კვებითი ჩვევები ჰიპოთირეოზის დროს
გამოიმუშავებს საკმარისი ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს.
ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები ხელს უწყობენ სხეულის მრავალი ფუნქციის კონტროლს, მათ შორის ზრდას, უჯრედების აღდგენას და მეტაბოლიზმს. შედეგად, ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებს შეიძლება ჰქონდეთ ისეთი სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, თმის ცვენა, წონის მომატება, სიცივის აუტანლობა, განწყობის ცვლილებები და ყაბზობა.
მედიკამენტები ჰიპოთირეოზის მკურნალობის დროს გადამწყვეტია, მაგრამ ჯანსაღი დიეტისა და ცხოვრების წესის დაცვა ასევე დაგეხმარებათ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის და სიმპტომების გაუმჯობესებაში.
როდესაც ფარისებრი ჯირკვალი იღებს სიგნალს, რომელსაც ეწოდება ფარისებრი ჯირკვლის მასტიმულირებელი ჰორმონი (TSH), ის ათავისუფლებს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს სისხლში. ეს სიგნალი იგზავნება ჰიპოფიზის ჯირკვლიდან (მდებარეობს თავის ტვინში).
ჰიპოთირეოზის დროს ფარისებრი ჯირკვალი არ ათავისუფლებს საკმარის ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებს, მაშინაც კი, როდესაც არსებობს დიდი რაოდენობით TSH.
ქრონიკული აუტოიმუნური თირეოიდიტი (ჰაშიმოტოს თირეოიდიტი) - აუტოიმუნური დაავადება, რომლის დროსაც იმუნური სისტემა შეცდომით თავს ესხმის ფარისებრ ჯირკვალს, არის ჰიპოთირეოზის ერთ-ერთი მიზეზი.
პირველადი ჰიპოთირეოზის სხვა მიზეზებია იოდის დეფიციტი, გარკვეული მედიკამენტების მიღება, ფარისებრი ჯირკვლის ოპერაციები, ფარისებრი ჯირკვლის მწვავე ანთება.
როდესაც ორგანიზმში არ არის საკმარისი TSH (ეს ხდება მაშინ, როდესაც ჰიპოფიზის ჯირკვალი გამართულად არ მუშაობს) ვითარდება მეორადი ჰიპოთირეოზი.
მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ დიეტური ცვლილებები შეიძლება სასარგებლო იყოს ჰაშიმოტოს დაავადების მქონე ადამიანებისთვის, მათ შორის ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესება, სხეულის ჯანსაღი წონის ხელშეწყობა და ჰიპოთირეოზის სიმპტომების შემცირება.
- გლუტენის გარეშე დიეტამ შეიძლება ხელი შეუწყოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესებას, ხოლო ბოსტნეულითა და ხილით მდიდარი დიეტა იცავს უჯრედებს დაზიანებისგან და ხელს უწყობს ჯანსაღი წონის შენარჩუნებას ჰაშიმოტოს დაავადების მქონე პირებში;
- გარდა ამისა, ზოგიერთი კვლევა ვარაუდობს, რომ დიეტა (პალეო დიეტა), რომელიც გამორიცხავს საკვებს, როგორიცაა მარცვლეული და რძის პროდუქტები, შეიძლება დაეხმაროს სიმპტომების შემცირებას, როგორიცაა დაღლილობა და გააუმჯობესოს ცხოვრების ხარისხი ჰაშიმოტოს დაავადების მქონე პირებში;
- ასევე, საკვები რომელთაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო თვისებები, სასარგებლოა ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანების უმეტესობისთვის
გარდა ამისა, ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებს უფრო მეტად უვითარდებათ გარკვეული საკვები ნივთიერებების დეფიციტი. საკვები ნივთიერებების ნაკლებობამ, როგორიცაა D ვიტამინი, თუთია, თიამინი, B6, იოდი, მაგნიუმი და სელენი, შეიძლება გააძლიეროს ჰიპოთირეოიდული სიმპტომები, როგორიცაა დაღლილობა, შფოთვა და ცუდი განწყობა.
იოდი - იოდი არის აუცილებელი მინერალი, რომელიც საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების შესაქმნელად და ამ საკვები ნივთიერების ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს ჰიპოთირეოზი. იოდის არასაკმარისი მიღება არის ჰიპოთირეოზის გავრცელებული მიზეზი მსოფლიოში.
სელენი - სელენი არის კიდევ ერთი მინერალი, რომელიც აუცილებელია ფარისებრი ჯირკვლის ჯანმრთელობისთვის. ის საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოებისთვის და ასევე ეხმარება ფარისებრი ჯირკვლის დაცვას ოქსიდაციური სტრესით გამოწვეული დაზიანებისგან. დიეტაში სელენით მდიდარი საკვების დამატება კარგი საშუალებაა სელენის დონის ასამაღლებლად. ეს მოიცავს თხილს, კვერცხსა და პარკოსნებს. გარდა ამისა, სელენის დანამატები შეიძლება სასარგებლო იყოს ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებისთვის. მაგალითად, დღეში 200 მკგ სელენის დამატება აუმჯობესებს გარკვეულ სიმპტომებს, როგორიცაა გუნება-განწყობის დაქვეითება ჰაშიმოტოს მქონე ადამიანებში. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სელენის დანამატები აუცილებელია ჰიპოთირეოზის მქონე ყველა ადამიანისთვის. მიიღეთ სელენი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გირჩევთ თქვენი ექიმი.
