადაა გავრცელებული: აშშ, ინდოეთი, ჩინეთი, რუსეთი, იაპონია.

პანკრეასი

პანკრეასი, კუჭუკანა ჯირკვალი, ის ორგანოა, რომელსაც უშუალო კავშირი აქვს ჩვენს ორგანიზმში მიმდინარე ნახშირწყლოვან ცვლასა და შაქრიანი დიაბეტის განვითარებასთან. ეს ჯირკვალი, როგორც სახელწოდებაც მიუთითებს, კუჭის უკან მდებარეობს და გარდა იმისა, რომ საკვების გადამუშავებასა და მონელებაში მონაწილეობს, ენდოკრინული ფუნქციაც აკისრია. ჯირკვლის მთელ სიგრძეზე, უმთავრესად - კუდის ნაწილში, ჯგუფებად არის მიმოფანტული განსაკუთრებული აგებულების ელემენტები, რომლებიც პანკრეასს შერეული ჯირკვლის სტატუსს სძენენ. სწორედ მათი წყალობით გამოიმუშავებს ორგანო ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს - ჰორმონებს. ენდოკრინული დანიშნულების კუნძულები მეცნიერებმა ყველა სხვა ჰორმონწარმომქმნელ ჯირკვალზე ადრე - 1869 წელს აღმოაჩინეს. აღმომჩენის პატივსაცემად მათ ლანგერ-ჰანსის კუნძულები უწოდეს, კუნძულები იმიტომ, რომ ისინი კუნძულების მსგავს გროვებად არის გაერთიანებული.


ლანგერ-ჰანსის კუნძულები

საერთო ჯამში მოზრდილი ადამიანის ჯირკვალში 500 ათასიდან მილიონ-ნახევრამდე კუნძულია, რომლებიც ზომის მიხედვით სამ კატეგორიად იყოფა: მსხვილი - 200 მკმ-ზე მეტი, საშუალო - 100-200 მკმ და წვრილი 100 მკმ-ზე ნაკლები დიამეტრით. საერთო ჯამში პანკრეასის ენდოკრინული ნაწილი ჯირკვლის მთლიანი მასის 3%-ს შეადგენს, რაც დაახლოებით 0,5-2 გრამია. ლანგერ-ჰანსის კუნძულები სამი ტიპის უჯრედებისგან შედგება:

I - ბეტა-გრანულოვანი უჯრედები, რომელთაც, ჩვეულებრივ, მომრგვალო ან მართკუთხა ფორმა და კრისტალური სტრუქტურა აქვთ. მათი ზომა დაახლოებით 80-200 მკმ-ია.

II - ალფა უჯრედები, რომელთა გრანულები ერთგვაროვანია და ხშირად ოვალური.

III - ალფა უჯრედები, მათი მარცვლები დაბალი სიმკვრივისაა და ამორფული სტრუქტურა აქვს.

ყველაზე მეტია ბეტა უჯრედი, რომელთა საერთო რაოდენობა 3-4-ჯერ აღემატება ალფა უჯრედების რიცხვს, ყველაზე მცირერიცხოვანი კი დელტა გრანულები გახლავთ - ისინი მთელი კუნძულოვანი მასის 5%-ს შეადგენენ. კუნძულოვანი უჯრედები მხოლოდ სტრუქტურით კი არა, ფუნქციურადაც განსხვავდებიან ერთმანეთისგან. ბეტა უჯრედები ჰორმონ ინსულინს გამოიმუშავებენ, ალფა უჯრედები - გლუკაგონს, ხოლო დელტა - სომატოსტატინს.

ინსულინი

ინსულინი საკმაოდ მძლავრი, აქტიური ცილოვანი ბუნების ჰორმონია, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია ადამიანის სიცოცხლე, სახელდობრ, ნახშირწყლოვანი ცვლა. `უნებლიე მკვლელი~, `ტკბილი დამნაშავე~ - ამ და კიდევ მრავალი ასეთი ეპითეტით ამკობენ ინსულინს მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა პათოლოგიები, რომლებიც მისი უკმარისობის დროს ვითარდება. პირველი მათ შორის შაქრიანი დიაბეტია. ქიმიური თვალსაზრისით ინსულინი შედარებით დაბალი მოლეკულური წონის ცილაა. მისი მასა 5800-60000-ია, იგი ორი - A და B - პოლიპეპტიდური ჯაჭვისგან შედგება. შედგენილობით ადამიანის ინსულინს ყველაზე მეტად ღორის, ძაღლის, ვეშაპისა და ბოცვრის ინსულინის მოლეკულები ჰგავს. ისინი ერთმანეთისგან მხოლოდ ერთი ამინმჟავით განსხვავდებიან. ინსულინის სინთეზი სისხლში ნახშირწყლების დონის პირდაპირპროპორციულია: იზრდება სისხლში შაქრების რაოდენობა - ძლიერდება ინსულინის სინთეზი და მისი გადასვლა სისხლში, სისხლში შაქრის დონის შემცირებისას კი ბეტა უჯრედების მიერ ინსულინის წარმოქმნაც ქვეითდება.

ინსულინის ფუნქციები

ჯანმრთელი ადამიანის სისხლში ყოველთვის არის ცოტაოდენი ინსულინი, რომელიც საკვების მიღებიდან მიღებამდე არეგულირებს გლუკოზის დონეს. უშუალოდ კვებისას კი პანკრეასი სისხლში დამატებით რაოდენობის ინსულინს გადაისვრის, რომელიც საკვების ახალ ულუფასთან ერთად მიღებული შაქრის დონის გასაკონტროლებლად არის საჭირო. ინსულინი ორგანიზმში კოლოსალურ როლს ასრულებს:

  • გარდაქმნის გლუკოზას გლიკოგენად. უზმოზე სისხლში 3,33-5,55 მმოლ/ლ ინსულინია. საკვების მიღებისას იგი იმატებს - 8,8-9,9 მმოლ/ლ-ს უტოლდება. ორგანიზმში მოხვედრილი გლუკოზის 30% კანქვეშა ცხიმოვან შრეში სწორედ ინსულინს გადაჰყავს.
  • არეგულირებს ცხიმოვან ცვლას. მისი დახმარებით გამოიდევნება ორგანიზმიდან კეტონური სხეულები, რომლებსაც ტოქსიკური თვისებები აქვთ. შესაბამისად, ინსულინის დეფიციტის დროს ირღვევა ცხიმების ნორმალური ცვლა და ორგანიზმში მომწამვლელი თვისებების კეტონური სხეულები გროვდება.
  • აუმჯობესებს ქსოვილებში გლუკოზის შეღწევას. იმისთვის, რომ სისხლში არსებულმა გლუკოზამ ქსოვილსა და უჯრედში შეაღწიოს, აუცილებელია, სისხლში ყოველთვის იყოს განსაზღვრული ოდენობის ინსულინი.
  • მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლაში. ინსულინი მონაწილეობს ნივთიერებათა ცვლის თითქმის ყველა რგოლში, არეგულირებს ნახშირწყლოვან, ცილოვან, ცხიმოვან და მინერალურ ცვლას.
  • მონაწილეობს ბიოლოგიურად აქტიურ ნაერთთა სინთეზში.
  • აუმჯობესებს ცილების სინთეზს.
  • ააქტიურებს ჰორმონთა მოქმედებას.

ინსულინი გავლენას ახდენს პანკრეასის (გლუკაგონი, სომატოსტატინი) და სხვა ენდოკრინული ჯირკვლების მიერ გამომუშავებულ ჰორმონებზე და მათ უფრო მეტად ააქტიურებს.