რა რისკის შემცველია ორსულობის დროს ჭარბი წონა და ჰიპერგლიკემია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა რისკის შემცველია ორსულობის დროს ჭარბი წონა და ჰიპერგლიკემია

დიაბეტის კვლევის ეროვნული ცენტრის კლინიკური განყოფილების გამგე, პროგრამის – „დიაბეტი და ორსულობა“, დირექტორი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, ნატალია ასათიანი.

– ქალბატონო ნატალია, რამდენად მნიშვნელოვანია ორსულობის დროს ჭარბი წონისა და ჰიპერგლიკემიის კონტროლი?

– ორსულობის დროს, დედის სიმსუქნე და ჰიპერგლიკემია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ეს მდგომარეობა გავლენას ახდენს დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობაზე და ამავე დროს ზრდის ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტისა და კარდიოვასკულური დაავადებების გავრცელებას, როგორც ევროპაში, ასევე მთელ მსოფლიოში.

ჰიპერგლიკემია და სიმსუქნე ხშირად გვხვდება ორსულობის დროს. ორივე მდგომარეობა დამოუკიდებლად უკავშირდება ორსულობის არასახარბიელო შედეგებს და ხასიათდება ინსულინორეზისტენტობით და ჰიპერგლიკემიით.

მსოფლიო დიაბეტის ფედერაციის მონაცემებით, ჰიპერგლიკემიის ფონზე მიმდინარე ორსულობის დროს, ცოცხლადშობილთა რაოდენობამ შეადგინა 21 მილიონი – 16%. აქედან გესტაციურმა დიაბეტმა შეადგინა 84.6%. იგივე მსოფლიო დიაბეტის ფედერაციის მონაცემებით, ყოველი 6 ახალშობილიდან 1 იბადება ჰიპერგლიკემიის ფონზე. ანუ ყოველწლიურად 21 მილიონ ადამიანს უვლინდება ჰიჰიპერგლიკემია ორსულობის დროს.

ჰიპერგლიკემიით გამოწვეული გართულებული ორსულობის ფონზე, ფიქსირდება მაკროსომიის 3,4 მილიონი, პრეეკლამპსიის 1.2 მილიონი, გესტაციური ჰიპერტენზიის 2.9 მილიონი და ნაადრევი მშობიარობის 2.3 მილიონი შემთხვევა.

– რას ნიშნავს მაკროსომია?

– მაკროსომიის შემთხვევაში ახალშობილის წონა 4 000 გ-ზე მეტია. ზემოთ აღნიშნული მონაცემების მიხედვით, ჰიპერგლიკემიის ფონზე მიმდინარე 21 მილიონი ორსულობიდან, 10 მილიონ დედას, მშობიარობიდან 10 წლის შემდეგ, შეძლება განუვითარდეს შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2 და კარდიოვასკულური დაავადებები. 21 მილიონ ბავშვს კი მომავალში შესაძლებელია აღენიშნოს მოგვიანებითი გართულებების – სიმსუქნისა და შაქრიანი დიაბეტის მაღალი რისკი.

– რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს ორსულს ჰიპერგლიკემიის ფონზე?

ესენია:

  • ჭარბწყლიანობა;
  • ჰიპერტენზია;
  • პრეეკლამპსია;
  • ეკლამპსია;
  • რეტინოპათიის, ნეფროპათიის პროგრესირება;
  • შარდ-სასქესო სისტემის ინფექციები;
  • საკეისრო კვეთა და ტრავმული მშობიარობა;
  • მოგვიანებითი გართულებები: შაქრიანი დიაბეტი და კარდიოვასკულური დაავადებები.

– რა გართულებები შეიძლება ჰქონდეს ნაყოფს ან ახალშობილს, რომელიც გაჩნდა ჰიპერგლიკემიის ფონზე?

  • ნეონატალური ჰიპერგლიკემია;
  • დღენაკლულობა;
  • რესპირატორული დისტრეს სინდრომი;
  • მალფორმაციები;
  • მაკროსომია;
  • მკვდრადშობადობა;
  • ნეონატალური სიკვდილიანობა.

