/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

რამ შეიძლება გამოიწვიოს კუშინგის სინდრომი, რომელ ორგანოთა სისტემაში იწვევს ცვლილებებს და როგორია კლინიკური გამოვლინებები

რამ შეიძლება გამოიწვიოს კუშინგის სინდრომი, რომელ ორგანოთა სისტემაში იწვევს ცვლილებებს და  როგორია კლინიკური გამოვლინებები
კუშინგის სინდრომი კლინიკური მდგომარეობაა, რომელიც კორტიკოსტეროიდების, კერძოდ, გლუკოკორტიკოსტეროიდების სიჭარბითაა განპირობებული.

ორგანიზმში გლუკოკორტიკოსტეროიდების სიჭარბე სხვადასხვა მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. ყველაზე ხშირი მიზეზი კორტიკოსტეროიდების (მაგ:პრედნიზოლონის) ეგზოგენური მიწოდებაა. ენდოგენური კუშინგის სინდრომის შემთხვევათა უმეტესობა ჰიპოფიზის ადრენოკორტიკოტროპული(ACTH) ჰორმონის მასეკრეტირებელი ადენომითაა გამოწვეული.

კუშინგის სინდრომის სხვა მიზეზებია: თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე და ჰიპოთალამუს - ჰიპოფიზ - თირკმელზედა ღერძის გარეთ არსებული სიმსივნეები(ძირითადად ფილტვის ან პანკრეასის).

კუშინგის სინდრომის გამოვლინებები ორგანოთა თითქმის ყველა სისტემას მოიცავს. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადად გლუკოკორტიკოსტეროიდების სიჭარბის ნიშნები დომინირებს, შესაძლოა აღინიშნებოდეს მინერალკორტიკოსტეროიდების და ანდროგენების სიჭარბის სიჭარბის სიმპტომებიც.

კორტიკოსტეროიდების სიჭარბე ცვლილებებს იწვევს:

  • ფიზიკურ გარეგნობაზე - ყველაზე გავრცელებული მახასიათებელი წონის მატებაა, რაც ტორსში, სახესა და ხერხემლის კისრსის ნაწილში ცხიმოვანი ქსოვილის დაგროვებითაა განპირობებული. ახასიათებს წვრილი კიდურები, მრგვალი სახე;
  • კანზე - ის ხდება თხელი, მყიფე, თავს იჩენს მეწამული, წითელი სტრიები, ჩალურჯებები, გაწითლებული ლოყები(პლეთორა), აკნე, ჭრილობების შეხორცების შეფერხება;
  • ძვალკუნთოვანი სისტემაზე - ახასიათებს კიდურების განლევა, ოსტეოპოროზი, დაღლილობა, სისუსტე, ზურგის ტკივილი, მოუქნელი სიარული;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე - ვითარდება ჰიპერტენზია, ჰიპერვოლემია, ქვედა კიდურების შეშუპება;
  • კუჭ-ნაწლავის სისტემაზე - ძლიერდება პეპსინისა და მარილმჟავას სეკრეცია, იზრდება პეპტიური წყლულის განვითარების რისკი, ახასიათებს უმადობა;
  • თირკმელზე/საშარდე გზებზე - ვითარდება ჰიპერკალციურია, იზრდება თირკმლის კენჭების წარმოქმნის რისკი;
  • იმუნური სისტემა - ითრგუნება ალერგიული რეაქციები, ხდება იმუნური პასუხის ინჰიბირება;

ასევე, ვითარდება მეტაბოლური პროცესების დარღვევები (ჰიპერგლიკემია, აზოტის უარყოფითი ბალანსი, დილიპიდემია) და ემოციური პრობლემები (ეიფორია, უძილობა, გაღიზიანებადობა, დეპრესია)

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

მინერალკორტიკოსტეროიდების სიჭარბე გავლენას ახდენს:

  • სითხესა და ელექტროლიტებზე - აღინიშნება წყლისა და ნატრიუმის შეკავება, შეშუპება, ჰიპოკალემია;
  • გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე - ჰიპერტენზია, ჰიპერვოლემია

ანდროგენების სიჭარბით გამოწვეული დარღვევები გამოიხატება:

  • კანზე - ვითარდება აკნე, ჰიპერპიგმენტაცია;

ასევე, ვითარდება რეპროდუქციული დარღვევები.

მკურნალობის მეთოდი იმაზეა დამოკიდებული, თუ სადაა პრობლემა: თირკმელზედა ჯირკვლებში, ჰიპოფიზში თუ სხვაგან. ჰიპოფიზის სიმსივნის ამოსაკვეთად ან დასაშლელად შეიძლება ოპერაცია ან სხივური თერაპია დაინიშნოს. თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეები (ხშირად ადენომები) ქირურგიულად ამოიჭრება. თუკი ეს საკმარისი არ არის, ან სიმსივნე არ არსებობს, შესაძლოა ორივე თირკმელზედა ჯირკვლის მთლიანად ამოკვეთა გახდეს საჭირო. ჰიპოფიზსა და თირკმელზედა ჯირკვლების გარეთ მდებარე სიმსივნეები, რომლებიც ჭარბ ჰორმონებს გამოყოფენ, ქირურგიულად ამოიკვეთება. კორტიზოლის დონის დაქვეითება ზოგიერთი წამლითაც არის შესაძლებელი.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რამ შეიძლება გამოიწვიოს კუშინგის სინდრომი, რომელ ორგანოთა სისტემაში იწვევს ცვლილებებს და როგორია კლინიკური გამოვლინებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები