/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
გამარჯობათ, ესეთი რამე მაინტერესებს, ჩემი ძმისშვილი არის 4 წლის ვაჟი. თავის ტოლებთან შედარებით ასერომვთქვათ ოდნავ ჩამორჩება მათ მენტალურად. დაგვყავს ბაღში, ასევე სახელმწიფო პროგრამაზე ბავშვთა განვითარების ცენტრში. აქვს პრობლემა იმასთან დაკავშირებით რომ, არის ნერვიული, არის ძალიან ჯინიანი. თუ ვეტყვით ასე ნუ გაააკეთებ ეს ცუდია მაინც იმას აკეთებს. ლაპარაკითაც თავის ტოლებს ჩამორჩება. არ თამაშობს არავისთან, ურჩევნია იყოს თავისთვის, ანუ ვერ შედის კონტაქტში. ლოგოპეტი გვყავდა რომელიც სახლში აკითხავდა და მის დანახვაზე ტირილს იწყებდა ახლოს არ ეკარებოდა, იმიტომ რომ ის უთითებდა ქცევებზე და ეს ჩვენი ბავშვი ამას ვერ იტანდა, ანუ მისი ვერ გაქონდა ლოგოპედთან და მთლად შეძულდა იმ ქალის მოსვლა. ადვილად იმახსოვრებს ყველაფერს, განსაკუთრებით აქვს თვალის მეხსიერება კარგი. დავაკვირდით იმასაც რომ მისი ბაღის ამხანაგებს შეუძლიათ ბაღში ნანახი მის მშობლებს მიუტანონ ენით ანუ მოუყვნენ რა მოხდა იმ დღეს. ამას კიდევ ასეთები არ ახასიათებს, არასდროს არაფერს ამბობს ბაღში რა ხდებოდა ან რამე. გვეუბნებიან რომ აქვს ქცევის პრობლემები რომლის გამოსწორებას სჭირდება სპეციფიკური მიდგომა... გვეშინია რომ მენტალურად ვერ განვითარდება როგორც მისი ტოლები. თერაპევტმა გვითხრა როგორც უნდა მოვიქცეთ, ანუ ბავშვი უნდა ჩავრთოდ საზოგადოებრივ აქტივობებში. ვასეირნოთ სუფთა ჰაერზე, ვუყიდოთ რამე შინაური ცხოველი და ა.შ. მას ასევე ჰყავს 1 წლის დაიკო, ექიმმა გვითხრა რომ ისიც რისკის ჯგუფშია იმიტომ რომ ქცევა არის გადამდები და შეიძლება მისი ძმისგან გადაიღოსო. ვცდილობთ ეკრანთან და ტელეფონთან არ მივუშვათ. იმიტომ რომ ბიჭს ყოველთვის მულტფილმებს ვაყურებინებდით ტელეფონში და იმანაც გავლენა მოახდინა მის ტვინზე. რა უნდა ვქნათ და რა მოვიმოქმედოთ რომ 4 წლის ბიჭმა თავის თანატოლებს დაეწიოს ქცევითი განვითარებაში. და რა იყოს მათზე უკან დახეული მენტალურად. გვირჩიეთ კიდევ დამატებით რამე. მადლობა
-გამარჯობა, 3 წლის ბავშვი მყავს, რომელიც იდეალურად საუბრობს და ესმის ყველაფერი. მაინტერესებს რა გავაკეთო კონკრეტულ შემთხვევაში: ძილის წინ შევუშვებ ტუალეტში და უმეტესად არაფერს შვება, ჩავაწვენ საწოლში და სანამ გამოვალ ოთახიდან კიდევ ვეკითხები უნდა თუ არა ტუალეტი, პასუხია არა! როგორ კი გამოვალ ოთახიდან იწყებს ჭუჭყუნს რომ უნდა ტუალეტუ და მერე რაღაცას შვება ხოლმე. ასე არის ბევრ რამეზე, ჭამაზეც, დავუდებ საჭმელს არ შია, მერე შია, დავუდებ ისევ არ შია, ავიღებ შია... ასეთი რაღაცებისგან ნევროზი დამმართა, რა უნდა რას ითხოვს? დავიტანჯე მირჩიეთ რამე. მოახლე მგონია თავი
-გამარჯობათ, ჩემი 3 წლის გოგონას ცვირიდან აქვს უსიამოვნო სუნი (მგონი ჩირქის) რისი ბრალი შეიძლება იყოს? გასულ ზამთარს ძალიან ხშირად იყო გაციებული, შეიძლება რომ ჰაიმორიტის ბრალი იყოს? არ აქვს თავის ტკივილი და არანაირი ჩივილი. უბრალოდ როცა ვეხუტები ძალიან უსიამოვნო სუნი აქვს (პირიდან არ აქვს) მადლობა პასუხისთვის
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
-გამარჯობათ. ცხიმოვანი ჰეპატოზის დროს (Iხარისხ.), მინიმუმ რამდენ პროცენტიანი უნდა იყოს ხაჭო და არაჟანი რომ მივიღო. გმადლობთ
-გამარჯობა.ვარ 27 წლის. წელიწადი და სამი თვის წინ დავასრულე მეორე ლაქტაცია.ორივე ბავშვს ვაჭმევდი წელიწად ნახევარი. არანაერი პრობლემა არ მქონია არასოდეს მკერდზე. დაახლოებით ერთი კვირაა დვრილის გვერდით არეოლის პატარა მონაკვეთი დაბლა არის ხოლმე ჩაწეული,თითქოს ჩაჩუტულია. თვითონ დვრილი არა. მეორე მკერდის არეოლად მოჭმუხნულია მაგრამ ესე ჩაჩუტულივით არ არის. ანუ დაბლაა ჩაწეული პატარა მონაკვეთზე. ოღონდ ყოველთვის არა. ტანსაცმელი თუ მომედება ან ვწევარ მაშინ ისიც ზოგჯერ დღის მანძილზე.ხან რომ დავხედავ ჩვეულებრივადაა. ვაპირებ ციკლის მეექვსე მეთორმეტე დღეს ეხოზე წავიდე.მანდ გამოჩნდება რამე რომ მჭირდეს? წავიკითხე რომ მკერდის კიბოს სიმპტომია თან 100 პროცენტიანი და ანუ 100 პროცენტით მკერდის კიბო მაქვს? თუ შეიძლება ფორმა დაკარგა მკერდმა და ამასთან იყოს კავშირში. სხვა არანაერი სიმპტომი არ მაქვს
-გამარჯობა. შესაძლოა ფიმოზის დაზიანებამ ნერვული სისტემა დააზიანოს და სათესლე ჯირკვალში ტკივილი გამოიწვიოს?