მოგვიანებითი გართულებებია: ბავშვთა სიმსუქნე და შაქრიანი დიაბეტი.

– რა არის გესტაციური დიაბეტი და მისი განვითარების რისკები?

– გესტაციური დიაბეტი არის მდგომარეობა, როდესაც ნახშირწყლების ცვლის დარღვევა აღმოჩენილია პირველად, ორსულობის დროს.

გესტაციური დიაბეტის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი რისკი არის ჭარბი წონა, როდესაც ს.მ.ი. მეტია 30-ზე. ასევე:

  • ოჯახში, ახლო ნათესავებში აღმოჩენილი ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტი;
  • ქალის ასაკი, რომელიც აპირებს ორსულობას ან არის ორსული, მეტია 35 წელზე;
  • მომატებული არტერიული წნევა;
  • დამძიმებული გინეკოლოგიური ანამნეზი წინა მშობიარობის ან ორსულობის დროს (დიდი ნაყოფით მშობიარობა, სპონტანური აბორტები, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დარღვევა);

– რა უნდა ქნას ქალმა, რომელსაც აქვს ერთ-ერთი ასეთი რისკ-ფაქტორი და აპირებს ორსულობას?

– ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ორსულობისთვის მომზადება.

– რას გულისხმობს მომზადება?

– უნდა დადგინდეს გლიკემიის დონე და სწორად დაისვას დიაგნოზი.

თუ ქალს აღენიშნება სიმსუქნე, მოსამზადებელ პერიოდში აუცილებლად უნდა ვეცადოთ შევამციროთ მისი წონა.

თუმცა, უფრო ხშირად ჩემთან მოდიან პაციენტები მოსამზადებელი პერიოდის გავლის გარეშე. ამ შემთხვევაში, უკვე ორსულობის ფონზე, აუცილებლად უნდა ჩავატაროთ სპეციალური კვლევები, ნახშირწყლების მიმართ ტოლერანტობის დარღვევის დროულად აღმოჩენის მიზნით.

პირველი პრენატალური ვიზიტისას, ქალს აუცილებლად უნდა ჩაუტარდეს შემდეგი ანალიზები: გლუკოზა უზმოზე, გლიკოჰემოგლობინის განსაზღვრა. თუ ეს პარამეტრები ნორმას შეესაბამება, ორსულობის 24-28 კვირის ვადაზე უნდა ჩატარდეს გლუკოზოტოლერანტული ტესტი გესტაციური დაიბეტის გამოსავლენად.

გესტაციური დიაბეტის გართულებების რისკ-ფაქტორების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი ფაქტორი დროული დიაგნოსტიკა და შემდგომ უკვე ადეკვატური მკურნალობაა.

– რას მოიცავს მკურნალობა?

  • სწორი კვება და დიეტური რეკომენდაციები;
  • აქტიური ცხოვრების წესი, ფეხით სიარული;
  • რუტინული, ყოველკვირეული სპეციალური ანალიზებისა და გამოკვლევების ჩატარება;
  • სახლის პირობებში გლუკოზის დონის თვითკონტროლისა და ამა თუ იმ შემთხვევაში ქცევის წესების სწავლა;
  • შესაძლებელია დაინიშნოს ინსულინოთერაპია. მსუბუქი გლიკემიის დროს ინიშნება ტაბლეტოთერაპია, რომელიც გრძელდება მშობიარობამდე და წყდება მშობიარობის შემდეგ;
  • დიაგნოზის დასაზუსტებლად, მშობიარობის შემდეგ ქალს უნდა ჩაუტარდეს გლუკოზის დატვირთვის ტესტი, რათა გაირკვეს, დარჩა თუ არა შაქრიანი დიაბეტი ან პრედიაბეტი. შესაძლებელია, ამ მხრივ, ქალი, მშობიარობის შემდეგ, სრულად ჯანმრთელი იყოს, ანუ გლუკოზის მიმართ ტოლერანტობის დარღვევა არ დაფიქსირდეს.