/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

კატეგორია : ბავშვის აღზრდა
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სიახლეები

საქართველოში თვალის, თანდაყოლილი ანომალიების, ძვალ-სახსართა სისტემის ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა

საქართველოში თვალის, თანდაყოლილი ანომალიების, ძვალ-სახსართა სისტემის ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა
2017 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზით რეგისტრირებული

დაავადებების რიცხოვნობა 9,7 პროცენტით შემცირდა, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციაში. საქსტატის 2016 წელთან შედარებით, 2017 წელს პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა შემცირდა დაავადებათა თითქმის ყველა სახის მიხედვით, გარდა რამდენიმე ჯგუფისა, სადაც აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში ფუნქციონირებდა 272 საავადმყოფო, 15,1 ათასი საწოლთა ფონდით (2016 წელს 13,8 ათასი). საავადმყოფოში დაყოვნების მაჩვენებელმა შეადგინა 5,2 დღე (2016 წელთან შედარებით არ შეცვლილა), ხოლო დატვირთვამ - 180,5 დღე (2016 წელს - 195,0 დღე).

ამბულატორიულ-პოლიკლინიკური დაწესებულებების რაოდენობამ 2369 შეადგინა. აღნიშნულ დაწესებულებებში ექიმთან მიმართვების რიცხვი წლის განმავლობაში 11 493 ათასს გაუტოლდა, რაც 12,1 პროცენტით ნაკლებია 2016 წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

2017 წლის მონაცემებით, საქართველოში დასაქმებულია 27,4 ათასი ექიმი (ძირითადი პერსონალი), რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 810 ერთეულით (3 პროცენტით) აღემატება: 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით 2,4 პროცენტით გაიზარდა დასაქმებული საშუალო სამედიცინო პერსონალის რიცხოვნობა და 17998 კაცი შეადგინა.

„2017 წელს, წინა წელთან შედარებით საქართველოში პირველად დადგენილი დიაგნოზოთ რეგისტრირებული დაავადებების რიცხოვნობა 9,7 პროცენტით შემცირდა. ბოლო ათწლიანი პერიოდის განმავლობაში აღნიშნული მაჩვენებელი მაქსიმალურ ნიშნულს 2015 წელს აღწევდა: 2016 წელთან შედარებით, პირველად დადგენილი დიაგნოზით მოსახლეობის ავადობა შემცირდა დაავადებათა თითქმის ყველა სახის მიხედვით, გარდა რამდენიმე ჯგუფისა, სადაც აღნიშნული მაჩვენებლის ზრდა შეინიშნება. კერძოდ, თვალისა და მისი დანამატების ავადმყოფობების რაოდენობა გაიზარდა 34,7 პროცენტით, თანდაყოლილი ანომალიების - 14,7 პროცენტით, ხოლო ძვალ-სახსართა სისტემის და შემაერთებელი ქსოვილების ავადმყოფობები გაზრდილია 4,8 პროცენტით.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

ავადობის 20 ძირითადი ჯგუფიდან მოსახლეობაში ყველაზე მეტად გავრცელებულია სუნთქვის ორგანოების (რომელზეც მოდის დაავადებათა 33 პროცენტი), ასევე საჭმლის მომნელებელი სისტემისა (14 პროცენტი) და სისხლის მიმოქცევის სისტემის (10 პროცენტი) ავადმყოფობები“, - აცხადებენ საქსტატში.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

რა ხდება შაქრიანი დიაბეტის დროს ორგანიზმში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ხდება შაქრიანი დიაბეტის დროს ორგანიზმში

ამის გამო თირკმელები იწყებენ მის ინტენსიურად გამოყოფას შარდთან ერთად. დაავადების ერთ-ერთი პირველი სიმპტომი სწორედ შარდვის გახშირებაა, ორგანიზმი ამით ცდილობს გათავისუფლდეს შაქრის ჭარბი რაოდენობისაგან. ამას, თავის მხრივ, წყურვილის გაძლიერება და დიდი რაოდენობით სითხის მიღება მოსდევს. დროთა განმავლობაში თირკმელები ვეღარ უძლებენ გაზრდილ დატვირთვას და იწყება მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, დგება ორგანიზმის გაუწყლოება.

იმის გამო, რომ ორგანიზმი ვერ მოიხმარს გლუკოზას ენერგიის წყაროდ, ამ მიზნით ცხიმის ხარჯვას იწყებს. თუმცა ცხიმის გადამუშავება-გარდაქმნა ენერგიის წარმოებისათვის უჯრედებისათვის ბევრად რთული პროცესია. ისიც გასათვალისწინებელია, რომ უჯრედები ცხიმის სრულად წვას ვერ ახერხებენ და ორგანიზმში კეტონური სხეულები წარმოიქმნება. სწორედ კეტონური სხეულების დაგროვების შედეგად სხვადასხვა სახის გართულებები ვითარდება, მათ შორის უმძიმესი და საშიში გართულება – კეტოაციდოზია. თუ კეტოაციდოზი დროულად არ აღმოიფხვრა, ადამიანი შესაძლოა კომაში ჩავარდეს (გონება დაკარგოს) და დაიღუპოს კიდეც.

ცოტა რამ ისტორიიდან

  • შაქრიანი დიაბეტით დაავადების ისტორია ჩვ. წ. აღ-მდე III საუკუნეში იწყება. ადამიანებს ჯერ კიდევ იმ პერიოდში შეეძლოთ დაავადების სიმპტომთა გარკვევა, სამკურნალო საშუალებათა მოძიებასაც ცდილობდნენ და პაციენტთა მდგომარეობის შემსუბუქებასაც, თუმცა შაქრიანი დიაბეტის გამომწვევი მიზეზები უცნობი იყო და ყველა დაავადებული, ასე თუ ისე, განწირულად ითვლებოდა.
  • ტერმინი „დიაბეტი“ პირველად რომაელმა ექიმმა, არეთეუსმა შემოიღო ჩვ. წ. აღ.-მდე I საუკუნეში. სიტყვა „დიაბეტი“ ბერძნულად განლევას ნიშნავს, შესაბამისად, ტერმინი „შაქრიანი დიაბეტი“ გულისხმობს „შაქრით განლეულს“, „შაქრის დამკარგავს“, რაც აისახება კიდეც დაავადების ერთ-ერთ დამახასიათებელ სიმპტომში – შარდთან ერთად შაქრის დაკარგვაში.
  • მე-XVII საუკუნეში ექიმმა თომას ვილისმა პირველად აღმოაჩინა დიაბეტით დაავადებულთა შარდის მოტკბო გემო. შემდგომში ამ ფაქტს ექიმები დაავადების დიაგნოსტიკისთვის იყენებდნენ.
  • 1776 წელს ინგლისელმა ექიმმა დობსონმა (1731-1784წწ.) დაადგინა, რომ დაავადებულთა შარდის მოტკბო გემო მასში შაქრის შემცველობითაა განპირობებული; ფაქტობრივად, ამ პერიოდიდან ეწოდება დაავადებას „შაქრიანი დიაბეტი“.
  • 1796 წლიდან ექიმები იმაზე ალაპარაკდნენ, რომ დიაბეტით დაავადებულთათვის აუცილებელია განსაკუთრებული დიეტის დაცვა. შემუშავდა კიდეც სპეციალური დიეტა, რომელშიც ნახშირწყლების ნაწილი ჩანაცვლდა ცხიმებით. დიაბეტის სამკურნალოდ დაიწყო ფიზიკური დატვირთვების გამოყენება.
  • 1841 წელს პირველად შეიმუშავეს შარდში შაქრის განსაზღვრის მეთოდი; ამას მოჰყვა სისხლში შაქრის დონის განსაზღვრაც.
  • 1889 წელს მერინგმა და მინკოვსკიმ პანკრეასის ამოკვეთით ცხოველები დააავადეს შაქრიანი დიაბეტით.
  • 1889 წელს პაულ ლანგერჰანსმა კუჭუკანა ჯირკვლის (პანკრეასის) მიკროსკოპული დათვალიერებისას აღმოაჩინა უჯრედთა დამახასიათებელი გროვები, რომელთაც კუნძულები უწოდა, თუმცა იმ პერიოდში ორგანიზმისათვის ამ უჯრედების მნიშვნელობა მეცნიერმა ვერ ახსნა.
  • 1921 წელს მკვლევრებმა, ბანტინგმა და ბესტმა, შეძლეს პანკრეასის ქსოვილიდან ინსულინის მიღება. მიღებული ნივთიერებით მეცნიერებმა დიაბეტით დაავადებულ ძაღლებთან აღკვეთეს მთელი რიგი სიმპტომები.
  • 1922 წელს ინსულინი პირველად გამოიყენეს შაქრიანი დიაბეტის სამკურნალოდ.
  • 1960 წელს გაიშიფრა ადამიანის ინსულინის ქიმიური სტრუქტურა.
  • 1979 წელს განხორციელდა ადამიანის ინსულინის სრული სინთეზი გენური ინჟინერიის მეთოდით.
  • გავიდა ორი წელი ინსულინის აღმოჩენიდან და ერთი ახალგაზრდა პორტუგალიელი ექიმი დაფიქრდა იმაზე, რომ შაქრიანი დიაბეტი უბრალოდ დაავადება კი არ არის, არამედ პაციენტთა ცხოვრების სრულიად განსხვავებული სტილი. იმისათვის, რომ ეს თავისებური სტილი ცხოვრების წესად დანერგოს, პაციენტმა ბევრი რამ უნდა იცოდეს თავისი დაავადების შესახებ. იმ პერიოდში გაჩნდა კიდეც მსოფლიოში პირველი სკოლები შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. დღეს ასეთი სკოლა უამრავია. დაინტერესებული პაციენტები ნამდვილად არ უჩივიან ინფორმაციის ნაკლებობას დაავადების შესახებ. ამ კუთხით ბევრი რამ იციან, სიახლეებსაც ეუფლებიან და ცდილობენ დაავადებაზე გამარჯვებით საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად იგრძნონ თავი. მთავარია მონდომება და ყოველივე ამის გაცნობიერება!

