-სალამი ჩემი 10 წლის შვილი როგორც კი ჩაიძინებს საშინლად იოფლება სეზონს არ აქვს მნიშვნელობა.წონა ცოტა ზედმეტი აქვს.კარგად იცის გახვევა გადასაფარებელში მარტო ცხვირი და თვალები უჩანს ხოლმე და ამას ვაბრალებდი.მერე სადღაც წავიკითხე რომ საყურადღებოა და შემეშინდა.ბრეტელებიან მაისურში მაინც გაიოფლა.ახლა რამოდენიმე დღე დავაწვინე მაისურის და გადასაფარებლის გარეშე და არ აქვს ოფლი ანუ რაიმე პრობლემა რომ ჰქონდეს შიშველი და გადასაფარებლის გარეშეც ხომ გაიოფლებოდა?მადლობა პასუხისათვის.