/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : რჩევები მშობლებს

-თუ ჩემშია პრობლემა მითხარით, ბავშვი ხდება რამოდენიმე დღეში 2 თვის. დაბადებიდან მალევე დაეწყო ხმაურიანი სუნთქვა, სტრიდორიაო პედიატრმა. ამას დაემატა აპნოე, მოლურჯო ფერი ტუჩებთან, გულმკერდის ჩაზნექვა სუნთქვის დროს და ასევე ყელთან. მყავდა ორ ლარინგოლოგთან - ორივემ სიცილკისკისით გამომიშვა, ეს არაფერია, გაუვლის, უმეტესობას აქვსო. მყავდა ნეიროსკოპიაზე ჟანგბადი კარგად მიეწოდება ტვინს, ახლა გულის ექოსკოპიაზე მიმყავს. უბრალოდ მართლა ვერ მომისვენია მაინც, გუგლში ვკითხულობ რომ ბავშვი გადაუდებელ დახმარებას საჭიროებს თუ სუნთქვის დროს გულმკერდი ეზნიქება ასევე ყელთან და თუ აქვს აპნოეო და რაღა ვქნა არ ვიცი, ისევ მივიყვანო ვინმე სხვასთან? ანუ თითქოს როგორც კი გაიგებენ სტრიდორიაო უი ეგ არაფერი ბუნებრივიაო, და სტრიდორი ხომ ნიშნავს იმას რომ ბავშვს ან ლარინგომალაცია აქვს ან ტრაქეომალაცია, აშკარად დიდ ძალას ატანს სუნთქვის დროს. როგორ მოვიქცე?

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

როგორ ვიკვებოთ შაქრიანი დიაბეტის დროს

როგორ ვიკვებოთ შაქრიანი დიაბეტის დროს
ვარ 67 წლის, მაქვს II ტიპის შაქრიანი დიაბეტი. გთხოვთ, დაწვრილებით აგვიხსნათ, რა შეგვიძლია ვჭამოთ და რა გვეკრძალება.

ამ კითხვით მივმართეთ აკად. მ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიისა და დიეტოლოგიის ცენტრ "ენმედიცის" ექიმ ენდოკრინოლოგს მანანა ანუას.

- "შაქრიანი დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების წესია"; "შაქრიანი დიაბეტი იგივეა, რაც გადატვირთულ ტრასაზე მანქანით სვლა - მოძრაობის წესები უნდა იცოდე", - ამბობს გერმანელი ექიმი მიშელ ბერგერი. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, დავამატებდით: მოძრაობის წესებთან ერთად უნდა იცოდე მანქანის მართვაც.

ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომლის უმთავრესი პრინციპები სწორი კვება და ადეკვატური ფიზიკური დატვირთვაა, არის ფუნდამენტი, რომელზეც შენდება მკურნალობა შაქრიანი დიაბეტის დროს. დიეტოთერაპია მკურნალობის წამყვანი ელემენტია, ხოლო II ტიპის დიაბეტის დროს მას განსაკუთრებული, კოლოსალური მნიშვნელობა ენიჭება. თუ სწორად იქნა გაგებული და ზედმიწევნით იქნა დაცული დიეტური კვების პრინციპები, დიეტოთერაპიამ შესაძლოა ტაბლეტთერაპიის საჭროებაც კი მოხსნას (რა თქმა უნდა, ეს ექიმმა ენდოკრინოლოგმა უნდა გადაწყვიტოს, რომელიც ავადმყოფს ინდივიდუალურად შეურჩევს დიეტოთერაპიის რეჟიმს).

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

დიაბეტით დაავადებულის საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, შეიცავდეს ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს ნორმირებული ოდენობით, ასევე - ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს.

II ტიპის შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ჭარბი წონაა. ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი ხელს უშლის ინსულინის მოქმედებას, რის გამოც პანკრეასი ზეწოლას განიცდის, ზომაზე მეტად იტვირთება და ინსულინის გაძლიერებულ სეკრეციას იწყებს. სისხლში შაქრის შემცველობა ერთხანს ნორმის ფარგლებში რჩება, მაგრამ თანდათან პანკრეასს უფრო და უფრო მეტად უჭირს გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობა, იფიტება მისი ბეტა უჯრედების რეზერვი და ხდება შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია. ამ დროს შაქარი სისხლში ნორმულ მაჩვენებლებს აღემატება.

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა ვარ 21 წლია ბიჭი მინდა სიმაღლეში გაზრდა მირჩიეს სტატურანი და აქსელანი და მაინტერესებს ორივე ერთად რომ დავლიო შეიძლება?</p>

II ტიპის შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბების ალბათობაზე მიუთითებს სიმსუქნე, ჰიპერქოლესტერინემია - ლიპიდური ცვლის მოშლა - და მაღალი არტერიული წნევა. ამ ნიშნების ერთობლიობა, წესისამებრ, II ტიპის შაქრიანი დიაბეტის პრელუდიაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაავადებულთა უმრავლესობა ჭარბწონიანია. ეს ნათელს ხდის, რამდენად მნიშვნელოვანია კვების სწორი რეჟიმი. როდესაც გავაცნობიერებთ, რატომ უნდა დავიცვათ დიეტა, მხოლოდ მაშინ ვინტერესდებით, როგორ გავაკეთოთ ეს.

ნახშირწყლები, რომლებსაც დიდი ოდენობით შეიცავს პურეული და სახამებლიანი პროდუქტები, ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების შედეგად გლუკოზამდე იშლება. გლუკოზა ინსულინის გამოყოფას ასტიმულირებს. რაც უფრო მეტია სისხლში გლუკოზა, მით უფრო მეტი ინსულინია საჭირო მისი უტილიზაციისთვის. როდესაც სისხლში შაქრის დონე მყარად იმატებს, პანკრეასი ვეღარ ახერხებს საკმარისი ინსულინის გამომუშავებას, ჩვენ კი ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ კვებას და ნახშირწყლების მიღებას, რაც აუცილებლად გამოიწვევს პანკრეასის ბეტა უჯრედების გამოფიტვას და II ტიპის შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს. უნდა გვახსოვდეს, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს სამიზნეს წარმოადგენს სისხლძარღვები (განსაკუთრებით - წვრილი), რომელთა კედლებში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს.

II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ნახშირწყლოვანთან ერთად ხშირად დარღვეულია ლიპიდური ცვლაც, მომატებულია ქოლესტერინის დონე, სისხლის კოაგულაციური თვისებები. ეს ყველაფერი ერთად სათავეს უდებს ძალიან საშიშ დაავადებებს: დიაბეტურ რეტინოპათიას, რომელიც შეიძლება სიბრმავით დასრულდეს, თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას, ქვედა კიდურების ანგიოპათიას, რომლის კლინიკური გამოვლინებაა დიაბეტური განგრენა, ინფარქტს, ინსულტს და სხვა. როდესაც გვეცოდინება, რა გართულებებს შეიძლება ველოდეთ, უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდებით ჩვენი ცხოვრების წესს, განსაკუთრებით - კვებას.

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ დიდ მეცნიერს აკაკი შანიძეს 46 წლისას აღმოაჩნდა შაქრიანი დიაბეტი. მიუხედავად ამისა, მან საუკუნეს გადააბიჯა და ბოლომდე შეინარჩუნა ფიზიკური და გონებრივი მხნეობა. იგი მეცნიერებაში საკუთარ მიღწევებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას შაქრიან დიაბეტს უმადლოდა. ამ მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ ეს დაავადება ადამიანს უფრო მოწესრიგებულსა და მობილიზებულს ხდის.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

როგორ ვიკვებოთ შაქრიანი დიაბეტის დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვიკვებოთ შაქრიანი დიაბეტის დროს

ამ კითხვით მივმართეთ აკად. მ. ივერიელის სახ. ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიისა და დიეტოლოგიის ცენტრ "ენმედიცის" ექიმ ენდოკრინოლოგს მანანა ანუას.

- "შაქრიანი დიაბეტი დაავადება კი არა, ცხოვრების წესია"; "შაქრიანი დიაბეტი იგივეა, რაც გადატვირთულ ტრასაზე მანქანით სვლა - მოძრაობის წესები უნდა იცოდე", - ამბობს გერმანელი ექიმი მიშელ ბერგერი. ჩვენ კი, ჩვენი მხრივ, დავამატებდით: მოძრაობის წესებთან ერთად უნდა იცოდე მანქანის მართვაც.

ცხოვრების ჯანსაღი წესი, რომლის უმთავრესი პრინციპები სწორი კვება და ადეკვატური ფიზიკური დატვირთვაა, არის ფუნდამენტი, რომელზეც შენდება მკურნალობა შაქრიანი დიაბეტის დროს. დიეტოთერაპია მკურნალობის წამყვანი ელემენტია, ხოლო II ტიპის დიაბეტის დროს მას განსაკუთრებული, კოლოსალური მნიშვნელობა ენიჭება. თუ სწორად იქნა გაგებული და ზედმიწევნით იქნა დაცული დიეტური კვების პრინციპები, დიეტოთერაპიამ შესაძლოა ტაბლეტთერაპიის საჭროებაც კი მოხსნას (რა თქმა უნდა, ეს ექიმმა ენდოკრინოლოგმა უნდა გადაწყვიტოს, რომელიც ავადმყოფს ინდივიდუალურად შეურჩევს დიეტოთერაპიის რეჟიმს).

დიაბეტით დაავადებულის საკვები უნდა იყოს მრავალფეროვანი, შეიცავდეს ცილებს, ცხიმებსა და ნახშირწყლებს ნორმირებული ოდენობით, ასევე - ვიტამინებსა და მინერალურ ნივთიერებებს.

II ტიპის შაქრიანი დიაბეტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზი ჭარბი წონაა. ჭარბი ცხიმოვანი ქსოვილი ხელს უშლის ინსულინის მოქმედებას, რის გამოც პანკრეასი ზეწოლას განიცდის, ზომაზე მეტად იტვირთება და ინსულინის გაძლიერებულ სეკრეციას იწყებს. სისხლში შაქრის შემცველობა ერთხანს ნორმის ფარგლებში რჩება, მაგრამ თანდათან პანკრეასს უფრო და უფრო მეტად უჭირს გაძლიერებულ რეჟიმში მუშაობა, იფიტება მისი ბეტა უჯრედების რეზერვი და ხდება შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაცია. ამ დროს შაქარი სისხლში ნორმულ მაჩვენებლებს აღემატება.

II ტიპის შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბების ალბათობაზე მიუთითებს სიმსუქნე, ჰიპერქოლესტერინემია - ლიპიდური ცვლის მოშლა - და მაღალი არტერიული წნევა. ამ ნიშნების ერთობლიობა, წესისამებრ, II ტიპის შაქრიანი დიაბეტის პრელუდიაა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, დაავადებულთა უმრავლესობა ჭარბწონიანია. ეს ნათელს ხდის, რამდენად მნიშვნელოვანია კვების სწორი რეჟიმი. როდესაც გავაცნობიერებთ, რატომ უნდა დავიცვათ დიეტა, მხოლოდ მაშინ ვინტერესდებით, როგორ გავაკეთოთ ეს.

ნახშირწყლები, რომლებსაც დიდი ოდენობით შეიცავს პურეული და სახამებლიანი პროდუქტები, ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების შედეგად გლუკოზამდე იშლება. გლუკოზა ინსულინის გამოყოფას ასტიმულირებს. რაც უფრო მეტია სისხლში გლუკოზა, მით უფრო მეტი ინსულინია საჭირო მისი უტილიზაციისთვის. როდესაც სისხლში შაქრის დონე მყარად იმატებს, პანკრეასი ვეღარ ახერხებს საკმარისი ინსულინის გამომუშავებას, ჩვენ კი ჩვეულ რეჟიმში ვაგრძელებთ კვებას და ნახშირწყლების მიღებას, რაც აუცილებლად გამოიწვევს პანკრეასის ბეტა უჯრედების გამოფიტვას და II ტიპის შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბებამდე მიგვიყვანს. უნდა გვახსოვდეს, რომ შაქრიანი დიაბეტის დროს სამიზნეს წარმოადგენს სისხლძარღვები (განსაკუთრებით - წვრილი), რომელთა კედლებში სერიოზული ცვლილებები მიმდინარეობს.

II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს ნახშირწყლოვანთან ერთად ხშირად დარღვეულია ლიპიდური ცვლაც, მომატებულია ქოლესტერინის დონე, სისხლის კოაგულაციური თვისებები. ეს ყველაფერი ერთად სათავეს უდებს ძალიან საშიშ დაავადებებს: დიაბეტურ რეტინოპათიას, რომელიც შეიძლება სიბრმავით დასრულდეს, თირკმლის ქრონიკულ უკმარისობას, ქვედა კიდურების ანგიოპათიას, რომლის კლინიკური გამოვლინებაა დიაბეტური განგრენა, ინფარქტს, ინსულტს და სხვა. როდესაც გვეცოდინება, რა გართულებებს შეიძლება ველოდეთ, უფრო მეტი ყურადღებით მოვეკიდებით ჩვენი ცხოვრების წესს, განსაკუთრებით - კვებას.

ბევრმა ალბათ არ იცის, რომ დიდ მეცნიერს აკაკი შანიძეს 46 წლისას აღმოაჩნდა შაქრიანი დიაბეტი. მიუხედავად ამისა, მან საუკუნეს გადააბიჯა და ბოლომდე შეინარჩუნა ფიზიკური და გონებრივი მხნეობა. იგი მეცნიერებაში საკუთარ მიღწევებს და სიცოცხლის ხანგრძლივობას შაქრიან დიაბეტს უმადლოდა. ამ მაგალითით იმის თქმა მინდა, რომ ეს დაავადება ადამიანს უფრო მოწესრიგებულსა და მობილიზებულს ხდის.


- მოდი, დიეტოთერაპიას დავუბრუნდეთ. რისი მიღება ეკრძალებათ შაქრიანი დიაბეტით დაავადებულებს?

- პირველი - უნდა გამოირიცხოს შაქარი და მისი შემცველი ყველა პროდუქტი: ნამცხვარი, კანფეტები, ტკბილი სასმელები, ჯემები, მურაბები, კომპოტები... შეიძლება, მის ნაცვლად გამოვიყენოთ ხელოვნური დამატკბობლები - საქარინი, ასპარტამი-დიეტლაინი, ასევე - შაქრის ბუნებრივი შემცვლელი სტევია. აკრძალულია ხილი, რომელიც უფრო მეტ გლუკოზას შეიცავს, ვიდრე ფრუქტოზას: ყურძენი, ლეღვი, კარალიოკი, ხურმა, ბროწეული, თუთა. ბანანის მიღება ნებადართულია, მაგრამ შეზღუდული ოდენობით. თაფლი აკრძალულია, რადგან ბევრ გლუკოზას შეიცავს.

- რას გვეტყვით დიაბეტურ ტკბილეულზე?

- სამწუხაროდ, სანუგეშოს ვერაფერს - ეს პროდუქტები ძირითადად ფრუქტოზაზეა დამზადებული, რომელიც გლუკოზის იზომერია და სისხლში გლუკოზის დონის მომატებასაც ისევე იწვევს, ამიტომ აჯობებს, დიაბეტურ ტკბილეულსაც ვერიდოთ.

ვინაიდან II ტიპის შაქრიანი დიაბეტის დროს სისხლში მაღალია ქოლესტერინის დონე, უნდა ვერიდოთ იმ პროდუქტებსაც, რომლებიც ბევრ ქოლესტერინს შეიცავს: ღორის ხორცს, ნაღების კარაქს, არაჟანს, ქონს, ერბოს, მაიონეზს, გულ-ღვიძლს, ბატკნის ხორცს.

საქონლის ხორცი ნებადართულია, მაგრამ მხოლოდ მოხარშული უნდა მივირთვათ, ისიც - მხოლოდ მჭლე. შეგვიძლია მივირთვათ ქათმის მჭლე ხორციც, როგორც შემწვარი, ასევე მოხარშულიც, ოღონდ აუცილებლად კანგაცლილი.

ის პროდუქტები, რომლებიც უხვად შეიცავს ნახშირწყლებსა და სახამებელს: პური, ბრინჯი, მაკარონი, წიწიბურა, ჰერკულესი, კარტოფილი, ჭარხალი, გოგრა, წითელი ლობიო, ბარდა, სოია, - უნდა მივირთვათ შეზღუდული ოდენობით. სახამებლის უხვი შემცველობის გამო ყველა ამ პროდუქტს პურეულს მიაკუთვნებენ. კარტოფილი მდიდარია სახამებლით, ამიტომ პური არ უნდა მივატანოთ. ბორშიც უპუროდ უნდა მივირთვათ, რადგან მისი თითქმის ყველა ინგრედიენტი - ჭარხალი, სტაფილო, კარტოფილი - პურეულია. უნდა გვახსოვდეს, რომ ფაფა, პიურე, ღომი უფრო ადვილად შეიწოვება და უფრო სწრაფად სწევს მაღლა შაქრის დონეს. კარტოფილი უმჯობესია მოხარშული მივირთვათ.

ცხიმები მცენარეული უნდა ვამჯობინოთ: ზეითუნისა, სიმინდისა, მზესუმზირასი, - ცხოველურს კი მაქსიმალურად ვერიდოთ. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პროდუქტებისა, ნებადართულია მწვანე სალათა, ყველანაირი მწვანილი: ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახური, ასევე კომბოსტო - უმიც და ჩაშუშულიც, ბოლოკი, კიტრი, პომიდორი, ბადრიჯანი, ყაბაყი, მწვანე ლობიო. ხორციანი კერძის მომზადებისას უმჯობესია ხორცის ნახარში გადავღვაროთ და მოხარშული ხორცი ბოსტნეულის ბულიონში შევაზაოთ.

აკრძალულია შაშხი, ლორი, ძეხვი (გარდა საექიმოსი). ნებადართულია ქათმისა და საქონლის სოსისი, თუმცა შეზღუდვით. თხილი და კაკალიც შეგიძლიათ მიირთვათ, ოღონდ ისიც შეზღუდული ოდენობით.

მინდა, საგანგებოდ შევჩერდე ხილის მზა წვენებზე. პაციენტებს ატყუებს წარწერა "უშაქრო". ამასაც რომ თავი დავანებოთ, წვენი, რაკი თხევადია, ძალიან სწრაფად შეიწოვება. ახალგამოწურული წვენი შეიძლება მივიღოთ ხილის ნაცვლად. ერთი ჩაის ჭიქა წვენი უდრის იმდენ ხილს, რასაც პაციენტი ერთ კვებაზე მიირთმევდა. თუ იგი შეზღუდულ დიეტაზეა, ერთი ჩაის ჭიქა მისთვის ბევრია - ნახევარი უნდა მიიღოს.

დიაბეტის დროს არ არის საჭრო კერძების ცალკე მომზადება. ოჯახისთვის მომზადებული კერძებიდან უნდა იქნეს აღებული ის და იმდენი, რაც პაციენტისთვის დანიშნულ დიეტას შეესაბამება. ძალიან მნიშვნელოვანია, ექიმმა ყველაფერი კარგად აუხსნას პაციენტს, რათა მან ადვილად დაძლიოს დიეტოთერაპიასთან დაკავშირებული სირთულეები. სწორედ ამას ემსახურება დიაბეტური სკოლები, რომლებიც სხვადასხვა ენდოკრინოლოგიურ ცენტრში მოქმედებს.

დასასრულ, მინდა გითხრათ რომ ჯანსაღი კვების ცნება, მით უმეტეს - დიაბეტის დროს, გულისხმობს ზომიერებას ნებისმიერი საკვების მიმართ, რაც ჯანსაღი და ხანგრძლივი ცხოვრების საწინდარია.