რას ნიშნავს ცხოვრება შაქრიან დიაბეტთან ერთად

დღეს ყველამ, ვისაც კი დასმული აქვს დიაგნოზი „შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2“, იცის, რომ დიაბეტი არა მხოლოდ დაავადებაა, არამედ ცხოვრების წესიც. ამ წესით შესაძლებელია დაავადების მიმდინარეობის შემსუბუქება და ორგანიზმის მდგომარეობის გაუმჯობესება. ცხოვრების წესი შაქრიანი დიაბეტის დროს მოიცავს: სწორ კვებას, რაციონალურ ფიზიკურ დატვირთვას და მავნე ჩვევებზე უარის თქმას.

ფიზიკური დატვირთვა შაქრიანი დიაბეტის დროს

შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში შაქრის დონის შენარჩუნებისა და მოსალოდნელ გართულებათა თავიდან ასაცილებლად უდიდესი მნიშვნელობა აქვს ფიზიკურ აქტივობას. რეგულარული ფიზიკური დატვირთვა შაქრიანი დიაბეტის მკურნალობის მეტად ეფექტური საშუალებაა. სამკურნალო ფიზკულტურა:

  • აუმჯობესებს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობას;
  • ხელს უწყობს წონის დაქვეითებას;
  • ნორმალიზებას უწევს ნივთიერებათა ცვლასა და არტერიულ წნევას;
  • აწრთობს გულ-სისხლძარღვთა სისტემას;
  • აუმჯობესებს ლიპიდური ცვლის მაჩვენებლებს (ქოლესტერინსა და სხვას);
  • აქვეითებს შაქრის დონეს სისხლში;
  • ზრდის უჯრედების ინსულინისადმი მგრძნობელობას.

რეგულარული ფიზიკური ვარჯიშის დაწყებამდე აუცილებლად გაიარეთ ექიმთან კონსულტაცია. ფიზიკური ვარჯიშის იდეალური პროგრამის შემუშავება საფუძვლიანი გამოკვლევით მიღებული შედეგების ანალიზისა და ზოგადი მდგომარეობის საგულდაგულოდ შეფასების შემდეგ ხდება.

ფიზიკური დატვირთვის ტიპის შერჩევა-განსაზღვრისას აუცილებელია ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სპორტული მომზადების გათვალისწინება. ყველაზე უსაფრთხოა ფიზიკური დატვირთვის 10-წუთიანი სიარულითა და მარტივი, სიამოვნებისმომგვრელი ვარჯიშებით დაწყება. ვარჯიშების შესრულებისას ღრმად ისუნთქეთ. შეარჩიეთ ისეთი ვარჯიშები, რომლებშიც მთელი სხეული მონაწილეობს. სიარულისას მაქსიმალურად ამოძრავეთ ხელები და სხეულის ზედა ნაწილი. მკურნალ ექიმთან შეთანხმებით შეგიძლიათ შეასრულოთ უწყვეტი რიტმული ვარჯიშებიც (აერობიკა), რომლებიც გულისცემის თქვენთვის დაშვებული მაქსიმალური მაჩვენებლის მხოლოდ 70-80%-მდე გაზრდას გამოიწვევს, თანაც მხოლოდ 15-20 წუთის შემდეგ. გულის შეკუმშვათა ოპტიმალურ სიხშირეს ექიმები – ენდოკრინოლოგი და კარდიოლოგი – ერთად შეგირჩევენ თქვენი ასაკისა და ფიზიკური მომზადების გათვალისწინებით. ფიზიკური დატვირთვა ეტაპობრივად უნდა დაქვეითდეს გულის შეკუმშვათა სიხშირის ნორმალიზაციამდე.

ფიზიკური დატვირთვის დაწყებამდე აუცილებელია სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა. თუ შაქრის დონე 3,5-8,0 მმოლი/ლ-ია სისხლში და თქვენ ინსულინი შეიყვანეთ, ვარჯიშამდე უნდა წაიხემსოთ. თუ შაქრის დონე 15 მმოლი/ლ-ია სისხლში, ფიზიკური აქტივობის დაწყება არარეკომენდებულია. ვარჯიში საკვების მიღებიდან 1-2 საათში დაიწყეთ, რათა საკვების მიღება და ფიზიკური დატვირთვა დაბალანსდეს.

შეძლებისდაგვარად ივარჯიშეთ ყოველდღე ერთსა და იმავე დროს. გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური აქტივობის რეგულარული განრიგის დარღვევისას საჭირო ხდება საკვებისა და მედიკამენტების მიღების სპეციალური გეგმის შემუშავება.