საძილე არტერიების სტენოზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საძილე არტერიების სტენოზი

პათოლოგია საშიშია იმით, რომ დიდი ხნის განმავლობაში შესაძლოა არ გამოვლინდეს, თუმცა საშიშ გართულებებს მოიცავს.

დიაგნოსტიკის ჩატარებისას მნიშვნელოვანია დაზიანების ლოკალიზაციის, სტენოზის ხარისხისა და გამომწვევი მიზეზების დადგენა. ამის გამო პაციენტს ენიშნება ფართო დიაგნოსტიკური პროგრამა. ასევე ფართომასშტაბურია სადღეისოდ მოწოდებული მკურნალობის მეთოდიკაც, ამის გამო შესაძლებელია პრობლემის ეფექტურად აღმოფხვრა.

უფრო ხშირად პათოლოგია მოიცავს ქალას გარეთა სისხლძარღვებს, თუმცა ინტრაკრანიალური, ანუ ქალასშიდა, დაზიანებებიც გვხვდება. საძილე არტერიების სტენოზი კლინიკურ შემთხვევათა ნახევარში არის თავის ტვინის იშემიის, ხოლო 30% შემთხვევაში ინსულტების მიზეზი.

განასხვავებენ სისხლძარღვოვანი სანათურის სრულ და არასრულ ობტურაციას, ანუ დაცობას (დახშობას), რომელიც იწვევს სისხლის მიმოქცევის მოშლას.

ანატომიურად საძილე არტერიები (მარცხენა გამოეყოფა აორტის რკალს, მარჯვენა კი მხარ-თავის ღეროს ტოტია) ვერტიკალურად მიემართება ხერხემლის კისრის ნაწილის ორივე მხარეს. შემდგომ ისინი იყოფა გარეთა და შიგნითა საძილე არტერიებად. აღნიშნულ არტერიათა ტოტები სისხლით ამარაგებს ქალასშიდა განყოფილებებს, სახის ნაწილს, თავისა და კისრის ორგანოებს.

რატომ ვითარდება საძილე არტერიების სტენოზი

დაავადებას, ჩვეულებრივ, ერთი მიზეზი არ იწვევს. უფრო ხშირად ის რისკფაქტორების ერთობლიობის შედეგია. სწორედ ამ უკანასკნელთა ხანგრძლივად მოქმედების, საკმარისი ინტენსივობის შემთხვევაში ვითარდება დაავადება. ეს, ბუნებრივია, ართულებს სიტუაციას, რადგან არ არსებობს ერთი კონკრეტული მიზეზი, რომელიც აღმოიფხვრება სიტუაციის საკორექციოდ.

არცთუ იშვიათად არსებობს სიტუაციები, როდესაც ორგანიზმზე მოქმედებს რამდენიმე ფაქტორი, რომლებიც განაპირობებს დაავადების აღმოცენებას. განვიხილოთ შესაძლო მიზეზები:

უპირველესად საყურადღებოა ათეროსკლეროზი. ეს არის ყველაზე გავრცელებული მდგომარეობა, რომელიც იწვევს არტერიათა სტენოზს და შესაძლოა გამოიწვიოს სისხლის ნაკადის მოძრაობის სრულად შეწყვეტა. ათეროსკლეროზი - ცხიმოვანი ცვლის მოშლაა, რომელიც სისხლძარღვთა კედლებზე ფოლაქების განვითარებას განაპირობებს. აღნიშნული პათოლოგიური პროცესის შედეგად სისხლის ნორმალური რეოლოგიური თვისებები იცვლება, სისხლის ნაკადი ფერხდება და ნელდება. ცხიმოვანი დანალექების კვალად, სისხლის სულ უფრო მეტი ფორმიანი ელემენტი ილექება და გროვდება, ფოლაქი ზომაში იმატებს. გარდა ამისა, თრომბოციტებისა და ერითროციტებისაგან, რომლებიც ილექება, ადჰეზიას განიცდის სისხლძარღვის დაზიანებულ კედელზე, ფორმირდება თრომბი, რომელმაც შესაძლოა ემბოლია გამოიწვიოს. ზოგჯერ ათეროსკლეროზული ფორმირებები იფარება წყლულით, არღვევს სისხლძარღვის მთლიანობას, ხან კი ახშობს სანათურს და აჩერებს სისხლის მიმოქცევას.

კიდევ რამ შეიძლება გამოიწვიოს სტენოზი?

საძილე არტერიათა შევიწროების შედარებით იშვიათი შემთხვევები დაკავშირებულია სპეციფიკურ პათოლოგიებთან, მაგალითად, შემაერთებელი ქსოვილის დაავადებებთან. ამ უკანასკნელს ხშირად არტერიათა სტრომების ჩამოყალიბება უკავშირდება. ამას სხვაგვარად კუნთოვან-ფიბროზული დისპლაზია ეწოდება. სისხლძარღვები კარგავენ ტონუსს. ისინი დუნდება (იფლაშება) და აჩერებს სისხლის ნაკადს, ანუ ვეღარ გადადენის. სისხლძარღვთა სტენოზი ვითარდება სისხლძარღვთა კედლის ანთებითი დაავადების - არტერიიტის, ასევე სისტემური ვასკულიტების, ტაკაიასუს, ხორტონის დაავადების დროსაც.

სტენოზი შესაძლოა განვითარდეს ტრავმის - ძლიერი დარტყმისა და შერყევის შედეგად. სისხლძარღვის სანათური შესაძლოა დაახშოს თრომბმა, სისხლის შედედების ფუნქციის მომატების, ანემიების იშვიათი ფორმის დროს. არსებობს ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, რომლის დროსაც ახალგაზრდა პირებს უვითარდებათ ინფარქტი და ინსულტი მომატებული კოაგულაციის გამო. თრომბები ყალიბდება გულის რიტმის დარღვევებისას, ასევე ზოგიერთი მედიკამენტის მიღების ფონზე.

სისხლძარღვთა შევიწროება შესაძლოა განპირობებული იყოს მათი კედლის შენების თანდაყოლილი თავისებურებებით (ჰიპოპლაზირებული სისხლძარღვები). სისხლძარღვთა პათოლოგიები თან ახლავს შაქრიან დიაბეტს, გაცხიმოვნებას, მეტაბოლურ დარღვევებს.

როგორ ვლინდება საძილე არტერიების სტენოზი

დაავადების კლინიკური გამოვლინება დამოკიდებულია პრობლემის ლოკალიზაციის ადგილზე. დიდ როლს თამაშობს აგრეთვე დაავადების აღმოცენების ხასიათი, თანდათანობით განვითარდა ის თუ ერთბაშად (უცბად, მწვავედ).

საყურადღებოა ისიც, რომ დაავადების პირველ სტადიებზე ყოველთვის ირთვება საკომპენსაციო მექანიზმები, მაგალითად, თუ სისხლის მიმოქცევა ნაწილობრივ არის დარღვეული, ვითარდება კოლატერალების (დამატებითი სისხლძარღვოვანი ტოტების) სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს თავის ტვინის სისხლმომარაგების ალტერნატიულ გზებს. კომპენსირდება ასევე ჟანგბადის მიწოდების ნაკლებობაც - პულსი და სუნთქვა ხშირდება, უჯრედშიდა პროცესები იცვლება. ხანმოკლე მდგომარეობისთვის ეს საკმარისია, სერიოზული პათოლოგიისთვის კი - არა. ამ შემთხვევაში ვლინდება ცალკეული სიმპტომები. ბუნებრივია, დაავადების უცბად დაწყებისა და მნიშვნელოვანი სტენოზის დროს საკომპენსაციო მექანიზმები ვერ „მუშაობს“ და კლინიკა მკვეთრად გამოხატულ ხასიათს იძენს, რაც ინსულტზე მიუთითებს.

განგაშის ერთ-ერთი პირველი ზარია - თავის ტვინის ტრანზიტორული იშემია. ეს სისხლის მიმოქცევის მოშლის ხანმოკლე ეპიზოდებია, რომლებიც შესაძლოა კომპენსირებული იყოს კოლატერალური სისხლმომარაგებით. მდგომარეობის შეცნობა შეიძლება მგრძნობელობისა და მოძრაობითი აქტივობის დაქვეითებით, ასევე მხედველობის დარღვევებით. პაციენტები, როგორც წესი, უჩივიან ზემო კიდურებისა და სახის არეში შეგრძნებების გაქრობას, მხედველობის არეების გამოვარდნას, მტევანსა და წინამხარში კუნთოვანი ძალის შესუსტებას. პაციენტები ამ დროს თვალების წინ მუქი ლაქების მოძრაობას შეიგრძნობენ, ასევე უქვეითდებათ მხედველობის სიმახვილე. ზოგჯერ ზარალდება არტერიათა ის ნაწილი, რომელიც თვალის ბადურას სისხლმომარაგებაზეა პასუხისმგებელი.

ზოგიერთი ლოკალიზაციის დროს შესაბამისი დარღვევები ვლინდება - მეტყველების, სმენის, ყლაპვის გაძნელება, შეინიშნება სახის ასიმეტრია, ძლიერი ტკივილი. შედარებით გავრცელებული სიმპტომებია - თავბრუხვევა, ცუდი თვითშეგრძნება, სისუსტე, კრუნჩხვები.

როცა სტენოზი თანდათანობით ვითარდება, შესაბამისად, კლინიკური სურათიც ნელ-ნელა ვლინდება. ზოგჯერ ის იმდენად არასპეციფიკურია, რომ დაავადების ამოცნობა ძალიან ძნელია. ხანგრძლივი დროის განმავლობაში პაციენტსაც და ექიმსაც შეცდომით შეიძლება ეგონოთ, რომ ცუდად ყოფნის (ცუდი თვითშეგრძნების) მიზეზი გადაღლილობა ან გადაჭარბებული დატვირთვებია. ოკლუზიის სიმპტომები ხშირად იკვეთება სიმსივნური პროცესის ან დემენციის სიმპტომატიკასთან. ამაზე მიუთითებს მომატებული გაღიზიანებადობა, დეპრესიული დარღვევები, გუნება-განწყობილების მკვეთრი ცვლილება, მომატებული ძილიანობა, მეხსიერებისა და გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითება.

არასპეციფიკური სიმპტომატიკა პაციენტისა და ექიმისგან მოითხოვს დიდ პასუხისმგებლობას, რადგან საჭიროა ხარისხიანი დიაგნოსტიკა. დიაგნოზის დაზუსტებაზეა დამოკიდებული შემდგომ სწორი მკურნალობა და სათანადო შედეგის მიღება.