სკლეროთერაპია: მიღწევები და პერსპექტივები

რატომ არის, რომ ზოგიერთი ქალბატონი იძულებულია, ფეხები შარვლის ან გრძელი ქვედაკაბის ქვეშ დამალოს? ამის მიზეზია ცისფერი ქსელი და გამობერილი ვენები, რასაც ქვედა კიდურების სიმძიმე, ტკივილი, შეშუპება, ქავილი და წვაც ერთვის. ნუ მიიყვანთ დაავადებას უკანასკნელ სტადიამდე, როდესაც შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში გართულებები ჩამოყალიბდეს. ეს პრობლემა რაც შეიძლება ადრე უნდა მოაგვაროთ.
რა არის ვენების ვარიკოზული გაგანიერება და რამ შეიძლება გამოიწვიოს იგი?
ვენების ვარიკოზული გაგანიერება, შემოკლებით - ვარიკოზი, ვენების დაავადებაა, რომელიც კვანძების წარმოქმნას და ვენის კედლის გათხელებას იწვევს. ვარიკოზულ გაგანიერებას უმეტესად განიცდის ქვედა კიდურების კანქვეშა ვენები, დიდი საჩინო ვენის, უფრო იშვიათად კი მცირე საჩინო ვენის სისტემა. მის განვითარებასა და ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:
. პროფესიული ფაქტორი - დიდხანს ჯდომა ან დგომა (ქვედა კიდურების ვარიკოზი უმეტესად ქირურგებს, კბილის ექიმებს, დალაქებს, გამყიდველებს, ოფიციანტებს, მზარეულებს ემართებათ);
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
. გულ-სისხლძარღვთა დაავადებები;
. ვენის სარქვლების თანდაყოლილი ან შეძენილი უკმარისობა;
. ვენების კედლის ელასტიკურობის თანდაყოლილი ან შეძენილი დაქვეითება;
. ინტოქსიკაციები, ტრავმები, გადაჭარბებული ფიზიკური დატვირთვა, სიმსუქნე და ასაკი;
. ჩასახვის საწინააღმდეგო ჰორმონული აბების მიღება;
. ბრტყელტერფიანობა;
. მუცლის წნევის აწევა სიმსივნის ან ორსული საშვილოსნოს ზეწოლის შედეგად.
განსაკუთრებული დატვირთვა აწევს ვენების სარქვლოვან აპარატს. ეს სარქვლები წყვილ-წყვილად არის განლაგებული ქვედა კიდურის ვენებში და სისხლის ნაკადის უკუქცევას აფერხებს. მათი ნორმალური ფუნქციობა ქვედა კიდურებიდან გულისკენ ვენური სისხლის შეუფერხებელ დენას უზრუნველყოფს. როდესაც სარქვლები სათანადოდ არ ფუნქციობს, ვენური სისხლი გუბდება და ვენების სანათურში წნევა იმატებს, ვენები გაგანიერდება და ვენების ვარიკოზული დაავადება ყალიბდება.
კლინიკური ნიშნები
ვარიკოზის კლინიკური ნიშნები მარტივი და თვალსაჩინოა: წვივისა და ბარძაყის მედიალურ ზედაპირზე, კანქვეშ, ჩანს გაგანიერებული, დაკლაკნილი, მოლურჯო ფერის ვენები (დიდი საჩინო ვენა). ზოგჯერ იგივე სურათია წვივის ლატერალურ მხარეზე და მუხლქვეშა ფოსოს არეშიც (მცირე საჩინო ვენა). ფეხზე დგომისას გაგანიერებული, დაკლაკნილი ვენები და ვარიკოზული კვანძები კარგად ჩანს. მწოლიარე ადამიანს ვენების ვარიკოზი ნაკლებად ემჩნევა.
ვარიკოზი აქვეითებს ქვედა კიდურების ფუნქციას და ადამიანის შრომის უნარს. ფეხებში ჩნდება სიმძიმის შეგრძნება, კიდურები შუპდება. შეგუბების გამო ადვილად ზიანდება წვრილი ვენები, მათი ინტიმა სისხლგამტარი ხდება, წვივის არეში ქსოვილები თანდათან სისხლით იჟღინთება. როგორც კანი, ისე რბილი ქსოვილები იმპრეგნირებულია სისხლის წითელი ბურთულებით და მათი დაშლის პროდუქტებით, რის გამოც მოლურჯო ფერი აქვს. ირღვევა ქსოვილის ტროფიკა და მცირე ტრავმა ან განაკაწრიც კი საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანს წვივებზე კანი აექერცლოს, ეგზემური მოვლენები და ვარიკოზული წყლული განუვითარდეს. წყლული ქრონიკული ხასიათისაა და ვიდრე ადამიანი დადის, იგი შეხორცებისადმი მიდრეკილებას არ ამჟღავნებს. დღის მეორე ნახევარში ან საღამოობით ადამიანს აწუხებს ძლიერი ტკივილებიც.
ვარიკოზი და ორსულობა
ვარიკოზული დაავადების რისკჯგუფს წარმოადგენენ მომავალი დედებიც. ორსულობისას ორგანიზმში ჰორმონების თანაფარდობა იცვლება, რაც იწვევს შემაერთებელი ქსოვილის შესუსტებას და კოლაგენის შემცირებას. დასუსტებულ ქსოვილს უჭირს გაუმკლავდეს სისხლის ნაკადს, რომლის მოცულობაც ორსულობისას 2-ჯერ იზრდება. მშობიარობის შემდეგ ვარიკოზი უმეტესად გაივლის ხოლმე.
დიაგნოსტიკა
ვენების ვარიკოზული დააავადების დიაგნოსტიკისთვის საჭიროა:
. ქირურგ-ფლებოლოგის კონსულტაცია;
. ულტრაბგერითი გამოკვლევა (დუპლექსური სკანირება).
მკურნალობა
ვენების ვარიკოზული დაავადების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მრავალი მეთოდი არსებობს. რომელია ამა თუ იმ შემთხვევაში ოპტიმალური, ექიმი ფლებოლოგი ადგენს პაციენტის გამოკვლევისა და გასინჯვის შემდეგ.
ვენების მცირე გაფართოების დროს სასარგებლოა პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარება. მჯდომარე ან მდგომარე სამუშაოს შემთხვევაში რეკომენდებულია პერიოდული მოძრაობა: ენერგიული სიარული, კუნთების დატვირთვა, ისეთი ვარჯიშების შესრულება, რომლებიც აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, აძლიერებს სისხლის ვენურ უკუქცევას.
ზოგჯერ პაციენტს სპეციალური ფეხსაცმლის ტარებას ურჩევენ, რადგან ბრტყელტერფიანობამაც შეიძლება ვენების დაავადება გამოიწვიოს.
ვენების (ვენური უკმარისობის) მედიკამენტური მკურნალობა მიმართულია შეშუპების, სიმხურვალის (სიმძიმის) ან წვის და სხვა არასასიამოვნო შეგრძნებების შემცირებისკენ, სტატიკური და ფიზიკური დატვირთვებისადმი ამტანობის მომატებისკენ, რეციდივების პროგრესირების შემცირებისკენ. კომპრესიული ტრიკოტაჟი ხელს უწყობს ვენური უკუქცევის გაუმჯობესებას, თავიდან გვაცილებს შეგუბებას და დაავადების პროგრესირებას. ის ასევე იხმარება როგორც ფლებოსკლეროზირებისა და ქირურგიული მკურნალობის დამხმარე საშუალება. რეგულარული კომპრესია საგრძნობლად აქვეითებს ვარიკოზული დაავადების რეციდივის განვითარების ალბათობას.
ვენების ამოკვეთა სულ უფრო ხშირად უთმობს ადგილს სკლეროთერაპიას. საზღვარგარეთ ვარიკოზით დაავადებულებს ათიდან 7 შემთხვევაში სკლეროთერაპიის საშუალებით მკურნალობენ.