/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

რა კავშირია ჰორმონებსა და შფოთვას შორის

რა კავშირია ჰორმონებსა და შფოთვას შორის
შფოთვა და ჰორმონები, გარკვეული თვალსაზრისით, ჰგავს გველს, რომელიც ჭამს საკუთარ კუდს; ძნელია იმის გარკვევა, სად მთავრდება ერთი და სად იწყება მეორე.

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, შფოთვა იწვევს ჰორმონების გამოყოფას, ხოლო ჰორმონების გამოყოფა ასაზრდოებს შფოთვას.

მუდმივმა წუხილმა შესაძლოა მიგანიშნოთ, რომ თქვენს ცხოვრებაში რაღაც ისე არ არის: არ ხართ კმაყოფილი იმ ადგილით, სადაც იმყოფებით, გაქვთ ტოქსიკური გარემო ან ძალიან ბევრს მუშაობთ და სხვა. მაგრამ ზოგჯერ შფოთვის მიზეზები წმინდა ფიზიოლოგიურია – ჰორმონული დარღვევები იწვევს განწყობის ცვალებადობას.

მოდი გავერკვეთ, როგორ არის დაკავშირებული ჰორმონები შფოთვასთან და როგორ უნდა გავიგოთ, რომ სტრესის მიზეზი შინაგანია, ადამიანის სხეულის შიგნიდან მომავალი და არა გარეგანი, ანუ გარე ფაქტორებით გამოწვეული.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

შფოთვა შეიძლება გამოწვეული იყოს ჰორმონებით

  • შფოთვა იწვევს ჰორმონების გამოყოფას და პირიქით;
  • არსებობს ფიზიკური ნიშნები, რომ შფოთვა გამოწვეულია ჰორმონებით;
  • ჰორმონული პრეპარატების მიღებამ შეიძლება დააბალანსოს ემოციები ან, პირიქით, გამოიწვიოს მათი დარღვევა;
  • ჰორმონული შფოთვა შეიძლება დაკავშირებული იყოს მენსტრუალურ ციკლთან;
  • არის პერიოდები, როდესაც შფოთვა დამოკიდებულია ჰორმონულ ცვლაზე;
  • შფოთვამ შეიძლება გააუარესოს ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა.

შფოთვა იწვევს ჰორმონების გამოყოფას და პირიქით

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

შფოთვა იწვევს, რთავს სტრესზე რეაქციის მექანიზმს, რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლების მიერ ჰორმონების წარმოქმნას. ეს ჰორმონებია – კორტიზოლი, ადრენალინი (ეპინეფრინი), ნორადრენალინი (ნორეპინეფრინი). კორტიზოლის ჭარბი რაოდენობა თრგუნავს სხვა ჰორმონების, მათ შორის სასქესო ჰორმონების მუშაობას, ხოლო ამ უკანასკნელთა დეფიციტი, თავის მხრივ, იწვევს დეპრესიას. როდესაც საგანგაშო ტრიგერი (გამომწვევი) აღარ არის – ადამიანს ესმის, რომ მას არაფერი ემუქრება, თუმცა სტრესის ჰორმონები კვლავინდებურად აგრძელებენ ორგანიზმზე ზემოქმედებას და შფოთვის, დეპრესიისა და ემოციური არასტაბილურობის პროვოცირებას. ამგვარად, შფოთვა იწვევს ჰორმონების გამოყოფას, ხოლო ჰორმონების გამოყოფა – ასაზრდოებს შფოთვას.

არსებობს ფიზიკური ნიშნები, რომ შფოთვა გამოწვეულია ჰორმონებით ჰორმონები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ჩვენს განწყობასა და მოტივაციაში, ასევე ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის საერთო ჯანმრთელობაში. ის, რომ შფოთვის მიზეზი ფსიქოლოგიური პრობლემები კი არ არის, არამედ ჰორმონული, ამას ზოგიერთი გარეგანი ნიშანი ადასტურებს. მაგალითად, თუ შფოთვას თან ახლავს ძილის დარღვევა, ლიბიდოს დაქვეითება, თქვენთვის უჩვეულო თმის ზრდა (იწყება გამოხშირვა-გაიშვიათება ან, პირიქით, თმა იწყებს გამოჩენა-ზრდას იქ, სადაც ის ადრე არ შეინიშნებოდა) – ამ შემთხვევაში საჭიროა ორგანიზმში ჰორმონების დონის შემოწმება და ექიმთან კონსულტაცია.

ჰორმონული პრეპარატების მიღებამ შეიძლება დააბალანსოს ემოციები ან, პირიქით, გამოიწვიოს მათი დარღვევა

ადამიანები იღებენ ჰორმონულ პრეპარატებს მრავალი მიზეზის გამო და ამდენად, მათი ემოციური რეაქცია შეიძლება განსხვავებული იყოს. მაგალითად, ჰორმონულმა კონტრაცეპტივებმა შეიძლება გაზარდოს ქალის შფოთვა. შფოთვის პროვოცირებას ახდენს ის წამლები, რომლებსაც ადამიანები იყენებენ ქალიდან მამაკაცში გენდერული გადასვლის დროს. ეს გამოწვეულია ტესტოსტერონის დონის მატებით. სხვა შემთხვევაში ჰორმონული პრეპარატები, პირიქით, აბალანსებს ემოციურ ფონს, ეხმარება ემოციების ნორმალიზებას და შფოთვის დაძლევას. მაგალითად, ანდროპაუზის, პრემენოპაუზის, მენოპაუზის დროს (რომელიც შეიძლება ადრეულიც იყოს), როდესაც ასაკთან ერთად ჰორმონების დონე ბუნებრივად იკლებს, მედიკამენტები ხელს უწყობს მათ ნორმალურ მდგომარეობაში დაბრუნებას.

არის პერიოდები, როდესაც შფოთვა დამოკიდებულია ჰორმონულ ცვლაზე

ადამიანის ცხოვრებაში არის რამდენიმე ეტაპი, როდესაც ორგანიზმი განიცდის სერიოზულ ჰორმონულ ცვლილებებს და ამან არ შეიძლება არ იმოქმედოს ემოციურ მდგომარეობაზე.

პირველი არის მოზარდობის ე.წ. გარდატეხის პერიოდი. სხვადასხვა ჰორმონის დონის მკვეთრი მატება სერიოზულ დარტყმას ახდენს ფსიქიკაზე და, სამწუხაროდ, არა უკანასკნელად.

ანდროპაუზის დროს მამაკაცებთან ტესტოსტერონის დონე იკლებს. პრემენოპაუზისა და მენოპაუზის პერიოდში ქალის ორგანიზმში ერთდროულად ნელდება რამდენიმე სასქესო ჰორმონის – ესტროგენის, პროგესტერონის და ტესტოსტერონის – გამომუშავება. ამ პერიოდებში შფოთვა ორგანიზმის სრულიად ნორმალური რეაქციაა ცვლილებებზე, თუმცა ის ადვილად შეიძლება მივიჩნიოთ სხვა ასაკობრივ კრიზისად. სერიოზული ჰორმონული ცვლილების კიდევ ერთი მაგალითია ორსულობა და მშობიარობის შემდგომი პერიოდი. ასეთ მომენტებში ე.წ. ჰორმონული შფოთვა თან ერთვის ბუნებრივ შფოთვას საკუთარ თავსა და ბავშვის ჯანმრთელობაზე.

შფოთვამ შეიძლება გააუარესოს ადამიანის ფიზიკური მდგომარეობა

შფოთვა შეიძლება გამოვლინდეს არა მხოლოდ ემოციურად, არამედ ფიზიკურადაც. მაგალითად, სტრესის ჰორმონების გამო ენდოკრინული სისტემის ფუნქციობა ზოგჯერ ირღვევა, ეს გამოიხატება კანზე გამონაყარის სახით. კორტიზოლი და ადრენალინი დაკავშირებულია ანთებასთან, მათ შეუძლიათ მოახდინონ ფსორიაზის ან ეგზემის პროვოცირება. დაავადება შეიძლება გამოჩნდეს შფოთვისა და წუხილის შემდეგ რამდენიმე კვირაში. შფოთვის ორგანიზმზე ზემოქმედების კიდევ ერთი გამოხატულებაა – ნაწლავის პრობლემები. სტრესის ჰორმონები თრგუნავენ საჭმლის მომნელებელ სისტემას, ასუსტებენ ნაწლავების ფუნქციას, რაც იწვევს მუცლის ტკივილს და ფეკალური მასების ცვლილებას.

მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ჰორმონებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ არა მხოლოდ ადამიანის კეთილდღეობასა და ემოციებზე, არამედ გადაწყვეტილების მიღებასა და ქცევაზეც. ექსპერტები გვირჩევენ, გავზარდოთ მდგრადობა ჰორმონული შფოთვის მიმართ მოთმინების, თანაგრძნობის, კრიტიკული აზროვნებისა და თვითშეგნების გამოყენებით.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას

გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა კავშირია ჰორმონებსა და შფოთვას შორის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები