/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

პრედიაბეტი, როგორც გამაფრთხილებელი ნიშანი და მისი მართვა

პრედიაბეტი, როგორც გამაფრთხილებელი ნიშანი და მისი მართვა
მდგომარეობას, როდესაც სისხლში შაქრის დონე ნორმაზე მაღალია, მაგრამ არც ისე მაღალი,

რომ შეესაბამებოდეს დიაბეტს, პრედიაბეტი ეწოდება.

პრედიაბეტი უფრო გამაფრთხილებელი ნიშანია. პრედიაბეტის დიაგნოზის დადგენა არ ნიშნავს იმას, რომ გარანტირებულად დაავადდებით ტიპი 2 დიაბეტით.

ცხოვრების წესის კორექტირებით შეგიძლიათ შეაჩეროთ პრედიაბეტი და იცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრებით.

როგორ ხდება პრედიაბეტის დიაგნოსტიკა

პრედიაბეტი არის ლაბორატორიული დიაგნოზი. ყველაზე ხშირად ის ვლინდება, როდესაც სისხლის რუტინულ ტესტში ტესტი(უზმოზე სისხლში შაქრის დონე ამაღლებულია). სხვა ტესტები, რომლებმაც შეიძლება გამოავლინონ პრედიაბეტი, არის ჰემოგლობინი A1c და გლუკოზის ტოლერანტობის ტესტი. პაციენტთა უმეტესობას არ აღენიშნება არცერთი ტიპური სიმპტომი, რომელიც ასოცირდება დიაბეტთან, როგორიცაა წყურვილის მომატება, შარდვის გახშირება ან ბუნდოვანი მხედველობა.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

რატომ არის სისხლში მაღალი შაქარი მავნე

ამ კითხვაზე პასუხი ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გაგებული, მაგრამ ვიცით, რომ სისხლში შაქრის მაღალი დონე თავისთავად შეიძლება იყოს საზიანო და დაკავშირებულია სხვა მეტაბოლურ დარღვევებთან - როგორიცაა ინსულინის რეზისტენტობა და სისხლში ლიპიდების დონის მატება - რამაც შეიძლება დააზიანოს სისხლძარღვები, ნერვები. პრედიაბეტის მქონე პაციენტები ამ გართულებების რისკის ქვეშ არიან, თუმცა რისკი უფრო ნაკლებია, ვიდრე დიაბეტის მქონე პაციენტებში.

რა იწვევს პრედიაბეტს

პრედიაბეტი გენეტიკური და გარემო ფაქტორების ერთობლივი შედეგია. პირველთან დაკავშირებით ბევრი რამის გაკეთება არ შეგიძლიათ, (მაგალითად, ვერ შეცვლით დიაბეტის ოჯახურ ისტორიას) , მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ ცხოვრების წესი და ის ჩვევები, რამაც შეიძლება გამოიწვიოს პრედიაბეტი. ესენია:

  • ჭარბი წონა;
  • ფიზიკური უმოქმედობა;
  • არაადეკვატური ან ცუდი ხარისხის ძილი;
  • მოწევა

გესტაციური დიაბეტის ანამნეზის მქონე ქალები ასევე არიან პრედიაბეტის გაზრდილი რისკის ქვეშ, ისევე როგორც ქალები პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომით (PCOS) და ძილის აპნოეს მქონე პირები.

რა არის პრედიაბეტის მკურნალობის გზები

პრედიაბეტის მკურნალობის მიზანია სისხლში შაქრის ნორმალურ დონეზე დაბრუნება და დიაბეტის განვითარების პრევენცია. ეს შეიძლება განხორციელდეს ცხოვრების სტილის ცვლილებების კომბინაციით და საჭიროების შემთხვევაში მედიკამენტებით. როგორც მიზეზების სიიდან ხედავთ, ამ მიზნის მიღწევა დიდწილად თქვენს ხელშია.

წონის დაკლებამ შეიძლება დიდი განსხვავება გამოიწვიოს. ეს საუკეთესოდ მიიღწევა ჯანსაღი დიეტის საშუალებით, რომელიც მოიცავს ბოსტნეულს, ხილსა, ცილოვან საკვებსა და რეგულარულ ვარჯიშს.უნდა მოერიდოთ მავნე ჩვევებს, მაგალითად მოწევას.

ცალკეული პაციენტებისთვის, პირველ რიგში, მათთვის, ვისაც ჭარბი წონა აქვთ და ცხოვრების წესის ცვლილებამ ვერ შეამცირა სისხლში შაქრის დონე, შეიძლება საჭირო გახდეს მედიკამენტების მიღება.

ორი ჯანსაღი ჩვევა, რომელიც დაგვეხმარებათ პრედიაბეტის მართვაში

მრავალი გზა არსებობს პრედიაბეტის მართვისთვის. მაგრამ, ორ ჯანსაღ ჩვევას შეუძლია ყველაზე დიდი ეფექტის მოტანა: ჯანსაღი საკვების არჩევა და რეგულარული ვარჯიში.

ჭარბი წონის ან არასწორი კვების (ძალიან ბევრი რაფინირებული ნახშირწყლისა შემცველი და გადამუშავებული საკვები). შემთხვევაში მეტია ალბათობა, რომ პრედიაბეტი განვითარდეს.

ყოველი ჭამის დროს შეავსეთ თქვენი თეფში ბოსტნეულით და შეამცირეთ რაფინირებული ნახშირწყლები, როგორიცაა ფუნთუშები, კარტოფილი ფრი, ჩიფსები და მაკარონი. ამ ტიპის ნახშირწყლებმა შეიძლება გამოიწვიოს სისხლში შაქრის დონის მატება. ამის ნაცვლად, მიირთვით მთლიანი მარცვლეული, როგორიცაა შვრიის ფაფა, ყავისფერი ბრინჯი. ეს საკვები დაბალცხიმიანია და მდიდარია ბოჭკოებით, რაც ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის სტაბილურობას.

შეცვალეთ გაზიანი სასმელები, ხილის წვენები, ალკოჰოლი და ტკბილი სასმელები წყლით.

აირჩიეთ ბუნებრივი ცხიმები, რომლებიც სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის, როგორიცაა ავოკადო, ნიგოზი, ქოქოსის ზეთი,ხორცი და ორაგული.

მცირე მოძრაობის ჩართვა მთელი დღის განმავლობაში შეიძლება იყოს ისეთივე ეფექტური, როგორც ერთი ხანგრძლივი ვარჯიში. მიზნად დაისახეთ ზომიერი ინტენსივობის ვარჯიში ყოველდღიურად 30-დან 60 წუთამდე.

ვარჯიში პრედიაბეტის მართვისათვის მნიშვნელოვანი ნაწილია. მას შეუძლია არა მხოლოდ წონის დაკლებას შეუწყოს ხელი, არამედ მეტი მოძრაობა იწვევს სხეულის მგრძნობელობის გაზრდას ინსულინის მიმართ.

კომენტარები (1)
სენაკელი
რამდენაც წამიკითხავს ,ამ დაავადების წარმოშობის მიზეზი უცნობია ეს რომ ცნობილი იყოს თავიდანვე მოხდება დაავადების ინჰიბირება-თუმცა აღმიშნავენ გენეტიკას ,ვირუსს,ტრესს და ასე შემდეგ...
თარიღი : 13-05-2023
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

პრედიაბეტი, როგორც გამაფრთხილებელი ნიშანი და მისი მართვა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები