/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge

-გამარჯობა, დეკემბერᲨი Ჩემი ბუᲭი გახდება 2 წლის, ასსვე ავᲦნიᲨნავ იზრდდბა ორ ენოვან ოჯახᲨი, მეუᲦლე Თურქი მყავს, მე ქარᲗველი ვარ, ახლა გადავიდეᲗ ᲨეკიᲗხვაზე, როცა ცეᲫახი სახელს იყურება ეგრევე მომხედავს ხოლმე, ხანდახან სამჯერ ვეᲫახი არ იყურება მაგრამ იცინის, მეᲗამაᲨება ᲗიᲗქის ვერ გაიგო, Თვალის კონტაქტი გვაქვს, როცა ვესაუბრები, მიყურებს ᲗვალებᲨი.. Ჩამეხუტე მაკოცე ყველაფერს ამას აკეᲗებს, არ საუბრობს ჯერ, მხოლიდ დედა და მამას ამბობს, Თუმცა რასაც ვესაუბრები ესმის ყველაფერი, ხანდახან როცა რაᲦაცას ვუᲨლი იბუტება და გარბის, ხან კივის, საᲭმელი Თუ არ მოეწონა არ მიირᲗმევს, ᲗეფᲨიდან ორნაირ საკვებს ირᲩევს, როცა Ძილი ერევა იწყებს ტირილს, ვარდება პანიკაᲨი, ᲗავისიᲗ ჯერ არ დაუწყია Ჭამა, უნდა მაგრამ რომ არ მოიᲗხვაროს სახე არ ვაᲫლევ კოვზს, მოკლედ რაც ავᲦწერე არის Თუ არა აუტიზმის მანიᲨნებელი? პედიატრᲗან რანდევუ ავიᲦეᲗ მაგრამ დიდი დროა რანდევუმდე, ამიტომ გწერᲗ, Თქვენი აზრი Ძალიან მაინტერესებს.Ჩაციკლული ვარ ამ აუტიზმზე, ყველას აქვს ᲗიᲗქმის და უკვე ტვინᲨი სულ აუტიზმი მიტრიალებს, როცა ცესაუბრები მოსმენა დიდაᲗ არ უყვარს სულ გაფბის ან ᲗამაᲨობს, მანქანებიᲗ Ჩვეულებრივ ᲗამაᲨობს, ატარებს, ბორბლებს არ ატრიალებს როგორც სᲩვევიაᲗ აუტისტებს.რომ არ საუბრობს არის Თუ არა პრობლემა?

კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ენდოკრინოლოგია

ზრდის ჰორმონი და მისი ეფექტები

ზრდის ჰორმონი და მისი ეფექტები
ადამიანის ფიზიკური განვითარების, კერძოდ, ზრდის შეფერხება შესაძლოა სხვადასხვა დარღვევით იყოს განპირობებული.

ერთ-ერთი მათგანია ზრდის ჰორმონის დეფიციტი. ზრდის ჰორმონს სომატოტროპინს უწოდებენ. ის წარმოადგენს 191 ამინომჟავასგან შემდგარ პროტეინს, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ზრდის ჰორმონის გავლენით სამიზნე ორგანოებში აქტიურდება პროტეინების სინთეზი, მცირდება ნახშირწყლების მოხმარება, ადვილდება ცხიმების მობილიზაციის პროცესი. საყურადღებოა, რომ ზრდის ჰორმონს, სხვა ჰორმონებისგან განსხვავებით, სახეობრივი სპეციფიკურობა ახასიათებს. მაგალითად, ხარის ზრდის ჰორმონი არ მოქმედებს ადამიანის ან მაიმუნის ორგანიზმში მიმდინარე ზრდის პროცესებზე. ზოგიერთი ფიზიკური განვითარების სტიმულაციისთვის ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითნებურად იღებს ზრდის ჰორმონის ამა თუ იმ პრეპარატს. ამ დროს მოსალოდნელ გართულებებსა და, საზოგადოდ, ზრდის ჰორმონის სეკრეციის (გამოყოფის) თავისებურებებზე გვესაუბრება აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიისა და დიეტოლოგიის ცენტრის, კლინიკა "ენმედიცის" ბაზაზე არსებული კავკასიის ზრდის ცენტრის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე კვარაცხელია.

- რას წარმოადგენს ზრდის ჰორმონი?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა განვმარტო, რომ ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, კერძოდ, სიმაღლეში ზრდაზე, გავლენას ახდენს უამრავი ფაქტორი, რომლებიც ორ დიდ ჯგუფად - ენდოკრინულ და არაენდოკრინულ ფაქტორებად - იყოფა. თითოეული ბავშვის განვითარებას გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს, თუმცა დიდ გავლენას ახდენს ფსიქოსოციალური გარემოც. ფიზიკური განვითარების შეფერხების მიზეზთა დიფერენცირება ბავშვთა ენდოკრინოლოგიაში ერთ-ერთი ძირითადი და არცთუ ისე ადვილად გადასაჭრელი ამოცანაა. ბავშვის ფიზიკური განვითარების ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის სხვადასხვა ჰორმონული დარღვევა: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნაკლოვანება, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება, არასწორად ნამკურნალევი შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე და სხვა მდგომარეობები.

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */ ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ზრდის ჰორმონის დეფიციტი ენდოკრინული მიზეზით გამოწვეული ერთ-ერთი დარღვევაა, რაც მისი სეკრეციის დაქვეითების ან ბიოლოგიური მოქმედების შესუსტების შედეგს წარმოადგენს. საკმაოდ ძნელია ზრდის ჰორმონის დეფიციტის ზოგიერთი ფორმის დიფერენცირება ფიზიკური და სქესობრივი განვითარების კონსტიტუციური ტიპის შეფერხებისგან, რომელიც უფრო ხშირად ვაჟებში გვხდება. ამ მდგომარეობას ზრდის ჰორმონის ფუნქციურ უკმარისობად განიხილავენ. ფიზიკური და სქესობრივი განვითარების კონსტიტუციური ტიპის შეფერხების დროს აუცილებელია ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა, თუმცა იშვიათი გამონაკლისების გარდა ეს მდგომარეობა მედიკამენტურ მკურნალობას არ საჭიროებს. რთულია ოჯახური ტანდაბლობის არსებობისას ფიზიკური განვითარების შეფერხების ზუსტი მიზეზის დადგენაც.

- რამდენად ხშირია ზრდის ჰორმონის დეფიციტი?

შეკითხვა ექიმს
<p>-გამარჯობა მტკივნეული ორივე მხრიდან და იღლია მაგრამ მარჯვენა მხარე იღლია და მხარი საღამოს იმატებს ტკივილი რისი ბრალი შეიძლება იყოს და ვის უნდა მივმართო?</p>

- არცთუ ისე ხშირი. სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროზე დაყრდნობით, ზრდის ჰორმონის დეფიციტი აღენიშნება 2500-10000 ცოცხალი ახალშობილიდან ერთს. ზრდის ჰორმონი წარმოიქმნება თავის ტვინში, კერძოდ, ჰიპოფიზში, სადაც მის გამოყოფას ორი - მასტიმულირებელი და დამამუხრუჭებელი - ჰიპოთალამური ჰორმონი არეგულირებს. მისი უკმარისობა შესაძლოა იყოს როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი, როგორც იზოლირებული, ასევე ჰიპოფიზის სხვა ჰორმონების დეფიციტთან შერწყმული, როგორც თანდაყოლილი (გენური დეფექტების, თავის ტვინის განვითარების ანომალიების შედეგი), ასევე შეძენილი (განვითარებული თავის ქალას სამშობიარო ან სხვა სახის ტრავმების, დასხივების, ზოგიერთი ინფექციური, სისტემური და სიმსივნური დაავადების შედეგად). ზრდის ჰორმონის იზოლირებული დეფიციტი 3-ჯერ ხშირად გვხვდება ვაჟებს შორის. ჰიპოფიზურ-ჰიპოთალამური უკმარისობის შემთხვევათა ორ მესამედში დაავადების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ პათოლოგია იდიოპათიური ხასიათისაა.

- როგორია ზრდის ჰორმონის სეკრეციის ფიზიოლოგია - რიტმი, ასაკობრივი თავისებურებანი და სხვა?

ასევე დაგაინტერესებთ
ზრდის ჰორმონი

- ზრდის ჰორმონის სეკრეციას, რა თქმა უნდა, ახასიათებს ასაკობრივი თავისებურებები. ადამიანის ორგანიზმის ზრდაც სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე სრულიად სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს. მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის სხეულის მასა 44X107-ჯერ იმატებს, ხოლო დაბადებიდან ზრდის დასრულებამდე - სულ 20-ჯერ. ჩასახვის მომენტიდან დაბადებამდე ჩანასახის სიგრძე 3850-ჯერ იზრდება, ხოლო დაბადებიდან ზრდის დასრულებამდე - სულ რაღაც 3-4-ჯერ. ემბრიონის ჰიპოფიზურ უჯრედებში ზრდის ჰორმონის განსაზღვრა მუცლადყოფნის მე-6 კვირიდან არის შესაძლებელი. მუცლადყოფნის შუა პერიოდში სომატოტროპინის სეკრეცია ყველაზე ინტენსიურია, დაბადებიდან სიმაღლეში ზრდის დასრულებამდე კი მისი გამომუშავება ცირკადული რიტმით ხდება. ჰორმონის სადღეღამისო კონცენტრაციის ორ მესამედზე მეტი ღამით გამოიყოფა და ძილის ფაზების შესაბამისად იცვლება. ზრდის ჰორმონის კონცენტრაციაზე გავლენას ახდენს ნეირორეგულატორები - ნორეპინეფრინი, დოფამინი და სეროტონინი. სტრესი მის გამოთავისუფლებას თრგუნავს. ზრდის ჰორმონი უმნიშვნელო კონცენტრაციით ცირკულირებს მოზრდილი ადამიანის ორგანიზმშიც, მაგრამ მხოლოდ მეტაბოლურ ფუნქციას ასრულებს.

- რა ცვლილებებს აძლევს დასაბამს ზრდის ჰორმონის სიჭარბე და დეფიციტი? რა უნდა ვიცოდეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ პათოლოგია არ გამოგვეპაროს?

- ზრდის ჰორმონი ჩონჩხის ზრდასთან ერთად გავლენას ახდენს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მინერალურ ნივთიერებათა ცვლაზეც. კერძოდ, ის ხელს უწყობს ცილების სინთეზს, აძლიერებს ცხიმების დაშლას და ნახშირწყლოვან ცვლას. შესაბამისად, მისი სეკრეციის სიჭარბეს ან დეფიციტს, გარდა ჩონჩხის ზრდის შეფერხებისა ან გაძლიერებისა, ზემოხსენებული მეტაბოლური ეფექტების გაძლიერება ან შემცირებაც სდევს თან. მაგალითად, ზრდის ჰორმონის თანდაყოლილი დეფიციტი ახალშობილობისას ვლინდება მორეციდივე ჰიპოგლიკემიური მდგომარეობით, გახანგრძლივებული სიყვითლით. მოგვიანებით ამას ერთვის სიმაღლეში ზრდის შეფერხება, ძვლოვანი ასაკის საპასპორტო ასაკთან შედარებით ჩამორჩენა, სხეულის მასის სიჭარბე (კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ინტენსიური განვითარების ხარჯზე).

ნორმალური ფიზიკური განვითარება ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამე-ტრია, ამიტომ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, სხეულის სიმაღლისა და წონის მაჩვენებლებს მშობლები და პედიატრი განუწყვეტლივ უნდა აკვირდებოდნენ.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
ჯო ბაიდენს კიბოს დიაგნოზი დაუსვეს
აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს კიბო აქვს. ამის შესახებ მისმა ოფისმა განაცხადა.
სრულად
როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ალტრუიზმი და ბედნიერება
როგორ არის ერთმანეთთან დაკავშირებული ალტრუიზმი და ბედნიერება
ალტრუიზმი ადამიანს უფრო ბედნიერს ხდის.
სრულად
საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას წელსაც უერთდება
საერთაშორისო მულტინაციონალური ფარმაცევტული კომპანია GM PHARMA მსოფლიოში მიმდინარე ჰიპერტენზიის კამპანიას წელსაც უერთდება
GM PHARMA-ს ორგანიზებით, პაციენტებს საქართველოს მასშტაბით, უფასო სამედიცინო კონსულტაციითა და კვლევებით სარგებლობა შეუძლიათ.
სრულად
ქრონიკული ვენური დაავადება - რეკომენდაციები ცხელი სეზონისთვის
ქრონიკული ვენური დაავადება - რეკომენდაციები ცხელი სეზონისთვის
გაზაფხულ - ზაფხულის სეზონის დადგომასთან ერთად ქრონიკული ვენური დაავადების გამოვლინებები, როგორიცაა ქვედა კიდურებში სიმძიმე, დისკომფორტი, შეშუპების შეგრძნება, წვა, სიმხურვალე იზრდება.
სრულად
რატომ გვტკივა თავი  იასამანის, ჟასმინის და შროშანის სურნელისგან
რატომ გვტკივა თავი იასამანის, ჟასმინის და შროშანის სურნელისგან
როგორ მოქმედებს ძლიერი სუნი ჩვენს ტვინზე.
სრულად
შემუშავებულია ართრიტის ექსპრეს დიაგნოსტიკის მეთოდი. დიაგნოსტიკის პასუხი შესაძლებელია 10 წუთში იყოს
შემუშავებულია ართრიტის ექსპრეს დიაგნოსტიკის მეთოდი. დიაგნოსტიკის პასუხი შესაძლებელია 10 წუთში იყოს
Small: შეიქმნა ართრიტის 10 წუთში ექსპრეს დიაგნოსტიკის ტექნოლოგია.
სრულად
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ზრდის ჰორმონი და მისი ეფექტები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზრდის ჰორმონი და მისი ეფექტები

ერთ-ერთი მათგანია ზრდის ჰორმონის დეფიციტი. ზრდის ჰორმონს სომატოტროპინს უწოდებენ. ის წარმოადგენს 191 ამინომჟავასგან შემდგარ პროტეინს, რომელიც ორგანიზმში მიმდინარე სხვადასხვა პროცესზე ახდენს გავლენას. მაგალითად, ზრდის ჰორმონის გავლენით სამიზნე ორგანოებში აქტიურდება პროტეინების სინთეზი, მცირდება ნახშირწყლების მოხმარება, ადვილდება ცხიმების მობილიზაციის პროცესი. საყურადღებოა, რომ ზრდის ჰორმონს, სხვა ჰორმონებისგან განსხვავებით, სახეობრივი სპეციფიკურობა ახასიათებს. მაგალითად, ხარის ზრდის ჰორმონი არ მოქმედებს ადამიანის ან მაიმუნის ორგანიზმში მიმდინარე ზრდის პროცესებზე. ზოგიერთი ფიზიკური განვითარების სტიმულაციისთვის ექიმის კონსულტაციის გარეშე თვითნებურად იღებს ზრდის ჰორმონის ამა თუ იმ პრეპარატს. ამ დროს მოსალოდნელ გართულებებსა და, საზოგადოდ, ზრდის ჰორმონის სეკრეციის (გამოყოფის) თავისებურებებზე გვესაუბრება აკადემიკოს ვაჟა ივერიელის სახელობის ენდოკრინოლოგიის, მეტაბოლოგიისა და დიეტოლოგიის ცენტრის, კლინიკა "ენმედიცის" ბაზაზე არსებული კავკასიის ზრდის ცენტრის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე კვარაცხელია.

- რას წარმოადგენს ზრდის ჰორმონი?

- უპირველეს ყოვლისა, მინდა განვმარტო, რომ ბავშვის ფიზიკურ განვითარებაზე, კერძოდ, სიმაღლეში ზრდაზე, გავლენას ახდენს უამრავი ფაქტორი, რომლებიც ორ დიდ ჯგუფად - ენდოკრინულ და არაენდოკრინულ ფაქტორებად - იყოფა. თითოეული ბავშვის განვითარებას გენეტიკური ფაქტორები განაპირობებს, თუმცა დიდ გავლენას ახდენს ფსიქოსოციალური გარემოც. ფიზიკური განვითარების შეფერხების მიზეზთა დიფერენცირება ბავშვთა ენდოკრინოლოგიაში ერთ-ერთი ძირითადი და არცთუ ისე ადვილად გადასაჭრელი ამოცანაა. ბავშვის ფიზიკური განვითარების ნორმალურ მიმდინარეობას ხელს უშლის სხვადასხვა ჰორმონული დარღვევა: ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნაკლოვანება, თირკმელზედა ჯირკვლის ფუნქციის გაძლიერება, არასწორად ნამკურნალევი შაქრიანი დიაბეტი, სიმსუქნე და სხვა მდგომარეობები.

ზრდის ჰორმონის დეფიციტი ენდოკრინული მიზეზით გამოწვეული ერთ-ერთი დარღვევაა, რაც მისი სეკრეციის დაქვეითების ან ბიოლოგიური მოქმედების შესუსტების შედეგს წარმოადგენს. საკმაოდ ძნელია ზრდის ჰორმონის დეფიციტის ზოგიერთი ფორმის დიფერენცირება ფიზიკური და სქესობრივი განვითარების კონსტიტუციური ტიპის შეფერხებისგან, რომელიც უფრო ხშირად ვაჟებში გვხდება. ამ მდგომარეობას ზრდის ჰორმონის ფუნქციურ უკმარისობად განიხილავენ. ფიზიკური და სქესობრივი განვითარების კონსტიტუციური ტიპის შეფერხების დროს აუცილებელია ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობა, თუმცა იშვიათი გამონაკლისების გარდა ეს მდგომარეობა მედიკამენტურ მკურნალობას არ საჭიროებს. რთულია ოჯახური ტანდაბლობის არსებობისას ფიზიკური განვითარების შეფერხების ზუსტი მიზეზის დადგენაც.

- რამდენად ხშირია ზრდის ჰორმონის დეფიციტი?

- არცთუ ისე ხშირი. სხვადასხვა ლიტერატურულ წყაროზე დაყრდნობით, ზრდის ჰორმონის დეფიციტი აღენიშნება 2500-10000 ცოცხალი ახალშობილიდან ერთს. ზრდის ჰორმონი წარმოიქმნება თავის ტვინში, კერძოდ, ჰიპოფიზში, სადაც მის გამოყოფას ორი - მასტიმულირებელი და დამამუხრუჭებელი - ჰიპოთალამური ჰორმონი არეგულირებს. მისი უკმარისობა შესაძლოა იყოს როგორც სრული, ასევე ნაწილობრივი, როგორც იზოლირებული, ასევე ჰიპოფიზის სხვა ჰორმონების დეფიციტთან შერწყმული, როგორც თანდაყოლილი (გენური დეფექტების, თავის ტვინის განვითარების ანომალიების შედეგი), ასევე შეძენილი (განვითარებული თავის ქალას სამშობიარო ან სხვა სახის ტრავმების, დასხივების, ზოგიერთი ინფექციური, სისტემური და სიმსივნური დაავადების შედეგად). ზრდის ჰორმონის იზოლირებული დეფიციტი 3-ჯერ ხშირად გვხვდება ვაჟებს შორის. ჰიპოფიზურ-ჰიპოთალამური უკმარისობის შემთხვევათა ორ მესამედში დაავადების მიზეზის დადგენა ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში ვამბობთ, რომ პათოლოგია იდიოპათიური ხასიათისაა.

- როგორია ზრდის ჰორმონის სეკრეციის ფიზიოლოგია - რიტმი, ასაკობრივი თავისებურებანი და სხვა?

- ზრდის ჰორმონის სეკრეციას, რა თქმა უნდა, ახასიათებს ასაკობრივი თავისებურებები. ადამიანის ორგანიზმის ზრდაც სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე სრულიად სხვადასხვა ტემპით მიმდინარეობს. მუცლადყოფნის პერიოდში ნაყოფის სხეულის მასა 44X107-ჯერ იმატებს, ხოლო დაბადებიდან ზრდის დასრულებამდე - სულ 20-ჯერ. ჩასახვის მომენტიდან დაბადებამდე ჩანასახის სიგრძე 3850-ჯერ იზრდება, ხოლო დაბადებიდან ზრდის დასრულებამდე - სულ რაღაც 3-4-ჯერ. ემბრიონის ჰიპოფიზურ უჯრედებში ზრდის ჰორმონის განსაზღვრა მუცლადყოფნის მე-6 კვირიდან არის შესაძლებელი. მუცლადყოფნის შუა პერიოდში სომატოტროპინის სეკრეცია ყველაზე ინტენსიურია, დაბადებიდან სიმაღლეში ზრდის დასრულებამდე კი მისი გამომუშავება ცირკადული რიტმით ხდება. ჰორმონის სადღეღამისო კონცენტრაციის ორ მესამედზე მეტი ღამით გამოიყოფა და ძილის ფაზების შესაბამისად იცვლება. ზრდის ჰორმონის კონცენტრაციაზე გავლენას ახდენს ნეირორეგულატორები - ნორეპინეფრინი, დოფამინი და სეროტონინი. სტრესი მის გამოთავისუფლებას თრგუნავს. ზრდის ჰორმონი უმნიშვნელო კონცენტრაციით ცირკულირებს მოზრდილი ადამიანის ორგანიზმშიც, მაგრამ მხოლოდ მეტაბოლურ ფუნქციას ასრულებს.

- რა ცვლილებებს აძლევს დასაბამს ზრდის ჰორმონის სიჭარბე და დეფიციტი? რა უნდა ვიცოდეთ, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რომ პათოლოგია არ გამოგვეპაროს?

- ზრდის ჰორმონი ჩონჩხის ზრდასთან ერთად გავლენას ახდენს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლებისა და მინერალურ ნივთიერებათა ცვლაზეც. კერძოდ, ის ხელს უწყობს ცილების სინთეზს, აძლიერებს ცხიმების დაშლას და ნახშირწყლოვან ცვლას. შესაბამისად, მისი სეკრეციის სიჭარბეს ან დეფიციტს, გარდა ჩონჩხის ზრდის შეფერხებისა ან გაძლიერებისა, ზემოხსენებული მეტაბოლური ეფექტების გაძლიერება ან შემცირებაც სდევს თან. მაგალითად, ზრდის ჰორმონის თანდაყოლილი დეფიციტი ახალშობილობისას ვლინდება მორეციდივე ჰიპოგლიკემიური მდგომარეობით, გახანგრძლივებული სიყვითლით. მოგვიანებით ამას ერთვის სიმაღლეში ზრდის შეფერხება, ძვლოვანი ასაკის საპასპორტო ასაკთან შედარებით ჩამორჩენა, სხეულის მასის სიჭარბე (კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის ინტენსიური განვითარების ხარჯზე).

ნორმალური ფიზიკური განვითარება ადამიანის ჯანმრთელობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამე-ტრია, ამიტომ ბავშვის ფიზიკურ განვითარებას, სხეულის სიმაღლისა და წონის მაჩვენებლებს მშობლები და პედიატრი განუწყვეტლივ უნდა აკვირდებოდნენ.


თუ ზრდის ჰორმონის სეკრეცია გრძელი ლულო-ვანი ძვლების ეპიფიზების დახურვამდე და, მაშასადამე, ჩონჩხის ზრდის დასრულებამდე გაძლიერდა, ვითარდება გიგანტიზმი, ადამიანის სიმაღლე 2 მეტრზე მეტს აღწევს, ზრდის პროცესის დასრულების შემდეგ კი ზრდის ჰორმონის სეკრეციის ან მისი ბიოლოგიური აქტივობის მატების შედეგად იზრდება სხეულის ცალკეული წარზიდული ნაწილები - ყალიბდება აკრომეგალიური მდგომარეობა. გარდა ამისა, ზრდის ჰორმონის მეტაბოლური ეფექტების გაძლიერების ხარჯზე ირღვევა ნახშირწყლოვანი ცვლა, ვითარდება შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტენზია, გლუვი კუნთების ჰიპერტროფიის გამო დიდდება შინაგანი ორგანოები, ხრტილოვან ქსოვილში ვითარდება ცვლილებები, აღინიშნება ართრალგიები... ზრდის ჰორმონის სეკრეციის როგორც შემცირების, ისე გაძლიერების შემთხვევაში საჭიროა ღრმა გამოკვლევების ჩატარება, ვინაიდან ამ დაავადებათა გამომწვევი მიზეზები შესაძლოა სერიოზული და სიცოცხლისთვის სახიფათო იყოს.

- რომელი პრეპარატები გამოიყენება ზრდის ჰორმონის სიჭარბისა და უკმარისობის დროს? როგორია მათი მოქმედების ეფექტი?

- ზრდის ჰორმონის დეფიციტის შემთხვევაში ინიშნება ჩანაცვლებითი თერაპია რეკომბინანტული ზრდის ჰორმონით, რომელიც ყოველდღიურად შეჰყავთ კანქვეშ. ეს პროცესი გრძელდება ჩონჩხის ლულოვანი ძვლების ზრდის ზონების დახურვამდე და ზრდის დასრულებამდე. უკანასკნელ ხანს ზრდის ჰორმონის მცირე დოზებს მისი მეტაბოლური ეფექტების შესანარჩუნებლად დეფიციტის მქონე ზრდასრულ პირებსაც უნიშნავენ. არსებობს მონაცემები, რომელთა თანახმადაც მოზრდილებს, რომელთაც სიმაღლეში ზრდის დასრულების შემდეგ ზრდის ჰორმონით ჩანაცვლებითი თერაპია არ უტარდებათ, გულის კუნთსა და ძვლოვან ქსოვილში შეუქცევადი ცვლილებები უვითარდებათ, რაც შრომისა და სიცოცხლის უნარს საგრძნობლად ამცირებს. მსოფლიო კლინიკურ პრაქტიკაში ზრდის ჰორმონით ბავშვების მკურნალობა ნაჩვენებია რამდენიმე კლინიკური მდგომარეობის, კერძოდ, ზრდის ჰორმონის დეფიციტის, საშვილოსნოსშიდა განვითარების შეფერხებისა და განსაზღვრული გენეტიკური (ტერნერის, ნუნანის, პრადერვილის) სინდრომების არსებობის დროს. ზრდის ჰორმონით მკურნალობის დაწყებამდე აუცილებელია ამ დაავადებათა დადასტურება შესაბამისი კლინიკური, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული გამოკვლევების საფუძველზე.

- ბევრი ექიმთან კონსულტაციის გარეშე, თვითნებურად იღებს ზრდის ჰორმონს. აუხსენით მკითხველს, რატომ არის ეს დაუშვებელი, რა ემუქრებათ მათ ასეთ შემთხვევაში.

- ზრდის ჰორმონის თვითნებური მიღება ხშირია სპორტსმენებში, რომლებიც მას დოპინგად იყენებენ. საბედნიეროდ, ლაბორატორიული მეთოდების სრულყოფამ შესაძლებელი გახადა ეგზოგენურად შეყვანილი ზრდის ჰორმონის საკუთარი, ენდოგენური ჰორმონისგან დიფერენცირება. ზრდის ჰორმონის დეფიციტით და ზემოთ ჩამოთვლილი პათოლოგიური მდგომარეობებით გამოწვეული ტანდაბლობის მკურნალობა შესაძლებელია გენური ინჟინერიით წარმოებული ზრდის ჰორმონის პრეპარატებით. დღეს-დღეობით იყენებენ ზრდის ჰორმონის შედარებით ხანმოკლე - 24-საათიანი მოქმედების - საინექციო (კანქვეშა) ფორმას, ვინაიდან სწორედ მისი კლინიკური ეფექტურობა და უსაფრთხოებაა დასაბუთებული სარწმუნო, ფართომასშტაბური, მულტიცენტრული კვლევებით ზრდის ჰორმონით მკურნალობისთვის შესაბამისი ჩვენების არსებობისა და სწორი დოზირების პირობებში. თანამედროვე ინტერნეტსივრცეში მოიპოვება ძალზე ზედაპირული ინფორმაცია ზრდის ჰორმონის შემცვლელი პრეპარატების შესახებ. პირადად ჩემთვის უცნობია მათი მოქმედების მექანიზმი, გამოყენების ჩვენებები და უსაფრთხოება, ამიტომაც მიჭირს მათ ღირსება-ნაკლოვანებებზე საუბარი. ნებისმიერ მედიკამენტს აქვს გამოყენების ჩვენება, უკუჩვენება, გვერდითი მოვლენები, დოზირების რეჟიმი და თვითნებურად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე, მათი გამოყენება დაუშვებლად მიმაჩნია.