თუთია - საჭიროა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების წარმოებისთვის და ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებისთვის. თუთიის ნაკლებობამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე და ჯანმრთელობის ბევრ სხვა ასპექტზე, ამიტომ აუცილებელია ამ საკვები ნივთიერების საკმარისი რაოდენობით მიღება. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ თუთიის დანამატები შეიძლება სასარგებლო იყოს ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებისთვის. თუთიის დანამატების ცალკე გამოყენებისას ან სხვა საკვებ ნივთიერებებთან ერთად, როგორიცაა სელენი და A ვიტამინი ხელს უწყობს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის გაუმჯობესებას ჰიპოთირეოზის მქონე პაციენტებში. ექიმმა უნდა განსაზღვროს არის თუ არა საჭირო თუთიის დანამატის მიღება.
D ვიტამინი - ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებს უფრო მეტად აქვთ D ვიტამინის დეფიციტი. D ვიტამინის დაბალი დონე შეიძლება უარყოფითად აისახოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებაზე და გააუარესოს ჰიპოთირეოზის სიმპტომები. იმის გამო, რომ D ვიტამინი არ არის კონცენტრირებული ბევრ საკვებში, დანამატები ხშირად საჭიროა,
B12 ვიტამინი - დეფიციტი ხშირია ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებში. ესაუბრეთ ექიმს B12 ვიტამინის დონის შესამოწმებლად.
მაგნიუმი - მაგნიუმის დეფიციტი ასოცირდება ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციასთან და შეიძლება გაზარდოს ჰიპოთირეოზის განვითარების რისკი. ნაჩვენებია, რომ მაგნიუმის დამატება აუმჯობესებს ჰიპოთირეოიდულ სიმპტომებს.
რკინა - რკინადეფიციტურმა ანემიამ შეიძლება გააუარესოს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია. რკინის დეფიციტი ხშირია ჰიპოთირეოზის მქონე ქალებში. რკინის დამატება ხშირად საჭიროა რკინის ჯანსაღი დონის მისაღწევად და შესანარჩუნებლად.
C ვიტამინი, ალციუმი და ცილები სხვა საკვები ნივთიერებების მაგალითებია, რომლებიც მნიშვნელოვანია ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებისთვის.
არსებობს გარკვეული საკვები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პრობლემები ჰიპოთირეოზის მქონე ზოგიერთ ადამიანში.
მაგალითად, ჰაშიმოტოს დაავადების მქონე ადამიანებს აღენიშნებოდათ ანთების და ოქსიდაციური სტრესის გაზრდილი მარკერები. ოქსიდაციური სტრესი არის მდგომარეობა, რომელსაც ახასიათებს ორგანიზმში რეაქტიული ნაერთების ჭარბი რაოდენობა, რომელსაც უწოდებენ თავისუფალ რადიკალებს.
ამ მიზეზით, ჰიპოთირეოზის მქონე ადამიანებმა თავი უნდა აარიდონ საკვებს, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ოქსიდაციურ სტრესს და ანთებას, როგორიცაა დამუშავებული საკვები, სასმელები დამატებული შაქრის მაღალი შემცველობით და შემწვარი საკვები.
გარდა იმისა, რომ ამ ტიპის საკვები ხელს უწყობს ოქსიდაციურ სტრესს, ამ საკვებით მდიდარი დიეტა დაკავშირებულია ჭარბ წონასთან და სიმსუქნესთან.
მოერიდეთ დიდი რაოდენობით უმი ბოსტნეულის ჭამას, როგორიცაა კომბოსტო და ბრიუსელის კომბოსტო.
საკვები, რომელთა მიღებაც რეკომედებულია:
- ბოჭკოთი მდიდარი საკვები;
- სახამებლის გარეშე ბოსტნეული: სტაფილო, წიწაკა, ისპანახი;
- ლობიო;
- ხილი: კენკრა, ვაშლი, ატამი, მსხალი, ყურძენი, ციტრუსის ხილი, ანანასი, ბანანი;
- თევზი, კვერცხი, ხორცი;
- ჯანსაღი ცხიმები: ზეითუნის ზეთი, ავოკადოს ზეთი;
- უცხიმო იოგურტი;
- უგლუტენო მარცვლეული;
- ნუში, გოგრის თესლი;
- ნაკლებცხიმიანი რძის პროდუქტები
გაითვალისწინეთ, რომ ჰიპოთირეოზის მქონე ზოგიერთ ადამიანს შეუძლია ამოიღოს რაციონიდან გლუტენის შემცველი საკვები და რძის პროდუქტები, მაგრამ ზოგიერთს შეიძლება არ მოუწიოს ამ საკვების რაციონიდან ამოღება და შესაძლოა გლუტენისა და რძის პროდუქტების უპრობლემოდ მოხმარება.
სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი კვების გეგმის შემუშავება, რომელიც მორგებულია ჯანმრთელობის სპეციფიკური საჭიროებებისთვის.